პატიმარ ბარათაშვილის 45-დღიანი წამება შეწყდა, დამნაშავეები არ დაუსჯიათ

ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
22:35 15.01.2012
მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის 45-დღიანი ცემა-წამება დასრულდა - პატიმარი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებიდან რუსთავის N17 საპატიმროში გადაიყვანეს. ამის შესახებ “ობიექტივს“ მსჯავრდებულის უფლებების დამცველმა ადვოკატმა, კახაბერ მუმლაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ უთხრეს.

კახაბერ ბარათაშვილის წამების შესახებ ნოემბრის ბოლოს ნანა კაკაბაძისგან შევიტყვეთ. 28 ნოემბრიდან მოყოლებული პატიმარი არაერთხელ სცემეს და აწამეს, რის შესახებაც პირველი სტატია სათაურით “პალატიდან საავადმყოფოს მორგში ჩაიყვანეს, სასტიკად სცემეს, თან ვედრებით წყალს ასხამდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ“ 2011 წლის 29 ნოემბერს გამოვაქვეყნეთ და იქიდან მოყოლებული დღემდე პატიმრის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მკითხველს ვაწვდიდით.

მსჯავრდებულ ბარათაშვილზე ჩვენს მიერ მომზადებული და გამოქვეყნებული მასალების მოძიება ამ სათაურებითაა შესაძლებელი: “პატიმარს 28 ნოემბერს გაუპატიურებით ემუქრებოდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გიორგი ავსაჯანიშვილი“; პატიმარ ბარათაშვილის საქმეზე სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა; პატიმარმა კახაბერ ბარათაშვილმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა; “ნაოპერაციევ პატიმარს დირექტორმა თავზე დააფურთხა და თანამშრომლებს უბრძანა ბარათაშვილისთვის ყოველდღე იგივე გაეკეთებინათ“.

“ობიექტივის“ ეთერში კოტე ინაშვილმა პატიმარ ბარათაშვილის საქმეს არაერთი გადაცემა მიუძღვნა; გაზეთ “რეზონანსში“ ამ თემაზე ეკა ბასილაიამ სტატია გამოაქვეყნა.

ადვოკატი კახაბერ ბარათაშვილი ემადლიერება ყველა იმ უფლებადამცველს, ჟურნალისტს და არასამთავრობო ორგანიზაციას (განსაკუთრებით “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, “ემპათიას“ და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“), რომლებმაც პატიმრის წამების შეწყვეტაში თავიანთი აქტიურობით წვლილი შეიტანეს. ადვოკატი გამორჩეულ მადლობას უხდის სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს და სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის სამსახურის ხელმძღვანელს დანიელ მგელიაშვილს, “იმ გულისხმიერებისა და ყურადღებისთვის, რაც მათ კახაბერ ბარათაშვილთან მიმართებაში გამოიჩინეს“.

წამების შეწყვეტის მიუხედავად, ადვოკატი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ცემა-წამებაში მონაწილე პირების დასასჯელად სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ; კახაბერ მუმლაძე ამბობს, რომ საქართველოში სამართალს თუ ვერ იპოვნიან, ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართავენ.

“გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში ამ 45 დღის განმავლობაში პატიმარს დაბანის უფლება შეზღუდული ჰქონდა; ამ ხნის მანძილზე არცერთხელ არ გაუყვანიათ ჰაერზე; არ აძლევდნენ კოვზს და საჭმელს ჯამით უდგამდნენ, ისე, როგორც ცხოველს; გარკვეული პერიოდი ფსიქიურად დაავადებული პატიმრების საკანში ჰყავდათ; 35 დღე სამაარტოო საკანში გაატარა, სადაც 24 საათის განმავლობაში პროჟექტორი ანათებდა და თვალის მოხუჭვის საშუალება არ ჰქონდა; მის საკანთან 24 საათის განმავლობაში ბადრაგი მორიგეობდა და ყოველ 15 წუთში ეხმიანებოდა, ალბათ იმიტომ, რომ გაეგო პატიმარი ცოცხალი იყო თუ მკვდარი“, - ამბობს კახაბერ მუმლაძე და ჩვენი თხოვნით, კიდევ ერთხელ ასახელებს იმათ გვარებს, ვინც ბარათაშვილის წამებაში (გაშიშვლებული პატიმრის მორგში ჩაყვანა, ცემა, გაკოჭვა, ცივი წყლის დასხმა, გაუპატიურებით მუქარა, თავზე დაფურთხება) მონაწილეობდნენ:

