დაკავებული ორი პიროვნებიდან ერთ–ერთი ამბობს, რომ გიორგი ფოჩხუა ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე მოკლა

13:42 16.07.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დააკავეს გიორგი ფოჩხუას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1992 წ.დ ბექა ცობეხია, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, რომლის მოტივადაც სახელდება ურთიერთშელაპარაკება. ასევე დაკავებულია ბრალდებულის მეგობარი, დაცვის პლიციის თანამშრომელი, 1990 წ.დ ნიკოლოზ ბაძაღუა, რომელიც ბრალდებულია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).

პოლიციის მიერ ამოღებულია გარდაცვლილის ფოტოაპარატი და მობილური ტელეფონი.






READ MORE - დაკავებული ორი პიროვნებიდან ერთ–ერთი ამბობს, რომ გიორგი ფოჩხუა ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე მოკლა

"სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" აპროტესტებს ტელეკომპანია "მაესტრო"-ს მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებს

13:42 16.07.2012
მედიაგაერთიანება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ტელეკომპანიამ "მაესტრო", როგორც მედია სფეროში მომუშავე ბიზნეს სუბიექტმა, საკუთარი ინიციატივითა და რისკების გათვალისწინებით, გადაწყვიტა ჩაეტარებინა პიარკამპანია "მაესტრო ყველა ოჯახში", რომლის მიზანიც აუდიტორიის რიცხოვნული და გეოგრაფიული ზრდა იყო.

მიუხედავად იმისა რომ ტელეკომპანია "მაესტრო"-ს აღნიშნული კამპანია მიმართული იყო იმისკენ, რომ ბიზნესსუბიექტს მოეპოვებინა და კიდევ უფრო განემტკიცებინა მედიაბაზარზე საკუთარი პოზიციები, რაც ნებისმიერი საწარმოსთვის ბუნებრივი და ლოგიკურია, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სრულიად უსაფუძვლოდ და ტენდეციურად აღნიშნული ქმედება ინტერპრირებულ იქნა როგორც "სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი". რასაც შედეგად პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, "მაესტრო"-ს ტექნიკური საშუალებების დაყადაღების შესახებ სასამართლოს ოპერატიული გადაწყვეტილება მოჰყვა.
პროკურატურამ კიდევ ერთხელ სრულიად ცინიკურად თავისი უკანონო ქმედების საფუძვლად "წინაასარჩევნო პროცესების დაცვა შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა" დაასახელა.

"სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებით პროკურატურამ და სასამართლომ ერთის მხრივ ტელეკომპანია "მაესტრო"-ს, როგორც მედია-სუბიექტის თავისუფლება შეზღუდეს, ხოლო მეორეს მხრივ ამავე ქმედებით შეიზღუდა ეროვნული და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებული "ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება". საარჩევნო პერიოდში კი არასრულად და ცალმხრივად ინფორმირებული ამომრჩეველი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისათვის მანიპულირების შესანიშნავი საშუალებაა.

"სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" აპროტესტებს ტელეკომპანია "მაესტრო"-ს მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებს და დღეს, 15 საათზე საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ აქციას მართავს.

მოვუწოდებთ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ერთობლივი, კონსოლიდირებული ძალებით წინ აღუდგეთ თავისუფალი მედიის შევიწროების ფაქტებსა და ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს 15 მედიასაშუალება აწერს.







READ MORE - "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" აპროტესტებს ტელეკომპანია "მაესტრო"-ს მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებს

"ქართული ოცნება" NDI-ს კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს

13:40 16.07.2012
კოალიცია "ქართული ოცნება" NDI-ს კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს. როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , მათი მთავარი ინდიკატორი არა რომელიმე ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, არამედ მხარდამჭერთა ის უპრეცედენტო რაოდენობაა, რომელიც მათ მიერ ჩატარებულ 5 აქციაზე დაფიქსირდა.

"ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, NDI-ს კვლევებს არ ვენდობით და სხვათა შორის, არც სხვა ორგანიზაციის გამოკითხვებს - გააჩნია მათ წარმომავლობას, დაფინანსების წყაროებს და მეთოდიკას. ჩვენ არ ვიცნობთ მეთოდოლოგიას, არ ვიცით როგორაა ჩატარებული საველე სამუშაოები. აქედან გამომდინარე ჩვენი მთავარი ინდიკატორი არ არის რომელიმე ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ - "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ 5 აქციაზე ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა უპრეცედენტო იყო. არც გორში, არც მცხეთაში, არც ოზურგეთში, არც ქუთაისში და არც თბილისი ასეთი მასშტაბური აქციები არ ჩატარებულა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, დიდ პატივისცემას აფიქსირებს ამერიკული ორგანიზაციების მიმართ.

NDI-მ დღეს კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გაავრცელა, რომელიც პარტიების რეიტინგებს ეხება.

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ნაციონალური მოძრაობა" დგას.
ასეთად ”ქართული ოცნება” რესპონდენტთა 20%-მა დაასახელა, ქდმ – 4%-მა, სხვა ოპოზიცია – 2%-მა, კითხვაზე პასუხი არ იცის – 15%-მა, პასუხზე უარი განაცხადა – 16%-მა.

NDI-ს კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს. NDI აქვეყნებს მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მეორე ნაწილს, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ეხება. კვლევა 4-დან 22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და 6 299 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლუს მინუს 2%-ია.

NDI-ს კვლევის თანახმად, კითხვაზე – ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა იმ რაოდენობიდან, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა (77%) , 22% "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ასახელებს.

20% აცხადებს, რომ ყველაზე მეტად საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ისურვებდა, 6% იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება აღარ აქვს, მაინც მას ასახელებს, 4% – გიორგი თარგამაძეს, 3% პასუხობს, რომ არც ერთ კანდიდატს, 3% კი სხვა კანდიდატს ასახელებს.

