მოტყუებულებით, გათიშულებით და დაზომბირებულებით სავსე სპორტის სასახლე

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, რაიონებიდან და სოფლებიდან მოტყუებით ჩამოყვანილი ხალხი, მათ შორის არასრულწლოვანები, სპორტის სასახლეს ატირებულები ტოვებდნენ და უფალს შენდობას სთხოვდნენ.

გაზიარება
[ნინო მიქიაშვილი. 18:23 20.07.2010]
მათ შორის ზოგს ეგონა, რომ სპორტის სასახლეში კონცერტს მოისმენდა, ზოგი იქ ფილმის სანახავად ჩამოვიდა გორიდან, დუშეთიდან, ლაგოდეხიდან... მოტყუებულებს შორის თბილისელებიც იყვნენ. სპორტის სასახლე ხალხით თითქმის გავსებული იყო და იქ მხოლოდ მოტყუებულები არ იყვნენ.

პრესა.გე იმ ღონისძიების ირგვლივ გიამბობთ, რომლის რეკლამა ცენტრალურ ტელეარხებზე უკვე რამდენიმე დღეა გადის – ინგლისიდან ჩამოსული ვინმე დევიდ ჰეთევეი, იესოს სახელით ხალხს სპორტის სასახლეში ეპატიჟება. იმ იმედით, რომ ბრმებს მხედველობა დაუბრუნდებოდათ, ხეიბრები სიარულს დაიწყებდნენ და ყრუ–მუნჯები ალაპარაკდებოდნენ, ადამიანები სპორტის სასახლეში მივიდნენ.

ღონისძიება 18 საათზე დაიწყო. ჩვენ იქ თითქმის ერთი საათით ადრე მივედით და დარბაზში შევედით. იმათ, ვისაც ხელში ყვითელი ფერის, ეგრეთ წოდებული ბილეთები ეჭირათ, თეთრ გახამებულ პერანგებში გამოწყობილი, ხელში რაციებ მომარჯვებული ახალგაზრდები ეუბნებოდნენ, რომ ქვემო იარუსებზე დამსხდარიყვნენ; თეთრ ბილეთიანებს ზედა იარუსებზე უშვებდნენ. ისინი, ვინც წესრიგს ამყარებდნენ, სამკერდე ნიშნებზე ეწერათ – “წესრიგის დამცველი – ჯონი“, “წესრიგის დამცველი – თაზო“... მათმა ნაწილმა გვითხრა, რომ რომ ევანგელისტური ეკლესიიდან იყვნენ; ნაწილმა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა – “ახლა სამსახურში ვარ, მე ვერაფერს გეტყვითო“.

არცერთმა “წესრიგის დამცველმა“ არ გვიპასუხა ვინ მისცა მათ რაციები; ძვირადღირებული უფერო ყურთსასმენები და ჰალსტუხებზე მიმაგრებული პატარა მიკროფონები. ისინი მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ “სამსახურში“ იყვნენ და იცავდნენ წესრიგს.

თეთრ, ასევე გახამებულ პერანგებში გამოწყობილ ახალგაზრდა გოგონებს, სამკერდე ნიშნები ჰქონდათ მიმაგრებული, წარწერით – “მლოცველი“. როცა დარბაზში შემოსულებს სპორტის სასახლეში მოსვლის მიზეზს ვეკითხებოდით, გვპასუხობდნენ “იესოს შვილები ვართო“. ზოგი ჩვენს კითხვას უპასუხოდ ტოვებდა, ზოგმა გვითხრა, რომ ფილმის სანახავად მოვიდნენ. სანამ დარბაზს ჩააბნელებდნენ და შეკრებას გახსნილად გამოაცხადებდნენ, ორმა, ლოყებ შეფაკლულმა გოგონამ გვითხრა, რომ დუშეთიდან კონცერტის საყურებლად ჩამოვიდნენ.

დარბაზში ყველა ასაკის ადამიანს ნახავდით, დაწყებული 7–8 წლის ბავშვებიდან, 80–ს მიტანებულებით დამთავრებული. იქ მყოფებს შორის მრავლად იყვნენ სამცხე–ჯავახეთიდან ჩამოყვანილი სომხები; გარდაბნიდან და მარნეულიდან ჩამოყვანილი აზერბაიჯანელები.

სანამ ღონისძიება დაიწყებოდა, ფოიეში გამოვედით და ვნახეთ შინდისფერ შარვლებსა და გრძელ, შავ ხალათებში გამოწყობილი 20–მდე ახალგაზრდა გოგონა. მათ ხელში თიხის ფიალები ეჭირათ, თვალზე თეთრი და შავი ფერის საღებავებით ფოთლისმაგვარი ფორმა ჰქონდათ მიხატული, ტუჩები შავად შეღებილი. როგორც თავად გვითხრეს, პროტესტანტები იყვნენ და ამ ღონისძიებაზე ცეკვა უნდა შეესრულებინათ. მას შემდეგ რაც დარბაზში შუქები ჩააქვრეს, შავ ხალათში გამოწყობილები, ზედა იარუსებიდან პარტერში, ანთებული ფიალებით ჩავიდნენ. ამ დროს, ძალიან მაღალ ხმაზე აწეული მუსიკა უკრავდა. ჩაბნელებულ დარბაზში სცენაზე ცეკვა დაიწყეს.

ჩვენ ამ დროს დარბაზი დავტოვეთ და გარეთ გამოვედით. სპორტის სასახლის ცენტრალურ შესასვლელთან იდგნენ “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრები და იმათ, ვინც დარბაზში შედიოდნენ, აწვდიდნენ საპატრიარქოს განცხადების ასლსს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით დღეს გავრცელდა და რომელშიც საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის მრევლს სთხოვდა, სპორტის სასახლეში დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისგან თავი შეეკავებინა. ზოგი ამას ყურადღებას არ აქცევდა და მაინც შედიოდა; ზოგი გაკვირვებას გამოხატავდა – “ეს არ ვიცოდიო“ და დარბაზში შესვლისგან თავს იკავებდა.

სპორტის სასახლიდან გარეთ 15–16 წლის გოგონები და ერთი ახალგაზრდა მანდილოსანი გამოვიდა. როცა შეკრების დატოვების მიზეზით დავინტერესდით, 19 წლის საჩხერელმა გოგონამ ასეთი რამ გვითხრა: “საჩხერიდან 8 “მარშუტკა“ წამოვიდა. გვითხრეს, სამდღიანი ქადაგებაა, ადამიანები სხვადასხვა დაავადებებისგან იკურნებიანო“. 15 წლის საჩხერელი გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა – “აქ რამ მომიყვანაო“ და უფალს შენდობას სთხოვდა. მან, ისევე, როგორც არაერთმა ადამიანმა, დარბაზიდან გარეთ გამოსვლის შემდეგ შეიტყო, რომ საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის მრევლს, ამ ღონისძიებაზე დასწრებისგან თავშეკავებას ურჩევდა.

გორის რაიონის სოფელ სკრიდან ერთი მიკროავტობუსით 15–დან 21 წლამდე ასაკის გოგონები ჩამოიყვანეს. მათ შეკრება დაწყებისთანავე დატოვეს, გარეთ იდგნენ და მის დასრულებას ელოდებოდნენ. როგორც თავად მიამბეს, მშობლებმა კონცერტზე დასასწრებად გამოუშვეს. დარბაზიდან გამოსვლის მიზეზი ასე ახსნეს –“მართლმადიდებელი ვართ და აქ მოტყუებით ჩამოგვიყვანეს. გვითხრეს, რომ ეს შეკრება ქრისტიანული იყო, მართლმადიდებლობასთან კავშირში; კონცერტს ვუყურებდით და უკან იმ დღესვე დაგვაბრუნებდნენ. მშობლებმა უპრობლემოდ ამიტომ გამოგვიშვეს. დარბაზში, რომ შევედით, თავი ცუდად ვიგრძენით, ცუდი აურა ტრიალებდა და ამიტომ გარეთ გამოვედით“.

წილკნიდან ხალხი ერთი მიკროავტობუსით ჩამოიყვანეს. როგორც მძღოლმა გვითხრა, მათ შორის ძირითადად ორმოცდაათანელები იყვნენ. დარბაზიდან ერთი ოჯახის ოთხი წევრი გამოვიდა, მათ შორის ერთი 3–4 წლის ბავშვი იყო. დარბაზიდან გამოსვლის მიზეზი ასე აგვისხნეს – “სადარბაზოებში თავიანთი გაზეთები დაგვირიგეს, ტელევიზიით რეკლამებიც ვნახეთ. გვეგონა ქრისტეზე ფილმი გადიოდა, მოცლილები ვიყავით, მოვედით, მაგრამ შიგნით დიდი სისულელე დაგვხვდა. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, აქ ჩვენი ადგილი არ არის“.

ნავთლუღელმა ბოშებმა (დაახლოებით 15 ადამიანი) დარბაზში შესვლისგან თავი მას შემდეგ შეიკავეს, რაც საპატრიარქოს განცხადების შინაარსი გაიგეს. მათ თან ახლდა 5 წლის ყრუ–მუნჯი გოგონა. “ჩვენ ნავთლუღელი “ციგნები“ ვართ, მართლმადიდებლები. გვითხრეს, რომ თუ აქ მოვიდოდით, ყრუ–მუნჯი ბავშვი ლაპარაკს დაიწყებდა“, – გვითხრა ერთ–ერთმა ახალგაზრდა ქალმა, სანამ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას დატოვებდნენ.

სპორტის სასახლის გარშემო უამრავი მიკრო ავტობუსი და ათეულზე მეტი დიდი, ორსართულიანი ავტობუსი იდგა. ერთ–ერთი ავტობუსის მძღოლმა გვითხრა, რომ გორიდან ხალხით სავსე 3 ავტობუსი ჩამოვიდა. ზესტაფონიდან დაახლოებით 10 მიკროავტობუსით ჩამოიყვანეს ხალხი.

შეკრება დაახლოებით ნახევარი საათის დაწყებული იყო, როცა სპორტის სასახლიდან ინვალიდის ეტლით ახალგაზრდა ბიჭი გამოიყვანეს. მას თან მშობლები ახლდნენ. გვითხრეს, რომ ბაღდათის რაიონიდან, სოფელ წითელხიდიდან იყვნენ – “ჩემს შვილს, წელიწადნახევრის უკან ტყვია მოხვდა, რის გამოც დაინვალიდდა, ვეღარ დადის. ჩვენს სოფელში რაღაც ფერადი გაზეთები დაარიგეს, რომელზეც ეწერა, რომ ინგლისიდან ჩამოსული კაცი ბრმებს მხედველობას უბრუნებდა, ხეიბრებს კურნავდა.

იქ მითითებულ ტელეფონის ნომერზე დავრეკე და მითხრეს – “იესო იწამე და დევიდი შენს შვილს განკურნავსო“. მე და ჩემმა მეუღლემ ბავშვი ამ იმედით წამოვიყვანეთ. გვითხრეს, რომ ყველა ერთად ქუთაისიდან გამოვიდოდით. მართლაც ასე მოხდა. დღეს ქუთაისიდან ხალხი ორი ავტობუსით წამოიყვანეს. შიგნით რომ შევედით, მივხვდით, რომ აქ რაღაც ცუდი ხდება, მოვტყუვდით. უკან დასაბრუნებელი საშუალება არ გვაქვს; იძულებულები ვართ ამ შეკრების დასრულებას დაველოდოთ და უკან იგივე ავტობუსით დავბრუნდეთ“.

