17:40 01.11.2014
"უფალმა ინება ასე, რომ ჩვენსა და რუსებს შორის საზღვარი კავკასიონზე გადის. რუსი რომ აქეთ შემოვიდა, ფაქტია და ქართული ჯარი რომ ბესლანსა და ნალჩიკში არ გადასულა - ესეც. კონფლიქტის ზონაში დესანტირება ვერტმფრენებით ხდება...
დიდი მითქმა-მოთქმაა როკის გვირაბის აფეთქებასთან დაკავშირებით. ამისთვის, სულ მცირე, ერთკვირიანი სამუშაო მაინც არის ჩასატარებელი, საჭიროა ინჟინრებისა და ამფეთქებლების დიდი ჯგუფის შეყვანა. ასე ადვილად ვერ ჩახვალ და გვირაბს ვერ ააფეთქებ, ვინაიდან დაცვა გაძლიერებულია და ყველა სიმაღლე მაქსიმალურად დაცულია. რუსული მხარისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სეპარატისტული მთავრობის შენარჩუნება ცხინვალში. ქართული ქვედანაყოფები არ ყოფილან არც როკის გვირაბთან და არც ჯავაში, საიდანაც რუსული კოლონა უნდა გამოსულიყო. მაქსიმალურ სიღრმეში შევიდა მხოლოდ გორის სატანკო ბატალიონი, რომელიც ცენტრალური მიმართულებით მოქმედებდა და რომელიც ომის შემდეგ მუხროვანის ბატალიონად გადაკეთდა", - აცხადებს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილი სარდალი, გენერალი მამუკა ყურაშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მამუკა ყურაშვილის სკანდალური ინტერვიუ" / "გიგი უგულავა სამხედრო ოპერაციებში ერეოდა".
"თუ დისბალანსი გამოწვეული იყო ამა თუ იმ მეთაურის ან იმავე პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც საომარი მოქმედებების პერიოდში ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა, ამას ძიება გამოააშკარავებს. შეცდომა იყო, რომ არ მოიწვიეს პარლამენტის საგანგებო სხდომა, არ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ეს არის საერთო პროცესის ჯაჭვი, რომელსაც ვერც ერთ დეტალს ვერ მოწყვეტ. შედეგი ალბათ, ასეთივე იქნებოდა, უბრალოდ, იყო შანსი, სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების მხრიდან ამხელა მსხვერპლი არ ყოფილიყო, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ყურაშვილი.
"ომში დამარცხების ძირითადი ფაქტორი დღესაც გამოუსწორებელია და ამის დაკონკრეტებისგან, გარკვეული მოსაზრებით, თავს შევიკავებ. დღესაც არასახარბიელო და უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყანა. ამის შესახებ საუბარს პროკურატურაში ვაპირებ და მის დასკვნაში გამოვლინდება მარცხის მიზეზები, რაც თავდაცვის სამინისტროს მხრიდან შემდგომში ალბათ, აღმოიფხვრება. საომარი ოპერაციები 1-ლი აგვისტოდან დაიწყო. რა თქმა უნდა, ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ვიდრე დაიწყებოდა ოპერაცია "კავკასია-2008". რუსებს საზღვართან თადარიგი ჰქონდათ დაჭერილი, მოწინავე რაზმებიც ჰყავდათ გამოყვანილი, და უფრო წინდახედული ქმედებით, ქართული დიპლომატიის ხარჯზე შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება. ყველაფერს სამხედროებს ნუ გადავაბრალებთ, იმიტომ, რომ შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე თემურ იაკობაშვილი, რომელიც კონფლიქტის ზონაში პოლიტიკურ და სამხედრო კომპონენტზე უშუალოდ იყო პასუხისმგებელი, საერთოდ არ ჩამობრძანებულა იქ და მეტწილად ამან გაამწვავა სიტუაცია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ჩემი ცნობილი განცხადების წინმსწრები უნდა ყოფილიყო თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ბრიფინგი. მეტს ვერაფერს გეტყვით, სხვათა შორის, ნაწილობრივ ჩემმა ამ განცხადებამ შექმნა წინაპირობა, რომ ქართველი მოსახლეობა დროულად დაიძრა და გამოვიდა ხეობიდან (თამარაშენის, ქურთას, აჩაბეთისა და კეხვის მოსახლეობა). ჩემი განცხადება არ ჯობდა ბაქრაძის მოწოდებას - დანა-ჩანგლით შეიარაღებისკენ რომ მოუწოდა ხალხს? როცა რეგულარული ჯარი გამოჩნდა, ამ სიტყვების თქმა უკვე შეიძლებოდა. ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას - სეპარატისტებისა და რუსების მიერ შექმნილი მითი 2.000 კაცის დაღუპვის შესახებ ხომ გაფანტა წლებმა? საქართველოზე აგრესიის მიზეზი ხომ ის იყო, რომ თითქოს მოწინააღმდეგე მხარეს 2.000 კაცი დაიღუპა? მეორე მიზეზი ის იყო - სამშვიდობოები დაგვიხოცესო. სად არიან ეს დახოცილი სამშვიდობოები? არ ვიცი, დაიჯერეს თუ არა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას უნდოდა, ყველაფერი ჩემთვის გადმოებრალებინა - აი, კონტუზირებული გენერალი კონტროლიდან გამოვიდა და ამას მოჰყვა 2.000 კაცის დაღუპვაო. როცა აღმოჩნდა, რომ არ არის დაღუპული ამდენი ადამიანი და ქართული მხარე პირნათელია ოს მოსახლეობასთან, რუს სამშვიდობოებთან და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან, მერე თქვეს - ყურაშვილს სწორი განცხადება გაუკეთებიაო. ხელისუფლებას უნდოდა, ჩემზე გადაეტეხა ჯოხი. უშიშროების საბჭოს მაშინდელმა მდივანმა კახა ლომაიამ პაატა დავითაიას კომისიის სხდომაზე კი განაცხადა ჩემთვის პირად საქმეში საყვედურის შეტანის თაობაზე, მაგრამ არ შეუტანიათ. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსს ასეთი განცხადების გაკეთების უფლება, გეტყვით, რომ 7 აგვისტოს მდგომარეობით, მე უკვე აღარ ვიყავი ამ თანამდებობაზე. იმჟამინდელ კადრებს თუ დააკვირდებით, მარჯვენა სამხრეზე სამშვიდობოს აღმნიშვნელი ნიშანი აღარ მაბნევია. 8 აგვისტოს თავდაცვის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ ვყოფილიყავი სამშვიდობო ძალების სარდალი, მეც მომხსნეს და 10 მეტრი ვეღარ გადაიწიეს წინ. ამ ყველაფერს უკვე ძიება გამოავლენს", - განმარტავს მამუკა ყურაშვილი.
"ვადასტურებ, რომ გიგი უგულავა ერეოდა სამხედრო ოპერაციებში. თვითონ თავდაცვის მინისტრმა მიუშვა თავის უწყებასთან ახლოს ამა თუ იმ სამსახურების უფროსები, დეპარტამენტები, რომლებიც სამოქალაქო პირებით იყო დაკომპლექტებული, ამიტომაც ეს ყველაფერი. პოლიტიკოსებმა რატომღაც ისე აღიქვეს, რომ სამხედროებზე მაღლა იდგნენ. უგულავა მშვიდობიანობის დროს ქალაქის მერი, ომიანობისას კი სააკაშვილის კონსერვების გამხსნელი იყო. გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. უგულავაზეც იმიტომ ვამბობ, რომ თვითონ არ მალავდა, დარბოდა და ამას რა დატვირთვა ჰქონდა, ვის დავალებას ასრულებდა, ძიების პროცესში გამოჩნდება. მარტო სამხედრო ოპერაციებში ჩარევა კი არა, მოსმენა და სარდლობამდე არასწორი ინფორმაციის მიტანაც ჩარევაა, ისევე როგორც ლობირება ვინმე ფსევდოგმირისა, რომელიც 7 ნოემბერს თუ დანარჩენ მიტინგებზე მოხერხებულად იქნევდა ხელკეტს - იყო იქ ასეთი კატეგორია, სამხედროებს არ ვგულისხმობ. ნამდვილი გმირების გვერდზე გაწევაც ჩარევაა, მით უმეტეს, როცა შენ არანაირი სამხედრო განათლება არ გაგაჩნია. მინდა ვახსენო სატანკო ბატალიონის მეთაური, პოლკოვნიკი გოგიაშვილი, რომელიც სამაგალითო იყო, სახმელეთო ჯარების სარდალი ბალახაძე, უფროსი სამხედრო მეთაური პოლკოვნიკი ურუშაძე, ამჟამად მე-3 ბრიგადის მეთაური შავლეგო ტაბატაძე და ბევრი სხვაც, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. მათ ნაკლებად იცნობს საზოგადოება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები გმირები იყვნენ", - ამბობს რესპონდენტი.
"ძიება ვის როლსაც გამოკვეთს, ის ადამიანები, ცხადია, უნდა დაიკითხონ, იქნება ეს პრეზიდენტი თუ დასუფთავების სამსახურის უფროსი. მზად ვარ, პროკურატურის ყველა კითხვას გავცე პასუხი, ოღონდ სანამ პროკურატურის დასკვნა არ დაიდება, არავისთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. იმედი მაქვს, მალე გამოაშკარავდება, ვინ არის ქვეყნის მტერი და ვინ - მოყვარე, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. აუცილებლად გაიგებთ, რომელი ჩინოსანი ცხინვალში იყო, რომელი ნიქოზში, ვინ გორიდან გასცემდა ბრძანებას და ვინ - თბილისიდან. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას წინ უამრავი სიახლე ელოდება", - დასძენს მამუკა ყურაშვილი.