20:11 20.10.2014
ხვალ, 21 ოქტომბერს 13:00 საათზე მართლმადიდებელი სამღვდელოების და თბილისის საზოგადოების წარმომადგენლები სინაგოგასთან შეიკრიბებიან და ებრაელი ხალხის მიმართ სპეციალურ მიმართვას გაავრცელებენ. „ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ქართველებისა და ებრაელების საუკუნოვანი მეგობრობა“ - აცხადებენ სასულიერო პირები.
მღვდელმონაზონი ბასილი ანთაძე: "ქართველებისა და ებრაელების მეგობრობამ საუკუნეები გამოიარა, ეს დროით არის შემოწმებული და საქმით დამტკიცებული. მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ებრაელების დევნა. ჩვენ 26 საუკუნის წინ მეგობრულად მივიღეთ ებრაელები, გავუყავით მათ არა მარტო სასმელი და საჭმელი, არამედ საკუთარი მიწა-წყალიც. ჩვენ, ქართველები, მზად ვართ, რომ ეს მეგობრობა მომავალშიც იგივენაირად გავაგრძელოთ. მაგრამ დღეს არის საშიშროება: შესაძლოა ეს მეგობრობა დაირღვეს და მტრობაშიც კი გადავიდეს. მოგახსენებთ მიზეზს თუ რის გამო შეიძლება ეს მოხდეს.
ბოლო ორი წელია, რაც ებრაელები თავისი „ხანუკის“ დღესასწაულზე, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დგამენ ანთებულ მენორას - ცხრატოტა შანდალს წარწერით: „გილოცავთ „ხანუკის“ დღესასწაულს“. ასევე ორი წლის წინ ებრაელებმა, იერუსალიმში, ჯვრის მონასტრის კედელზე, გააკეთეს წარწერა: „გილოცავთ ხანუკის დღესასწაულს. იესო მეძავის შვილი“. ეს არის საშინელი სიცრუე და მკრეხელობა, ეს არის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის დედის, ღვთისმშობლის საშინელი შეურაცხყოფა. ამას ჩვენ ვერ მოვითმენთ! ეს უკვე აღარ არის მეგობრობა, ეს უკვე პირდაპირი დაპირისპირების და მტრობის გამოცხადებაა.
მოგმართავთ ებრაელებს: თუ გსურთ, რომ ჩვენი მეგობრობა შემდგომ საუკუნეებშიც გაგრძელდეს, თქვენი დღესასწაულები, „ხანუკი“ და ყველა დანარჩენი, აღნიშნეთ სინაგოგაში. თბილისის ქუჩებში „ხანუკის“ მოლოცვა არის ქართველებთან და ქრისტიანებთან დაპირისპირების გამოცხადება. ეს არის ეროვნული და რელიგიური შუღლის გაღვივება, რაც იკრძალება კონსტიტუციითა და კანონით.
საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს, გთხოვთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მეგობრობა არ დაირღვეს".