როგორც NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ აღნიშნა, საკმაოდ მაღალია პასუხზე უარის და "არ ვიცი"-ს პროცენტული მაჩვენებლები. გამოკითხულთა 17% კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს, ხოლო 25% ამბობს, რომ არ იცის, ვის ისურვებდა საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად.







READ MORE - "ქართული ოცნება" NDI-ს კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს

ახალი ცნობა გიორგი ფოჩხუას მკვლელობაზე

13:32 16.07.2012
გიორგი ფოჩხუა მოკლეს და ზღვაში შემდეგ გადააგდეს. ძიების ინტერესებიდან გამომდინარე ეჭვმიტანილის ვინაობას ვერ დაგისახელებთ და მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამართალდამცავები კომენტარს თავად გააკეთებენ, - ამის შესახებ გიორგი ფოჩხუას დამ, ელენე ფოჩხუამ "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდიდან სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, მას მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ გიორგი მეგობრებთან ერთად ანაკლიაში იმყოფებოდა. ზუგდიდისკენ მობრუნებულებს გზად გიორგის მამაკაცი გამოელაპარაკა და ძველი ნაცნობობა შეახსენა.

"თავი შეახსენა. რომელიღაც რესტორნის მეპატრონე ყოფილა. მეგობრები მოშორებით იდგნენ და გიორგის დაურეკეს, რომ ეჩქარა სახლში წასასვლელად. გიორგიმ უპასუხა, რომ 5 წუთში დაგეწევითო; მას შემდეგ ტელეფონს აღარ პასუხობდა", - განაცხადა ელენე ფოჩხუამ.

გარდაცვლილის დის ინფორმაციით, მიცვალებულს სახეზე დაზიანებები აღენიშნება. მისივე მოსაზრებით, გიორგი ფოჩხუა ჯერ ცემეს, მოკლეს, მერე ტანზე გახადეს და ზღვაში გადააგდეს.







READ MORE - ახალი ცნობა გიორგი ფოჩხუას მკვლელობაზე

არსებობს ვერსია, რომ გიორგი ფოჩხუა მოკლულია [Video]

წყარო ტელეკომპანია "მეცხრე არხი"
21:32 14.07.2012
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა რომ გარდაიცვალა ზუგდიდის შალვა დადიანის სახლეობის თეატრის მსახიობი და მთავარი რეჟისორი გიორგი ფოჩხუა.

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ის ანაკლიაში ზღვაში დაიხრჩო, სადაც მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. ოფიციალური ინფორმაცია გიორგი ფოჩხუას დაღუპვის შესახებ არ გავრცელებულა. ცნობილია მხოლოდ ის რომ 26 წლის მსახიობს ოჯახი გუშინდელი დღის შემდეგ ეძებდა. ცხედარი ზუგდიდის პროზექტურიდან ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.

როგორც ოჯახის ახლობლებს პროზექტურაში უთხრეს, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება ძალადობის კვალი. არსებობს ვერსია, რომ მომხდარი არა უბედური შემთხვევა, არამედ მკვლელობაა.







READ MORE - არსებობს ვერსია, რომ გიორგი ფოჩხუა მოკლულია [Video]

გიორგი ფოჩხუას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დაუდგენელია [video]

20:01 14.07.2012
მომღერალის, მსახიობის და ზუგდიდის თეატრის რეჟისორის გიორგი ფოჩხუას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

პოლიციის წარმომადგენლებს მომხდარი უბედურ შემთხვევდ ჯერ არ გამოუცხადებიათ. შსს–ში ამბობენ, რომ ოფილიალური ინფორმაცია მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გავრცელდება.

ძალოვან უწყებაში გიორგი ფოჩხუას უახლოესი მეგობრების დაკითხვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ვრცელდება ცნობები, რომ ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება...

პირველადი ინფორმაციით მსახიობი ანაკლიაში ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო, სადაც ფოჩხუა მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იყო ჩასული.

ცხედარი ზღვამ გამორიყა. ის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.







READ MORE - გიორგი ფოჩხუას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დაუდგენელია [video]

მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო? [video]

19:48 14.07.2012
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო.

შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკლიაში მოხდა, სადაც ფოჩხუა მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იყო ჩასული.

გიორგი ფოჩხუა ზუგდიდის თეატრის მსახიობი და მთავარი რეჟისორი იყო.


ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქცია გამოთქვამს დიდ წუხილს და თანაუგრძნობს მის მეუღლეს, პატარა ვაჟიშვილს და ყველა ახლობელს.
READ MORE - მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო? [video]

700-მდე პატიმარი წამების წინააღმდეგ უპრეცედენტო ბრძოლას იწყებს

16:25 11.07.2012
ჟურნალისტისა და უფლებადამცველის კოტე ინაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც ქსნის N15 დაწესებულების 700-მდე პატიმარმა ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი, რომელშიც ისინი სახალხო დამცველს ციხეში უკანონო ქმედებების შესახებ ატყობინებდნენ, მათზე ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლა გაძლიერდა.

როგორც კოტე ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, „ობიექტივი“ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარია გარდაცვლილი, რომელთაც ციხეში წამების ფაქტების მამხილებელ განცხადებაზე ჰქონდათ ხელი მოწერილი.

„ფაქტის მიჩქმალვის მიზნით შესაძლოა პატიმართა ცხედრები ქსნიდან სხვადასხვა ციხეებში გადაანაწილონ.

მოგმართავთ ყველას, თუ ფლობთ ციხეში პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას, ან თქვენს ქალაქსა და რაიონში პატიმარს ჩამოსვენებენ აუცილებლად დაგვიკავშირდით მედია–კავშირ „ობიექტივში“ და შეგვატყობინეთ.

უკანასკნელ პერიოდში, ციხეებში, ადმინისტრაციის ჯალათი თანამშრომლების მიერ მოკლულ პატიმართა რიცხვი უპრეცედენტოდ გაიზარდა.

იმედია სამართალი იზეიმებს და ციხის ადმინისტრაციის ჯალათი თანამშრომლები, რომლებიც პატიმართა წამებაში და მკვლელობაში იღებენ მონაწილეობას სათანადოდ დაისჯებიან“, –
განაცხადა კოტე ინაშვილმა.






READ MORE - 700-მდე პატიმარი წამების წინააღმდეგ უპრეცედენტო ბრძოლას იწყებს

შსს-ს თანამშროლებმა „ტაქსისტებად“ დაიწყეს მუშაობა

20:25 10.07.2012
შსს-ს თანამშრომლებმა ტაქსის მძღოლებად დაიწყეს მუშაობა. ეს მათ გაჭირვების გამო არ გაუკეთებიათ. ნაციონალებმა ახალი სქემა შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც, შსს-ს თანამშრომლების ნაწილს დავალება მისცეს, რომ ტაქსის მძღოლებად „გარდაიქმნენ“ და მოსახლეობას მოემსახურონ.

შსს-ს თანამშრომლებმა საკუთარ მანქანებს ტაქსის აღმნიშვნელი ნიშანი დაადგეს და „სატაქსაოდ“ გავიდნენ. მოქალაქე, რომელიც ტაქსს აჩერებს, აზრადაც არ მოსდის, რომ მას შსს-ს თანამშრომელი ემსახურება და არა ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლი.

ასეთი ფაქტის მოწმე ამ დღეებში რამდენიმე თბილისელი გახდა. მათ ტაქსი გააჩერეს და როდესაც დანიშნულების ადგილას მივიდნენ, ეზოში მდგარმა ბიჭებმა საკუთარი რაიონის პოლიციის თანამშრომელი ამოიცნეს. რისთვის დაჭირდათ შსს-ს თანამშრომლებს ამგვარი ტრანსფორმაცია ძნელი გამოსაცნობი არ არის, თუ იმ საუბრის შინაარსს გავითვალისწინებთ, რომელიც ვითომ ტაქსის მძღოლსა და მის მგზავრს შორის გაიმართა.

შსს-ს თანამშრომლები მგზავრთან საუბარს ნაციონალების კრიტიკით იწყებენ და ამით მოსახლეობის განწყობის გაგებას ცდილობენ. მას შემდეგ რაც მგზავრის რეაქციას მიხვდებიან, პირდაპირ საქმეზე გადადიან. მათი ტექსტის შინაარსი დაახლოებით ასეთია: ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მიერ გამოგზავნილი კაცია, მას ხალხი ბრმად არ უნდა ენდოს, რადგან ქვეყანას დაღუპავს. მგზავრთან „გულახდილი“ საუბრისას, მძღოლს მეტი დამაჯერებლობისთვის გარკვეული მაგალითებიც მოჰყვს, რომელიც ივანიშვილის რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან კავშირზე მიუთითებს.

ტაქსის მძღოლის საქმიანობას ამოფარებულ შსს-ს თანამშრომლებს მოსახლეობაში ჭორებისა და ინფორმაციის „დიდი დოზით“ გავრცელება ევალებათ.

ასე, რომ ნაციონალებმა ხალხზე „ზრუნვა“ იმდენად მოინდომეს, რომ საკუთარი „ტაქსით“, არც მეტი არც ნაკლები, შსს–ს მაღალი თუ დაბალი რანგის ჩინოვნიკები მოგემსახურებიან.






READ MORE - შსს-ს თანამშროლებმა „ტაქსისტებად“ დაიწყეს მუშაობა

"პოდიუმი" პოლიციის კიბეებზე - როგორ დგამენ სცენებს ოპერატიული ვიდეომასალისთვის [video]

ავტორი დარეჯან პაატაშვილი
20:20 09.07.2012
ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს!

წერეთლის გამზირზე მდებარე საპატრულო პოლიციის შენობაში ოთხი დაკავებული მიიყვანეს, რომელთათვისაც, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი ხელბორკილი იყო გამოყოფილი.

როდესაც საპატრულო პოლიციის შენობაში მყოფი დაკავებული კამერის წინ ორჯერ შეიყვანეს შენობაში დაკავების იმიტაციით, მას ხელბორკილი შეხსნეს და მეორე დაკავებულს დაადეს. ამის შემდეგ უკვე მეორე დაკავებულმა გაიარა ორჯერ "პოლიციურ პოდიუმზე".









READ MORE - "პოდიუმი" პოლიციის კიბეებზე - როგორ დგამენ სცენებს ოპერატიული ვიდეომასალისთვის [video]

"ვიღაცამ" გაბედა და...

ავტორი ირაკლი სვანიძე
16:20 09.07.2012
ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს!

გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადებულმა სიუჟეტმა, რომელშიც, ავტორის სიტყვებით, ფარულად ჩაწერილი ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ჰყვებოდა იმის შესახებ, რომ თბილის მერი გიგი უგულავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხშირად ხმამაღლა ელაპარაკებოდა და ზოგჯერ უყვიროდა კიდეც, საზოგადოება შოკში ჩააგდო. მართალია, დედაქალაქის მერმა "გასაფრენად გახაზირებული ანგელოზის" როლი შეითავსა და ყველაფერი უარყო, მაგრამ ვერაფერი დააკლო საზოგადოების განწყობას საკუთარი პერსონისადმი. ამ განწყობის პათოსი კი მისთვის არცთუ სასიამოვნო მოსასმენია, რადგან მრევლის საეკლესიო წესებში განსწავლულობას და სასულიერო იერარქისადმი მორჩილებას რომ თავი დავანებოთ, აქ საქმე ელემენტარულ ნდობას ეხება, რომლის დეფიციტსაც ქართველი ხალხისგან ბატონი უგულავა მწვავედ განიცდის.

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სინოდმა ამ საკითხზე ოფიციალური განმარტებისგან თავი შეიკავა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა დავიწყებას მიეცემა. გასაგებია, რომ უაღრესად მლოცველი და ყველას (მათ შორის მისი მაძაგებელის) დიდსულოვნად მოსიყვარულე პატრიარქი მამაშვილურად შეუნდობდა თუნდაც პირადად მასთან ქედმაღლურად მოქმედ ადამიანს და ცალსახად აირჩევდა მიტევების ფორმას. გაუგებარი ის არის, თუ როგორ აძლევს უფლებას ნებისმიერი ადამიანი (თუნდაც მაღალჩინოსანი), მოწიწების გარეშე მიეახლოს ერის სულიერ მამას და უზრდელურად ხმა აღიმაღლოს მის წინაშე.