“გორიდან 3 ავტობუსი წამოვიდა. ჩვენ ორმოცდაათიანელები ვართ. გვითხრეს, რომ აქ ხეიბრებს კურნავენ. მე მარჯვენა მხარე პარალიზებული მაქვს. გარეთ იმიტომ გამოვედით, რომ მოგვშივდა და ისევ უკან შებრუნებას ვაპირებთო“, – გვითხრა დაახლოებით 45–48 წლის მამაკაცმა, რომელსაც გვერდზე ედგნენ 17–18 წლის ბიჭები.

ლანჩხუთიდან 2 მიკროავტობუსით წამოიყვანეს ხალხი, რომელთა მძღოლებმა გვითხრეს, რომ ხალხის მობილიზებას ორგანიზება ორმოცდაათიანელებმა გაუკეთეს; მგზავრებს შორის მართმადიდებლებიც ყოფილან – “მთელი გზა პირჯვარს იწერდნენ. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც თბილისში თავისი საქმისთვის წამოვიდა. აი, მე მაგალითად, ეს ტელეფონი შევიძინე, აგერ ჩემმა მეგობარმა დიდი ხნის უნახავი შეყვარებული ნახა. “მარშუტკაში“ იყვნენ ისეთებიც, ვისაც თბილისი ნანახი არ ჰქონდა, ისინი საკატაოდ წამოვიდნენ“.

შეკრება დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. ტელევიზიების წარმომადგენლებს ის, რაზეც ზემოთ გიამბეთ, არ გადაუღიათ, რადგან ისინი დარბაზში იყვნენ შესულები და იქ მუშაობდნენ. როცა გარეთ გამოსულებს ვკითხეთ, თუ რა ხდებოდა შიგნით, გვითხრეს, რომ “ძალიან რთული იყო, ამდენი გათიშული, დაზომბირებული ადამიანის ცქერა“.

P.S. პრესა.გე–ს მიერ, რეპორტაჟული სტილის მასალაში მოყვანილი თითოეული სიტყვა ეფუძნება კონკრეტული ადამიანების მონათხრობებს. ხელში ფურცელი და პასტა გვეჭირა, ადამიანებს ჩვენს თავს ვაცნობდით და ჩანაწერებს მხოლოდფ ამის შემდეგ ვაკეთებდით.

presa.ge
READ MORE - მოტყუებულებით, გათიშულებით და დაზომბირებულებით სავსე სპორტის სასახლე

არც პრესა, არც ინტერნეტი

ზუგდიდის ავტოსადგურში, დაახლოებით, 50 წლის მძღოლი სიგარეტს ნერვიულად ეწევა და მესტიაში მიმავალ მგზავრებს, იქვე განთავსებულ სალაროსთან ელოდება. „ფორდის" მარკის მიკროავტობუსის გადატყავებულ სავარძლებს შორის პატარა სკამებია ჩადგმული. ადგილები ნელ-ნელა ივსება. ავარიულ გზაზე 7- საათიანი დამქანცველი მგზავრობის შემდეგ, პირველი სვანური კოშკიც გამოჩნდა.

გაზიარება
[ლევან ჟორჟოლიანი. 11:09 08-10-2010]
სვანეთში ტურისტული სეზონი 1 ივნისს იწყება და 15 ოქტომბრამდე გრძელდება. მაცხოვრებლებისთვის მთავარ პრობლემად საგზაო ინფრასტრუქტურა რჩება. გზის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა დასრულებული არ არის. ამიტომ, წვიმის დროს, ტალახში ჩაფლული მანქანების ამოყვანა მხოლოდ ტრაქტორით თუ ხერხდება.

პირველი, რაც მესტიაში ჩასულს თვალში მომხვდა, ტურისტული ჯგუფების სიმრავლეა. ცენტრში, შენობები ხარაჩოებშია ჩასმული. რესტავრაცია დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. სამუშაოები მანამდე უნდა დასრულდეს, სანამ დაბა თოვლით დაიფარება.

პრესის ჯიხურებს ამაოდ ვეძებ. სადისტრიბუციო ქსელის არარსებობის გამო მესტიამდე ჟურნალ-გაზეთები არ აღწევს. გაზეთს არ გამოსცემს ადგილობრივი გამგეობაც.

„ზუგდიდან რეისს ყოველდღე ვასრულებ, თუმცა არ მახსოვს ვინმეს ჩემთვის გაზეთი დაებარებინოს",- მეუბნება მიკროავტობუსის მძღოლი.

ეთერ გუჯეჯიანი მომცრო ჯიხურში წვრილმანებითა და სატელეფონო ბარათებით ვაჭრობს.

„ქალაქიდან პრესა რამდენჯერმე ამოვიტანე, თუმცა არც ერთი არ გამეყიდა, მივხვდი, რომ ჟურნალებით ვაჭრობა წამგებიანი იყო", მეუბნება ეთერი და ამ ფაქტს მაღალი ფასითა და მოსახლეობის ნაკლები ინტერესით ხსნის: „გაზეთი საშუალოდ 1 ლარი მაინც ღირს, ეს თანხა კი არავის ემეტება".

ამას ვერ ვიტყვით 17 წლის სალომე დადვანზე, რომელსაც ჟურნალ „სარკის" ყველა ის ნომერი აქვს შენახული, რომელშიც მის საყვარელ მომღერალზე რამე დაწერილა.

„ძალიან მიყვარს რობი უილიამსი, მის კლიპებს ტელევიზორით ყოველთვის ვუყურებ, ამიტომ ქუთაისელ მამიდაშვილებს ვთხოვ ხოლმე, ჟურნალები და პლაკატები შემიგროვონ".

მესტიაში , რაც თვალში გეცემათ სატელიტური ანტენის სიმრავლეა. „თეფშებს", ყველა სახლის სახურავზე შეამჩნევთ. თუმცა, ენობრივი ბარიერის გამო, მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროს ქართული ტელევიზიები წარმოადგენს.

მობილური ტელეფონით რადიოსიხშირის დაჭერას ვცდილობ, თუმცა ამაოდ.

ნელი ჩართოლანი მესტიის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, სამსახურის შემდეგ, საოჯახო მეურნეობას უძღვება და პირუტყვს უვლის. ნელის ოჯახში ტელევიზორი სულ ჩართულია, მისი ორი მცირეწლოვანი შვილი "cartoon network"-ზე მულტფილმებს უყურებენ, ისე რომ ენა არ ესმით.

„მე ინფორმაციას ძირითადად ტელევიზორიდან ვიგებ, რადგან გაზეთები აქ არ ამოდის და რადიოც არ იჭერს. გადაცემებით კმაყოფილი ვარ, ყველა ტიპის ადამიანი ნახავს მისთვის საინტერესო პროგრამას. ყველაზე მეტად მაინც „პროფილი" მიყვარს,რადგან უფრო ადამიანურია", ამბობს მესტიელი ნელი ჩართოლანი.

ტელევიზიების შეფასებისას ბევრად კრიტიკულია 67 წლის ვახტანგ ფილფანი. მისი თქმით, ქართული არხები „უმსგავსო" გადაცემებითა და სერიალებით არის სავსე.

„საინფორმაციო გამოშვებებში რეგიონებს არ აშუქებენ. მაგალითად, სვანეთი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც ვინმე უცხოელი ამოდის დასათვალიერებლად, არადა დაბაში უამრავი პრობლემაა", ამბობს ის.

ტელევიზიებს პროგრამებს უწუნებს ბესო არღვლიანი, რომლის თქმითაც „ყველა არხის გადაცემა ერთმანეთს ჰგავს."

სვანეთის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის ზაურ ჩართოლანის თქმით, რეგიონში ინტერნეტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს: „ჩვენი ცენტრი ტურისტებს 15- წუთიან კოსნულტაციებს სთავაზობს, რომლის დროსაც ვურჩევთ საოჯახო სასტუმროებსა და საექსკურსიო მარშრუტებს, მათი უმეტესობა ისეთ სახლებს ითხოვს, სადაც ინტერნეტია, ასეთი კი ერთი-ორია."

ჩართოლანი იმ შემთხვევას იხსენებს, როგორ ცდილობდა ჰოლანდიელი ტურისტი მესტიის სკვერში wi-fi სიგნალის დაჭერას.

მართლაც, მესტიაში ინტერნეტზე ხელი მხოლოდ რამდენიმე ოჯახს მიუწვდება.

ელგუჯა ნიგურიანმა 4 წლის წინ საგვარეულო კოშკს რესტავრაცია გაუკეთა და საოჯახო სასტუმრო მოაწყო. სტუმრებს, საკუთარ ნაკვეთში მოყვანილ პროდუქტს სთავაზობს. ტურისტების სიმცირეს არ უჩივის, თუმცა მათთვის ინტერნეტით სარგებლობის შეთავაზებას ვერ ახერხებს.

„ტურისტული სეზონი მხოლოდ სამ თვეს გრძელდება, სტუმრების მხრიდან მოთხოვნა არის, თუმცა მობილური ოპერატორების მოდემი იმდენად ძვირი ღირს, რომ ამის საშუალება ნამდვილად არ მაქვს", ამბობს ნიგურიანი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სვანეთი შეიცვალა, სასტუმროების მშენებლობის პარალელურად ტურისტთა ნაკადმაც იმატა, თუმცა ცივილიზაციამდე სვანეთს ბევრი რამ აშორებს.

media.ge
READ MORE - არც პრესა, არც ინტერნეტი

თეა თუთბერიძე დიმიტრი შაშკინის დაკავებას ითხოვს

"ხვალ 20 ივლისს, 15.00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის კრიმინალურ ქმედებებთან დაკავშიორებით...

[17:43 19-07-2010]
...ხვალვე, პრესკონფერენციის შემდეგ შევა იუსტიციის სამინისტროს მთავარ პროკურატურაში საჩივარი შაშკინის და სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ. საჩივარს თან დაერთვება ჩემს მიერ გაკეთებული ფარული აუდიო ჩანაწერი.

ასევე მოხდება შაშკინის მიერ 2010 წლის 14 ივლისს გამოცემული უკანონო და გაყალბებული ბრძანების (რომლითაც დაითხოვა მე-14 საჯარო სკოლის დირექტორი და სამეურვეო საბჭო) გასაჩივრება საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის სახელზე. (მის: ჭავჭავაძის გამზირი № 17ბ, ყოფილი სულხან-საბას მოპირდაპირე მხარეს, შემოსასვლელი არკაში ჭავჭავაძის 17-ში)" – ნათქვამია თავისუფლების ინსტიტუტის ლიდერის თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
READ MORE - თეა თუთბერიძე დიმიტრი შაშკინის დაკავებას ითხოვს

კრისტი შელია

გაზიარება

"ღია ბოქლომის" რედაქცია წარმოგიდგენთ, წარმოშობით ზუგდიდელი, შემსრულებლის კრისტი შელიას რამოდენიმე მუსიკალურ ნომერს. მომღერალის ნებართვით, რომელიც საზღვარგარეთ მოღვაწეობს გთავაზობთ მის 5 პოპულარულ სიმღერას.
















