ავტორი ნინო ბაძაღუა
01:50 15.09.2011
2004–2009 წლებში, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე სოფო ხორგუანი მედია–კავშირ „ობიექტივის“ ეთერში ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიასა და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიას შორის არსებულ დაპირისპირებაზე სკანდალურ ინფორმაციას ახმაურებს. ხორგუანის თქმით გოროზიამ მას პირადად სთხოვა ჩაჩიბაიასთვის ფიზიკური შეურაცყოფის მიყენების ნებართვა.
სოფო ხორგუანი: „მაშინ, როდესაც სამეგრელოში ზეწოლა მიმდინარეობდა სახალხო დამცველის თანამშრომლებზე და ჟურნალისტებზე, მე ჩავედი რეგიონში და შევხვდი სამხარეო პოლიციის უფროსს თენგიზ გუნავას, დეპუტატ ლაშა დამენიას და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიას.
რწმუნებულთან დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდი რეგიონში არსებულ ვითარებაზე ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. შეხვედრის დროს როდესაც შევეხეთ ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას თემას, მის მიმართ იყო გამოთქმული შეურაცხმყოფველი ფრაზები. ზაზა გოროზიამ, ღიად, სრულიად სერიოზულად, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ასეთი რამ მკითხა: მე ვიცი, რომ სამუშაო დღეებში არ მაქვს უფლება ზეწოლა განვახორციელო ჩაჩიბაიაზე, მაგრამ თუ შეიძლება შაბათ კვირას გავლახოო? უარყოფითი პასუხის შემდეგ, განაგრძო: შვებულებაში რომ გავიდე და მაშინ ვცემო შემიძლიაო?! ვიმეორებ, ეს განაცხადა სრული სერიოზულობით. მე და ჩემი თანამშრომელი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვუხსნიდით, რომ თუ საჯარო მოხელეს უნდა შელახოს ჟურნალისტის უფლებები ის აღარ უნდა იყოს თანამდებობაზე, მაგრამ როდესაც ის არ იქნება საჯარო სამსახურში და ვიღაცას გალახავს ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი და ამ დანაშაულს გამოიძიებს პროკურატურა.
ძალიან მძიმეა საუბარი იმ ფაქტზე, როდესაც ქვეყნის ერთ–ერთი რეგიონის გუბერნატორი ვერ აცნობიერებს, რომ ზეწოლა ჟურნალისტზე ეს არის უფრო მძიმე სახელმწიფოსთვის ვიდრე ერთი ჩვეულებრივი კრიმინალი“.