WikiLeaks-მა დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო მასალები გამოაქვეყნა. 97 დოკუმენტი მადრიდში და რიო-დე-ჟანეიროში აშშ-ის საკონსულოს მუშაობას უკავშირდება. ეს პუბლიკაცია პირველია მას შემდეგ, რაც ასანჯი ლონდონში დააკავეს.
გაზიარება
[13:43 08-12-2010]
"ვიკილიქსმა" განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული 251 287 დოკუმენტის გამოქვეყნებას გააგრძელებს. ეს არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტები. ორგანიზაციის გათვლით, მასალების გამოქვეყნებას რამდენიმე თვე დაჭირდება.
პენტაგონმა აღიარა, რომ აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვასთან დაკავშირებით, მსოფლიოს ოფიციალური პირები უკვე სიფრთხილეს იჩენენ ამერიკელ დიპლომატებთან ურთიერთობაში. "გაჩნდა წარმოდგენა, რომ აშშ ვერ ინახავს საიდუმლო დოკუმენტებს, რა თქმა უნდა, ეს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობზე აისახა", - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა დეივ ლაპანმა.
პენტაგონელ კოლეგას ეთანხმება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ფილიპ ქროულიც. მან განაცხადა, რომ ოფიციალურმა პირებმა უკვე ითხოვეს, რომ მათთან შეხვედრაში მონაწილე ამერიკელი დიპლომატების რაოდენობა შემცირებულიყო. "ერთი ასეთი შეხვედრის შემდეგ მოითხოვეს ყველა ბლოკნოტი კარს მიღმა დაეტოვებინათ", - განაცხადა ქროულიმ.
ambebi.ge - მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.