ავტორი ლევან სულაშვილი
16:00 09.07.2012
ზუგდიდში ჯოჯუების ოჯახი რამდენიმე წელია დახმარების თხოვნით მიმართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის აპარატს, ზუგდიდის საკრებულოს, გამგეობას და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალურ საკოორდინაციო ცენტრს, თუმცა, მათი თქმით, არც ერთი უწყებიდან არანაირი სახის დახმარება არ მიუღიათ.როგორც მზია ჯანაშია ამბობს, სოციალური მუშაკი მათთან 2011 წლის ბოლოს მივიდა, თუმცა, მიუხედავად არანორმალური საყოფაცხოვრებო პირობებისა, მათ მაღალი ქულა მიანიჭეს და სოციალურად დაუცველთა სიაში არ შეიყვანეს, რის მიზეზადაც მათი შემოსავალი დასახელდა.„ინფო 9“-ის გადამღები ჯგუფი კომენტარისთვის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსთან, ზურაბ ეგუტიასთან მივიდა.
ეგუტიამ კამერასთან საუბარზე უარი განაცხადა, თუმცა გადამღებმა ჯგუფმა იგი ფარულად ჩაწერა. როგორც ეგუტიამ განმარტა, ოჯახის შემოსავალი სოციალურად დაუცველის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი არ არის.