“პატიმარმა პიროვნულად მხოლოდ სამი მათგანი ამოიცნო: N18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორი ვაჟა ცხვედიანი; ამავე საპატიმროს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი და სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი“.

კახაბერ ბარათაშვილს გათავისუფლებამდე 11 თვე დარჩა. “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე ბარათაშვილისა და ქართველი ფოტორეპორტიორების საქმეების მსგავსებაზე საუბრობს:

“ფოტორეპორტიორები, რომლებმაც 26 მაისს მშვიდობიანი აქციის დარბევისას ფოტოები გადაიღეს, ხელისუფლებამ დააპატიმრა და თავიანთ თავზე ააღებინა ჯაშუშობის ბრალდება. ამაზე ლამის მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, ფოტორეპორტიორები გაათავისუფლეს, რაც ჟურნალისტებმა გამარჯვებად შეაფასეს.

ბარათაშვილის საქმე ამ მასშტაბის არაა, მაგრამ ადამიანი აწამეს, ღირსება შეულახეს, საწოლში აფურთხებდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, თირკმელში კენჭის გავლით დაავადებულ ადამიანს ცივ წყალს ასხამდნენ, მორგში ჰყავდათ ჩაგდებული, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, გააშიშვლეს, ტანსაცმელი ჩამოართვეს და მას შემდეგ, რაც ბარათაშვილის საქმეში სახალხო დამცველის ოფისი, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები ჩაერთვნენ და მსჯავრდებულის ოჯახმა მიმართა ევროკავშირის, ამერიკისა და საფრანგეთის ელჩებს, ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ ეს ადამიანი საწამებელი ობიექტიდან დააბრუნეს იმ საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც ადრე იყო; ანუ რუსთავის N17 საპატიმროში.

არ ვიცი როგორ შევაფასო, რა დავარქვა ამას, წარმატება?! ვთვლი რომ გასაკეთებელი წინ არის - გამოძიება უნდა ჩატარდეს და კონკრეტულმა დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. პატიმართან მარიამ ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით “ემპათიას“ ექსპერტები იყვნენ შესულები და უახლოეს დღეებში დასკვნას დადებენ, რის შემდეგაც სხვა დოკუმენტებთან ერთად ბარათაშვილის საქმეს გადავუგზავნით ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს და გაეროს სპეციალურ მომხსენებელს წამების საკითხებში“.




წინა კვირას google-ს მთვლელის მონაცემებით ჩვენი გვერდი მოინახულა: ორშაბათს - 2080, სამშაბათს - 2061, ოთხშაბათს - 2980, ხუთშაბათს - 2989, პარასკევს - 3703, შაბათს - 2445 და კვირას - 2298 პირმა. 2011 წელი – 211 837.
"ობიექტივი" (fm 105.0, Obieqtivi.net):
2011 წლის 26 დეკემბერი, 01:00 - 02:00 (ნაწილი II)
წამყვანი: ილია ჩაჩიბაია და ბონდო მძინარაშვილი
სტუმარი: ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძე

– ჩემი აზრით, არჩევნების ფინიშის სწორზე ორი ძირითადი პოლიტიკური ძალიდან ერთ–ერთის ლიდერი ან ბიძინა ივანიშვილი, ან მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესის მონაწილე აღარ იქნება
– ჯერ ავირჩიოთ ბატონი ბიძინა და მერე ჩვენი მახვილი მზერით მკაცრად მივადევნოთ თვალი. ის ხალხის გულისთქმას გამოხატავს