კვანძი ძალიან სახიფათოა და ის რომ ადრე თუ გვიან გაიხსნებოდა, ცხადზე ცხადი იყო. ხმები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი ხალხის უანგარო სიყვარულს და უღირსი ხერხებით ცდილობს ამ ავტორიტეტის დაკნინებას, დიდი ხანია საზოგადოებაში ვრცელდება. ხელისუფლების ზოგიერთ წევრს შესაძლოა საპატრიარქოს კარიბჭე და ეკლესიის წმინდა საკურთხეველი პარლამენტის ან მერიის მისაღები ჰგონია, მაგრამ ავიწყდება, რომ ეკლესიის საჭეთმპყრობელი უფლის მიერ ხელდასხმულია და მასთან ჩინოვნიკური ტერმინოლოგიით არ უნდა ილაპარაკო. გაკვირვებას იწვევს ხალხში გავრცელებული ხმები იმის შესახებაც, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ეპისკოპოსებს "ძმაკაცობით” და ზედმეტად გაშინაურებული ურთიერთობების ხაზგასმით მოიხსენიებენ: "ეს ჩემი კაცია და ის იმის". საეკლესიო იერარქებისადმი ასეთი მიდგომაც არ არის ბევრისთვის უცხო ხილი. მოკლედ რომ ვთქვათ, ზოგიერთმა ძალიან ცუდად შეაჩვია ენა სასულიერო პირებს და ცდილობს მრევლსაც ამ აგდებული სითამამით გაუხედნოს ყური.

თბილისის მერს, წესით და რიგით, მეუფე სერაფიმეს სიტყვებზე საჯარო კომენტარი არც უნდა გაეკეთებინა. ის უნდა მისულიყო საკუთარ სულიერ მოძღვართან, მასთან ერთად ხლებოდა მეუფეს და სინანულის ღრმა განცდით, პირად საუბარში გაერკვია ის გაუგებრობა, რაშიც აღმოჩნდა. "უგულავამ მაინცდამაინც განხეთქილების გზა არჩია, გამოვიდა და "ჯოჯოხეთის კართან მდგომი"(!) (მისივე სიტყვებია) მეუფე ცილისმწამებლად ისე შერაცხა, რომ არც კი დაფიქრებულა, რამხელა ტრავმას აყენებდა მის მრავალრიცხოვან მრევლს.

წეღან ნდობა ვახსენეთ და, რასაკვირველია, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ეკლესიას ენდობა. ამდენად, მეუფე სერაფიმეს სიტყვები, მით უმეტეს, რომ მისი უტყუარობა ბევრმა მოძღვარმაც დაადასტურა, მრევლმა ირწმუნა. ან კი რა საფუძველი ჰქონდა ხალხს მეუფისადმი უნდობლობის?

რაც შეეხება ხელისუფლებისადმი ნდობას და მით უფრო ეკლესიასთან (რომლის თხოვნასაც ამ ქვეყნის მმართველნი თითქმის არასოდეს ითვალისწინებენ და ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს!) ურთიერთობის საკითხში, ამ მხრივ საზოგადოებას თავისი დამოკიდებულება აქვს და არც გაემტყუნება. რომელი ერთი გავიხსენოთ? რელიგიის შესახებ გახმაურებული კანონი თუ რიყეზე, ასი ათასი მოწამის წმინდა ადგილას ბუდა-ბარის მშენებლობა (პატრიარქის თხოვნის მიუხედავად, რომ ეს არ გაეკეთებინათ); დავითგარეჯას იდუმალებით მოცული და მიტაცებული ტერიტორიების ნაწილი თუ აზიზიეს მეჩეთის აგების მცდელობა საპატრიარქოს ნების საწინააღმდეგოდ; ბაგრატის ტაძრის აღდგენის დროს საპატრიარქოსთან ერთად დამტკიცებულ გეგმაში "შემთხვევით” შემოპარებული", ქართული ხუროთმოძღვრებისთვის სრულიად შეუფერებელი ლიფტი და შუშებიანი არქიტექტურა თუ სიონის მხარდამხარ კაზინოს წამოჭიმვა...

კიდევ რამდენი გავიხსენოთ? არ ავიწყდება ქართველობას ფერიის მთაზე ეკლესიის საძირკვლის ნგრევის ფაქტი და ამის მერე, თავდაყირა რომ დადგე, ვერაფრით დააჯერებ, რომ თავგადაკლული მორწმუნე ხარ (არც ის ავიწყდება ხალხს, რომ ამ ფაქტის მერე, ხელვაჩაურის გამგებელს კაბინეტის ჭერი თავზე ჩამოემხო და ამის მერეც ჯიუტად გაიმეორა, რომ მართალი იყო, როდესაც ეკლესიის საძირკველი მოშალა(?!))...

ხალხში ჯერაც არ მინელებულა აღდგომის ღამეს ეპისტოლეს კითხვისას "შემთხვევით” გამოტოვებული" მონაკვეთი, სადაც პატრიარქი გულისტკივილით მიგვითითებდა, რომ საქართველოში, როგორც არასდროს(!) უზნეობამ იმძლავრა და დასტურად მოჰყავდა ზემოთ ნახსენები ბუდა-ბარის და კაზინოს მშენებლობის ფაქტები. გავრცელებული ინფორმაციით, "ვიღაცას” გულზე ეკლად დაესობოდა" დედაქალაქში არსებული სიწმინდეების გვერდით ცოდვის ბუდეების მხილება და ხალხის გულისწყრომის თავიდან ასაცილებლად, იმ "ვიღაცამ" გაბედა და აღდგომის ღამეს ეპისტოლედან თვითნებურად ამოაგდო (როგორც სტუდია გნს აცხადებს, ესეც ჩვენი ყოფილი სტიქაროსანი მერის სინდისზეა) მამხილებელი საბუთი(?!)...

ამის შემდეგ ძალიან იოლია დაიჯერო, რომ ასეთი თავგასული ხალხი ყველაფერს იკადრებს და მათ შორის თვით უწმინდესის შეურაცხყოფასაც (თუმცა ამით საკუთარ თავს ამხელენ და შეურაცხყოფენ)!

აუცილებლად უნდა ითქვას ერთიც: ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ჩვეულებრივი მოკვდავებისგან დაცვას არ საჭიროებს, რადგან მას თავად უფალი იცავს და ვინც იცის, რას ნიშნავს სიტყვები - "უფალს მინდობილი", მისთვის ნათელია ყველაფერი. მასზე ზეწოლა და მისი შეშინება წარმოუდგენელია და ამას ვერავინ მიაღწევს ვერასდროს(!). მასზე უანგაროდ მლოცველთ და თქვენ წარმოიდგინეთ, მტრებსაც კი(!) მისი იმედი აქვთ, რადგან მშვენივრად უწყიან, რომ ჩვენს პატრიარქზე მიმტევებელი ადამიანი დღეს ძნელად მოიძებნება დედამიწის ზურგზე, მაგრამ უბედურება ის არის, რომ მის ამ სათნო თვისებას მშვენივრად იყენებენ და იმდენად უთამამდებიან, რომ საერთოდ კარგავენ რიდს ერის სულიერი მამის მიმართ.

ყველამ კარგად დაიმახსოვროს: საქართველოში დღეს ერთადერთი და უპირობო ავტორიტეტი ჩვენი უწმინდესი პატრიარქია, მილიონობით მორწმუნეს ის საკუთარ თავზე მეტად უყვარს და ვერავის აპატიებს ქართველი კაცი მის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას, მით უმეტეს ყვირილს. გამგებმა გაიგოს!

პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ტალახი, სასულიერო პირების მისამართით ნასროლი, მსროლელებს უბრუნდებათ და ამით უფრო მაღლდება საპატრიარქოს ავტორიტეტი, ეს უზნეო კამპანია მაინც გრძელდება და რით შეიძლება დასრულდეს ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ მყოფი დედა-ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული, უკვე შეუნიღბავი(!) ბრძოლა, ყველას, მით უფრო ბატონ გიგი უგულავას, როგორც სასულიერო სემინარიის ყოფილ სტუდენტს და საქართველოს პატრიარქის სტიქაროსანს, სხვაზე უკეთ უნდა მოეხსენებოდეს. რაც შეეხება წმინდა სინოდის წინაშე ყვირილს, ეს ისეთი დამღაა, რომელსაც უგულავა (სატელევიზიო აღიარებისა და მონანიების გარეშე) სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს!







READ MORE - "ვიღაცამ" გაბედა და...

მერაბ სეფაშვილმა არჩევანი გააკეთა!

16:00 09.07.2012
გიხაროდენ - იმღერეს შევარდნაძის მხარდასაჭერად... „აწვიმდნენ“ 2003 წლის რევოლუციას... მომღერალთა და მოცეკვავეების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა ქართული პოლიტიკური ბომონდი.

მერაბ სეფაშვილი მათში არასოდეს გარეულა! ბადრი პატარკაციშვილის „არტ-იმედში“ გენერალურ დირექტორად იღვაწა და ერთ-ერთი მუსიკალური არხის ხელმძღვანელად მოგვევლინა ბოლოს. მერე, რევოლუციის მერე, სხვადასხვა ტელეკომპანიების დახურვას „პირველი სტერეოს“ „გადახალისებაც“ მოჰყვა და მერაბ სეფაშვილმა კვლავ სიმღერა გააგრძელა... იგი არასდროს ჩარეულა პოლიტიკაში. არც დითირამბები მიუძღვნია არავისთვის, ბევრისგან განსხვავებით.

ბოლოს, ნოემბრის მიტინგებზე გამოჩნდა... ჯემალ სეფიაშვილთან, ეკა კვალიაშვილთან და სხვებთან ერთად... „საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის“ - იმღერა ღია ცის ქვეშ, ფონოგრამის გარეშე და ასიათასობით ადამიანს ცრემლი მოადგა... მაშინ ხალხის გვერდით იდგა მერაბი!

ახლა წინასაარჩევნო ფუსფუსია... თავადაც 5 იანვრისთვის ემზადება და... „5“-იანი უნდა შემოხაზოს საარჩევნო ბიულეტენში. ეს კარგია! კარგია, რადგან თავის პოზიციას არ მალავს! და, სხვებივით ბუჩქებში არ იმალება... არადა, ყველა ჩვენგანს ბევრი გვინახავს პირში მოცინარი და მერე დამალული.

ახლა სხვა დროა! მთავარია, წინასაარჩევნო ხმა არ წაგერთვას, ხუთოსანივით მოიქცე და უსაქმურობას ვერავინ დაგწამებს. წინასაარჩევნოდ ყველას გაახსენდებით! მანამდე, კუტუნიო და რუსლანა უნდა ამღერონ წვიმიან თბილისში, მოცეკვავე შადრევნებთან... ჰო, რუსლანა თუ რუსლანი მაშინ უნდა აემღერებინათ კიდევ, ასლანი რომ გაიქცა. ახლა 5 იანვარი ახლოვდება. მომღერლებს, რომლებიც რევოლუციის შემდეგ სცენას ნატრულობდნენ და ქართული სიმღერის გარდაცვალებას მისტიროდნენ, წინასაარჩევნოდ საქმე გაუჩნდათ. წინასაარჩევნოდ ბევრმა მათგანმა „ღირსების ორდენიც“ დაიკიდა გულზე, პრეზიდენტისგან ბოძებული. სულ ახლახან, თან... ბევრმა საკუთარი დამოკიდებულება, არცთუ თბილი - არ დამალა და... ხელისუფლებამ „დაიკიდა“ ისინი...

„ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე, გაიმარჯვებ, იცოდე, ჩემო ვაჟკაცო!“ - იმღერა მერაბ სეფაშვილმა ორიოდე დღის წინ და სცენაზე უმალ მიხეილ სააკაშვილი აიჭრა... მერაბ სეფაშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა! ჯერი თქვენზეა, ძვირფასო მკითხველო!

ყველასათვის საყვარელ მომღერალს მერაბ სეფაშვილს მის მიერ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯისა და „რჩეული გმირების“ თაობაზე მკითხველთა თხოვნით ვესაუბრეთ:

მერაბ, საზოგადოებისთის საკმაოდ მოულოდნელი იყო შენი გამოჩენა მიხეილ სააკაშვილის გვერდით..., რედაქციაშიც რეკავენ და არჩევნებისადმი შენი კონკრეტული დამოკიდებულებით ინტერესდებიან მკითხველები...

-არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ...

ორიოდე დღის წინ „რუსთავი-2“-ის ეთერით გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ჩანდა, რომ შენ პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს უჭერდი მხარს...

-მე ისედაც მიშას ვუჭერ მხარს! საარჩევნო კამპანიაში მასთან ერთად ვარ!

თუმცა, გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზეც იყავი შენ მისული და ასი ათას კაცს ფონოგრამის გარეშე უმღერე...

-იქ რომ ვიყავი, კი არ ვთანამშრომლობდი მათთან... მიტინგზე ვიყავი, უბრალოდ...

„შენი გმირი“ უწოდე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და მართლა შენს რჩეულ გმირად თვლი მას?

-მე არ ვერევი პოლიტიკურ პროცესებში. ჩემი აზრი გამაჩნია, მართლა ჩემი მეგობარია მიშა და... ხალხს მინდა ვუთხრა: არავის გვერდით დგომა საქმეს არ წაადგება! ამ ქვეყნის გვერდით უნდა ვიდგეთ ყველანი, თუ გვინდა, რომ რაღაცა აშენდეს და გაკეთდეს! მე საერთოდ არ მინდა რუსეთის აქ შემოსვლა... დაანებონ მიშას თავი, მართლა ნუ გაუწყალეს გული... ტელევიზორს უყურებს, საერთოდ, ეს ხალხი? გადართონ რუსეთის არხზე და ნახავენ - პირდაპირ რომ აცხადებენ, აფხაზეთი უნდა ვაღიაროთო... ომობს ეს კაცი და, აბა. ომში არ უნდა დავუდგე გვერდით? აბა, რაღა მოქალაქე ხარ...

თბილისური ჭორები სულ არ მჭირდება დღეს... სააკაშვილს, როგორც პიროვნებას კი არ ეძღვნებოდა ეს სიმღერა და სიყვარულს კი არ ვუხსნიდი... სიმღერაა ეგეთი, რომელსაც ვმღერი და ვისაც როგორც უნდა, ისე გაიგოს...

„ასავალ-დასავალი“, 3-9 დეკემბერი, 2007 წელი







READ MORE - მერაბ სეფაშვილმა არჩევანი გააკეთა!

ჯოჯუების 2 შვილი უსახსრობის გამო ნათესავებთან იზრდება [video]

ავტორი ლევან სულაშვილი
16:00 09.07.2012
ზუგდიდში ჯოჯუების ოჯახი რამდენიმე წელია დახმარების თხოვნით მიმართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის აპარატს, ზუგდიდის საკრებულოს, გამგეობას და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალურ საკოორდინაციო ცენტრს, თუმცა, მათი თქმით, არც ერთი უწყებიდან არანაირი სახის დახმარება არ მიუღიათ.

როგორც მზია ჯანაშია ამბობს, სოციალური მუშაკი მათთან 2011 წლის ბოლოს მივიდა, თუმცა, მიუხედავად არანორმალური საყოფაცხოვრებო პირობებისა, მათ მაღალი ქულა მიანიჭეს და სოციალურად დაუცველთა სიაში არ შეიყვანეს, რის მიზეზადაც მათი შემოსავალი დასახელდა.„ინფო 9“-ის გადამღები ჯგუფი კომენტარისთვის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსთან, ზურაბ ეგუტიასთან მივიდა.

ეგუტიამ კამერასთან საუბარზე უარი განაცხადა, თუმცა გადამღებმა ჯგუფმა იგი ფარულად ჩაწერა. როგორც ეგუტიამ განმარტა, ოჯახის შემოსავალი სოციალურად დაუცველის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი არ არის.








READ MORE - ჯოჯუების 2 შვილი უსახსრობის გამო ნათესავებთან იზრდება [video]

სააკაშვილმა ზუგდიდის აეროპორტთან დაკავშირებით იცრუა [Video-Photo]

ავტორი თამარ ზანთარაია
16:00 08.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა, 25 ივნისს, საკუთარ რეზიდენციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თბილისის, ბათუმის და მესტიის შემდეგ აეროპორტი ზუგდიდშიც აშენდა.

„ჩვენ თბილისის აეროპორტის შემდეგ ავაშენეთ ბათუმის აეროპორტი. ავაშენეთ პატარა აეროპორტები – მესტიის აეროპორტი, ზუგდიდის აეროპორტი. ვიწყებთ თელავის აეროპორტის მოდერნიზაციას. დაიწყო ფოთის აეროპორტის მშენებლობაც. სექტემბერში გაიხსნება ქუთაისის დიდი საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ აეროპორტის მშენებლობა გურიაში, კერძოდ სოფელ მერიაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.


პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, „უკვე აშენებულ“ აეროპორტში, რომელიც 90 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს, „ლაივპრესმა“ გადაიღო ვიდეორეპორტაჟი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ აეროპორტის მშენებლობა დასრულებული არ არის. მეტიც, იქ ამჟამდ სამშენებლო სამუშაოებიც არ მიმდინარეობს. ტერიტორია შემოსაზღვრულია რკინის ბადით. არ არის სტენდიც, რომელიც აეროპორტის მშენებლობის პრეზენტაციის დღისთვის დამონტაჟდა.

| ზუგდიდის აეროპორტის შესასვლელი |

აეროპორტის ერთ–ერთი ტექნიკოსი ფელიქს ჩარგაზია, რომელმაც ვიდეოკადრებში გამოჩენა არ ისურვა ამბობს, რომ შარშან ზაფხულს, სამუშაოების მხოლოდ პირველი ეტაპი – ასაფრენი ბილიკის მოასფალტება დასრულდა და მას შემდეგ მშენებლობის პროცესი არ გაგრძელებულა.

„სავარაუდოდ სექტემბერში გააგრძელებენ მუშაობას. ახლა აქ 8 თანამშრომელი ვმუშაობთ და ერთმანეთს ვცვლით რომ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე არავინ შემოვიდეს. ვმუშაობთ მაშინაც, როცა სამთავრობო თვითმფრინავები დაფრინდებიან, სიგნალები რომ მივიღოთ მაგისთვის“, – ამბობს ფელიქს ჩარგაზია, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის აეროპორტის ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია. ის აეროპორტში 1982 წლიდან მუშაობდა.

„მაშინ ამას ინგირის აეროპორტს ეძახდნენ ახლა ის ანაკლია–ზუგდიდის აეროპორტია. ბოლო რეისი 1990 წელს შესრულდა. აფხაზეთის ომის პერიოდში აეროპორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა“, – ამბობს ფელიქს ჩარგაზია.


| ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ, 1994 წელს, ინგირის აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, თუმცა არ დასრულებულა. |

2011 წლის 9 მაისს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აეროპორტის ახლადგაკეთებული ასაფრენი ბილიკი გახსნა. პრეზიდენტი „სენას“ ტიპის თვითმფრინავს თავად მართავდა. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აეროპორტს იტალიელი არქიტექტორები დააპროექტებდნენ და ერთ წელიწადში რეისები მესტია-ზუგდიდისა და ზუგდიდი-ბათუმის მიმართულებით შესრულდებოდა.

„მომავალ წელს ვყიდულობთ ფრანგულ თვითმფრინავებს და რეგულარულ რეისებს დავიწყებთ. ფოთში იქნება დიდი აეროპორტი, მაგრამ რეისები ზუგდიდშიც შესრულდება. ტურისტები აქედან მესტიასა და ანაკლიაში ივლიან. ზუგდიდი დიდი ქალაქია 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და აეროპორტი აუცილებელი იყო“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ზუგდიდი არ იქნება არაფრისგან მოწყვეტილი. ზუგდიდი გახდება ცენტრი, როგორიც უნდა იყოს. ეს არის ჩემი დაპირება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის 9 მაისს ინგირის აეროპორტში.

ასაფრენი ბილიკის გახსნისას სააკაშვილს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორი და ახლა უკვე სოლფის მეურნეობის მინისტრი, ზაზა გოროზია ახლდა, რომლის განცხადებითაც, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდებოდა და აეროპორტი იქნებოდა სრულფასოვანი.



რამდენიმე თანამშრომელი იცავს ტერიტორიას ეს არის და ეს. ზოგჯერ სამთავრობო თვითმფრინავი თუ დაჯდება ამ აეროპორტში. პრეზიდენტის თვითმფრინავი ჯდება ხოლმე, როცა სამეგრელოში ჩამოდის“, - ამბობს გიორგი ქარჩავა.

ადგილობრივების ნაწილს აეროპორტის შესახებ ინფორმაცია სამი თვის წინ ჩამოხსნილი ბილბორდიდან აქვს.

„ჩვენ ვიცით, რომ ადგილობრივი დანიშნულების რეისები უნდა შესრულდეს. ისე, იყო ჭორი და მითქმა-მოთქმა, რომ ინგირის ცენტრში მოუწევს რამდენიმე ოჯახს გადაბარგება, რადგან აეროპორტის სიახლოვეს მოსახლეობა არ უნდა იყოსო. ჩვენთან ოფიციალურად არავინ მოსულა რაიმე წინადადებით“, - ამბობს მირანდა მაისაშვილი.

აეროპორტის სიახლოვეს მცხოვრებნი ამბობენ, რომ აქვთ შიში აეროპორტის სრულყოფილად ამუშავების შემდეგ თვითმფრინავების ხშირი ფრენისას მათი სახლები არ დაზიანდეს. ამავდროულად ადგილობრივები აეროპორტის მშენებლობის დადებით მხარეებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ შეიძლება დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას.









READ MORE - სააკაშვილმა ზუგდიდის აეროპორტთან დაკავშირებით იცრუა [Video-Photo]

რა ხდება ზუგდიდის ნაგავსაყრელზე, რომელიც ორ სოფელს ესაზღვრება [Video]

ავტორი მანანა ხუბულავა
15:49 08.07.2012
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში 2010 წელს ნაგავსაყრელი მოეწყო. მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნაგავსაყრელი დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს გაკეთდა. იგი ორ სოფელს, ცაიშს და დიდინეძს ესაზღვრება.

ცაიშის მკვიდრნი ამბობენ, რომ სოფელი პრაქტიკულად ყოველ დილა-საღამოს კვამლშია გახვეული. იწვის დაგროვილი ნარჩენები. მომრავლდნენ მავნე მწერები და მღრღნელები. „ლაივპრესის“ მიერ გადაღებულ ვიდეორეპორტაჟში ნათლად ჩანს, რომ ნაგავსაყრელიდან რამდენიმე მეტრში სიმინდის ყანებია.

ე.წ ცაიშის ნაგავსაყრელის დარაჯი, გიორგი კვაშილავა „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ ნაგავსაყრელს ცეცხლი ორი თვის წინ, მხოლოდ ერთხელ, „ნაგვის გახურების“ შედეგად გაუჩნდა.

