13:55 18.05.2012
დღეს 12:00 საათზე კინოს სახლის შესასვლელთან პოლიციის თანამშრომლებმა „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე დააკავეს.

მანჯავიძეს ადვოკატი ელგუჯა ჩხაიძე იცავს. წინასწარი ინფორმაციით სასამართლო პროცესი დაახლოებით 30 წუთში დაიწყება.
უახლეს ცნობებს მედია–კავშირი „ობიექტივი“ ოპერატიულად შემოგთავაზებთ.
