ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:01 05.12.2013
საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს შესახებ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დასკვნა საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო. ამ დოკუმენტით მეცნიერებათა აკადემია, ისევე როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხელს უწყობენ ჩვენი წარსულის აფეთქებას - საქმე იმაშია, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დასკვნაზე ხელმომწერი აკადემიკოსები ირწმუნებიან, რომ ის მიწის ბორცვი, რომლის ქვეშაც ჩვენი წინაპრები ოქროს სამთო წესით მოიპოვებდნენ, მნიშველოვანი არ არის და რომ იქ ოქროს მომპოვებელ ფირმას შეუძლია სასურველი სამუშაოები განახორციელოს.
მეცნიერებათა აკადემიისა და კულტურის სამინისტროს პოზიციისგან რადიკალურად განსხვავებულია ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართვა, გერმანიის მთავრობისადმი, რომელსაც ხელს აწერენ: ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, ჟურნალისტები, მეცნიერები. ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართვა გერმანიის საელჩოს მეშვეობით გერმანიის მთავრობას გადაეგზავნება. ხელმოწერები გროვდება. მიმართვის ტექსტს კი ამ სტატიის ბოლოს შეგიძლიათ გაეცნოთ.
9 დეკემბერს გერმანიაში საქართველოდან ჩასული დელეგაცია, მინისტრის მოადგილეებისა და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის შემადგენლობით, საყდრისის ოქროს მაღაროს ირგლივ იმსჯელებს, მაგრამ როგორი იქნება საქართველოს ოფიციალური პოზიცია - ისინი ოქროს უძველესი მაღაროს ინტერესებს გერმანელებთან ერთად დაიცავენ, თუ გერმანელებს მოუწევთ საქართველოს ხელისუფლებისგან საყდრისის ოქროს მაღაროს დაცვა, ჩემთვის ჯერ ცნობილი არ არის. თბილისიდან ბერლინში მიემგზავრებიან: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მაოდგილე მარინე მიზანდარი, განათლების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური პასუხიდან შევიტყვე.
მეცნიერებათა ეროვნული დასკვნის შინაარსი ჩემთვის არაოფიციალური წყაროთი გახდა ცნობილი. 5 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის ოთარ კვესიტაძის სახელზე დავწერე განცხადება და გამოვითხოვე მათთან მომზადებული დასკვნა, საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან მიმართებაში. ამ დოკუმენტის ასლს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა მომაწოდა პასუხი ჩემს კითხვებზე, რომელიც ეხებოდა 9 დეკემბერს გერმანიაში დანიშნულ ორმხრივ შეხვედრას, საყდრისის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით.
ჩემი კითხვები ასეთი შინაარსის გახლდათ:
“გთხოვთ, გადმომცეთ გერმანიიდან მოსული წერილის (რომელიც ჩემი ინფორმაციით გერმანიის საელჩომ მოგაწოდათ) ასლი, რომლითაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებენ, რომ ქართული მხარის თანხმობის შემთხვევაში, გერმანული მხარე მზადაა უზრუნველყოს საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროსთვის საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება.
ასევე გთხოვთ, გადმომცეთ ქართული მხარის მიერ გაგზავნილი პასუხის ასლი.
ასევე გთხოვთ, განმარტოთ, ქართული მხრიდან ვინ დაესწრება 2013 წლის 9 დეკემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც შეეხება ორ ქვეყანას შორის კულტურულ ურთიერთობებს და კერძოდ, საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს.
რადგან ჩემს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია არის საჯარო და ამავდროულად, მისი მოძიება რთული არ არის, გთხოვთ, პასუხი მაქსიმალურად მოკლე დროში გამომიგზავნოთ“.
აი, რა პასუხი გამცა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა, აღნიშნულ კითხვებზე:
“თქვენს მიერ აღნიშნულ საკითხზე გაცნობებთ, რომ გერმანიის მხარემ მიმართა წინადადებით საქართველოს მხარეს საყდრისი ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს საკითხის შესწავლის მიზნით ექსპერტთა საერთაშორისო კომისიის შექმნის თაობაზე.
