11:47 06.04.2012
ათდღიანი პატიმრობიდან „ამომრჩეველთა ლიგის“ წევრს კახა მიქაიას დღეს გაათავისუფლებენ.საზოგადოებრივი მოძრაობა “ამომრჩეველთა ლიგის” წევრები გია გაჩეჩილაძე, ბიძინა გეგიძე და დათო რურუა ერთ-ერთი ლიდერი, კახა მიქაიას პატიმრობის ათ დღიანი ვადა დღეს იწურება.
ჩხოროწყუში მის დასახვედრად მისი თანაპარტიელები ბიძინა გეგიძე და დათო რურუა და გია გაჩეჩილაძე გაემგზავრნენ.
მათი გტანცხადებით, კახა მიქაია ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც ამხილა ხელისუფლება და საკუთრივ “ახალაიების კლანი” უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის მცდელობაში და სავარაუდოდ, მისი დაპატიმრებაც ამ ფაქტს უკავშირდება.
„საზოგადოებრივ მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგას“ მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება აძლიერებს რეპრესიებს, კიდევ უფრო აქტუალური ხდება საყოველთაო სოლიდარობის იდეა თითოეული მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად,“– აცხადებენ „ამომრჩეველთა ლიგის“ წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ კახა მიქაია 10 დღის წინ ზუგდიდში სასამართლოს ეზოში დააკავეს. ის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას დაპატიმრებას აპროტესტებდა.
ტრიბუნა.ge
