livepress.ge
19:38 26.06.2014
ერთიანი ეროვნული გამოცდები დილის 09:00 საათზე დაიწყო ზუგდიდში, მეორე საჯარო სკოლის შენობაში. გამოცდებზე აფხაზეთიდან გადმოსული აბიტურიენტებიც იღებენ მონაწილეობას. დღევანდელ გამოცდაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან 17 აბიტურიენტი იმყოფება.
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ნანა ქირიას განცხადებით, საგამოცდო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდების პირველ ეტაპზე 376 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, თუმცა 5 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა.