14:13 18.05.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, "წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე უკვე გაათავისუფლეს.

სოსო მანჯავიძის ადვოკატი ელგუჯა ჩხაიძე ჩვენთან საუბრისას არ ადასტურებს შსს ინფორმაციას და აცხადებს რომ სასამართლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