READ MORE - კრისტი შელია

რატომ და ვინ დაესხა თავს კახა მიქაიას ზუგდიდში?! [video]

15 ივლისს, “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელს, კახა მიქაიას თავს დაესხა ზუგდიდის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ბაჩუკი თოფურია.

გაზიარება
[ნანა ფაჟავა. 16:53 19-07-2010]
ინციდენტი რაიონის გამგეობის შენობის წინ, ღამის 10 საათისთვის მოხდა. როგორც კახა მიქაია ამბობს, ხელისუფლებამ მის მიმართ მორიგი პროვოკაცია განახორციელა -თოფურიამ მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ფიზიკური ანგარიშსწორებაც სცადა.

მომხდარ ინციდენტს კახა მიქაია 8 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის 2-არხზე, გადაცემა “თავისუფალ ტრიბუნასა” და გაზეთ “ასავალ-დასავალში” გაკეთებულ იმ განცხადებებსა და ვიდეო ინტერვიუებს უკავშირებს, სადაც მან არსებული ხელისუფლების მორალური და ზნეობრივი სახე წარმოაჩინა. საუბარია გაეროში საქართველოს ელჩის, კახა ლომაიას მამის, ბორის ლომაიას ვიდეო ინტერვიუზე, სადაც მან იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც “მექალთანე ჭიჭიკო ჭანტურიას წისქვილ-მუზეუმის” გახსნაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობას ასახავდა.

ბორის ლომაიას ვიდეო-ინტერვიუ “პრესა.გე”-მ 2 ივლისს, სოფელ ნარაზენში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ჩაწერა. ინფორმაცია 27 ივნისს, ნარაზენში გამართული “ღონისძიების” შესახებ “პრესა.გე”-ს კახა მიქაიამ მიაწოდა.

ჩვენს ხელში აღმოჩნდა ასევე ის მოსაწვევიც, რომელიც ე.წ. პიკნიკზე დასასწრებად ხელისუფლებისა და საზოგადოების წევრებს ლომაიამ გაუგზავნა. “მოსაწვევი ბარათის” შინაარსის რეალობაში წარმოსახვა ჟურნალისტებისთვის ძალიან რთული და ძნელად დასაჯერებელი აღმოჩნდა.

უფრო მძიმე იყო ინტერვიუს შემდეგ ვიდეო მასალის გავრცელებაც. ამიტომაც, “პრესა.გე”-მ თავის დროზე ამისაგან თავი შეიკავა. (მოსაწვევი და მომავალ პიკნიკზე დასწრების პირობა ლომაისგან “პრესა.გე”-მაც მიიღო.) სტატიის ბოლოს მკითხველი ბორის ლომაიასთან ინტერვიუს ვიდეო-ჩანაწერსაც ნახავს, მანამდე კი ცნობილი “მოსაწვევის” შინაარსს უცვლელად გთავაზობთ.

“მოწვეული არიან მსმელი, მჭამელი და მტ...ელი მოქმედი მამაკაცები.
P.S. ბოლო მოთხოვნა სასურველია დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. არატრადიციული სექსის მიმდევრები და გაუპარსავი პიჟონები პიკნიკზე არ გაიშვებიან. დასწრება მხოლოდ შორტებით.

P.S. ამ მოთხოვნას ქალბატონები შეასრულებენ თავისი სურვილისამებრ.
პიკნიკზე ბატონი ვიტალი თოფურიას რეკომენდაციით მოწვეული არიან მეგრული სიმღერის ხობის 2009 წლის ფესტივალის ლაურეატები, მეჩონგურე ქალბატონები.

პიკნიკზე პერსონალურად მოწვეულია შეუზღუდავი პასუხისმგებლობის საზოგადოება “სანუსის” პრეზიდენტი, ინჟინერ-მშენებელი და ფრაქტოლოგი, ბატონი შაქრო კვაშილავა, რომელიც გააკეთებს ექსპერიმენტალურ უფასო, უსისხლო ოპერაციას პიკნიკის ერთ-ერთ მონაწილეზე. ოპერაციის განათება უზრუნველყოფილი იქნება ჯიპების ავტონომიური ენერგორესურსებით.

პიკნიკის პროგრამაში შედის მოგონებები:
1. დიდ მექალთანე ჭიჭიკო ჭანტურიაზე.
2. ნადეჟდა კრუპსკაიაზე.
3. ფეხბურთში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ტრაგედიაზე.
4. პირველ ქალზე ჩვენს მამაკაცურ ცხოვრებაში.
5. მამათელ ედუარდ შევარდნაძეზე.

პიკნიკზე გათამაშდება ექსკლუზიური პრიზი ვიქტორინაში გამარჯვებისათვის:
1. რატომ იტყვიან შავი და თეთრი აბანოშიო გამოჩნდებაო?
2. რატომ არ დაბომბა გიტლერმა თბილისი?
3. დაგვისახელეთ პოლიტიკური ქორწინებანი საქართველოში.

ბაჩუკი თოფურიას მიქაიასთან გამკლავების მცდელობა “პრესა.გე”-სთვის ბუნებრივი რეაქციაა, რადგან საკრებულოს აპარატის თანამშრომელი სწორედ ის “ოპერატორია”, რომელიც ლომაიას თქმით, “მთელი ეს მსვლელობა” ვიდეო-კამერით დააფიქსირა. ლომაიას თანხმობის მიუხედავდ, თოფურიამ “პრესა.გე”-ს ფირი არ მისცა და განმარტა, რომ “იქ ისეთი რაღაცეებია, მას შენ კი არა, ლომაიასაც არავინ მისცემს, სულელია ეგ კაცი, როგორ მოგიყვა?!”

კახა მიქაიას კი, მოგვიანებით ის ვიდეო-მასალა გადასცეს, რომელიც “პიკნიკის” ერთ-ერთმა მონაწილემ მობილური ტელეფონით გადაიღო. მიქაია გადაღებულ კადრებს იმდენად ამორალურად მიიჩნევს, რომ მისი გავრცელებისგან თავს დღემდე იკავებს.

კახა მიქაია: “იციან, რომ ეს კადრები მაქვს და მათ გაღიზიანებას ჩემს განცხადებებთან ერთად ეს ფაქტიც იწვევს. თოფურია წუხელ, გამგეობის შენობიდან ალექსანდრე ქობალიას მიერ დაგეშილი გამომივარდა და ინციდენტის შემდეგაც იქ დაბრუნდა. ქობალიამ ამ შემთხვევაშიც მრავალჯერ ნაცადი ხერხი გამოიყენა და დაპირისპირების პროვოცირება სცადა.

დარწმუნებული ვარ, რომ ავყოლოდი, პოლიცია, რომელიც ალბათ იქვე იყო ჩასაფრებული, ჩემს დაკავებას შეეცდებოდა. ან საკმარისი იქნებოდა თუნდაც ქობალიასა და მისი თანამშრომლების ჩვენებებიც, რომლებიც ხულიგნურ ქმედებას 31 დეკემბრის ღამეს თქვენთან, ჟურნალისტ ილია ჩაჩბაიასთან და მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად მიდასტურებდნენ.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, კრიმინალური მენტალიტეტი და ქუჩური გარჩევები ჩემთვის უცხოა. კაცური შეხვედრა შემიძლია და არა მათსავით ზურგში მიპარვა, თუმცა “კაცური” უკანალი, ვფიქრობ, მათ ლომაიას პიკნიკზე დარჩათ.

ის, რაც ნარაზენში მოხდა და რაზეც ლომაია საუბრობს, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. ჯერ მარტო, რამხელა შეურაცხყოფაა ქართველი ქალის, სამეგრელოს წარსულის.

დღევანდელ ხელისუფლებას და ლომაიას საერთოდ არ აინტერესებთ ეს წარსული, ოღონდ კი მათ გამართონ ეს ორგიები, იქეიფონ და აკეთონ რაც უნდათ. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ლომაიას ”პიკნიკი” არის დღევანდელი ხელისუფლების მორალური სახე.

დიახ, სამეგრელოში არსებობს მოსაზრება, რომ როლანდ ახალაია არის მამა-პროკურორი, მამა-იდეის აღმსრულებელი, იდეური მამა კი არის ბორის ლომაია. გასაკვირი არ არის ისიც, რომ ამ კაცის ოჯახში გაზრდილმა შვილმა დაანგრია საქართველოს განათლების სისტემა.

ეს მარაზმი კი, რაც ლომაიამ მოაწყო, ხელისუფლებამ დააფინანსა. მთელი სამხარეო ადმინისტრაცია, მთელი გამგეობისა და საკრებულოს აპარატი, ე.წ. ქალაქის მამები და ზუგდიდელი კოლორიტული ფიგურები ესწრებოდნენ ყოველივე ამას. ფრიდონ თოდუას ძმისთვისაც უნდოდათ ბუასილის ოპერაციის გაკეთება ”ჯიპების” შუქზე.

ამ ყველაფერში მთავარი მოქმედი გმირი კი, ლომაიას თქმით, გუბერნატორ გოროზიას მოადგილე, ვახტანგ ცხადაია ყოფილა...

მე პირდაპირ ვამბობ, სამეგრელოს სააკაშვილზე დიდი მტერი არ ჰყავს და არც ჰყოლია. სააკაშვილის მთელი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ სამეგრელო დააჩოქოს. ლომაიას ”პიკნიკიც” ამას ემსახურებოდა!

presa.ge


ფოტოზე: კახა მიქაია
გამოყენებისას "ღია ბოქლომის"
მითითება აუცილებელია.
READ MORE - რატომ და ვინ დაესხა თავს კახა მიქაიას ზუგდიდში?! [video]

“მოძრაობა 7 ნოემბრის” წევრმა ხობში შიმშილობა დაიწყო

“მოძრაობა 7 ნოემბრის” წევრმა ილია წურწუმიამ ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

გაზიარება
[20:06 16-07-2010]
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "7 ნოემბრის" ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, ამით ილია წურწუმიას მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ სურს დაამტკიცოს, რომ საქართველოში მეგობრები არსებობენ. “სააკაშვილმა განაცხადა, რომ მეგობრები არ ჰყავს. გარდა იმისა, რომ პოლიტპატიმრების არსებობას აპროტესტებს, წურწუმიას სურს დაამტკიცოს, რომ საქართველოში მეგობრები არსებობენ და მათ გამო შიმშილობენ კიდეც”, - განაცხადა ჯიშკარიანმა და აღნიშნა, რომ წურწუმიამ შიმშილობა დღეს ხობში, თეატრის წინ დაიწყო. მისივე თქმით, პროტესტის შეწყვეტას პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე არ აპირებს. ჯიშკარიანის ინფორმაციით, საქართველოში 115 პოლიტპატიმარია.

gtn.ge
READ MORE - “მოძრაობა 7 ნოემბრის” წევრმა ხობში შიმშილობა დაიწყო

27 წლის რამაზ კვარაცხელიას აკადემიკოსის წოდება მიანიჭეს

14:52 16.07.2010
15 ივლისს საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია “ქალდეა”-ში სამართლის დოქტორის და პროფესორისა  რამაზ კვარაცხელიას წიგნების პრეზენტაცია გაიმართა, სადაც განხილულ იქნა მისი ოთხი მონოგრაფიული ხასიათის წიგნი.

