თიკო შელეგია

სახელი გვარი: თიკო შელეგია.
ეროვნება: ქართველი.
დაბადების თარიღი: 1993 წელი 2 ნოემბერი.
ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი.
ტელეფონი: (8215) 5 06 00
ელ, ფოსტა: tikoshelegia@gmail.com

განათლება
1999 წელი, ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა.

სამუშაო გამოცდილება
2010 წლიდან – ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი – მსახიობი.
2005 წლიდან – ჟურნალ „ღია ბოქლომის“ კულტურული განყოფილების რედაქტორი.
2006 წლიდან – ინტერნეტგაზეთ „eგაზეთის“ კორესპონდენტი კულტურულ საკითხებში.
2007 წლიდან – ინტერნეტპორტალ „მედია დაიჯესტის“ რედაქტორი.
2008 წლიდან – საინფორმაციო სააგენტო „სი ეიჩ ენის“ კულტურული განყოფილების რედაქტორი.
2008 წელი – "მის სამეგრელო 2008"–ს ნომინანტი.
2009 წლიდან – საინფორმაციო სააგენტო „info news Georgia+”-ის კორესპონდენტი კულტურულ საკითხებში.
2010 წლიდან – რადიო „ქართული რადიო“–ს სავტორო გადაცემის წამყვანი, მუსიკალური პროგრამების დირექტორი.

ენები
ქართული - მშობლიური.
რუსული - კარგად.
ინგლისური - საშუალოდ.

ჩვენი დროის ყვარყვარე თუთაბერი

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიობთა დასს და რეჟისორ სოსო ნემსაძეს, რომელიც კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორია, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერის“ სცენაზე გადმოსატანად...






ზუგდიდის თეატრში მორიგი სპექტაკლის ჩვენება გაიმართა

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 12 ნოემბერს ვაჟა–ფშაველას უკვდავი პოემის, „სტუმარ-მასპინძელის“, მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის ჩვენება გაიმართა. პოემა მოგვითხრობს ხევსურებსა და ქისტებს შორის არსებულ შუღლზე.გაზიარება[ილია..







ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი სოსო ნემსაძე.









READ MORE - თიკო შელეგია

ნეოლიბერალების მორიგი შეტევა საპატრიარქოზე

გასულ კვირას, 14 დეკემბერს, ინტერნეტ-საიტ tabula.ge-ზე, ბექა მინდიაშვილის ბლოგზე გამოქვეყნდა ინკოგნიტო ავტორის წერილი სკანდალური სათაურით: “პატრიარქობა ნათესაობით გადადის?!”, რომელშიც ნათქვამია, რომ 21-25 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის სინოდის სხდომაზე განიხილება ეპარქიების დაყოფისა და ახალი მღვდელმთავრების კურთხევის საკითხები, რითაც, ავტორის აზრით, ილია II ცდილობს, საკუთარი ძმისშვილი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი საპატრიარქო ტახტისთვის მოამზადოს.

გაზიარება
[ჯაბა ჟვანია. 21:15 26-12-2010]
წერილის გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ, ანუ 16 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, დავით პაიჭაძის საავტორო გადაცემა “დიალოგში” “რელიგიათმცოდნე” ბექა მინდიაშვილმა ამ საკითხზე დეტალურად ისაუბრა და თქვა, რომ დღესდღეობით ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ფუნდამენტალისტების საბუდარად იქცა. ფილოსოფოსმა გიგა ზედანიამ კი, რომელიც ზე­მოაღნიშნული გადაცემის მეორე ბლოკს სტუმრობდა, მარქსის სიტყვები მოიშველია, ნებისმიერი რელიგია ოპიუმიაო... არის თუ არა ეს და ყველა მსგავსი განცხადებები ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და რამდენად შესაძლებელია, ამის უკან იდგეს ხელისუფლება - ამ საკითხთან დაკავშირებით “საქართველო და მსოფლიო” კომენტარისთვის საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს დაუკავშირდა.

ნესტან კირთაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი:
- როცა ეს გადაცემა გავიდა, მე თბილისში არ ვიმყოფებოდი და, ჩამოვედი თუ არა, პირველი, რაც გავაკეთე, მივედი საპატრიარქოში და შევხვდი პატრიარქს. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. გაკეთდა თუ არა ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებისგან ან ოპოზიციის ლიდერების მხრიდან, მრევლის სტატუსით და არა - პოლიტიკოსების, რაიმე საწინააღმდეგო განცხადება?.. მე მსგავსი არაფერი მომისმენია და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ცუდია, ვინაიდან, როცა ვიღაც- ვიღაცები თავს უფლებას აძლევენ, შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს უწმინდესს და ჩვენ ამას ვითმენთ, ვთვლი, რომ ეს ჩვენს სულიერ დაცემასა და დაკნინებაზე მეტყველებს.

აქვე მინდა ერთი ინფორმაციაც მოგაწოდოთ: ამ რამდენიმე დღის წინათ პატრიარქს სტუმრობდა ერთ-ერთი არამართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენელი საქართველოში, რომელმაც მის უწმინდესობას უთხრა, იქნებ, თქვენ არც გაყენებენ საქმის კურსში, მაგრამ თქვენი ავტორიტეტი და ქართული ეკლესიის რეიტინგი, უკვე დიდი ხანია, ოთხმოცდაათ პროცენტს გადასცდაო...

აი, ეს არის ის რეალობა, რომელიც ხელისუფლებას აგიჟებს და რის გამოც ეს ვიგინდარა ზედანია და ძეშეცდომილი მინდიაშვილი პატრიარქს დღენიადაგ აკრიტიკებენ; მაგრამ მათ უნდა იცოდნენ ერთი რამ - პატრიარქის შეურაცხყოფა არის სრულიად ქართველი ერის და თვით ღმერთის შეურაცხყოფა და ადრე თუ გვიან მათ ეს ყველაფერი უკანვე მიუბრუნდებათ ბუმერანგივით...

თემურ ქორიძე, ჟურნალ “ისტორიული მემკვიდრეობის” მთავარი რედაქტორი:
- დავით პაიჭაძის ამ ე.წ. გადაცემის მიღმა აშკარად ჩანს “ნაციონალური მოძრაობის” მრავალწლიანი პოლიტიკა, ნათლად იკითხება ამ პოლიტიკის ანარეკლი და საერთოდ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არხი არის არა საზოგადოებრივი, არამედ სახელისუფლო არხი. ასეთია რეალობა, მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს კამპანია არ დაწყებულა დღეს და გუშინ; საერთოდ, ეს ე.წ. ახალი ლიბერალები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ყოველგვარი ტრადიციული რელიგიური შეხედულებებისა და დოგმებისადმი, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკული დამოკიდებულებით და ამას ისინი არც მალავენ... ვფიქრობ, რომ ასეთი არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური ადამიანების საუბარი ეკლესიასთან დაკავშირებით, უწინარეს ყოვლისა, თვით ამ ადამიანების უმეცრებაზე მეტყველებს და, ასევე, იმ პოლიტიკის მავნებლობაზე, რომლის ქვეშევრდომობასა და მონურ მორჩილებასაც ისინი განასახიერებენ...

თამაზ წივწივაძე, მწერალი, პუბლიცისტი:
- სამწუხაროდ, მე ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, კომენტარი გავუკეთო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თუნდაც უმცირეს შენიშვნას, ეს ჩემი მხრიდან მკრეხელობად აღიქმება.

რაც შეეხება მინდიაშვილ-პაიჭაძისა და ლადარია-რამიშვილის ბინძურ გამონათქვამებს ეკლესიის მამათა მიმართ, თუ ეს მათი ინიციატივაა, ისინი, უბრალოდ, დასათეთქვები არიან; და თუ ამ საქმეში ხელისუფლების ხელიც ურევია, ასეთი მთავრობის წევრები არა მარტო უნდა დათეთქვო, არამედ ერთი ადგილიც უნდა მოუთეთქვო, ლადარია-პაიჭაძის მსგავსი არსებანი რომ აღარასოდეს გააჩინონ. საერთოდ კი, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, საქართველო უკვე დაემსგავსა ქვეყანას, სადაც ყველაფერს ცვედანი ადამიანები განაგებენ...

