22:00 06.02.2012
"ასავალ–დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ქუჩის საპროტესტო აქციების გამართვის შესაძლებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:- თუ საჭირო გახდება, ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს ხალხს ქუჩაში გამოსვლისაკენ?
- რა თქმა უნდა! თუ საჭირო გახდა, ხმების დასაცავად ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენაც მოვუწოდებ! ქართველი ხალხი ასე ადვილად აღარ დათმობს გამარჯვებას! ეს არ იქნება ქუჩიდან ხელისუფლების ძალით დამხობა, მაგრამ ხალხი თავის ხმებს აუცილებალდ დაიცავს და ხალხი თავად აჩვენებს მთელ მსოფლიოს, ვინც მოიგებს არჩევნებს.
- სააკაშვილის პარტიის უმრავლესობით მოსვლას გამორიცხავთ?
- აბსოლუტურად გამოვრიცხავ! მომავალ არჩევნებში მათ გამარჯვებაზე ლაპარაკი დროის უაზროდ ფლანგვაა. ის კი არა, ნორმალური ანალიტიკოსი და მრჩეველი რომ ჰყავდეს ვინმე, აუცილებლად ურჩევდა სააკაშვილს, რომ რაც უფრო ადრე დაწერს გადადგომის განცხადებას, უფრო უკეთესი იქნება მისთვის! "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის დამანგრეველ ძალად იქცა და სამწუხაროდ, წარმატებით ახორციელებს ქვეყნის ნგრევის საქმეს!