აკადემიაში შეხვედრას ესწრებოდნენ ცნობილი მეცნიერები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები:

ვაჟა ეგრისელი - პოეტი, აკადემიკოსი (იურისტი), აკადემია “ქალდეა”-ს პრეზიდენტი; ალექსანდრე კვაშილავა - იურიდიულ მეციერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი; ჯუმბერ ლეჟავა - მსოფლიო მოქალაქე, აკადემიკოსი; ლევან ღვინჯილია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოთარ გამყრელიძე - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ზურაბ ლიპარტია - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემია “ქალდეა”-ს ვიცე-პრეზიდენტი; გულნაზ ხარაიშვილი - პოეტი, აკადემია “ქალდეა”-ს სწავლული მდივანი; სიმონ ზაქარაია - მეცნიერებათა დოქტორი, აკადემია “ქალდეა”-ს ვიცე-პრეზიდენტი; გია კვაშილავა - მკვლევარი აკადემიკოსი; ვახტანგ გაჩეჩილაძე - ექიმი, პროფესორი; ვახტანგ თორაძე - პროფესორი, აკადემიკოსი; ვანო შუშტაკაშვილი - პროფესორი, აკადემიკოსი; ვანო მეგრელი - პოეტი, საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი; გიული ჩქარეული - პოეტი აკადემიკოსი; ლარისა ხაჭაპურიძე - მსახიობი, ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი. ლამზირა შეყილაძე - პოეტი; როსტომ გაფრინდაშვილი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სხვა მოწვეული სტუმრები.

აკადემიის პრეზიდენტმა ვაჟა ეგრისელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილება სამართლის დოქტორის, პროფესორის რამაზ კვარაცხელიას აკადემიის წევრად არჩევისა და აკადემიკოსის წოდების მინიჭების შესახებ და გადასცა აკადემიის დიპლომი.

რამაზ კვარაცხელია 1983 წლის 16 სექტემბერს, ქალაქ ზუგდიდში დაიბადა.

2001 წელს დაამთავრა ქ. წალენჯიხის სკოლა-ლიცეუმ „ქიაჩი“.

2001-2006 წლებში სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობით, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი და იურისტის კვალიფიკაცია.

2006-2009 წლებში სწავლობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ პროფესორ ოთარ გამყრელიძის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესში, თემაზე “სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ყაჩაღობისათვის” და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2010 წლის 15 ივლიის საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია “ქალდეა”-ს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა აკადემიის წევრად და მიენიჭა აკადემიკოსის წოდება.

2005 წლის ოქტომბრის თვიდან მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატისა და კონსულტანტის თანაშემწედ.

2006 წლის ოქტომბრის თვიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში, აფხაზეთის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიაში და ზუგდიდის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მისი მეცნიერული კვლევის სფეროს შეადგენს ადამიანის, მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და სხვა აქტუალური სამართლებრივი საკითხები.

არის "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი.

2006 წლიდან არის ამერიკის სასამართლო ადვოკატირების ნაციონალური ინსტიტუტის NITA-ს სერთიფიცირებული ინსტრუქტორი საქართველოში.

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის მარტამდე იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი.

2007 წლის ივლისში წარჩინებით დაამთავრა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კრიმინალური პოლიციის საბაზისო მომზადების კურსები.

2007 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს I განყოფილების უფროსი გამომძიებელი.

2007 წლის 17-24 დეკემბერს გაიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კრიმინალური პოლიციის გადამზადების კურსები.

2007 წლის 25 დეკემბერს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილედ.

2008 წლის 1 თებერვალს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად.

2008 წლის 16 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბრძანებით დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების განყოფილების უფროსად, საიდანაც 2008 წლის 13 ნოემბერს განთავისუფლდა პირადი პატაკის საფუძველზე.

რ. კვარაცხელიას გავლილი აქვს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული სემინარ-ტრენინგები:

1.2005 წლის ივნისში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სემინარი “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი.”

2.2006 წლის მარტი-აპრილი რაულ ვალემბერგის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის ინსტიტუტის სემინარი “ადამიანის უფლებათა შესახებ.”

3. 2006 წლის თებერვალი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ორგანიზაციის “ციხის საერთაშორისო რეფორმა” სასწავლო კურსები, საზოგადოებრივი მონიტორინგი სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში.

4.2006 წლის მარტში ამერიკის იურისტთა ასოციაციის, ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლის ინიციატივის სემინარი “სასამართლო უნარჩვევები.”

5.2006 წლის მაისში ურბანული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სემინარი “ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის მეთოდოლოგია” და წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ტესტი.

6.2006 წლის ივლისში ამერიკის იურისტთა ასოციაციის, ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლის ინიციატივის გაძლიერებული კურსები “სასამართლო უნარჩვევები.”

7.2006 წლის დეკემბერი ამერიკის იურისტთა ასოციაციის, ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლის ინიციატივის მიერ ორგანიზებული ტრენინგი “სასამართლო უნარჩვევების განვითარება – ტრენერთა სწავლების პროგრამა.”

8.2007 წლის 20 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე იმყოფებოდა პოლონეთში, სადაც მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამაში და გაეცნო პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის მეთოდიკასა და ტაქტიკას.

რ. კვარაცხელია ამჟამად არის თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი “გორგასალის” ასოცირებული პროფესორი. ის ასევე ლექციებს კითხულობს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში, გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში.

რ. კვარაცხელია ავტორია შემდეგი სამეცნიერო შრომების:

1.სხვისი ქონების (ნივთის) დაუფლების (გატაცების) ცნების სრულყოფისათვის. ჟურ. ინტელექტუალი №1, 2006 წ. გვ.68-74.

2.დანაშაულის კვალიფიკაციის ცნება და მნიშვნელობა. "სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებული". ქუთაისი. 2003 წ. #3 გვ.71-75

3.ყაჩაღობის ობიექტი და საგანი. "თბილისის ბიზნესის სახელწიფო ინსტიტუტის სამეცნიერო შრომები" 2005წ. # III-IV გვ. 231-245.

4. საპატიმრო ვადები. 2005 წ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ჟურ. „ალმანახი“ #22 გვ. 61-66.

5.განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლების სისხლის სამართლებრივი დახასისთება და მისი კვალიფიკაციის პრობლემები. თბ. 2008 წელი ჟურ. “ცხოვრება და კანონი” #2(4) გვ. 28-31

6.საქართველოსა და რუსეთის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შედარებითი ანალიზი. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის შრომების კრებული. 2008 წ. #1 გვ. 181-191.

7.ყაჩაღობის ამსრულებლობა და თანამონაწილეობა. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის შრომების კრებული. 2009 წ. #2 გვ. 114-149.

8.ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებით გამოყენების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების სისხლისსამართლებრივი დახასიათება. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის შრომების კრებული. 2009 წ. #2 გვ. 150-166.

9.ყაჩაღობის ისტორიული მიმოხილვა. ყაჩაღობის ცნება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით. 2009 წ. #2 (6) ჟურ. “ცხოვრება და კანონი” გვ. 20-25.

10. კანონიერი ქურდობა. 2009 წ. #3 (7) ჟურ. “ცხოვრება და კანონი” გვ. 24-28.

11.განაჩენის დაუსწრებლად გამოტანისა და ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაციის პრობლემა. ჟურ. “ცხოვრება და კანონი” 2010 წ. #1 (9) გვ. 35-40

გამოქვეყნებული აქვს ოთხი მონოგრაფიული ხასიათის წიგნი:

1.ყაჩაღობასთან ბრძოლის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები. ქუთაისი. 2004 წ. გვ. 144

2.ყაჩაღობასთან ბრძოლა და მისი პრაქტიკული მნიშვნელობა (სასამართლო და საგამოძიებო პრაქტიკის ანალიზი და კომენტარი) თბ. 2006 წ. გვ. 200

3.განზრახ მკვლელობისა და სიცოცხლის მოსპობის სხვა შემადგენლობათა კვალიფიკაცია. თბ. 2008 წ. გვ. 100.

4.სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ყაჩაღობისათვის. თბ. 2010 წ. გვ. 255

P.S. ჩვენი რედაქცია წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა აკადემიკოსს!

READ MORE - 27 წლის რამაზ კვარაცხელიას აკადემიკოსის წოდება მიანიჭეს

ცოტნე გამსახურდია საზოგადოებას სთხოვს, დედამისის გავრცელებული ინფორმაცია არ დაიჯერონ

სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ცოტნე გამსახურდია მზად არის აღიაროს ის ბრალდებები, რასაც მას უყენებენ, თუ კი 15 წუთით დაუთმობენ პირდაპირ სატელევიზიო ეთერს.

გაზიარება
[ნინო მიქიაშვილი. 00:28 15-07-2010]
ამის შესახებ ნათქვამია მისი უფლებების დამცველი ადვოკატების – ქეთი ბექაურის და გელა ნიკოლაიშვილის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პრესა.გე–ს მოაწოდეს.

გელა ნოკოლაიშვილის განმარტებით, არც მას და არც ქეთი ბექაურს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ციხის საავადმყოფოში მყოფი ცოტნე გამსახურდიას ხელნაწერი გამოიტანონ; ამიტომ, თავად პატიმრის თხოვნით, ჯერ ქეთი ბექაურმა და შემდეგ გელა ნიკოლაიშვილმა, თავიანთი ხელით ჩაიწერეს ის, რისი თქმაც ცოტნე გამსახურდიას უნდოდა, მაგრამ ადვოკატებს არც ამის გამოტანის საშუალება მისცეს.

“გამოსვლისას გამჩხრიკეს, ეს ოთხგვერდიანი ნაწერი გამომართვეს, დირექტორს შეუტანეს და განცხადების დაწერა მომთხოვეს, განვიხილავთო, რაც გავაპროტესტე; უკანონობა – საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმების დარღვევაა, როცა პატიმარს კორესპონდენციის გაგზავნის საშუალებას არ აძლევენ. აქედან გამომდინარე, განცხადება დავწერე, რომელშიც მოვითხოვ ეს ნაწერი სახლში გამომიგზავნონ. სანამ გამოვიდოდი, ცოტნე გავაფრთხილე – ამას თუ არ გამატანენ, პირობას გაძლევ, რომ მოკლე შინაარს გავავრცელებ, რადგან ამხელა ტექსტის ზეპირად დამახსოვრება შეუძლებელია–მეთქი“, – ამბობს პრესა.გე–სთან სატელეფონო საუბრისას ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.