სოსო ჯაჭვლიანი, რეჟისორი, მსახიობი:
- სიმართლე გითხრათ, პაიჭაძის გადაცემა არ მინახავს და არც მაქვს სურვილი, რომ ამგვარ სისულელეებს დრო დავუთმო. მაგრამ მითხრეს, იქ რელიგიაზე ულაპარაკიათ და ერთ-ერთ სტუმარს, თუ არ ვცდები, მინდიაშვილს უთქვამს, მართლმადიდებლები ფუნდამენტალისტები არიანო... მე არ ვიცი, ამაზე რა უნდა ვთქვა და რა კომენტარი გავაკეთო, უბრალოდ, ისღა დამრჩენია, მივმართო საქართველოში მცხოვრებ გრეგორიანელებს, მუსლიმანებს, ებრაელებს და ყველას აბსოლუტურად - გვიშველეთ მართლმადიდებლებს! ვიღუპებით და გვერდით დაგვიდექით!.. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ, რადგან, როგორც ჩანს, ამ ქვეყანას მართლაც სატანა დაეპატრონა და ხალხიც იმდენადაა დატერორებული, გამოთაყვანებული, რომ ან ეშინია და ხმას ვერ იღებს, ან საერთოდ ვერ ხედავს ამ უმსგავსობას და აღვირახსნილობას. ნებისმიერ შემ­თხვევაში, ერთი რამ გარდუვალია - ამ გზით, რომლითაც დღეს მიდის ეს ქვეყანა, მალე დაიღუპება და აღარ იქნება საქართველო.

P.S. ინტერნეტ საიტ ტაბულა.გე-ზე დადებული წერილისთვის (“პატრიარქობა ნათესაობით გადადის?!”) პატივცემულ ბექა მინდიაშვილს, რომელიც საკუთარ თავს რელიგიათმცოდნეს უწოდებს, წამძღვარებული აქვს ასეთი შესავალი: “მეგობრებო, დღეს ეს წერილი გავრცელდა ინტერნეტში. როგორც ჩანს, ავტორი ზუსტადაა ინფორმირებული საპატრიარქოში მიმდინარე პროცესების შესახებ. თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ამ გზით ილია II-ს ძმისშვილი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი საპატრიარქო ტახტის ყველაზე რეალური კანდიდატი ხდება. ცნობისთვის, დიმიტრი შიოლაშვილი მმკ-სა და რაფაელ კარელინის მფარველი იერარქია. ვბეჭდავ უცვლელად”.

მოკლედ, საკმარისია ამ ე. წ. წერილს თვალი გადაავლო, დარწმუნდები, რომ არავითარი ინკოგნიტო ავტორის დაწერილი არ არის... ამიტომ მინდა მივმართო მის ნამდვილ შემოქმედს, თეოლოგთა შორის უთეოლოგესს, ღრმად პატივცემულ მინდიაშვილს: - წერილი, რომელიც თქვენ tabula.ge-ზე განათავსეთ, პათოსითა და რიტორიკით იმდენად ჰგავს საკუთარ ავტორს, რომ კიდევ ერთხელ მარწმუნებს მარტივ ჭეშმარიტებაში: რაც უნდა ეცადოთ, ნეოლიბერალ ინკოგნიტო ავტორთა ნაღვაწად გაასაღოთ ზემოაღნიშნული წერილის მსგავსი საზიზღრობები, მასში თქვენი და თქვენნაირების მრუდე გონების ნაკვალევი ისევე არ დაიმალება, როგორც გიზგიზა ცეცხლი - თივაში...

"საქართველო და მსოფლიო"
READ MORE - ნეოლიბერალების მორიგი შეტევა საპატრიარქოზე

ვინ არის ”დინამოს” ახალი მეპატრონე რომან ფიფია და როგორ იშოვა ფული

უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ თბილისის ”დინამოს” ამჟამად საფრანგეთში მცხოვრები და რუსეთში კაპიტალნაშოვნი ბიზნესმენი, რომან ფიფია ჩაიბარებს. პრინციპში, სიმბოლურ თანხას, ”დინამოში” რომან ფიფია კი არა, ნებისმიერი გადაიხდის. თუმცა, ცხადია, ამ სახელოვანი საფეხბურთო კლუბის შენახვა საკმაოდ დიდი ფუფუნებაა, რაც სარატოვში გუბერნატორ დიმიტრი აიაცკოვის კარზე დაფრთიანებულ ფიფიას, დიდად არ გაუჭირდება.

გაზიარება
[ფრიდონ დოჩია. 19:29 26-12-2010]
მითუმეტეს, მას საფუხბურთო კლუბებთან ურთიერთობის გამოცდილება უკვე გააჩნია. მეორე ლიგაში ”ჩაჩმორებული” სარატოვის ”სოკოლი” მან უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა და იქ მეხუთე ადგილიც კი ააღებინა, მაგრამ შემდეგ მისი მფარველი დიმიტრი აიაცკოვი გუბერნატორობიდან დაიფრინეს და პრობლემები უკვე ფიფიასაც შეექმნა.

უკანონოდ ნაშოვნი ფული აქვს, კლუბიც უკანონოდ ჩაიგდო ხელში, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და იძულებული გახადეს არამარტო ”სოკოლი”, რუსეთიც დაეტოვებინა, არადა სარატოვში რომან ფიფია სპირტისა და მარცვლეულის ბიზნესით იყო დაკავებული, ოღონდ ამაზე ცოტა ქვემოთ. ამჟამად ფიფია ნიცაში ცხოვრობს და პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს. მაინც ვინ არის გულადი, უკაცრავად, რომან ფიფია? თუმცა სახელი ნამდვილად არ შეგვშლია.

”ვერსიამ” იმ პერიოდის სარატოვული პრესიდან მასზე მეტად საინტერესო ინფორმაცია მოიპოვა. იგი აფხაზეთიდან, გაგრიდანაა და დაბადებისას მას მშობლებმა გულადი დაარქვეს. სხვათა შორის, ერთი წყაროს ცნობით, იგი ლესელიძის ერთ-ერთ სოფელშია დაბადებული, ხოლო მეორეს თუ დავუჯერებთ - გაგრაში, თუმცა კონკრეტულად სად, რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, ასეთი პიროვნება ნამდვილად არსებობს და მას ახლა რომანი ჰქვია.

ისე, ზუსტად როდის დაიბადა, ამაზეც სხვადასხვა დოკუმენტები არსებობს. გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია, რომ იგი 1966 წლის 8 აპრილს დაიბადა და სარატოვშიც ამ თარიღს დიდი ზარზეიმითა და განსაკუთრებული რიტუალით აღნიშნავდა ადგილობრივი ჩინოვნიკობა. რაც შეეხება სარატოვში მის გამოჩენას, ამაზეც სხვადასხვა წყაროებს სხვადასხვა ინფორმაცია აქვს. მაგალითად, გაზეთ ”ჩელოვეკ ი კარიერაში” (1998 წ. #12,13) მითითებულია, რომ იგი იქ 1983 წლიდან, ანუ 17 წლის ასაკიდან ცხოვრობს, ოღონდ როცა ოლქის შს სამმართველოს ყოფილი უფროსი, გენერალი ბულგაკოვი გულადი ფიფიას დოკუმენტებით დაინტერესდა, გაოცებისგან პირი ღია დარჩა.

როგორც გაირკვა, მას რამდენიმე პასპორტი ჰქონდა. თანაც, სხვადასხვა პასპორტში, ამ პიროვნების მონაცემები სხვადასხვაა. ერთში ფიგურირებს გულადი ერასტოს ძე, ხოლო მეორეში - რომან ერასტოს ძე, ამიტომ, როცა ვამბობთ გულადი, უნდა ვიგულისხმოთ რომანი, ხოლო, როცა ვამბობთ რომანს, მაშინ ”პირიქითაა ეს ასინეთა”, გულადია, გულადი. ერთ-ერთი პასპორტის გრაფაში ”ჩაწერა” მითითებული ჰქონდა მისამართი, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში დაანგრიეს.

რაც შეხება იმას, როდის გამოჩნდა რომან-გულადი სარატოვში, ამის შესახებ საპასპორტო-სავიზო სამსახურის დოკუმენტებში არანაირი ჩანაწერი არ აღმოჩნდა. საზღვარგარეთის პასპორტის მისაღებად, 1993 წლის ზაფხულით დათარიღებულ რომან ფიფიას განცხადებას, საპასპორტო-სავიზო სამსახურში ჩარტყმული აქვს შტამპი, რომ იგი სარატოვის ოლქში საერთოდ არ ირიცხება. სამაგიეროდ, სარატოვის საოლქო-სამისამართო ბიუროს მონაცემით, მოქალაქე რომან ერასტოს ძე ფიფია იქ აფხაზეთიდან 1991 წელს ჩავიდა. ასე რომ, გულადი ერასტოს ძე ფიფიასა და რომან ერასტოს ძე ფიფიას ვოლგისპირეთის დედაქალაქში მზიური აფხაზეთიდან ჩასვლის თაობაზე, დიდი გაურკვევლობაა. ანალოგიური მდგომარებაა სარატოვის მიწაზე მის შრომით ბიოგრაფიასთან დაკავშირებითაც. მაგალითად, იგივე ”ჩელოვეკ ი კარიერას” მტკიცებით, 1987 წლიდან ფიფია ერთდროულად ორ მსხვილ მაღაზიაში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. კოოპერაციის დაწყებასთან ერთად, 1988 წელს, მან საკუთარი ფირმა, ”ორბი” დააფუძნა. შემდეგ ფირმამ გამსხვილება დაიწყო და მის ბაზაზე შეიქმნა გადამამუშავებელი საწარმო, აითვისა ძეხვის გამოშვება. აი, წიგნში ”გუბერნია სახეებში” კი ისევე, როგორც ფიფიას საქალაქო დუმის დეპუტატად არჩევის დროს გავრცელებულ საარჩევნო ფურცლებში, ეწერა, რომ იგი სარატოვის მეფრინველეობის საწარმოო გაერთიანებაში 1989 წლიდან ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა. ჩნდება კითხვა, როგორ შეეძლო ერთი და იგივე პიროვნებას დროის ამ მცირე მონაკვეთში 1987-1989 წლებში, ერთდროულად რამდენიმე თანამდებობა დაეკავებინა, ყოფილიყო ორი მაღაზიის დირექტორის მოადგილე, საკუთარი ფირმის დამფუძნებელი და იმავდროულად, მეფრინველეობის საწარმოს ხელმძღვანელი?