„უმნიშვნელო ცეცხლი მხოლოდ ერთხელ იყო და ისიც ჩაქრა. ცეცხლის ეს პატარა კერები კი ორი თვის წინ რომ წაეკიდა, ის არის, გახურდა და დაბლიდან იწვის. მის მერე წვიმები არ ყოფილა და არ ჩაქრა“, - ამბობს დარაჯი და განმარტავს, რომ კვამლი მოსახლეობისთვის საშიში არ არის.

|ზუგდიდის ნაგავსაყრელი სოფელ ცაიშში |

გიორგი კვაშილავასგან განსხვავებით, მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგავსაყრელის სუნი და კვამლი მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

„ნაგავსაყრელიდან სუნი მოდის, ბუზი მოდის. საკვებს ბუზი რომ დააფრინდება, მაგას ყველაფერს ვყრით. ეს ძლიან სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ძალიან ცუდ პირობებში ვართ. ზაფხული ახლა დაიწყო, თორემ აწი უარესი იქნება“, - ამბობს ცაიშის მკვიდრი მიმოზა სახურია.

„დილით ქარი რომ დაუბერავს და კვამლს ჩვენკენ წამოიღებს, კარებს ვერ ვაღებთ. გარეთ რომ გავიდეთ, სუნი მოგვკლავს“, - მიხსნის ლეილა ქირია.

სოფლელები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, ნაგავსაყრელი რკინის ბადით არის შემოღობილი და უცხო პირების შესვლა აკრძალულია, მოსახლეობის ნაწილი მაინც შედის და ჯართს აგროვებს. ცაიშის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ იქ ბავშვებიც დადიან და სხვადასხვა ნივთებთან ერთად საკვებსაც აგროვებენ.

„იქ ერთი ბავშვი რომ წავა, მერე სხვებიც მიდიან ჯართის შესაგროვებლად. მაღაზიებიდან რომ მოაქვთ ჩამოწერლი საქონელი: პური, ბრინჯი, კოკა-კოლა, ყველაფერი სახლში მიაქვთ და იქაც ჭამენ ბავშვები. ხომ შეიძლება მოიწამლონ?“ - ამბობს მიმოზა სახურია.

სოფლის მკვიდრნი ამბობენ, რომ როდესაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მათ სოფელში ნაგავსაყრელის მოწყობა გადაწყვიტა, პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს.

„მაშინ დაგვპირდნენ, ორმოებს ამოვიღებთ და იქ ჩავყრით და ისევ მიწით დავფარავთო, მაგრამ ეს არ გააკეთეს. მინდვრად ყრიან ყველაფერს. რაიმე ზომები მიიღონ, თორემ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ისედაც ვიწამლებით და კიდევ ამით გვწამლავენ. რა იქნება უფრო შორს რომ წაიღონ? ადგილების მეტი რა არის,“ – ამბობს მიმოზა სახურია.

„ზუგდიდდასუფთავების“ სამსახურის დირექტორი ნუგზარ მოლაშხია „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ ნაგავსაყრელზე ცეცხლის გაჩენა იშვიათად ხდება და მოსახლეობა „პატარა რაღაცაზე პანიკას ტეხავს“.

„ზუგდიდის პირობებში რაც შესაძლებელია, ყველაფერი კეთდება. არამგონია ჩვენზე უკეთესი ნაგავსაყრელი სადმე იყოს. შემოღობილია. მუდმივად ხდება შეწამვლა, მავნე მწერები რომ არ გამრავლდეს. ცეცხლი რომ გაჩნდება, მუდმივად ვაქრობთ. მოსახლეობა კი, პატარა რაღაცაზე პანიკას ტეხავს.

ასევე, უახლოეს მომავალში ნაგავსაყრელის ხობში გადატანა და იქ ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება. თუ ასე მოხდება, ნაგავის პრობლემა მოისპობა“, – ამბობს „ლაივპრესთან“ საუბარში ნუგზარ მოლაშხია.

მისივე თქმით, ნაგავსაყრელების საკითხს მომავალში რეგიონალური განვითარების სამინისტრო მიხედავს, რადგან ნაგავსაყრელები ამ სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.






READ MORE - რა ხდება ზუგდიდის ნაგავსაყრელზე, რომელიც ორ სოფელს ესაზღვრება [Video]

ბაჩოს პოლიცია ანაკლიაში ჟურნალისტებს ცივ იარაღს უდებს და სუიციდისკენ უბიძგებს [video]

17:41 04.07.2012
ბაჩოს პოლიცია ანაკლიაში ჟურნალისტებს ცივ იარაღს უდებს და სუიციდისკენ უბიძგებს .

ვიდეოჩანაწერი რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელ Facebook-ში ჟურნალისტ ნანა ფაჟავას პირად გვერდზე გავრცელდა.






READ MORE - ბაჩოს პოლიცია ანაკლიაში ჟურნალისტებს ცივ იარაღს უდებს და სუიციდისკენ უბიძგებს [video]

ახალაის ზონდერმა ირაკლი ალასანიას თვალებში შეაფურთხა [video]

15:20 04.07.2012
ზუგდიდში ირაკლი ალასანიას შეხვედრა ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებთან ხმაურით მიმდინარეობდა. უცნობი პირების უცენზურო შეძახილებით ადგილობრივები გაღიზიანდნენ. პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებმა აგრესიულ ახალგაზრდებს შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი ამოიცნეს. ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ადგილობრივი სააგენტო Smsportal.ge Youtube-ზე ავრცელებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ინციდენტის ინიციატორები ზუგდიდის საკრებულოს მაღალჩინოსნებთან ერთად ახლომდებარე ქუჩაზე შეიკრიბნენ, თუმცა ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კახა ქირიამ საკუთარი ავტომანქანა სანომრე ნიშნით QKM-777 ადგილზე დატოვა, თავად კი მიიმალა. მასთან ერთად ჟურნალისტების გამოჩენისთანავე გაუჩინარდნენ საკრებულოს "ნაციონალი" წევრი გელა თოლორია და საკრებულოს აპარატის უფროსი თემურ ბასილაია - იუწყება Smsportal.ge.






READ MORE - ახალაის ზონდერმა ირაკლი ალასანიას თვალებში შეაფურთხა [video]

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...