ზუგდიდის რეკონსტრუქციას მთავარი ხეივანი შეეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა
17:06 06.03.2012
სამეგრელოში ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობის ინიციატივასთან ერთად გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა დადიანისეული სასახლის ბაღში ზუგდიდელებს მასშტაბური რეკონსტრუქციის დაწყების შესახებაც აუწყა, თუმცა საზოგადოებისათვის ორივე პროექტის დეტალები დღემდე უცნობია. ლაზიკასგან განსხვავებით ჟურნალისტებისთვის ცნობილია, რომ ზუგდიდის რეკონსტრუქციის გეგმა არსებობს, შედგენილია შესაბამისი საპროექტო ალბომი და გაწერილია ფინანსური დოკუმენტიც.

მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე „მომავლის ქალაქის“ მხოლოდ რამდენიმე ესკიზი იძებნება, სადაც უმრავლესობა შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციას ეთმობა. არსად ჩანს ზუგდიდის მთავარი ხეივნის რეკონსტრუქციის გეგმის მაკეტი, რომელმაც ძველი იერსახე უნდა დაიბრუნოს და დადიანისეული სასახლის ბაღს შეუერთდეს.

ზუგდიდის რეკონსტრუქციის პროექტის დეტალების გარკვევა presage.tv-მ რაიონის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, დავით ესებუასთან სცადა. ქალაქის არქიტექტორი ირწმუნება, რომ პროექტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ხოლო „ესკიზური ალბომის“ ასლი, რომელიც მასთან ინახებოდა, აღარ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილისათვის მისი წარდგენის შემდეგ უკან აღარ დაუბრუნებიათ. პროექტის დედანი კი მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას კაბინეტში დევს.

პროექტის დეტალებზე საუბარი არ სურს არც ქალაქის რეკონსტრუქციის ხელმძღვანელს, ლევან სოლოღაშვილსაც. ის ამბობს, რომ რეკონსტრუქციის დეტალები გასაიდუმლოებულია და „არტ-ჯგუფს“, რომელიც ქალაქის პროექტირებას ახორციელებს, მისი გახმაურება ეკრძალება, იგი მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდეგ გახდება ცნობილი. ლევან სოლოღაშვილის ინფორმაციით ზუგდიდში ბოტანიკოსთა ჯგუფი იმყოფებოდა და ხეივნის დათვალიერების შემდეგ გარკვეული რეკომენდაციებიც დაიდო, რომელიც პროექტში დოკუმენტის სახით უკვე გაწერილია.

„ვეხებით მხოლოდ იმ ხეებს, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ხეების უმრავლესობა თითქმის ასწლოვანია და ე.წ. დაბელვასაც არ ექვემდებარება. ამიტომაც, მათი დიდი ნაწილი მოიჭრება და ახლით ჩანაცვლდება. კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ მომზადდება განაშენიაბის პროექტი და იქ მითითებული ნარგავებით შეიცვლება ის მცენარეები, რომელიც შეიძლება მოიჭრას ან დემონტაჟი გაუკეთდეს. ამ სამუშაოებს ადგილობრივი ხელისუფლება ეტაპობრივად ჩაატარებს“.-აცხადებს სოლოღაშვილი.

ზუგდიდის ბულვარში მოსალოდნელ ხეების გაჩეხვას „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია თავის თანამებრძოლებთან ერთად ჯერ კიდევ 2010 წელს აპროტესტებდა. უნიკალური ნარგავების გადარჩენა კახა მიქაიამ პროტესტის გამოხატვის არაორდინალური ფორმით სცადა. ბებერ ჭადრებს შორის მან აბრეშუმის ჰამაკი გააბა, შიგ ჩაწვა და შიმშილობაც გამოაცხადა. მაშინ, კახა მიქაიას სოლიდარობა ზუგდიდელების დიდმა ნაწილმა გამოუცხადა და აქციასაც შეუერთდა. საზოგადოების პროტესტი მაშინ ალექსანდრე ქობალიას მითითებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხისმჭრელების მიერ კედრის, მაგნოლიის, ჭადრისა და მუხის სრულიად ჯანმრთელი ნარგავების გაანადგურებამაც გამოიწვია.

ე. წ. სანიტარული კაფვის შემდეგ მათ ადგილზე უცხოეთიდან ჩამოტანილი დეკორატიული ხეები გაჩნდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იტალიური მცენარეების ბიზნესის უკან თავად გამგებლის ფინანსური ინტერესი იკვეთებოდა. საოლქო პროკურორი ახალაიაც დაინტერესებულა მუნიციპალიტეტის პირველი პირის „ბიზნესსაქმიანობით“. მის კარზე ქობალიაც არაერთხელ შეუნიშნავთ, მაგრამ „მიცემულ ჩვენებებს“ დღემდე არაფერი შეუცვლია.

კახა მიქაიას ხეებზე გამართული პროტესტის მიზეზი მაშინ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციაც გახდა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება დადიანისეული ბოტანიკური ბაღის რუს ინვესტორზე გასხვისებას გეგმავდა. დღეს კი, თითქმის სრულიად განადგურებული ბაღი ეკონომიკის სამინისტროდან ალექსანდრე ქობალიას უწყების დაქვემდებარებაში გადავიდა. ცნობილია, რომ თითქმის ორი საუკუნის წინ დედოფალ ეკატერინეს მიერ გაშენებული ბაღის რეკონსრუქციას ესპანელი არქიტექტორები შეუდგებიან, თუმცა ამ შემთხვევაშიც პროექტის დეტალები და ხარჯვითი ნაწილი არ ხმაურდება.

„2010 წლის 16 ივნისს ძალიან მძიმე და შეიძლება ითქვას არაორდინალური გადაწყვეტილება მივიღე, როცა ხეივნის გაჩეხვის მცდელობა ხეებზე გამართული პროტესტით გამოვხატე. მაშინ, საზოგადოების პროტესტმა შეაჩერა ეს პროცესი და ხელისუფლებამ უკან დაიხია. ხელისუფლებამ მე ცილისწამებაშიც დამდო ბრალი და შემომითვალა, რომ ისინი ერთი ხის მოჭრასაც არ აპირებდნენ. დღეს, როგორც ჩანს ისევ დგას დღის წესრიგში ხეივნის განადგურება. ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს უკვე არ მალავენ, რომ ამ ბაღის რეკონსტრუქციას გეგმავენ. არადა, რასაც ისინი რეკონსტრუქციას ეძახიან, უბრალოდ მოსპობაა. ისინი ამბობენ, რომ ხეივანში ისეთი ხეები ხარობს, რომელიც საშიშია ადამიანების სიცოცხლისათვის. თუ ეს ასეა, რაღას ელოდებიან, რატომ არ ჭრიან. საქმე იმაშია, რომ ეს კედრები და ჭადრები, რომელიც ჩვენი ქალაქის, მისი ისტორიის სახე და სავიზიტო ბარათია, ისევ ამაყად დგანან და მას განადგურებას უპირებს ეს ხელისუფლება. სამაგიეროდ, მათ, როგორც ზუგდიდელები ხუმრობით ამბობენ, უცხოეთიდან ჩამოტანილი „ჩუპა-ჩუპსის“ ნერგებით ჩაანაცვლებენ“.-აცხადებს კახა მიქაია.

„დაიცავი საქართველოს“ წევრები ხეების გაჩეხვით გამოწვეულ ეკოსისტემის განადგურებასა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ საფრთხეებზეც პროგნოზირებენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ზუგდიდის რეკრეაციულ ფუნქციას სერიოზული საფრთხე შეექმნება და ზუგდიდის ცენტრში ატმოსფერული ტემპერატურა 12 გრადუსით მოიმატებს, ვერ მოხდება ქალაქის საკმარისი განიავება მავნე გამონაბოლქვებისაგან, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ნიშნულს შეიძლება მიუახლოვდეს С0-2-ის რაოდენობაც.

ზუგდიდის ბულვარის გაჩეხვის მცდელობის შემთხვევაში კახა მიქაია საპროტესტო აქციების განახლებას ვარაუდობს და არ გამორიცხავს, რომ იგი უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე ორი წლის წინ.



რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...