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საამისოდ გარკვეული განათლებაც იყო საჭირო. თუ დავიჯერებთ, რომ გულადი ფიფია სარატოვში 17 წლის ასაკში ანუ 1983 წელს ჩავიდა და მაშინვე #45 პროფტექნიკურ სასწავლებელში ჩაირიცხა, მაშინ იქ ერთი ან ორი წელი მაინც ხომ უნდა ესწავლა, რომ დაემთავრებინა? ამასთან, თუნდაც ვივარაუდოთ, რომ ფიფიას სამხედრო სავალდებულო სამსახურში არ უმსახურია და ორი წელი არ დაუკარგავს, 1987 წელს მას მსხვილი მაღაზიის დირექტორისთვის საჭირო სპეციალური სავაჭრო განათლება მაინც არ ექნებოდა, თუმცა ფიფიას განათლებასთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ასპექტიც არსებობს. გაზეთ ”ჩელოვეკ ი კარიერას” მტკიცებით, მან ”დაამთავრა პროფტექსასწავლებელი, მოსკოვის სამომხმარებლო კოოპერაციის ინსტიტუტის სარატოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებული მოსკოვის მენეჯმენტის ინსტიტუტი”.

რაც შეეხება სარატოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს, მას პირველი კონტაქტი აქ 1989 წელს ჰქონდა. იმავე დროს ჩაირიცხა და სწავლობდა სარატოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებელი ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე. გაზეთის მტკიცებით, ეს იყო ფიფიას ერთადერთი მცდელობა, მიეღო უმაღლესი განათლება, თუმცა არცერთ ოფიციალურ ბიოგრაფიაში მითითებული არ აქვს, რომ ეს ფაკულტეტი დაამთავრა.

ფიფიას წინააღმდეგობრივ ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანია ერთი დეტალი. კერძოდ, უკვე გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისიდან, მას და შემდგომში უკვე სარატოვის გუბერნატორს, დიმიტრი აიაცკოვს ჰქონდათ ურთიერთობები და თანაც ერთსა და იმავე საწარმოო სტრუქტურებში. კერძოდ, 80-იანი წლების პირველ ნახევარში გულადი-რომან ფიფიამ დაამთავრა პტს-45, რომელიც საწარმოო გაერთიანება ”ტანტალს” ეკუთვნოდა და მის ტერიტორიაზე იყო. 1981-1986 წლებში აიაცკოვი ჯერ ”ტანტალის” დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი ამავე გაერთიანების აგროსამრეწველო კომპლექსის დირექტორად მუშაობდა. 1986 წლიდან აიაცკოვი საწარმოო გაერთიანება ”სარატოვფტიცეპრომის” კომერციულ საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილის სავარძელში გადაბრძანდა. საინტერესოა, რომ ამავე გაერთიანებაში მასთან ერთად ”ხელმძღვანელ თანამდებობებზე” ჩნდება ფიფია. რით შეიძლება აიხსნას ასეთი უცნაური დამთხვევა ან რატომ გამოჰყო სხვებისაგან და დაიახლოვა აიაცკოვმა შორეული აფხაზეთის სოფლიდან ჩასული რიგითი ”პეტეუშნიკი” ჭაბუკი?

ერთ-ერთი ვერსიით, ამას შორეული ფესვები აქვს და გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს. მაშინ დიმიტრი აიაცკოვი ტატიშჩევსკისა და ბალტაისკის რაიონების რიგ მეურნებებში მთავარ აგრონომად მუშაობდა. ცნობილია, რომ ამ პერიოდში სოფლებში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა მნიშვნელოვან ნაწილს ე.წ. შაბაშნიკების ბრიგადა ასრულებდა. როგორც სარატოვული წყაროები იუწყებიან, ერთ-ერთ ასეთ ბრიგადას რომან-გულადი ფიფიას მამა, ერასტო ხელმძღვანელობდა. გამორიცხული არაა, რომ სწორედ მაშინ გაეცნოთ ერთმანეთი აიაცკოვსა და ფიფია-უფროსს. ნამდვილად ამის გამო დაიახლოვა თუ არა დიმიტრი აიაცკოვმა რომან-გულადი ფიფია, ძნელი სათქმელია, თუმცა ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. მითუმეტეს, სხვა უფრო სარწმუნო წყარო ამის თაობაზე არ არსებობს.

სარატოვული გაზეთ ”ბოგატეის” (#5, მარტი 2000) ინფორმაციით, 1996 წლის აპრილში, დიმიტრი აიაცკოვის სარატოვის ოლქის ადმინისტრაციის მეთაურად დანიშვნისთანავე გულადი ფიფია ადგილობრივი ლიქიორ-არყის საწარმო ”ლიკსარის” გენერალურ დირექტორად ინიშნება.

იმ პერიოდში არყის წარმოება ფულის შოვნის ერთ-ერთი მთავარი წყარო გახლდათ. ასეთ სტრატეგიულ ობიექტს კი, აიაცკოვი უცნობს ხომ არ ჩააბარებდა? ამის შემდეგ, ფიფიას ხშირად ხედავდნენ აიაცკოვის მისაღებში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფიფიას მოსვლამდე ”ლიკსარს” საქმეები მაინც და მაინც კარგად როდი მისდიოდა. ფიფიას კი, პირველსავე წელს, საწარმოს განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის, დიდი თანხები გამოეყო ოლქის ბიუჯეტიდან.

საწარმოც გაიზარდა და ოლქის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, მაღაზიების ქსელითაც გამდიდრდა. შემდეგ უკვე მალულად მისი პრივატიზაცია მოხდა. 49% სახელმწიფოს დარჩა, 51% ვის ეკუთვნოდა, ეს აიაცკოვისა და ფიფიას გარდა, ყველასთვის უცნობი დარჩა. ამას მოჰყვა მეფრინველეობის საწარმოს პრივატიზაცია, ბოლოს ფიფია მარცვლეულითაც დაინტერესდა და ამ საქმიანობით დიდი ფულიც იშოვა. მართალია, სარატოვში ყველა ამ პრივატიზაციას უკანონოდ მიიჩნევდნენ და სასამართლოშიც ჩიოდნენ კოლექტივები, მაგრამ სანამ აიაცკოვი სარატოვის გუბერნატორი გახლდათ, რომან-გულადი ფიფიას ბუზსაც კი ვერავინ აუფრენდა. მერე აუფრინეს და ისიც ნიცაში გადაბარგდა.

გაზეთი ”ვერსია”
ambebi.ge
READ MORE - ვინ არის ”დინამოს” ახალი მეპატრონე რომან ფიფია და როგორ იშოვა ფული

ჩვენი დროის ყვარყვარე თუთაბერი

ავტორი ილია ჩაჩიბაია
23:53 23.12.2010
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიობთა დასს და რეჟისორ სოსო ნემსაძეს, რომელიც კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორია, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერის“ სცენაზე გადმოსატანად 2 კვირა დასჭირდა. როგორც ნემსაძემ აღნიშნა, რეპეტიციები საგრძნობლად დააჩქარა ზუგდიდელი მსახიობების პროფესიონალიზმმა.


წარმოდგენას, რაიონის პოლიტიკური და კულტურული ელიტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მაყურებელთა უმეტესმა ნაწილმა „ღია ბოქლომს“ უთხრა, რომ სპექტაკლი ერთ–ერთი საუკეთესო იყო, რომელიც თეატრში ახალი მმართველის მაია კალანდიას მოსვლის შემდეგ დაიდგა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ კი გაგვიმხილა, რომ კულტურულ დაწესებულებას მალე მთავარი პრობლემა მოეხსნება და საუკუნე–ნახევრის თეატრს საკუთარი რეჟისორი ეყოლება.

