23:15 12.09.2011
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა დღეს ზუგდიდში კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ექსპერტმა 26 აგვისტოს თვიაღიარებულ რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად არაკანონიერი უწოდა. იგი ამბობს, რომ "აფხაზეთში არსებული რეალობა, კერძოდ, არჩევნებში ალექსანდრ ანქვაბის გამარჯვება საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს". პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, აფხაზმა ხალხმა ანქვაბის პრეზიდენტად არჩევით, ხმა მისცა წესრიგის დამყარებას, კორუფციის დამარცხებას და რუსეთთან დისტანციური ურთიერთობის დამყარებას. კონფლიქოლოგი აღნიშნავს, - ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ გაკეთებული პირველი განცხადება, რომ აფხაზეთში მიწები სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე არ გაიყიდება, მნიშვნელოვანი მესიჯი იყო. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აფხაზეთში მიწებს ვერ დაეპატრონება