ცოტნე გამსახურდიას უფლებების დამცველი ადვოკატების – ქეთი ბექაურისა და გელა ნიკოლაიშვილის მიერ შედგენილი განცხადება ასეთი შინაარსისაა:

– “2010 წლის 12 ივლისს მსჯავრდებული ცოტნე გამსახურდია ციხის საავადმყოფოში მოინახულა მისმა ადვოკატმა ქეთი ბექაურმა, ხოლო 13 ივლისს – გელა ნიკოლაიშვილმა. ორივე დღეს, ადვოკატები შეეცადნენ საკუთარი ჩანაწერები გამოეტანათ, რომელიც მსჯავრდებულთან საუბრისას გააკეთეს. აღნიშნული ჩანაწერები ეხებოდა ცოტნე გამსახურდიას პოზიციის დაფიქსირებას, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით;

თუმცა, ციხის ადმინისტრაციამ, ორივე შემთხვევაში არ მოგვცა ამ ჩანაწერების გამოტანის შესაძლებლობა, რითაც დაარღვია “პატიმრობის შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაფიქსირებული პატიმრისა და ადვოკატის უფლებები.

აღნიშნულის გამო, ცოტნე გამსახურდიას ადვოკატები მოკლებულნი ვართ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას დეტალურად გავაცნოთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციები, რაც იწვევს მის სამართლიან უკმაყოფილებას და პროტესტს, არა მხოლოდ ადმინისტრაციის, არამედ საკუთარი ადვოკატების მიმართაც. ჩვენ ამჯერადაც არასრულად, ზოგადად, მაგრამ დაახლოებით გადმოგცემთ ცოტნე გამსახურდიას პოზიციას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

1. ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ მის მიმართ არ განხორციელებულა არავითარი ფიზიკური ზეწოლა და იძულება, არავითარი მოწამვლა. იგი მოუწოდებს მის მხარდამჭერ ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არ დაუჯეროს მსგავს ინფორმაციებს, თუ ისინი არ დასტურდება მისი პირადი ხელმოწერით, თუნდაც ამ ინფორმაციების გავრცელების წყარო იყოს მისი ოჯახის რომელიმე წევრი;

2. ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა 8 ივლისს, ხუთშაბათს და მას შემდეგ დღეში ერთხელ იღებს მცირე საკვებს;

3. ცოტნე გამსახურდია მზად არის აღიაროს ყველაფერი, რასაც მას აბრალებენ, თუ მისცემენ 15 წუთით პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გამოსვლის შესაძლებლობას. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომავალშიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს დათო ბესტაევისა და ყველა იმ ავადმყოფი პატიმრების უფლებებისა და სიცოცხლის დასაცავად, რომელთა მიმართაც ხორციელდება წამება და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა;

4. ცოტნე გამსახურდია ასევე უკმაყოფილებას და საყვედურს გამოთქვამს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთა მიმართ და მიაჩნია, რომ ისინი არაჯეროვნად რეაგირებენ პატიმართათვის შექმნილ გაუსაძლის პირობებზე;

5. ცოტნე გამსახურდია ასევე აღნიშნავს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა შეწყდა საავადმყოფოში განთავსებულ პატიმართა წამება (ყოველ შემთხვევაში, მის ყურამდე აღარ აღწევს მათი წამების ხმები);

6. ცოტნე გამსახურდია აცხადებს, რომ არათუ არ მოითხოვს ციხის ადმინისტრაციის იმ თანამშრომელთა დასჯას, რომლებიც გარემოებებმა აქციეს ჯალათებად, არამედ ამის წინააღმდეგია, თუმცა, ეს არ ეხება ციხეში მომუშავე კონკრეტულ სამედიცინო მუშაკებს, რომლებსაც უნდა აეკრძალოთ პროფესიული საქმიანობა.

ჩვენს პროფესიულ მოვალეობად მიგვაჩნია ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ცოტნე გამსახურდიას მოთხოვნის შესრულება და მისი პოზიციის საჯაროდ განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩვენ არ ვიზიარებთ ყველა მათგანს“.

რამდენიმე დღის წინ, ა/ო “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ოფისში, გელა ნოკოლაიშვილმა და ქეთი ბექაურმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც განაცხადეს, რომ გამსახურდია მოწამლეს და რომ ის არაადეკვატური იყო. დღეს, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი, თავად პატიმარი ამბობს, რომ ის არავის მოუწამლია, რასაც გელა ნიკოლაიშვილი, პრესა.გე–სთან საუბრისას ასე ხსნის:

“პრესკონფერენციაზე ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნებოდა იმას, რაც მანანა არჩვაძე–გამსახურდიამ გადმოგვცა. სწორედ, ამ ყველაფრის დასაზუსტებლად შევედით ცოტნეს სანახავად, ციხის საავადმყოფოში. ცოტნემ მისი მოწამვლის და მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი უარყო. ქალბატონი მანანა კი დღესაც ამბობს, რომ ცოტნეზე ზემოქმედება მოხდა და ამიტომ, ის იძულებულია ასე ილაპარაკოს. თუმცა, ჩვენ ვერც შინაგანი განწყობით და ვერც გარეგნული შეხედულებით, ცოტნეს რაიმე ზემოქმედების კვალი ვერ შევატყვეთ“.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, მანანა არჩვაძე–გამსახურდია თავის შვილს არ შეხვედრია – “ის ამბობს, რომ მას აქვს ეს ინფორმაცია. ჩვენთვის არ უთქვამს (და არც არავისთვის), თუ რა წყაროებიდან აქვს მას ეს ინფორმაცია. ის ამბობს, მე ეს ინფორმაცია მომაწოდესო“.
presa.ge

READ MORE - ცოტნე გამსახურდია საზოგადოებას სთხოვს, დედამისის გავრცელებული ინფორმაცია არ დაიჯერონ

რუსეთ-საქართველოს წინასწარ განწირული მოლაპარაკებები

"მართლაც, არ გამოირიცხება მზაობა რუსეთ საქართველოს შორის დიალოგისთვის, რომლის მიზანი მხოლოდ დიალოგი იქნება. შედეგიანობის რეალობა, სამწუხაროდ, დაბალია", - ამბობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.

გაზიარება
[სალომე ცეცხლაძე. 15:50 12-07-2010]
ის, რომ რუსეთი საქართველოსთან დიალოგისა და თანამშრომლობისთვის მზადაა, გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებამ გვამცნო. პასუხად სააკაშვილმაც დაადასტურა რუსეთთან უპირობო თანამშრომლობის მზადყოფნის შესახებ.

ექსპერტების აზრით, შესაძლოა, დიალოგი მართლაც დაიწყოს, მაგრამ მის შედეგიანობაში ეჭვი ეპარებათ.

პოლიტოლიგ სოსო ცისკარიშვილის თქმით, ორმხრივი ურთიერთობის სურვილი საქართველოსა და რუსეთს შორის ორივე სახელმწიფოს მხრიდან განიხილება, როგორც საკუთარი თავის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენის სურვილის ფონი. მისი აზრით, ეს სურვილი ამ ეტაპზე ქართულ-რუსულ ურთიერთობების ჩიხურ მდგომარეობაში შესვლის გამო დასავლეთის შეშფოთებამ გამოიწვია. დასავლეთის პოზიცია კი უხერხულობას უქმნის როგორც საქართველოს, ისე რუსეთს.

რამაზ საყვარლიძის თქმით, ამ ეტაპზე ორივე მხარეს აწყობს მოლაპარაკებების დაწყება. რუსულ მხარეს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პოლიტიკოსი საქართველოს ტერიტორიების ანექსიის და ოკუპაციის გამო საყვედურობს, რადგან მათ დაგმეს რუსეთის ხელისუფლება საგარეო ურთიერთობებში.

"როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი არის აშშ. აშშ-ის დღევანდელი საპროგრამო ხაზი "გადატვირთვის" და მშვიდობიანი ურთიერთობების პოლიტიკაა, ამიტომ, თუ რუსეთი და საქართველო ამერიკასთან ურთიერთობას აპირებენ, მათ უნდა აჩვენონ, რომ კონფლიქტი არ უნდათ და მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის მზად არიან", - ამბობს საყვარელიძე.

ექსპერტ გოგი ხუციშვილის თქმით, არც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაა მზად იმისთვის, რომ დიალოგი გამართოს რუსეთთან და არც რუსეთი. ამიტომ დიალოგის გადაწყვეტილება ორივესთვის მტკივნეული ნაბიჯია.

მისი აზრით, ქვეყნებმა ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგეს, რომ არსებობს საერთაშორისო ზეწოლა და მოთხოვნა მსოფლიოს ისეთი წამყვანი ძალისგან, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი. ხუციშვილი აშშ-ს ამ საკითხში განსაკუთრებულ როლს ანიჭებს, რადგან მისი პოლიტიკა რუსეთის გაუცხოებაში ან მის იზოლირებაში აღარ მდგომარეობს, რაც ბუშის პოლიტიკის მიზანი იყო.

ხუციშვილის თქმით, "გადატვირთის" ფონზე ამერიკა და დასავლეთ ევროპა ცდილობენ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა ააწყონ. არა იმიტომ, რომ რუსეთს ყველაფრის გაკეთების უფლება მისცენ, არამედ იმიტომ, რომ ჩართოს რუსეთი სხვადასხვა პროცესებში, რაც ამ ქვეყანას პასუხისმგებელს გახდის თავის ქმედებაში და უფრო გახსნილი იქნება ურთიერთობებში.

"ყველა ჩვენი მოკავშირე, გარდა ბალტისპირეთის ქვეყნებისა, გვეუბნება, რომ საჭიროა დიალოგის დაწყება. ამიტომ უცხოეთის დასანახად რუსეთი და საქართველო აცხადებენ, რომ ამისთვის მზად არიან", - ამბობს ხუციშვილი.

ცისკარიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, იქნება თუ არა ამ დიალოგში ვინმე შუამავალი, მოდერატორი, რადგან ძნელი წარმოსადგენია, დიალოგს შედეგი მოჰყვეს, თუ რომელიმე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ან პოლიტიკოსი არ ჩაერთო შეხვედრის დღის წესრიგის მომზადებაში და მისი დიალოგის წარმათვას ხელი არ შეუწყო.

ცისკარიშვილის თქმით, უნდა ვეცადოთ ეს მოლაპარაკებები "ჟენევის ფორმატის მსგავს გართობად" არ გადაიქცეს:
"ამ შემთხვევაში გვექნება კონტაქტი რუსეთთან, მაგრამ არ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული. თუ მხარეები მხოლოდ საკუთარი ქვეყნების მეხოტბეები იქნებიან, შეიძლება ორმხრივი ურთიერთობება უფრო გამწვავდეს, ვიდრე რაიმე საკითხი მოგვარდეს".
ცისკარიშვილის აზრით, მსგავს მოლაპარაკებებში რუსეთის ერთ-ერთი მკაფიო პოლიტიკური მიზანი დროის გაწელვა იქნება. ამიტომ თავდაპირველად შესაძლოა მათი მხრიდან საუბარი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანის შესახებ დაიწყოს. საბოლოოდ კი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს დათმობების ხარჯზე რუსეთი მიიღებს ჩვენი ქვეყნის თანხმობას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებში გაერთიანებაზე და კვლავ გაიყინება ეს ურთიერთობები.