ვისაც „ყვარყვარე თუთაბერი“ წაუკითხავს ახსოვს, რომ პიესის დასაწყისში ყვარყვარე ერთი უწყინარი მეოცნებეა, იგი ცეცხლის პირასაა მიმჯდარი და ნაცარში მომავლის გეგმებს “ქარგავს”, ხან მთაში გვირაბი გაჰყავს, ხან საცოლისათვის სასახლეებს, ბაღებსა და მარმარილოს კიბეებს აშენებს. მაგრამ თანდათან ვხვდებით, რომ მისი ზნეობა მისსავე ბედისწერადაა გადაქცეული. ბავშვობიდანვე მატყუარასა და უქნარას ხალხმა ნაცარქექია შეარქვა. მოგვიანებით მამამისმა წყვიწყვიმ მუქთახორა შვილს ცოლი არ მოაყვანინა და კეტით გააგდო საშოვარზე. ყვარყვარემ ერთხელ იჯარით ხიდის აშენებაც სცადა, მაგრამ უნებისყოფობისა და უცოდინარობის გამო საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. მას შემდეგ უსაქმურად დაეხეტებოდა დაბა-სოფლებში, სანამ ერთი მეწისქვილე სამადლოდ შეიფარებდა და ლუკმას გაუყოფდა, მაგრამ ნაცარქექიამ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა, ვერც ტყუილის თქმას გადაეჩვია და ვერც სიზარმაცე დათრგუნა, ზის ბუხრის პირას და კლდეში გვირაბის გაყვანაზე ოცნებობს, თუმცა პატარა ხიდის გაკეთება ჭირივით ეზარება. მინავლულ ცეცხლთან ჯირკი ვერ მიუგორებია და წისქვილის დანგრევით იმუქრება. ერთთავად ხალხისათვის თავდადებას იქადნის, მასსავით გუდამშიერ თანასოფლელებს, კაკუტასა და ქუჩარას კი უკანასკნელ ნაქურდალს ართმევს, ანუ, როგორც გოეთეს მეფისტოფელი იტყოდა, “სიკეთე სურს და ბოროტება გამოსდის”; ეს კიდევ რაა, უსახლკარო და უპოვარი დაუპატიჟებელი სტუმარი მასპინძლის კარში გაგდებას ლამობს. უნდა ითქვას, რომ ყვარყვარე არც ღონითა და სიმამაცით გამოირჩევა, ეს იმ სცენიდან ჩანს, სადაც ბოლშევიკ სევასტის მოკვლით ემუქრება, მაგრამ როგორც კი მისგან წინააღმდეგობას შეხვდება, შეშინებული ფქვილიანი ტომრების უკან დაიმალება.

საინტერესო ისაა, რომ თვითგადარჩენის ძლიერი ინსტიქტი ადამიანისაგან კომპენსაციის მიზნით, რომელიმე ერთი თვისების განსაკუთრებულ განვითარებასა და გააქტიურებას მოითხოვს, ამიტომ ყვარყვარეს თავის გატანის ერთადერთ და უძლეველ საშუალებად ენაჭრელობა და ტყუილის თქმა ამოურჩევია. ცრუპენტელობა ის ნიჭია, რომლითაც იგი სხვებს აღემატება და რომელსაც საგანძურივით უყურებს: “მე ყვარყვარე თუთაბერს ენით შენ შემომიარ?”. მისთვის ენა საკმარისი დასაყრდენია, რომ ყოველი საქმე ეშმაკურად მოაგვაროს, ბრიყვს თვალები აუხვიოს, სუსტი დააშინოს, ძლიერთან კი თავი მოისაწყლოს.

ნაცარქექიას ორპირობასა და ფარისევლობას განსაკუთრებით ის ფაქტი უადვილებს, რომ ზნეობა მისთვის ზედმეტი ტვირთია. საერთოდ, ასეთი ადამიანების გამარჯვებისა და წარმატების ნამდვილი საიდუმლო უპრინციპობასა და უზნეობაშია, ამიტომ ცხოვრებისეული ფილოსოფიაც შესაბამისი აქვთ:

“ეს ვერ გამიგია ზოგიერთი კაცი სირცხვილით მიწაში რომ ჩაძვრება, სირცხვილს რომ სჭამ კაცი, თუ ვარგიხარ, მაშინ თავი უფრო მაღლა უნდა ასწიო”.

და კიდევ ერთი ციტატა:
“კაცს კბილი უნდა გაუსინჯო, თუ ირყევა, მოთხარე; თუ მაგრადაა, გაქცევა მოასწარი, რომ არ გაგქელოს”.

ამგვარი ეპიზოდებიდან თანდათან იკვეთება ყვარყვარეს სულიერი სიღარიბის პორტრეტი და მისი ხასიათის ძირითადი თვისებები; იგი უნიადაგო მეოცნებეობის, სიზარმაცის, ბაქიაობის, უმადურობის, ლაჩრობისა და გაიძვერობის განსახიერებაა.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქვეყნის ისტორიაში დგება დრო, როდესაც ასეთი „გმირები“ მხსნელისა და წინამძღოლის მანტიებს ირგებენ.

ჟურნალ „ღია ბოქლომის“ მიერ დასმულ შეკითხვას, ასახავს თუ არა პიესის შინაარსი თანამედროვე საქართველოს დღევანდელობას, სპექტაკლის რეჟისორმა სოსო ნემსაძემ მრავალმნიშვნელოვნად გვიპასუხა და თქვა რომ „ყვარყვარე თუთაბერის“ არსი ყველა დროის საზოგადოებაში აქტუალურად დარჩება.

ყვარყვარე საბოლოოდ ერთი გაუბედურებული დედაკაცის მსხვერპლი ხდება, რომელსაც ახალი გუბერნატორის რეჟიმმა ქმარი დაუტუსაღა.

ქალის როლის შესანიშნავად შესრულებისთვის მაყურებლისგან ოვაცია დაიმსახურა ახალგაზრდა მსახიობმა ზალინა გერგაულოვამ. სწორედ ამ როლს, 24 დეკემბერს იგივე წარმოდგენაზე, აგრეთვე ახალგაზრდა მსახიობი თიკო შელეგია შეასრულებს...

ზუგდიდის თატრი კიდევ ერთი პრემიერისთვის ემზადება. 27 დეკემბერს, მსახიობები, მაყურებელს საახალწო ჩვენებაზე იწვევენ. მიუზიკლში „ქართველი წითელქუდა ამერიკაში“ ახალი სახეები მაყურებლის გულის მოგებას შეეცდებიან. წარმოდგენას დამწყები რეჟისორი გიორგი ფოჩხუა დგამს. მონაწილეობენ: ანანო სურმავა, თიკო შელეგია, ლანა ფიფია, ზალინა გერგაულოვა, მარინა დარასელია, ნანა ბუკია, გოგი გუგუჩია, ირაკლი სამუშია, ზური ლაშხია, მერაბ კაკალია და ლაშა ხიზანიშვილი.

READ MORE - ჩვენი დროის ყვარყვარე თუთაბერი

ვის აქვს “ცდომილება გაიკებში” - სვანებს თუ ხელისუფლებას?!

მესტიაში პირველი საკურორტო სეზონის გადავადება სვან მშენებლებს “ბრალდება”, რომლებმაც თურმე ბაგირების დამჭერი ბოძები უკუღმა დაამონტაჟეს. ეს “ცხელი” ამბავი, ორი დღის წინ, აკაკი გოგიჩაიშვილმა ტელემაყურებელს გადაცემა “ბიზნესკურიერიდან” მიაწოდა.

გაზიარება
[ნანა ფაჟავა, მესტია. 15:29 23-12-2010]
ამ ინფორმაციას იმავე გადაცემაში სატელეფონო ჩართვით “აბსოლუტური შეცდომა” უწოდა სამეგრელო-ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ, რომელმაც საბაგიროს დამონტაჟებაში მთავარ დარღვევად “ცდომილება გაიკებში” დაასახელა.

“ბიზნესკურიერში” გოგიჩაიშვილი ირონიით თუ სრული სერიოზულობით აცხადებდა, რომ “სვანმა მშენებლებმა იტალიელებს ვერ გაუგეს და საბაგირო გზის ბოძები შეცდომით დაამონტაჟეს... მესტიაში პირველი სეზონი სვანი მშენებლების წყალობით შესაძლოა ახალ წლამდე ვერ მოესწროს.

გახსნა ჯერ დღეს იყო დაგეგმილი, შემდეგ 24 დეკემბრისთვის გადაიდო, ახლა კი იტალიური კომპანია “ლაიტნერის” ინფორმაციით, რომელიც სამონტაჟო სამუშაოებს აწარმოებს, ეს ვადაც საეჭვო ხდება. მიზეზი ის არის, რომ სვანმა კონტრაქტორებმა ბაგირების დამჭერი ბოძები შებრუნებულად დაამონტაჟეს, რის გამოც სიმძიმის ცენტრი ჰაერში მოექცა.