2011 წლის 26 დეკემბერი, 00:00 - 01:00 (ნაწილი I)
წამყვანი: ილია ჩაჩიბაია და ბონდო მძინარაშვილი
სტუმარი: ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძე

– პოლიტიკური ძალის მოკავშირეს თვითონ პოლიტიკოსები იჩენენ
– ჭეშმარიტ ლიბერალიზმს და ეროვნულ ღირებულებებს შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს
– ყველაფერი ღირებული გარკვეული ქაოსიდან იქმნება



2011 წლის 23 ნოემბერი, 21:00 - 22:00
წამყვანი: ილია ჩაჩიბაია
სტუმარი: ნანული ვახანია
სტუმარი: ილია ლომია

– პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა
– ჩემი ძმა ციხეში არ არის, ის ჯოჯოხეთშია. გაუსაძლისი პირობების გამო, იგი ანემიის უმძიმესი ფორმით დაავადდა
– მალე დადგება სიმართლის დრო საქართველოში და ყველას კანონის შესაბამისად მოეთხოვება პასუხი პატიმრების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო



 
 
მთავარი|ახალი ამბები|სტატიები|ექსკლუზივი|ვიდეო|ფსიქოლოგის გვერდი|პარაფსიქოლოგია|სკოლა|ამინდი|ბმულები|ქალა|სიახლეების ბიულეტენი|სამეგრელოს შესახებ|ონლაინი|მედია|ყველაზე სკანდალური|დაიცავი საქართველო|მედია დაიჯესტი|ჟურნალის ფანკლუბი|მკვლელები|მეგრული მუსიკა|სპორტი| მედიის მდგომარეობს სამეგრელოში| ფოტო|გამოკითხვა|პატარა ვარსკვლავები|არქივი|კავშირი
 

სასაცილო

„სამშობლო“ გაყიდეს!

20:48 15.09.2011თბილისი, 15 სექტემბერი, საქინფორმი. გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობა აუქციონებზე გაყიდვის უშედეგო მცდელობის შემდეგ პირდაპირი მიყიდვის წესით გაიყიდა (სავარაუდოდ, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად). მთავრობის გადაწყვეტილებით, შენობის ახალი მფლობელი...

პოეტი ვახტანგ ხარჩილავა თავდაყირა აყენებს ნატო ვაჩნაძის დაღუპვის მიზეზს!

19:43 20.09.2011 2011 წლის 19–25 სექტემბრის ნომერში პოეტ ვახტანგ ხარჩილავას სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". რესპოდენტის თქმით თვითმფრინავი რომელშიც ლეგენდარული მსახიობი ნატო ვაჩნაძე იჯდა, 1953 წლის 14 ივნისს მის თვალწინ ჩამოვარდა!...

14 წლის გვანცა ყუფარაძე 18 თვე მარტო ამყოფეს საკანში, მაგრამ ცრუ ჩვენება მაინც ვერ მიაცემინეს

ავტორი შორენა ცივქარაშვილი18:51 19.09.2011განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაპატიმრებული 14 წლის გვანცა ყუფარაძის საქმე საქართველოს მართლმსაჯულე¬ბისთვის რეზონანსული აღმოჩნდა. ქართველი თუ უცხოელი უფლებადამცველების მცდელობის მიუხედავად, გოგონას...

ფოტორეპორტაჟი – აყვავილებული სვანეთი

09:00 19.09.2011 ფოტორეპორტაჟი სახელწოდებით "აყვავილებული სვანეთი" მომზადებულია 2011 წლის 9 სექტემბერს. ასე გამოიყურება რამდენიმე თვეში, დაჩქარებული ტემპით აშენებული ქალაქი მესტია და სვანეთი...საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მაღალმთიანი კურორტი...

