წყარო ტელეკომპანია "მეცხრე არხი"
21:32 14.07.2012
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა რომ გარდაიცვალა ზუგდიდის შალვა დადიანის სახლეობის თეატრის მსახიობი და მთავარი რეჟისორი გიორგი ფოჩხუა. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ის ანაკლიაში ზღვაში დაიხრჩო, სადაც მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. ოფიციალური ინფორმაცია გიორგი ფოჩხუას დაღუპვის შესახებ არ გავრცელებულა. ცნობილია მხოლოდ ის რომ 26 წლის მსახიობს ოჯახი გუშინდელი დღის შემდეგ ეძებდა. ცხედარი ზუგდიდის პროზექტურიდან ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
როგორც ოჯახის ახლობლებს პროზექტურაში უთხრეს, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება ძალადობის კვალი. არსებობს ვერსია, რომ მომხდარი არა უბედური შემთხვევა, არამედ მკვლელობაა.