დსთ-ს ქვეყნებში “ლაიტნერის” წარმომადგენელს ტელეფონით დავუკავშირდით და მან განაცხადა, რომ გამოსავალი ბოძების ძირში ბეტონის დამატება და გამაგრებაა, რასაც დამატებითი დრო და სახსრები დასჭირდება. იტალიური კომპანია ხარვეზებს ქართულ მხარეს აბრალებს...”

ქართული კონტრაქტორების პოზიციის გამოხატვა გადაცემის ავტორმა პირდაპირ ეთერში გუბერნატორ გოროზიას სთხოვა, რომელმაც გოგიჩაიშვილი დეზინფორმაციის გავრცელებაში პირდაპირ დაადანაშაულა.

გოროზია ირწმუნებოდა, რომ: “ამ წუთას ყველანაირი პრობლემა, რომელიც იყო დაკავშირებული საბაგირო გზის მშენებლობაზე, არის აღმოფხვრილი. უკვე ჩართული არის საბაგირო. დღეს უკვე მანდ ჩაშვებაც იყო და დაშვებაც.

ამავე დროს იყო მოთხილამურეებიც, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთი რამე გითხრათ, აბსოლუტური შეცდომა არის დაშვებული თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში, რადგანაც არანაირი სიმძიმის ცენტრი, არანაირი სხვა რამე დარღვევაზე საუბარი იქ არ ყოფილა. აქ არის უბრალოდ მუშაობის პერიოდში გაიკების ცდომილებაზე საუბარი, რომელიც შემდეგ იქნა აღმოფხვრილი”.

გოროზიას განმარტებები გადაცემის ეთერში მოულოდნელი ჩანდა გოგიჩაიშვილისთვის, რომელმაც გუბერნატორს “ლაიტნერის” წარმომადგენელთან ინტერვიუს ჩანაწერის მოსმენა შესთავაზა.

“პრესაგე.ტვ” შეეცადა გაერკვია ის მიზეზები, რომელმაც მესტიაში საკურორტო სეზონის დაწყება შეაფერხა. ცნობილი გახდა “ლაიტნერის” მხოლოდ სამი ქვეკონტრაქტორის შესახებ. ერთ-ერთი შპს “საქსპეცტრანსია”, რომელსაც ნოდარ წვერიკმაზაშვილი ხელმძღვანელობს.

მეორე, შპს “მტკვარი”, რომელსაც მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კვიციანი ლობირებს. მესამე ქვეკონტრაქტორი ფირმა, როგორც “პრესაგე.ტვ”-ს განუმარტეს, სავარაუდოდ, ზაზა გოროზიას მფლობელობაშია.

ასე, რომ პირი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, პრესაგე.ტვ-სთან ირწმუნება, რომ სარკაზმით ნახსენები სვანები საბაგიროსა და სათხილამურო ტრასის მშენებლობაში არ მონაწილეობდნენ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივებმა მხოლოდ ტყეები გაკაფეს. ყველა ქვეკონტრაქტორი ფირმა ბარიდან ამოვიდა. ამიტომ სვანებზე გადაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უსინდისობაა”.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, შმაგი ნაკანი კი სრულიად განსხვავაებულ ვერსიას ავრცელებს. “პრესაგე.ტვ”-სთან ინტერვიუში იგი ამბობს, რომ: “სეზონის გახსნა არ გადადებულა, საბაგირო გუშინაც მუშაობდა და დღესაც. არანაირი გაიკის ცდომილება არ ყოფილა. ერთი თვის წინ რაღაცა პატარა შეცდომა დაუშვეს მშენებლებმა, მაგრამ მაშინვე გამოსწორდა.

“რუსთავი2” -მა ტყუილი ინფორმაცია გადასცა, მასაც ვიღაცამ... ჯერ ვერ გეტყვით, გაიხსნება თუ არა საკურორტო სეზონი 24 დეკემბერს. ეს ხვალ გაირკვევა, როცა მოთხილამურეებს ამოიყვანენ და საცდელი დაშვება იქნება...”

საკურორტო სეზონის დაწყების მაუწყებელ სათხილამურო დაშვებას “პრესაგე.ტვ” სიამოვნებით დაესწრებოდა... მაგრამ მესტიაში თოვლი არ არის... აწვალის მთაზე, სადაც სათხილამურო ტრასა დააპროექტეს, თეთრი საფარის სიმაღლე მხოლოდ 3 სანტიმეტრია...

ასე, რომ არც ქანჩის გასაღები (რუს. გაიკა) მოშვებულა და არც საბაგირო დატრიალებულა უკუღმა. საქართველოს პრეზიდენტის გრანდიოზული პიარი სვანეთში ხანგრძლივი საკურორტო პოტენციალის შესახებ მესტიელებმა კი არა ბუნებამ ჩაშალა, თორემ საკუთარი დაბადების დღეზე თხილამურებით სრიალს მიხეილ სააკაშვილს ალბათ ვერავინ დაასწრებდა...

presage.tv

READ MORE - ვის აქვს “ცდომილება გაიკებში” - სვანებს თუ ხელისუფლებას?!

ინდიანა ჯონსი და დაკარგული ქვეყანა

“თავს ვგრძნობ ინდიანა ჯონსად, რომელიც რაღაც ახალს აღმოაჩენს”, - მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვებმა მთელ რიგ საკითხებში სიცხადე შეიტანა. თორემ ზოგს ეგონა, რომ იგი თავს ტერმინატორად გრძნობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 2008-ში გორის ცენტრში რაღაც მილიტარისტულ ჟილეტში გამოწყობილი გამოჩნდა (ის კინო ძალიან სწრაფად დასრულდა). ზოგმა კი, როდესაც ბათუმის პლაჟზე წელს ზემოთ შიშველი იხილა, ალბათ, ჩათვალა, რომ სააკაშვილი თავს ტარზანად გრძნობს და გამორიცხული არაა, რომ ხვალ თავი სპაიდერმენად იგრძნოს ან კიდევ ბეტმენად; თუმცა არა, არ გამოვა, ბეტმენის ვაკანსია უკვე დაკავებულია.

გაზიარება
[დიმიტრი მონიავა. 00:50 23-12-2010]
პრეზიდენტი ბეტმენის კოსტუმში

იყო ეკვადორში ასეთი პრეზიდენტი აბდალა ბუკარამი, რომელიც ბეტმენის კოსტუმში გამოწყობილი დადიოდა და თავს მშვენივრად გრძნობდა, ვიდრე 1997-ში ის მომიტინგეთა ალყაში მოქცეულმა პარლამენტმა თანამდებობიდან უპრეცედენტო ფორმულირებით “სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებისთვის გონებრივი შესაძლებლობების არქონა” არ გაათავისუფლა.

არავითარი პარალელები, უბრალოდ, ერთი სევდიანი ისტორია: აბდალა ბუკარამი ერთი ქარიზმატული იურისტი იყო, რომელიც ხელისუფლების მწვერვალზე აღვირახსნილი პოპულიზმის წყალობით მოხვდა (ვიღაცას მაგონებს, მაგრამ არ ვიტყვი, ვის). მისი მეტსახელი ძალიან მარტივი და გასაგები იყო - “El Loco” (“გიჟი” ესპანურად). მას ძალიან უყვარდა მაღალ თანამდებობებზე მეგობრების, ნათესავებისა და ლამაზი მანდილოსნების დანიშვნა: “მთავარია სილამაზე, - ამბობდა ბუკარამი, - ლამაზი ქალი ნებისმიერ პოლიტიკოსს (გასაგები მიზეზების გამო, კინაღამ “ინვესტორი” დავწერე) მოხიბლავს”.

კონცერტების დროს ბუკარამი სცენაზე დახტოდა; მეტიც, თავადაც მღეროდა და გამოუშვა კომპაქტ-დისკი “პრეზიდენტის სიმღერები” (რაღაც მსგავსი, შესაძლოა, ჯერ კიდევ წინ გვაქვს). პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს იგი უცხო ქვეყნის (მის შემთხვევაში აშშ-ის) ჯაშუშებს უწოდებდა.

ეს იდილია 1997 წლის დასაწყისში დასრულდა, როდესაც ბუკარამმა ეკვადორში იმ წლებში პოპულარული ეკონომიკური “გურუ”, არგენტინელი დომინგო კავალო მოიწვია, მისი რჩევებით აღტაცებული დარჩა, ბეტმენის კოსტუმი ჩაიცვა და ტელესტუდიას მიაშურა, რათა თანამემამულეებისთვის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა პირადად ემცნო.

მკვეთრად გაიზარდა გადასახადები, კომუნალური მომსახურებისა და ტრანსპორტით სარგებლობის ფასი, ინფლაციამ კრიტიკულ მაჩვენებლებს მიაღწია, ბოლოს კი სურსათიც გაძვირდა (არანაირი პარალელები, არა!), ამავე დროს ტელეეკრანიდან ბეტმენის კოსტუმში გა­მოწყობილი ბუკარამი საუბრობდა იმაზე, რომ ქვეყანა არნახული აღმავლობის გზას ადგას.