საყდრისი-ყარაჩიანის საკითხი, სხვა საკითხებთან ერთად, იქნება ქართულ-გერმანული შერეული კომისიის განხილვის საგანი, რომელიც მიმდინარე წლის 9 დეკემბერს გაიმართება ქ. ბერლინში. აღნიშნული კომისიის გამართვა იგეგმება „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ “1993 წლის 25 ივნისის შეთანხმების მე-17 მუხლის შესაბამისად (შეთახმების მონაწილე მხარეების წარმომადგენლები საჭიროების შემთხვევაში ან ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთი მხარის თხოვნით მორიგეობით შეიკრიბებიან საქართველოში და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შერეული კომისიის სახით, რათა შეაჯერონ ამ შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული გაცვლების შედეგები და შეიმუშაონ შემდგომი კულტურული თანამშრომლობის რეკომენდაციები და პროგრამები).
9 დეკემბრის კომისიაზე განხილულ იქნება ორ ქვეყანას შორის კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის სრული სპექტრი. ქართული მხრიდან კომისიას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი, ასევე კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილნი იქნებიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე“.
24 დეკემბერს, 13 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ირმა კვაჭანტირაძე განიხილავს საყდრისის ოქროს მაღაროს შესახებ მომზადებულ სარჩელს, რომლის ავტორები არიან დავით სახვაძე და “მწვანე ალტერნატივა“. მოპასუხე მხარეს კულტურის სამინისტრო და მთავრობის კანცელარია წარმოადგენენ. მოსარჩელეები მოითხოვენ საყდრისთან დაკავშირებით კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას ბრძანებებისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოცემული განკარგულების ბათილად ცნობას.
მიმართვა, რომელიც ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის სახელით გერმანიის მთავრობას გაეგზავნება, ასეთი შინაარსისაა:
“ბატონებო, ქართული საზოგადოება აღფრთოვანებით შეხვდა საყდრისში ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძველეს ძეგლთან დაკავშირებით გერმანელი მეცნიერების გამოთქმულ აღიარებასა და მხარდაჭერას.
თქვენთვის ცნობილია, რომ საყდრისში უძველეს ოქროს მაღაროს კულტუ¬რული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. საზოგადოებაში ამ სტატუსის მოხსნამ აღშფოთება გამოიწვია. ეს პრობლემა არაერთჯერ გამხდარა საჯარო განხილვის საგანი. სამართლებრივი დავა სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით დღესაც გრძელდება.
სამწუხაროა, რომ პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდიდან პროფესორ, დოქტორ ჰერმან პარცინგერის, გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტიდან პროფესორ, დოქტორ სვენდ ჰანსენის, ფოლკსვაგენის ფონდის გენერალური მდივნის დოქტორ, ვილჰელმ კრულის, ბოხუმის რურის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ, დოქტორ ელმარ ვ. ვაილერის და სხვათა მხარდაჭერის წერილებმა, დღემდე სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
განსაკუთრებული მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ ბოხუმის სამთო მუზეუმის თანამშრომლების, პროფესორ, დოქტორ ანდრეას ჰაუპტმანის, ტომას შტოლნერისა და ექსპედიციის სხვა წევრების მაღალი დონის სამეცნიერო კვლევა.
ჩვენთვის ცნობილია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს პერიოდში განიხილავს საქართველოსთან კულტურის სფეროში თანამშ¬რომ¬ლობის საკითხს.
სურვილი გვაქვს, ამასთან დაკავშირებით დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში საყდრისის საკითხისადმი თქვენს გულისხმიერ დამოკიდებულებას ქართული საზოგადოება ქართველი და გერმანელი ხალხის კეთილი ურთიერთობის უდიდეს მხარდაჭერად მიიჩნევს.
ვიმედოვნებთ, რომ საყდრისის უძველეს მაღაროსთან დაკავშირებით გერმანიისა და საქართველოს შეთანხმებული ქმედებები სასურველ შედეგს გამოიღებს, - მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უძველეს ძეგლს საფრთხე არ დაემუქრება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ნათელ პერსპექ¬ტივას შეუქმნის“.
ამ მიმართვის ტექსტზე ხელმომწერთა ვინაობას მას შემდეგ გაცნობებთ, რაც ხელმოწერების შეგროვება დასრულდება და მიმართვა გერმანიის მთავრობაში გადაიგზავნება.