ექსპერტის აზრით, ჩვენ თავად გვეშინია საკუთარი ინიციატივების. უნდა დადგეს საკითხი ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით არსებული კონფლიქტის გამიჯვნისა და ცალკ-ცალკე სტრატეგიების შემუშავაებისა. ეს კონფლიქტები არ არის ერთი და იმავე მიზეზებით წარმოშობილი და არც მათი დარეგულირება იქნება შესაძლებელი საერთო რეცეპტით. მათ ინდივიდულურობასთან ერთად აუცილებელია გავითვალისწონოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობის განწყობები. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისინი მაშინ გახდება საქართველოს ნაწილი, როცა ამას თვითონ მოინდომებენ.

ცისკარისვილის თქმით, ჩვენ ეს კარგად უნდა გავიაზროთ, თუ ვაპირებთ მოვლენების მშვიდობიან განვითარებას და არა მარტო ლაპარაკს ამ პრობლემის მოგვარებაზე, არამედ ფიქრსაც.

"ყოველთვის მოვლენების უკან მივჩანჩალებთ და ვცდილობთ დავიწუნოთ სხვა პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ფორმატი. შემდეგ გადის წლები და სანატრელი გვიხდება ის ფორმატი, რომლსაც ორიოდე წლის წინ ასე გაშმაგებით ვებრძოდით", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

რამაზ საყვარელიძის თქმით, ხშირად პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური მოტივაცია სურვილზე მაღლა დგება. ამბობს, რომ მეფეებს ხშირად არ მოსწონდათ თავისი საცოლე, მაგრამ მაინც ირთავდნენ მას. ასეთი სიტუაციაა ახლაც.

მისი აზრით, ის, თუ რატომ აქვს საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილი, ცხადია - დიალოგის დაწყების საქართველოს პოლიტიკური მოტივაცია კონფლიქტის შემსუბუქება, ქვეყნის მთლიანობაზე საუბრის დაწყებაა.
საყვარელიძეს იხსენებს ხელისუფლების არგუმენტს, რომლის თანახმადაც სანამ არ განვვითარდებოდით, მანამ მოლაპარაკებებს არ დავიწყებდით. ეს არგუმენტი სამართლიანად გააკრიტიკა როგორც შიდა ოპოზიციამ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა - მოლაპარაკება ხომ მაშინ გჭირდება, როცა გინდა მიზანს მიაღწიო.

რაც შეეხება რუსეთს, ექსპერტის აზრით, რუსეთმა 2008 წლის მოვლენებით ყველაფერი მიიღო რისი მიღებაც უნდოდა. როგორც დასავლეთს დაჰპირდა, დასავლეთ სერბიის აღიარებაზე შური იძია, ამერიკას დაანახა, რომ მუშტის გამოყენებაც შეუძლია, თავის ნათქვამს უკან არ წაიღებს და დასავლეთის ყველა თვითნებობაზე ხელს აღმართავს ისე, რომ მას ვერაფერს მოუხერხებენ. ამასთანავე, რუსეთმა აფხაზეთში სამხედრო ბაზის მშენებლობაც დაიწყო.

"ახლა კი რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისთვის ყოველთვიურად მილიონების გადახდა ეკონომიკურ ტვირთად აწევს. ეკონომიკური ტვირთთან ერთად პოლიტიკური ტვირთის ამძიმებს", - ამბობს საყვარელიძე.

მისი თქმით, ისმება კითხვა - ვის შორის და რა დონეზე იწარმოებს მოლაპარაკებები. როცა რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, სააკაშვილთან არ ვილაპარაკებო, შეიძლება დიალოგის წარმოებისას უფრო დაბალი ფიგურები შემოვიდნენ. ამბობს, რომ ასევე მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები გაიმართება მესამე მხარის საშუალებით, თუ უშუალოდ რუსეთ-საქართცელოს შორის.
"ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია ყველაფერი გარდა იმისა, რომ მათ აქვთ მოლაპარაკებების დაწყების სურვილი", - ამბობს საყვარელიძე.

ხუციშვილის თქმით, ამ მოლაპარაკებებით რუსეთი არაფერს კარგავს, საქართველოსთვის კი იგი უსაფრთხოებისა და პერსპექტივის თვალსაზრისით, სამომავლო რისკს შეიცავს.

"რუსეთი რომ არაა მზად ამ მოლაპარაკებებისთვის, არ მგონია, მას ეს აღელვებდეს, მაგრამ ჩვენ რომ არ ვართ მზად, ეს არის რისკი. იმ საკითხებში, რაშიც რუსეთთან თანამშრომლობა გამოდის, უნდა ვითანამშრომლოთ. ეს არის ნორმალური ურთიერთობები და პოლიტიკა, თუნდაც ჩვენ მიმართ ისეთ არაკეთილგანწყობილ ქვეყნასთან ურთიერთობაში, როგორიც რუსეთია", - ამბობს ხუციშვილი.
მისი თქმით, მიუხედავად დიალოგზე საუბრისა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება მსოფლიოში, რომ კონფრონტაციისთვის ვემზადებით. სულ ვაჩვენებთ, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია კონფრონტაცია და არა რაიმე საკითხში თანამშრომლობა. ტელევიზიები და ყველა პროპაგანდული მანქანა ჩვენს ქვეყანაში იმაზე მუშაობენ, რომ ხალხს დაანახონ რა ცუდი და უსამართლლოა რუსეთი, პატარა ბავშვებსაც შთააგონებენ ამას.

"ჩვენ ვაჩვენებთ, რომ რუსეთი არის ისეთი ურჩხული, რომელთანაც ნორმალური ურთიერთობა, მენეჯმენტი, ურთიერთობის პოზიტივზე გათვლა შეუძლებელია; ის მაინც მოგატყუებს, დაგჩაგრავს, ეცდება ჩაგყლაპოს, დაგყოს და ა.შ. რუსეთის ასეთი გაგება გამორიცხავს იმას, რომ გამოიყენებ ურთიერთობის შესაძლებლობებს, რომელიც არსებობს. ხალხში თესავ გაუცხოებას რუსეთის მიმართ, ამიტომ რუსეთსაც არ უჩნდენა სურვილი შენთან ურთიერთობისა და რაიმე პრობლემის მოგვარებაში დახმარებისა - თუნდაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემას ეხებოდეს ეს", - ამბობს ხუციშვილი.

მისი აზრით, რუსეთშიც ამ მხრივ საქართველოსმაგვარი სიტუაციაა, ხოლო როცა მხარეები დიალოგის აუცილებლობის შესახებ ლაპარაკობენ, ამავე დროს, კონფრონტაციის შენარჩუნებას არ უნდა უწყობდნენ ხელს. ეს ეხება როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის პოლიტიკასაც.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია "მირთან" ინტერვიუში განაცხადა:

"პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც კი, როცა რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოსას რუსეთში შვეიცარია წარმოადგენს, ჩვენ მზად ვართ ნორმალური კონტაქტებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ამით როგორც რუსი, ისე ქართველი ერი დაინტერესებულია. ჩვენ მოძმე ერები ვართ, რომელთა ერთმანეთზე გადაკიდება რთულია, თუმცა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ზუსტად ამას მიაღწიოს".
"რეზონანსი"
READ MORE - რუსეთ-საქართველოს წინასწარ განწირული მოლაპარაკებები

სამთავრობო პიკნიკი სამეგრელოში... მექალთანე ჭიჭიკოს წისქვილ–მუზეუმის გახსნა...[video]

სამთავრობო პიკნიკი სამეგრელოში... მექალთანე ჭიჭიკოს წისქვილ–მუზეუმის გახსნა...

[15:50 12-07-2010]
საუბრობს ბორის ლომაია – გაეროში საქართველოს ელჩის კახა ლომაიას მამა.
READ MORE - სამთავრობო პიკნიკი სამეგრელოში... მექალთანე ჭიჭიკოს წისქვილ–მუზეუმის გახსნა...[video]

მალხაზ გულაშვილი თავს წირავს?!

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან ტაიმსის” დამფუძნებელი და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ლიდერი მალხაზ გულაშვილი მზადაა საქართველოში დაბრუნდეს და სასამართლოს წინაშე წარსდგეს, იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანია „კავკასიაზე” თავდასხმაში ეჭვმიტანილ თანამოაზრეებს ციხიდან გათავისუფლებენ და საკუთარი არასრულწლოვან შვილს ბრალდებას მოუხსნიან.

გაზიარება
[19:13 13-07-2010]
ამის შესახებ წერია გაზეთ „ჯორჯიან ტაიმსის” 12 ივლისის გამოშვებაში გამოქვეყნებულ მალხაზ გულაშვილის მიმართვაში.

მალხაზ გულაშვილის და მისი ვაჟის, დავითის, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით არის აღძრული. სასამართლომ მათ, დაუსწრებლად, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მამა-შვილმა გულაშვილებმა საქართველო მიმდინარე წლის მაისში დატოვეს, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „კავკასიაზე” თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს. მალხაზ გულაშვილმა საქართველოდან წასვლა ხელისუფლების მხრიდან მისი ვაჟის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების თავიდან არიდების სურვილით ახსნა.

2010 წლის 7 მაისს, ახალგაზრდა ავტორის ერეკლე დეისაძის წიგნთან „საიდუმლო სირობასთან” დაკავშირებით ტელეკომპანია “კავკასიის” პირდაპირ ეთერში გამართული დისკუსიის დროს, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” (მმკ), ასევე “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” (სსმ) წარმომადგენლებსა და მათ ოპონენტებს შორის გაჩენილ უთანხმოებას ტელეკომპანიაში უცხო პირთა შეჭრა და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. „კავკასიის” პირდაპირ ეთერში გასული კადრების მიხედვით, ინციდენტის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანიის პრეზიდენტს, დავით აქუბარდიას და რამდენიმე თანამშრომელს.

პოლიციამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და ხულიგნობის ბრალდებით ინციდენტის მონაწილე 8 ახალგაზრდა დააკავა, ყველა მათგანი მართლმადიდებლური ორგანიზაციების წევრები არიან. სასამართლომ 7 მათგანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი გაათავისუფლა. ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი 28 ივნისს დაიწყო.

მალხაზ გულაშვილი მიმართვაში ამბობს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები ხელისუფლების შურისძიების მსხვერპლნი არიან.

„არ მაპატიეს ოპოზიციური გაზეთის „ჯორჯიან ტაიმსის” მფლობელობა, შეხვედრები მსოფლიოს ცნობილ ჟურნალისტებთან, პოლიტიკურ მოღვაწეებთან, ქვეყნის პრეზიდენტებთან, განსაკუთრებით კი რუსეთის პრეზიდენტ მედვედეევთან შეხვედრა”, – აცხადებს გულაშვილი.
media.ge

READ MORE - მალხაზ გულაშვილი თავს წირავს?!

სასამართლომ არ დააკმაყოფილა გაზეთ „კვირის პალიტრის" და მისი ჟურნალისტის სარჩელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარაფსიქოლოგ ირაკლი ლომაიას წინააღმდეგ გაზეთ „კვირის პალიტრის" და მისი ჟურნალისტის, ხათუნა პაიჭაძის, სარჩელი არ დააკმაყოფილა 15 ოქტომბერს გამართულ სასამართლო პროცესზე.

გაზიარება
[ლანა ბერიძე. 04:00 16-10-2010]
რედაქცია, ჟურნალისტთან ერთად, პარაფსიქოლოგს ცილისწამებაში ადანაშაულებს, ამასთან, ხათუნა პაიჭაძე, მისთვის პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით, ლომაიასგან კომპენსაციას - 50 ათას ლარს - მოითხოვს.

კერძოდ, საქმე ეხება მიმდინარე წლის 2 ივლისს ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში" გასულ სიუჟეტს, სადაც გამოყენებული იყო ლომაიასთან ინტერვიუს ჩანაწერი და აუდიოჩანაწერი. როგორც, სასამართლო პროცესზე გაირკვა, აუდიოჩანაწერი ტელეკომპანიას ლომაიამ მიაწოდა.
კომენტარში ლომაია "კვირის პალიტრას" სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ფულის გამოძალვაში ადანაშაულებდა. აუდიოჩანაწერში კი, თითქოს, ხათუნა პაიჭაძე მას ფულს სძალავდა.
რედაქციას მიაჩნია, რომ ამ ინფორმაციამ გაზეთის „საქმიანი რეპუტაცია შელახა".

15 ოქტომბერს გამართულ პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ ლომაიამ „კვირის პალიტრის" ჟურნალისტს, ხათუნა პაიჭაძეს, ცილი მართლაც დასწამა, რადგან ხმა, რომელიც აუდიოჩანაწერში ისმის, ხათუნა პაიჭაძეს არ ეკუთვნის. ამის მიუხედავად, აღნიშნა მოსამართლემ, ჟურნალისტს იმდენი ზარალი არ მიადგა, რომ ლომაიამ მას 50 ათასი ლარი გადაუხადოს.

პროცესის შემდეგ „კვირის პალიტრის", საქართველოს ერთ-ერთი დიდ ტირაჟიანი გაზეთის, ადვოკატმა ზვიად კორძაძემ Media.Ge-ს განუცხადა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.

„გაუგებარია მოსამართლის მოტივაცია, როდესაც ის ამბობს, რომ ხათუნა პაიჭაძეს ცილი მართლაც დასწამეს, მაგრამ მას ზარალი არ განუცდია", თქვა კორძაძემ.

"ირაკლი ლომაიას ბრალდება, თითქოს, გაზეთი სხვადასხვა ორგანიზაციებს ფულს სძალავდა, გავრცელდა 8-საათიანი "ქრონიკით" და არა რომელიმე რაიონული გაზეთით, რამაც "კვირის პალიტრის" საქმიან რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა",- დასძინა ადვოკატმა.

უფრო ადრე, 8 ოქტომბერს გამართულ პროცესზე, ირაკლი ლომაიას ადვოკატებმა "კვირის პალიტრასა" და ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძეს ხელის ჩამორთმევისკენ მოუწოდეს.

"მე, მოგიწოდებთ, რომ საქმე მორიგებით დასრულდეს. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და სარჩელი გავიწვიოთ",- მიმართა ლომაიას ადვოკატმა თემურ ტაბატაძემ მომჩივან მხარეს. ამასთან, მან დასძინა, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფის წინააღმდეგ შეტანილი დაუსაბუთებელი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ადვოკატ თემურ ტაბატაძის თქმით, ირაკლი ლომაიას მართლაც ეგონა, რომ მას ხათუნა პაიჭაძე ესაუბრებოდა, რადგან ფულს მისი სახელით და გვარით სძალავდნენ.
media.ge
READ MORE - სასამართლომ არ დააკმაყოფილა გაზეთ „კვირის პალიტრის" და მისი ჟურნალისტის სარჩელი

კახა ლომაიას თანაგუნდელები სააკაშვილს უკვე მწარედ აკრიტიკებენ

კახა ლომაიას რეფორმატორი თანაგუნდელები განათლების ამჟამინდელ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს უპირისპირდებიან...

გაზიარება
[ნინო მიქიაშვილი. 15:48 12-07-2010]
– ამ სფეროში გატარებულ ცვლილებებს, უწუნებენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ის არ უნდა ერეოდეს იმაში, რაშიც არაკომპეტენტურია.

პრესა.გე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრა, რომელიც უნივერსიტეტში გადასვლამდე, განათლების სამინისტროში, ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის დირექტორი – ერთ–ერთი მთავარი რეფორმატორი გახლდათ.

როგორ აფასებთ განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებს?
- ბოლო 5 თვის განმავლობაში რაც ხორციელდება, იმისგან განსხვავებულია, რისი გატარებაც მანამდე მიმდინარეობდა. ზოგადად, პრობლემა ისაა, რომ ახლანდელი ცვლილებები ისე ხორციელდება, რომ მიზანი ვითომ იგივეა, რაც იყო ადრე, მაგრამ რეალურად, ის საშუალებები, რასაც დღეს სახელმწიფო გვთავაზობს, იმ მიზნებს ეწინააღმდეგება, ან იმ მიზნების მიღწევას შეუძლებელს ხდის.

რას იტყვით, გამოსაშვები გამოცდების დაბრუნებაზე?
– განათლების ხარისხის კუთხით, რაიმე დადებითი ცვლილების მომტანი არ იქნება – სკოლიდან მოსწავლეების გადინებასთან დაკავშირებით სიტუაციას გაართულებს; მასწავლებლები ახალი მეთოდებით აღარ ასწავლიან, რადგან ეს მეთოდები გულისხმობს კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი აზროვნების მქონე მოქალაქის გაზრდას, ხოლო ტესტი არც ამ კრიტიკულ აზროვნებას ამოწმებს მაინცდამაინც და არც შემოქმედებით აზროვნებას; მით უმეტეს, არ ამოწმებს სოციალურ უნარ–ჩვევებს; პრობლემა ისაა, რომ მასწავლებლები გადაერთვებიან სწორედ ამ ტესტებისთვის მოსწავლეების მომზადებაზე, რაც ძალიან დააზიანებს იმ სკოლებს, სადაც განვითარებაზე ორიენტირებული, კარგი მასწავლებლები ჰყავთ.

რა აზრის ხართ თქვენს დროს გაუქმებული სპეც–სკოლების აღდგენაზე?
– სპეც–სკოლები ჩემს დროს არ გაუქმებულა; უბრალოდ, გაუქმდა სამინისტროს პრეროპგატივა, რომ სპეც–სკოლები დაეარსებინა. უფრო მარტივად რომ გითხრათ, ადრე სახელმწიფოს რომელიმე სკოლისთვის ნებართვა უნდა მიეცა, რომ გაძლიერებული პროგრამით ესწავლებინა და 2005 წლიდან დაწყებული, ახალი სისტემით, ნებისმიერ სკოლას შეეძლო გაძლიერებული პროგრამით ესწავლებინა.

ანუ, სახელმწიფომ ის შეზღუდვა მოხსნა, რომელიც სისტემაში სპეც–სკოლებთან დაკავშირებით არსებობდა და ყველა სკოლას უბიძგა, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, საკუთარი პროფილი თვითონ განესაზღვრა – სისტემა იმდენად თავისუფალი და მოქნილი გახდა, რომ ნებისმიერ სკოლას, ნებისმიერი საგნისთვის დამატებითი საათები შეეძლო დაემატებინა.

დღეს, როცა სპეც–სკოლების აღდგენაზე ვსაუბრობთ, მინისტრი, რომ ჩადის და ამბობს, “ეს სკოლა მე აღვადგინე“, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ამ სკოლას პროფილი თავისთავად შენარჩუნებული ჰქონდა. სახელმწიფოს მხრიდან ზოგადად სპეც–სკოლის შექმნაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ სპეციალური დაფინანსება გამოიყოფა (მაგალითად, ფიზიკა–მათემატიკური გაძლიერებული, ან სპორტული სკოლებისთვის) და სკოლები რაღაც დამატებით შემოსავალს მიიღებენ, თორემ, მაგალითად, თუ კომაროვის სკოლა ჩვეულებრივ დაფინანსებას იღებს, ისევე, როგორც ნებისმიერი სკოლა თბილისში, ან საქართველოს მასშტაბით, მაშინ სახელმწიფოსთან მიმართებაში ამ და სხვა სკოლას შორის რა განსხვავებაა?! – ერთადერთი განსხვავება ისაა, თქვა, რომ ესაა ფიზიკა–მათემატიკური სკოლა.

როგორ აფასებთ სკოლებში მანდატურების შეყვანას, რომელთა ასაკი 20 წლიდან განისაზღვრება?
– მანდატურის საჭიროება ზოგიერთ სკოლაში შეიძლება არსებობდეს, სადაც მოსწავლეების ქცევასთან დაკავშირებით პრობლემაა, მაგრამ ის ფორმა, რომლითაც დღეს მანდატურების შეყვანა ხდება, ზოგადად სისტემის არსს ეწინააღმდეგება იმ მხრივ, რომ სკოლას არა აქვს უფლება მანდატური თვითონ იქირავოს, ან საკუთარი თანამშრომელი შეარჩიოს. ეს მანდატური რეალურად ამ სკოლის მიერ დაქირავებული ადამიანი არ არის და შესაბამისად, სკოლის წინაშე მაინცდამაინც პასუხსაც არ აგებს. ეს კი გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანი სკოლაში დირექტორის ძალაუფლებას ასუსტებს და იმის განცდას ქმნის, რომ სკოლა დამოუკიდებელი აღარ არის და სკოლაში მომუშავეებს მანდატურის მეშვეობით პირდაპირ სახელმწიფო აკონტროლებს.

ასევე, აბსოლუტურად მიუღებელია ის, რომ არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი და რომელშიც გაწერილია ის ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მანდატური, კონკრეტულ შემთხვევაში. ერთადერთი წყარო, იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ რას აკეთებს მანდატური, არის სატელევიზიო და სხვა სახის ინტერვიუები, სკოლის დირექტორებთან, თუ მინისტრთან. ასე რაიმეს დანერგვა, უბრალოდ მიუღებელია.

ადრე, 2004–დან 2009 წლის ბოლომდე, ნებისმიერი ასეთი ცვლილების წინ, კონცეფცია იწერებოდა, სამინისტროს ვებსაიტზე ქვეყნდებოდა და საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ამაზე ემსჯელა; შემდეგ იწყებოდა ხოლმე ამის დანერგვა.

რამდენად ახლოსაა სიმართლესთან, რომ ლომაიას მინისტრობისას განათლების სფეროში ძირითადად ის ცვლილებები ხორციელდებოდა, რაც თქვენს თავში იხარშებოდა?
– აგიხსნით, გადაწყვეტილების მიღება როგორ ხდებოდა – სამინისტროში ჯგუფი იყო, რომელიც სტრატეგიულ მიმართულებებზე ფიქრობდა. შემდეგ, ის ჯგუფი კონცეფციებს ქმნიდა, რომელთაც საჯაროდ ვავრცელებდით – სკოლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ვუგზავნიდით, მათ ვიწვევდით, სამინისტროში ამის განხილვა ხდებოდა და შემდეგ მინისტრი გადაწყვეტილებას იღებდა. ასე რომ, არც ერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა ისე, რომ ვიღაც ერთმა ადამიანმა მოიფიქრა და შემდეგ მეორე ადამიანმა ეს თავის გადაწყვეტილებად მიიღო.