ბუკარამის გადაყენების დღეებში გადაღებულ ფირებზე კარგად ჩანს, რომ ხალხი, რომელიც საპრეზიდენტო სასახლისკენ მირბის, ისე გამოიყურება, თითქოს სახლიდან სრულიად სპონტანურად გამოვარდა. ბევრ მათგანს საშინაო ტანსაცმელი და ჩუსტები აცვია, ზოგს ტაფა უჭირავს, ზოგს - ჩაქუჩი; მოსახლეობას ელემენტარულად “ამოასხა” და გარეთ გამოვარდა.

ბუკარამს, ზოგადი სიგიჟის მიუხედავად, ეყო ჭკუა, რომ ხალხისთვის არ ესროლა. მან გააცნობიერა, რომ მისი ხელისუფლებაში დარჩენისთვის არანაირი წინაპირობა აღარ არსებობს და ქვეყნიდან გაიქცა. როგორც ამბობენ, ის თავს პრეზიდენტად დღემდე თვლის და ბეტმენის კოსტუმს საგანგებო კარადაში ინახავს, იმ იმედით, რომ ოდესმე ისევ დასჭირდება.

მიუხედავად იმისა, გრძნობს თუ არა ესა თუ ის წარუმატებელი მმართველი თავს ბეტმენად, ინდიანა ჯონსად თუ კინგ-კონგად (კინემატოგრაფი მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, კლასიკური ფრაზა “ნაპოლეონი ვარ” დღეს იშვიათად გაისმის), ნებისმიერი მათგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ის უნდა წავიდეს. ეს ხდება მაშინ, როდესაც რამდენადმე შედეგიანი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა აღარ აქვს და, ამასთანავე, მისი ხელისუფლების შენარჩუნებას ხელს არანაირი საგარეო-პოლიტიკური ფაქტორი აღარ უწყობს. დრო, რომელიც ამ ფაქტის გაცნობიერებიდან რეჟიმის დემონტაჟამდე გადის, საკმაოდ ძნელი გადასატანია: ქრესტომატიულ მაგალითს, ამ თვალსაზრისით, ნიკარაგუაში სომოსას დინასტიის მმართველობის გვიანდელი ხანა წარმოადგენს.

ბევრი ადამიანი (მათი რაოდენობა კრიტიკულად დიდია) მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას აღარ ძალუძს ეფექტური და შედეგიანი პოლიტიკის გატარება, მას არ შეუძლია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება, ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების მოპოვება, დემოკრატიის დამკვიდრება და ეკონომიკის ფეხზე დაყენება. არც ერთი ჩამოთვლილი მიმართულებით, ბოლო წლებში, განსაკუთრებით ომის შემდეგ, პროგრესი არ ჩანს, უფრო პირიქით. საერთოდ, წარმატებული რეფორმების განხორციელება მაშინ, როდესაც მმართველი ჯგუფისთვის პრიორიტეტს ხელისუფლების შენარჩუნება წარმოადგენს, შეუძლებელია. შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ისეთივე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც თავის დროზე არშემდგარი ბეტმენი აბდალა ბუკარამი; რაც შეეხება გარე ფაქტორებს, აქ საქმე ცოტა უფრო რთულადაა.

აკვიატებული იდეების ტყვეობაში

აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, მსოფლიოში უდავოდ ერთ-ერთ ყველაზე გააზრებულსა და ეფექტურს, ერთი ნაკლი ნამდვილად აქვს. ამერიკელებს იდეების ერთგვარი “აკვიატება” სჩვევიათ და ხშირად ბოლომდე მისდევენ მცდარ სტრატეგიას, მაშინაც კი, როდესაც ფაქტები მის მანკიერებაზე მიუთითებს. ვაშინ­გტონის ყველა დიდ საგარეო-პოლიტიკურ მარცხში “აკვიატების” კვალი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

ორი მაგალითი: 70-იანების ბოლოს ამერიკელებმა ძალისხმევა არ დაიშურეს იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ შაჰის რეჟიმი ირანში. ისინი თვლიდნენ, რომ ეს მათ ინტერესებს მაქსიმალურად პასუხობს. ვაშინგტონი ამ ხაზს ჯიუტად ატარებდა და წარმოსახვითი “სტაბილურობის” ხელყოფას ერიდებოდა მაშინაც კი, როდესაც მკაფიოდ გამოჩნდა ყველა ნიშანი იმისა, რომ, თუ რეჟიმის საფუძვლიანი გარდაქმნა არ მოხდება, ის მალევე დაემხობა. შედეგი ცნობილია: შაჰი ჩამოაგდეს და ხელისუფლების სათავეში ისეთი ხალხი მოვიდა, რომელთანაც შტატები საერთო ენას, აგერ უკვე 30 წელია, ვერ პოულობს.

სამხრეთ ვიეტნამში აშშ ასევე ჯიუტად განაგრძობდა ნგუენ ვან თხიეუს რეჟიმის მხარდაჭერას, მაშინაც კი, როდესაც ცხადი გახდა, რომ ამ კორუმპირებულ ბანდაზე უფრო საძულველი ქვეყნის მოსახლეობისთვის არაფერი არსებობს. დრო და ფული, რომლის გამოყენება შესაძლებელი იყო სამხრეთ ვიეტნამში მეტ-ნაკლებად ნორმალური სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად და ასე თუ ისე ცივილური პოლიტიკური ძალების მხარდასაჭერად უაზროდ გაიფლანგა. შედეგი: როდესაც კომუნისტები საიგონისკენ დაიძრნენ, მოსახლეობის უმრავლესობა ამას სიხარულით ან სრული ინდეფერენტულობით შეხვდა. ამერიკელებმა დაკარგეს ვიეტნამი და, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნით ეტაპზე მათი ჯარები ბრძოლებში არ მონაწილეობდნენ, მთელი მსოფლიოს თვალში დამარცხებულებად წარმოჩინდნენ.

შესაძლოა, “აკვიატების” ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ვაშინგტონის მიერ სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერის პროცესშიც ასრულებს. თუ ვითარებას ობიექტურად შევაფასებთ, მან, ალბათ, აშშ-ის ინტერესებს რეგიონში, სარგებელზე გაცილებით მეტი ზიანი მოუტანა.

სწორედ მისი მმართველობის წლებში რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე, კავკასიონის სამხრეთით გამაგრდნენ, რამაც საქართველოს, როგორც აშშ-ის პოტენციური სამხედრო პლაცდარმის მნიშვნელობა პრაქტიკულად ნულს გაუტოლა. ამასთანავე, რუსებმა საქართველოს საჰაერო სივრცე ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ აიყვანეს. კითხვის ქვეშ დადგა საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია, რამაც მისდამი ინტერესის სწრაფი კლება გამოიწვია. მეტიც, ბევრმა ადამიანმა მსოფლიოში, განსაკუთრებით მესამე სამყაროს ქვეყნებში, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები აღიქვა ისე, თითქოს შტატებმა საკუთარი მოკავშირის დაცვა ვერ შეძლო. ამასთანავე, სააკაშვილის საშინაო პოლიტიკამ საქართველოში ანტიამერიკული განწყობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რომლის მსგავსს მხოლოდ ლათინური ამერიკის გამორჩეულად ბედკრულ ბანანის რესპუბლიკებში თუ შევხვდებით. საინტერესოა, რა სარგებელი ნახა ყოველივე ამით ვაშინგტონმა და კიდევ რა სიურპრიზებს უნდა ელოდოს სააკაშვილისგან მომავალში, თუ ის ხელისუფლებას ხანგრძლივი დროით შეინარჩუნებს?

სააკაშვილის მხარდამჭერები, აგერ უკვე ორი წელია, გლოვობენ იმ დღეს, როდესაც ოვალურ კაბინეტში ჯონ მაკეინი კი არა, ბარაკ ობამა შევიდა, თუმცა მაკეინი, რომელსაც კრემლთან კონფრონტაციის იდეები იტაცებდა, ძალიან დიდი ალბათობით გამოიყენებდა საქართველოს, როგორც ხელყუმბარას, რომელსაც რუსეთის მიმართულებით ისროდა. ძნელი გამოსათვლელია, თუ რა ზიანი მიადგებოდა ამის შედეგად რუსეთს, თუმცა ჩვენთვის, ამ სცენარის ფარგლებში, ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა, რადგან, სავარაუდოდ, საქართველოს ისეთივე ბედი ეწეოდა, როგორც ხელყუმბარას, რომელიც აფეთქებისას ნამსხვრევებად იქცევა.