ირანელმა ტურისტებმა პრეზიდენტის რეზიდენციის მოპირდაპირე მხარეს კარავი დასცეს [video]

21:39 18.09.201116 სექტემბერს, დილის ათის ნახევრამდე თბილისის ცენტრში, ბარათაშვილის სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბევრი მოქალაქე შეამჩნევდა წითლად გაწყობილ ლურჯ კარავს, რომელიც სამმა ირანელმა ”ტურისტმა” საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის პირდაპირ,...

რუსთავის მე-2 საპატიმროში პატიმარმა ყური მოიჭრა და შეჭამა

ავტორი ნანა ფიცხელაური17:06 28.09.2011რუსთავის მე-2 საპატიმრო დაწესებულებაში პატიმარმა ტარიელ საყვარელიძემ ყური მოიჭრა და შეჭამა. საყვარელიძის ადვოკატის თქმით, "ამ ნაბიჯამდე პატიმარი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან გამოჩენილმა უყურადღებობამ და მძიმე სულიერმა...

რუსთავის ციხის დირექტორმა პატიმარი აწამა და ადვოკატი დააკავა

ავტორი ნინო მიქიაშვილი21:49 17.09.2011პატიმრების ცემა–წამებით განთქმულ რუსთავის N17 დაწესებულებაში მყოფი 31 წლის ილგარ მემედ–ზადეს სიცოცხლე საფრთხეშია – 15 სექტემბერს მის ცემაში, ციხის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას უშუალოდ ციხის დირექტორი, ლაშა...

დიდი სესილია

ავტორი სანტიაგო გაუჩო18:16 17.09.2011დღეს 105 წელი შესრულდა ცნობილი ქართველი მსახიობის, სესილია თაყაიშვილის დაბადებიდან. ქალბატონი სესილია იმ უმცირეს მსახიობთაგანი გახლდათ, რომელსაც საქართველო მხოლოდ სახელითაც კი ცნობდა და ცნობს.სესილია თაყაიშვილი ქართული...

შეფიცული სვანები XI-XII საუკუნეების სახარების ადგილსამყოფელს საიდუმლოდ ინახავენ

ავტორი ნინო მიქიაშვილი21:23 16.09.2011მესტიის რაიონის სოფელ ლახამულადან უნიკალური ხელნაწერის თბილისში წამოღება უნდათ, რასაც სოფელი ეწინააღმდეგება. ამის შესახებ პოეტმა ერეკლე საღლიანმა გვაცნობა. ოთხთავი XI-XII საუკუნეების მიჯნას განეკუთვნება, ხბოს ტყავზეა...

რუსთავში პენსიონერ ჯავახიშვილებს ბ-ნი პრეზიდენტი შვილივით უყვართ

ავტორი მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი18:01 17.09.201114 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი რუსთავს სტუმრობდა. მან რუსთაველი პენსიონერების, გიორგი და ცირა ჯავახიშვილების ოჯახს 100-ლარიანი პენსია გადასცა. „ჩემი ოცნება ახდა, რომ გიხილეთ. თვალებს ვერ უჯერებ, ჩემი...

საქართველო




“ფაჩულიას არყოფნა ჩვენს შანსებს ძალიან ზრდის” [video]

ავტორი ალექსანდრე ანდრიაძე15:26 09.09.2011საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის სასტარტო ბრძოლას ხვალ თბილისის დროით 16.30 საათზე მაკედონიასთან გამართავს - F ჯგუფის პირველ მატჩში იგორ კოკოშკოვის რაზმი თავისი ლიდერის და კაპიტნის...

ბაჩო ახალაია და ამერიკულ–ქართული სამხედრო თანამშრომლობა WikiLeaks–ის მასალებში

ავტორი სივილ ჯორჯია16:26 10.09.2011WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ რამოდენიმე კონფიდენციალური დიპლომატიური გზავნილიდან ირკვევა, რომ ერთი თვის შემდეგ, რაც ამერიკელმა დიპლომატმა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეშფოთება გამოთქვა მის მიერ თავდაცვის მინისტრად ბაჩო...