ხომ შეიძლება, რომ ერთმა მოიფიქრა და დანარჩენებმა მისაღებად ჩათვალეს და გაიზიარეს?
– რა თქმა უნდა, ყველა კონკრეტული იდეა, ერთი ადამიანის თავში შეიძლება დაიბადოს, მაგრამ ის ხორცს ყოველთვის განხილვების საფუძველზე ისხამს. ანუ, ეს არ არის ერთი ადამიანის დაწერილი და შემდეგ სხვა ადამიანების მიერ განხორციელებული.

ახლა ვის თავში იბადება იდეები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში განათლების სფეროში ხორციელდება?
– სამწუხაროდ, მე არ მაქვს შეხება იმ ადამიანებთან, ვინც დღეს პოლიტიკის განსაზღვრაში უშუალოდ მონაწილეობენ. ვიცი, რომ ძალიან ხშირად ტარდება შეხვედრები, როცა სამინისტრო იბარებს სკოლის დირექტორებს, ჟურნალისტებს, საზოგადოების წარმომადგენლებს და საკუთარ გადაწყვეტილებებს აცნობს. წინასწარაა ცნობილი, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება საზოგადოებას მოეწონა.

მაგალითად, პრეს–რელიზები შეხვედრებამდე რიგდება, სადაც წერია, რომ “შეხვედრამ აბსოლუტურად დადებით ატმოსფეროში ჩაიარა, ყველას მოეწონა, განიხილეს“ და ასე შემდეგ, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სამინისტროს არ აინტერესებს, კონკრეტული ადამიანები მოცემულ მომენტში რას ფიქრობენ.

დადებით შედეგს მოიტანს თუ უარყოფითს, სასკოლო სახელმძღვანელოებს ყოველწლიურად, რომ აღარ განაახლებენ?
– 2005 წლიდან სახელმძღვანელოების განახლება სამ წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ხოლო 2009 წლის გაზაფხულიდან, ხუთ წელიწადში ერთხელ. ასე რომ, დღეს ამასთან დაკავშირებით ახალი არაფერია.

მე მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე გეკითხებით, რომელიც იანვარში გააკეთა – ოჯახებს ყოველწლიურად არა აქვთ საშუალება, ბავშვებისთვის სახელმძღვანელოები იყიდონ, ასე არ შეიძლებაო.
– სააკაშვილმა 2009 წლის იანვარშიც ზუსტად იგივე განაცხადა. ანუ 2010 წლის იანვარში, ეს უბრალოდ იმის გამეორება იყო, რაც მანამდე თქვა და რაც შეცდომა გახლდათ. როგორც ჩანს, მას არასწორი ინფორმაციას აქვს.

2010 წლის იანვარში მიხეილ სააკაშვილმა თქვა ისიც, რომ უმეცრები არიან ისინი, ვინც განათლების სფეროში ცვლილებები განახორციელაო და საინტერესოა, ამაზე როგორი რეაქცია გქონდათ?
– ჩემი ემოციები ახლა ალბათ არავის აინტერესებს.

მე მაინტერესებს, მკითხველს აინტერესებს.
– არა მგონია მკითხველს განათლების სპეციალისტის ემოციები აინტერესებდეს.

უკაცრავად, მაგრამ თქვენი ემოცია საინტერესოა იმდენად, რამდენადაც თქვენ ხართ ერთ–ერთი მთავარი იმჟამინდელ რეფორმატორებს შორის – რა განცდა გქონდათ როცა თქვენი ამდენი წლის ნაშრომზე თქვა, რომ ეს იყო უმეცრება და მეტი არაფერი?
– როგორც გითხარით, ემოციაზე ვერ დაგელაპარაკებით, მაგრამ შემიძლია გითხრათ ის, რომ პრეზიდენტი არ უნდა ერეოდეს, ისეთი დეტალების განხილვაში, რომელსაც ის მუდმივად განიხილავს, იქნება ეს კონკრეტული საგნის სწავლება, თუ ის, სკოლაში ზარი უნდა დაირეკოს თუ არ უნდა დაირეკოს. ანუ მან პოლიტიკა, ძირითადი მიმართულებები უნდა განსაზღვროს.

აი, მაგალითად, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მსჯელობდა იმის შესახებ, რომ საქართველოს აქვს პრობლემა ინოვაციურ პოტენციალში და ამის გამოა კომპიუტერიზაცია მნიშვნელოვანი, ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ როდესაც ის მსჯელობს იმაზე, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს ქიმია და ფიზიკა, ეს მისი, როგორც პოლიტიკოსის მხრიდან, უბრალოდ, არაკომპეტენტურობაა, რადგან არ შეიძლება პოლიტიკოსი ისეთ საკითხებში ჩაერიოს, რაშიც ის არაკომპეტენტურია.

დადებით შედეგს მოიტანს თუ უარყოფითს ეროვნული და გამოსაშვები გამოცდების ერთად ჩატარება?
– ერთად არ ტარდება, ანუ შინაარსობრივად ერთი არ არის. სკოლის დასამთავრებლად საჭიროა 9 გამოცდის ჩაბარება და კიდევ 4 გამოცდის ჩაბარება იმისთვის, რომ უმაღლესში მოხვდე. ამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, რადგან ეს უბრალოდ, ართულებს დაადასტურონ, რომ არიან განათლებულები, მაშინ როდესაც ადამიანები საკუთარი განათლებას 12 წლის განმავლობაში ადასტურებენ.

მინისტრს დირექტორების დანიშვნა რომ შეეძლება, თუ სამეურვეო საბჭოები ვერ აირჩევენ, ამაზე რა აზრის ბრძანდებით?
– ეს არის კომპრომისული ვარიანტი. მინისტრმა თავდაპირველად გაახმოვანა ის, რომ არჩევნები საერთოდ აღარ ჩატარდებოდა და დანიშვნები იქნებოდა. ახლა საუბრობს იმაზე, რომ სკოლამ თუ ვერ აირჩია, მაშინ იქნება დანიშვნა. სახელმწიფო სკოლას უნდა დაეხმაროს იმაში, რომ მან არჩევა შეძლოს. ანუ სახელმწიფო უნდა ეხმარებოდს სკოლებს, რომ მათ ისწავლონ, თუ როგორ უნდა მართონ საკუთარი დაწესებულება დემოკრატიულად და როგორ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და არა აიღონ სკოლის ნაცვლად პასუხისმგებლობა ისეთ საკითხებზე, რომელზეც პასუხისმგებლობა მას არა აქვს.

მართლაც ჩაატარა თუ არა საკადრო წმენდა ახალმა მინისტრმა – ისინი, ვინც თქვენთან ერთად რეფორმას ახორციელებდნენ, ისევ სამინიტროში არიან თუ გამოუშვეს?
– ადამიანების უმეტესობა, ვინც დღეს მუშაობს დეპარტამენტების უფროსებად, ან მოადგილეებად, ახალი მისულები არიან; თუმცა, არიან ძველებიც; იგივე მინისტრის მოადგილეები – ირინა ქურდაძე და ნოდარ სურგულაძე. პრობლემა ისაა, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი ან თვითონ წამოვიდა, ან გამოუშვეს და მათ შორის ძირითადად ისეთი ადამიანები არიან, ვისაც განათლება დასავლეთის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული. სამინისტრო სოროსის ფონდთან ერთად პროგრამას ახორციელებდა, რომელიც კოლუმბიის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში ახალგაზრდების გაგზავნას გულისხმობდა, იმისთვის, რომ განათლების პოლიტიკა, მართვა და ადმინისტრირება ესწავლათ. დღეს სამინისტრო ასეთ ადამიანებს სამწუხაროდ, ვერ იყენებს.

თქვენ, ფაქტობრივად, არაფერზე გითქვამთ, რომ კარგია – ამჟამინდელი მინისტრის მიერ განხორციელებული ყველა ცვლილება გააკრიტიკეთ.
– თქვენ არ გიკითხავთ იმაზე, რა არის კარგი. სისტემური ცვლილებები, რაც დღეს ხორციელდება, კარგი არ არის.

რატომ გვეუბნებიან, რომ განათლების სფეროში რეფორმა უმეცრებმა გაატარეს, მაშინ, როცა აქამდე, 6 წლის განმავლობაში გაიძახოდნენ, რომ ეს ყველაფერი იყო წარმატებული?
– არ ვიცი. პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო თვლის, რომ ის საზოგადოება, რომელიც სკოლის ცხოვრებაშია ჩართული, არ იზიარებს იმ პრინციპებს, რომელიც არის სწორი; შესაბამისად, ამას მოჰყვება მთავრობის არაპოპულარულობა და ამიტომ, ცდილობს გადადგას პოპულარული ნაბიჯები, თუნდაც იყოს არასწორი.

presa.ge
READ MORE - კახა ლომაიას თანაგუნდელები სააკაშვილს უკვე მწარედ აკრიტიკებენ

ქუთაისში მე-11 კლასელი მოკლული იპოვეს

ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, გვარად ხურცილავა სამართალდამცავებმა ქალაქის ერთ-ერთ უბანში, ნიკეას დასახლებაში მოკლული იპოვეს.

გაზიარება
[15:36 12-07-2010]
მას 36 ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

17 წლის ახალგაზრდას 3 დღე ეძებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული უკვე გახსნილია, დაკავებულია ეჭვმიტანილიც.

ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულში ეჭვმიტანილი მოკლულის თანატოლია. მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
"ინტერპრესნიუსი"
READ MORE - ქუთაისში მე-11 კლასელი მოკლული იპოვეს

ვერა ქობალია პირობას დებს, რომ სამინისტროში ნათესაური კავშირებით თანამდებობას ვეღარავინ დაიკავებს

ვერა ქობალია პირობას დებს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ნათესაური კავშირებით თანამდებობას ვეღარავინ დაიკავებს.

გაზიარება
[15:30 12-07-2010]
ამის შესახებ ქობალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა კონკრეტული მაგალითიც დაასახელა.

"წლების განმავლობაში, როდესაც კანადაში ვიმყოფებოდი, ვაგზავნიდი საქართველოში CV-ებს სხვადასხვა პოზიციების დასაკავებლად. ოფიციალურად მაძლევდნენ პასუხს, რომ ჩემი CV ძალიან მისაღები იყო, თუმცა აღნიშნულ თანამდებობაზე უკვე იყო შერჩეული კონკრეტული ადამიანი. მათ ნათესაური კავშირები ჰქონდათ სამინისტროების წარმომადგენლებთან", – აღნიშნა ქობალიამ.

მინისტრის თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ მოქალაქეები მასთან დღესაც საუბრობენ.
"ინტერპრესნიუსი"
READ MORE - ვერა ქობალია პირობას დებს, რომ სამინისტროში ნათესაური კავშირებით თანამდებობას ვეღარავინ დაიკავებს

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...