ობამას ადმინისტრაცია გაცილებით რაციონალურად მოქმედებს. მისი მთავარი პრიორიტეტი გლობალური რისკების მინიმიზაციაა, რაც აუცილებელია იმ დროს, როცა აშშ ეკონომიკურ (და არა მარტო) კრიზისს ებრძვის. აშშ-ს ამ ეტაპზე ხელს არ აძლევს კონფრონტაცია არც ერთ გლობალურ ძალასთან, რუსეთი იქნება ეს თუ ჩინეთი (ევროკავშირზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია); კონრეტულად რუსეთთან მიმართებაში სადავო საკითხები თანმიმდევრულად, ერთი მეორის მიყოლებით, იხსნება. ჯდება თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების შემდგომი მხარდაჭერა ამ ლოგიკაში? ალბათ, არა, რადგან ის არაპროგნოზირებადია, დღემდე ნეოკონების რიგ სახიფათო თეორიებს იზიარებს და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, “თავს ინდიანა ჯონსად გრძნობს”. თუმცა ინერცია, ოდესღაც აკვიატებული იდეა სააკაშვილის აუცილებელი მხარდაჭერის შესახებ, რეგიონში უკონტროლო დესტაბილიზაციის შიში, საქართველოს ხელისუფლების სათავეში პროდასავლური ძალების დატოვების სურვილი, “მოკავშირის მიტოვებასთან” დაკავშირებით რესპუბლიკელების მხრიდან მწვავე კრიტიკის შესაძლებლობა და რიგი სხვა ფაქტორები, თეთრ სახლს შესაძ­ლებლობას არ აძლევს სააკაშვილის ხელისუფლების დახმარება სრულად შეწყვიტოს და საქართველოში მხარი რადიკალურ პოლიტიკურ ცვლილებებს დაუჭიროს. მსგავსი რამ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში უკვე არაერთგზის მომხდარა, მათ შორის თეირანსა და საიგონში ზემოაღწერილი მოვლენების წინარე პერიოდში.

შემოდგომის მარათონი ჩაკეტილ წრეში

ყოველივე ეს მნიშვნელოვანია მათ შორის იმიტომ, რომ ამერიკელებს ქართული ოპოზიციის დიდ ნაწილზე ძალიან სერიოზული გავლენა აქვთ. პრაქტიკულად ყველა პროდასავლური ძალისთვის საქართველოში მათი “მეგობრული რჩევა” გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე სა­კუთარი აზრი ან საპროტესტო ელექტორატის დაკვეთა. რომ არა ეს “რჩევები”, 2007-08 წლების მიჯნაზე და 2009 წლის გაზაფხულზე მოვლენები, სავარაუდოდ, სულ სხვა სცენარით განვითარდებოდა. ეს პარტიები დღესაც არ იყენებენ ყველა შესაძლებლობას, რომელთაც ხელისუფლების რთული მდგო­მარეობა აძლევს, მასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და უაღრესად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი; “ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით გადახედოს თავის პოზიციებს და, თუ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით იქნება შეთანხმება მიღწეული, ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შეიძლება თვისობრივად ახალი კოდექსიც კი მოვიღოთ”, - აცხადებს დავით გამყრელიძე იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება საკმაოდ ხისტ პოზიციებს იკავებს: ა) უარი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლაზე; ბ) უარი ვადამდელი არჩევნების იდეის განხილვაზე; გ) პროცესში სხვა (სავარაუდოდ, სატელიტი) პარტიების ჩართვის სურვილი; დ) მოლაპარაკებების გაზაფხულამდე გაგრძელების მოწადინება. ამასთანავე, ბევრი დამკვირვებელი დარწმუნებულია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში შეიძლება გარკვეული ცვლილებები შევიდეს, არჩევნების გაყალბებისთვის საჭირო “ხვრელები” მასში აუცილებლად დარჩება.

მოლაპარაკებები თავისთავად მშვენიერი რამ არის, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი პროდუქტიულობა სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას. მასში ჩართული პარტიებიდან ბევრის მიდგომა გასაგებია, მათ, დიდი ხანია, “ურჩიეს” 2012 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ და ალტერნატიულ სცენარებზე ფიქრს თავი დაანებონ, თუმცა “ეროვნული ფორუმის” პოზიცია ერთობ გაურკვეველი რჩება.

ერთ-ერთი თანაგუნდელის დაპატიმრების გამო ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ჯდებიან და, ამასთანავე, არ ჩქარობენ იმ დაპირებების შესრულებას, რომელთაც თავიანთ მხარდამჭერებს შემოდგომის დასაწყისში აძლევდნენ (შეუპოვარი ბრძოლისა და რეალური შედეგების სწრაფად მიღწევის შესახებ). დღეს ეს ჯერ კიდევ შეიძლება შეფასდეს როგორც ტაქტიკური მანევრები, თუმცა ერთი-ორი კვირის შემდეგ იმედგაცრუება საპროტესტო ელექტორატის იმ ნაწილში, რომელიც “ფორუმის” საშემოდგომო დაპირებებს ენდო, შეიძლება აშკარა გახდეს (საინტერესოა, ამათაც ხომ არ ურჩიეს რაიმე ამერიკელმა პარტნიორებმა?).

ამ ფონზე საზოგადოების რადიკალურად განწყობილი ნაწილი, დააკვირდება ნინო ბურჯანაძესა და “წარმომადგენლობით სახალხო კრებას”, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართება.

ამასთანავე, “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე სააკაშვილი, ალბათ, შეეცდება, მაქსიმალურად წარმოაჩინოს, რომ მისი პოლიტიკა ქვეყნის შიგნით სერიოზული მხარდაჭერით სარგებლობს. მომავალი პოლიტიკური კვირის დრამატურგიას ამ ორი ხაზის გადაკვეთა განსაზღვრავს.

"საქართველო და მსოფლიო"
READ MORE - ინდიანა ჯონსი და დაკარგული ქვეყანა

წინააღმდეგობის მოძრაობის (პოლიტიკოსების გარეშე) სპეციალური განცხადება

საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის (პოლიტიკოსების გარეშე) პრეზენტაციის შემდეგ, საინფორმაციო სააგენტო „პირველმა“ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს მოძრაობის ლიდერი დავით თარხან-მოურავი „ერთ დროს პრეზიდენტად იყრიდა კენჭს“ და თითქოს საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა „ობიექტივთან“ ერთად დაფუძნდა.

გაზიარება
[19:37 22-12-2010]
სამწუხაროა, რომ ამ აშკარა ტყუილს ავრცელებს სააგენტო „პირველი“, რომლის მფლობელსა და ხელმძღვანელს ქალბატონ ანი მიროტაძეს ყოველკვირეული გადაცემა მიჰყავს „ობიექტივის“ ეთერში და აქვს ყოველდღიური ურთიერთობა „ობიექტივის“ წევრებთან. აქედან გამომდინარე, მან კარგად იცის, რომ დავით თარხან-მოურავი არასდროს ყოფილა პრეზიდენტობის კანდიდატი და მსგავსი ამბიცია არასდროს გამოუხატავს და მეორე- „ობიექტივი“ არ არის წინააღმდეგობის მოძრაობის (პოლიტიკოსების გარეშე) დამფუძნებელი და ვერც იქნება, რადგან ეს მოძრაობა კერძო პირებისაგან შედგება. წინააღმდეგობის მოძრაობაში „ობიექტივის“ მხოლოდ რამდენიმე წევრია გაერთიანებული. საინტერესოა ისიც, რომ სააგენტო „პირველი“ მიზანმიმართულად , ერთი საათის წინ შექმნილი მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით, ინტერვიუს იღებს მაინც და მაინც კომუნისტური აზროვნების უკვდავი დინოზავრისგან სოსო ცინცაძისგან, რომლის „კომენტარს“ ჩვენ უვიცობისა და სისულელის მეტს, ვერაფერს ვუწოდებთ.

წინააღმდეგობის მოძრაობის დამფუძნებელი ირმა ინაშვილი.

READ MORE - წინააღმდეგობის მოძრაობის (პოლიტიკოსების გარეშე) სპეციალური განცხადება

მედია სამეგრელოში

ქალაქ ზუგდიდში, წესით, მედიის საქმიანობა ძალიან საინტერესო და მიმზიდველიც კი უნდა იყოს. ზუგდიდი ესაზღვრება კონფლიქტის ზონას-აფხაზეთს, გალის რაიონს. აქ ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილები. გალიდან ყოველდღე გადმოდის მოსახლეობა, ხან სავაჭროდ, ხან-სამკურნალოდ, ხან კიდევ ახლობლების სანახავად. შესაბამისად, ბევრი ახალი ამბის გაგება შეიძლება. გარდა ამისა, ზუგდიდი სამეგრელოს ადმინისტრაციული ცენტრია და ყველა მნიშვნელოვანი უწყება სწორედ ამ ქალაქშია თავმოყრილი. ზუგდიდთან ახლოს შენდება ტურისტული ზონა და ა.შ. მოკლედ, სანახავი და დასაწერია ბევრია.