Wikileaks: დიმიტრი შაშკინის თქმით, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი დავით ბაქრაძე გახდება

ავტორი ტრიბუნა.ge15:26 10.09.2011Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დოკუმენტში საქართველოს განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინისა და საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩის ჯონ ტეფტის საუბარია აღწერილი. ტელეგრამა 2009 წლის 6 იანვრით თარიღდება. შაშკინი...

მეცნიერები ეგვიპტელი ფარაონების ქართული წარმოშობის შესახებ

ავტრორი ტრიბუბა.ge23:14 10.09.2011Reuters შვეიცარიის გენეტიკური კვლევების ცენტრის ბიოლოგების სენსაციური აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ცენტრის ბიოლოგების კვლევის შედეგედ დადგინდა, რომ ეგვიპტელი ფარაონები ნახევარზე მეტი ევროპელის წინაპარები...

პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ფოთში ღრმად მოხუცებული ქალი სცემეს

15:26 11.09.2011საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში 8 სექტემბერს რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი ,,ფაზისი" გახსნა.სასწავლებელი ახალი ინვენტარითა და თანამედროვე ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკით სრულიად აღიჭურვა, გაეროს დაფინანსებით ამოქმედდა ცესკოს ქსელური...

სოფო ხორგუანი: ზაზა გოროზია შვებულებაში გასვლას და ილია ჩაჩიბაის ცემას გეგმავდა

ავტორი ნინო ბაძაღუა01:50 15.09.20112004–2009 წლებში, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე სოფო ხორგუანი მედია–კავშირ „ობიექტივის“ ეთერში ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიასა და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიას შორის არსებულ დაპირისპირებაზე სკანდალურ...

სისასტიკით და არაადამიანურობით ცნობილი მეგის ქარდავა თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი23:25 14.09.2011სისატიკითა და არაადამიანურობით ცნობილი მეგის ქარდავა სამეგრელო –ემო სვანეთის სამხარეო პოლიციიდან თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია ”ობიექტივმა” სარწმუნო წყაროსგან შეიტყო და თავდაცვის სამინისტროში...

”თუ მოხდა ჩემი გარდაცვალება ჩამოხრჩობით, იცოდეთ, რომ ეს ჩემი ჩადენილი არ იქნება”

ავტორი ნინო მიქიაშვილი20:10 13.09.2011მსჯავრდებული ივანე ძაგნიძე: “მოვითხოვე სამედიცინო გამოკვლევა ხერხემალზე, ღვიძლზე, თავზე, ნაღველზე და კუჭ-ნაწლავზე. მივიღე უარი ლაშა ბრეგაძედან. მან მითხრა...

WikiLeaks - რუსეთთან „ენგურჰესზე" მოლაპარაკებების შესახებ

03:21 13.09.2011WikiLeaks-ი საქართველოს შესახებ ახალ მასალებს აქვეყნებს. WikiLeaks-ი ვებ-გვერდზე ამჯერად, „ენგურჰესთან" დაკავშირებით საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩის საქართველოში, ჯონ ტეფტის...

მიხეილ სააკაშვილი: მე უკვე დიდი ხანია გასვანებული ვარ

15:26 12.09.2011პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს მესტიაში იუსტიციის სახლი და სხვადასხვა ობიექტები გახსნა, მათ შორის, ზუგდიდი-მესტიის მაგისტრალი. სააკაშვილის განცხადებით, ყველაფერი, რაც სვანეთში კეთდება, მრავალწლიანი ფიქრისა და დაგეგმარების შედეგია...

რელიგია




რუსი ჟურნალისტი ნანი ბრეგვაძისა და ბუბა კიკაბიძის ურთიერთობით დაინტერესდა [video]

14:37 21.09.2011რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი ახალ მხატვრულ ფილმს იღებს. გადაღებები ბათუმში მიმდინარეობს. ფილმში მაყურებელი ნანი ბრეგვაძისა და ბუბა კიკაბიძის დუეტს იხილავს. ფილმით, უფრო მეტად კი ფილმის მთავარი გმირებით, რუსი ჟურნალისტი დაინტერესდა. მან...

