00:34 06.08.2011
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ პოლიციელებს ენდობა, თუმცა ამოწმებს. როგორც შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ რადიო "ეხო მოსკვის" ეთერში განაცხადა, "შს სამინისტრო ინფორმაციებს მოქალაქეებისგან აგროვებს, მათ შორის - ანონიმური ზარებისა და წერილების მეშვეობით"."ანონიმურ წერილებს პირადად ვიღებ და განვიხილავ. ანონიმურ წერილებს და ზარებს ისეთივე სერიოზულობით ვეკიდებით, როგორც ხელმოწერილ ჩვენებებს. ამ გზას ვიყენებთ, რადგან ვითვალისწინებთ, რომ ადამიანი პოლიციელების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისას თავს არაკომფორტულად გრძნობს. გარდა ამისა, გენინსპექციას დავუმატეთ ფუნქცია, რომ თავადვე გამოიძიოს მსგავსი ფაქტები და მეტიც, პოლიციელთა პროვოცირებაც კი მოახდინოს. არ მსურს, ეს ისე ჟღერდეს, რომ ჩვენ პოლიციელებს არ ვენდობით, ვენდობით, თუმცა ვამოწმებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ასევე მნიშვნმელოვანია, ეს პროფესიონალურად, კულტურულად და კანონის ფარგლებში გაკეთდეს", - განაცხადა ზღულაძემ.
"პირWელი"