მამა მიქაელმა საჯარო რეესტრის თანამშრომლები „დოკუმენტურად“ დაწყევლა

ავტორი მადლენა მაჭარაშვილი 20:26 08.08.2011 თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, დეკანოზი მიქაელ (მაჟარა) ასათიანი, საჯარო რეესტრის თანამშრომლებს შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. ამის გამო უწყების კონკრეტული თანამშრომლები საჯაროდ...

გამარჯობა, მე ვარ ბოზი – ქართული ბლოგების მიმოხილვა

ავტორი დაჩი კვიკვინია18:00 07.08.2011ჩემს მიერ გასულ თვეში მოზადებულ სტატიას სახელწოდებით "ხუთჯერ მომსტ***ეს და რაღაც ეგეთები" ბლოგერების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მკითხველებმა კონსერვატორად შემრაცხეს და მსუბუქად რომ ვთქვათ სტატია დაიწუნეს იმ კრიტიკის...

ფრთხილად, თქვენი facebook-ის "გატეხვა" ადვილია!

ავტორი დაჩი კვიკვინია 20:20 14.08.2011 საქართველოში, სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად, მომრავლდნენ და გააქტიურდნენ ჰაკერთა სხვადასხვა ჯგუფები. ამჯერად სხვისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებული ჰაკერების მიერ ინტერნეტში ხორციელდება...

ნატაშა ჩხიკვაძის ინტერვიუ გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე [video]

22:36 24.08.2011 22 აგვისტოს ჩეხეთში რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა კობახიძე გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 24 აგვისტოს რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად, რომელიც ამჟამად ჩეხეთში სამკურნალოდ იმყოფება, საქართველოში უნდა ჩამოფრენილიყო. გარდაცვალებამდე ნახევარი...

ირაკლი ალასანია: „საქართველოში მესიების მოლოდინი უნდა დამთავრდეს“

22:46 24.08.2011 „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მედიაკავშირ „ობიექტივში“ სტუმრობისას ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე თავისი ხედვა წარმოადგინა. ირაკლი ალასანიას თქმით, საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის შეკრებილი 6 პარტია ბრძოლას...

ხელისუფლების დასასვენებელი სახლი ახლა ”ბათუმის შერატონია”

ავტორი ნინო მიქიაშვილი 22:56 24.08.2011 იმაზე, თუ როგორ ისვენებენ და ერთობიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, კარის მუსიკოსებთან და მსახიობებთან ერთად, „ბათუმის შერატონში“, სასტუმროს რომელ სართულზე ცხოვრობს მიხეილ სააკაშვილი, არიან თუ არა...

სვანეთში დაცული საგანძური კონტეინერებში ჩაამწყვდიეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გადატანა უნდათ, რაც ჩვენი ისტორიისა და ერის წინაშე უდიდესი დანაშაული იქნება. ზუგდიდში ჩატანა კი არა, ადიშის ოთხთავი სოფელ...

პატრულის თანამშრომელი ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა [video]

15:26 27.08.2011 პატრულის თანამშრომელი tspress.ge-ს ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი, დღეს, შუადღისას, ფოთის კლინიკური საავადმყოფოს ეზოში მოხდა. ჟურნალისტი, იზა სალაყაია იქ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, დაჯარიმების...

სენაკის პოლიცია ფარულავას მკვლელთან ერთად ოქრუაშვილსაც ეძებს [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი 23:26 01.08.2011 სენაკის პოლიციის სამმართველოს შესასვლელში გაკრულ აბრაზე შს სამინისტროს მიერ ძებნილი რვა პირის ვინაობა იკითხება. გამოსახული ფოტოებიდან შვიდი „ადგილობრივი მნიშვნელობის“, ხოლო ერთი „საერთაშორისო“ და აბრაზე პირველ...