გაზიარება
[თამაზ კუპრეიშვილი. 17:35 21-12-2010]
ზუგდიდში ათამდე ადგილობრივი მედიასაშუალება მუშაობს: ორი რადიოსადგური, ერთი ტელეკომპანია, სამი გაზეთი და ორი ჟურნალი. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში პრესის ბევრი ჯიხური და სტელაჟი დგას, თითქმის, ყოველ ნაბიჯზე. თუმცა, როგორც არ უნდა ეცადოთ, იქ ადგილობრივი გამოცემების ყიდვა ძალიან გაგიჭირდებათ. იქარი გამოცემებიდან ორი: გაზეთი „სამეგრელოს ქრონიკა" და ჟურნალი „ღია ბოქლომი", 2010 წლის მაისის შემდეგ არ გამოსულა. დანარჩენი ჟურნალ-გაზეთების ტირაჟი ძალიან მცირეა, ცნობადობა კი-დაბალი. Media.Ge-მ ქუჩაში რამდენიმე ზუგდუდელს ჰკითხა, ადგილობრივი გამოცემებიდან რომელს იცნობდა. უმრავლესობამ ერთიც ვერ დაასახელა.

გაზეთის გამყიდველების თქმით, მოსახლეობას ადგილობრივი გამოცემები, თითქმის, არ აინტერესებს, ისინი, ძირითადად, დედაქალაქიდან ჩამოტაქნილ პრესას, მათ შორის რუსულენოვანს, ეტანებიან. პრესის ჯიხურებში ასევე იყიდება სიგარეტი, ბავშვის სათამაშოები და ბევრი სხვა წვრილმანი. გამყიდველები ამბობენ, რომ მხოლოდ ჟურნალ-გაზეთების გაყიდვით ვერანაირ შემოსავალს ვერ მიიღებენ.

ქალაქები მედიის გარეშე

გაცილებით რთული მდგომარეობაა სამეგრელოს ორ ქალაქში-სენაკსა და ხობში. აქ პრესის ჯიხურები თითქმის არ არის და იქაც მხოლოდ დედაქალაქიდან შემოტანილი პრესა მცირე რაოდენობით იყიდება. ხობში ერთადერთი გაზეთი, „სამკუთხედი" გამოდის, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება გამოსცემს და ძირითადად, საკუთარი საქმიანობის შესახებ წერს. „საქპრესის" ხობის ფილიალის ხელმძღვანელის, მზევინარ ბერაიას თქმით, ხობში არც მანამდე ყოფილა დამოუკიდებელი მედიასაშუალება. ამ ქალაქში გაზეთებს მხოლოდ სამთავრობო დაწესებულებები უშვებდნენ. მისი თქმით, წლების წინ, ხობში ტელეკომპანია „მედეა" მაუწყებლობდა, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია აღარ გადის ეთერში.

სენაკის მკვიდრის დარეჯან დადიანის თქმით, ამ ქალაქში ადგილობრივი ტელეარხი „კოლხეთი" მაუწყებლობს და გამოდის რელიგიური (მართლმადიდებლური) შინაარსის გაზეთი „მრწამსი". „კოლხეთი" მთელი დღის განმავლობაში ეთერში სხვადასხვა ტელეარხებს რთავს, მათ შორის, ყველაზე ხშირად რუსულ ენ-ტე-ვე-ს. ეთერში ძირითადად მხატვრული ფილმები და მუსიკალური კლიპები გადის. მხოლოდ 7-დან 10 საათამდე ტელეარხის სხვადასხვა ტიპის განცხადებებს გადასცემს, მათ შორის, სამგლოვიაროს, მილოცვებს, უძრავ ქონების შესახებ და ა.შ. სენაკის მცხოვრებთა თქმით, „კოლხეთი" ახალ ამბებს არ ამზადებს და არც არასდროს ამზადებდა.

უალტერნატივო მედია

სამეგრელოს სამი ქალაქის, ზუგდიდის, სენაკისა და ხობის მცხოვრებთათვის ინფორმაციის მთავარი წყარო ცენტრალური ტელეარხები-„რუსთავი 2" და „იმედია".ზუგდიდში ჩვეულებრივი ანტენით თითქმის შეუძლებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სიგნალის დაჭერა. მისი ყურება მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვისაც სახლში სატელიტური ანტენა აქვს, ან საკაბელო ტელევიზიის სერვისით სარგებლობს.

გალის (აფხაზეთი) მკვიდრი ქალბატონი მადონა ( რომლის თხოვნით, მის სრულ ვინაობას არ ვამხელთ), თბილისის ხშირი სტუმარია. მისი თქმით, გალში ქართული ტელეარხების სიგნალი დიდი შეფერხებით ვრცელდება, თუმცა, „რუსთავი 2"-ის ყურება მაინც შესაძლებელია. როგორც ქალბატონი მადონა ამბობს, ცენტრალური ტელეარხები, ხშირად, გალში მომხდარი ამბების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას უფრო ართულებს.

ელექტრონული მედია ზუგდიდში

ზუგდიდში მაუწყებლობს ტელე-რადიო კომპანია „ოდიში" და რადიო „ათინათი".

რადიო"ათინათი", რომლის ეთერი სამეგრელოს რეგიონს სცდება, 1998 წლიდან მაუწყებლობს. ეთერშია 24 საათის განმავლობაშია, დილის 8-დან ღამის 23 საათამდე, საათში ერთელ, ახალ ამბებს გადასცემს, მათ შორის, მათ შორის, რუსულენოვანს. „ათინათი" დღეში რამდენიმე საათს უთმობს რადიო „თავისუფლების" რეტრანსლირებას. ეთერში კვირაში ერთხელ ასევე გადის აფხაზ ჟურნალისტებთან ერთად მომზადებული გადაცემა „Давайте, поговорим".

ტელეკომპანია „ოდიში" კვირაში ერთხელ ამზადებს რელიგიურ (მართლამდიდებლურ) გადაცემას, კვირაში ორჯერ - მუსიკალურს. ეთერში ასევე გადის რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის გადაცემა „მრავალკუთხედი". ტელეკომპანიას მწირი ტექნიკური აღჭურვილობა აქვს: მოძველებული კომპიუტერები, სამონტაჟო და სამიოდე კამერა, ეს არის „ოდიშის" მთელი ავლადიდება. აშშ-ს საელჩომ 2008 წლის ომის შედმეგ ტელეკომპანიას ერთი მიკროფონი და კამერა გადასცა. ტელეკომპანიის შემოსავლის მთავარი წყარო ეთერში გასული მოკლე განცხადებებია.

ტელეკომპანიის საკუთრებაა მუსიკალურ-გასართობი რადიო „ოდიში". მის ეთერში საინფორმაციო გამოშვება დღეში ორჯერ გადის. „ოდიშის" საეთერო დროის ნაწილი დაკავებული აქვს თბილისურ „მონტეკარლოს". ტელე-რადიო კომპანია „ოდიშში" სულ 35-მდე ადამიანი მუშაობს.

ტელერადიოკომპანიის დამფუძნებელი, ემა გრიგოლია, ზუგდიდის გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას დედაა. საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნანა ქობალიას აზრით, ეს ფაქტი ტელეკომპანიაზე უარყოფითად უფრო მოქმედებს, ვიდრე დადებითად. მისი თქმით, გამგებელი ტელეკომპანიის ფინანსური დახმარებისგან თავს იკავებს, რათა „ხალხს სალაპარაკო არ გაუჩნდეს".

კრიზისი ბეჭდურ გამოცემებში

2010 წლის 30 მაისის შემდეგ არ დაბეჭდილა ყოველთვიური გაზეთი „სამეგრელოს ქრონიკა" და ჟურნალი „ღია ბოქლომი". მიზეზი ფინანსური კრიზისია. თუმცა რედაქციებმა ნაწილობრივ ინტერნეტში გადაინაცვლეს - მასალებს საკუთარ ბლოგებზე აქვეყნებენ.

„სამეგრელოს ქრონიკა" 2008 წელს გაზაფხულიდან გამოდის. რედაქციაში სულ ხუთი ჟურნალისტი და რამდენიმე სტაჟიორი მუშოაბს. ჟურნალისტები ხშირად გალის რაიონში გადადიოდნენ, იქაური ამბების გასაშუქებლად. გაზეთის მთავარი რედაქტორი პაატა ლაგვილავა ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ მასალად ფიჩორის სამხედრო ბაზის შესახებ მომზადებულ სტატიას მიიჩნევს.

ლაგვილავას თქმით, რედაქციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა საჯარო ინფორმაციის მოპოვებაა. „ჩვენთვის გამგეობა აუღებელი ციხე-სიმაგრეა. გამგეობას შვიდჯერ მივმართეთ საჯარო ინფორმაციისთვის, ადმინისტრაციული საჩივარიც დავწერეთ, მაგრამ უშედეგოდ". სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, რადგან რედაქციას სასამართლო ბაჟის 100 ლარის ყოველ ჯერზე გადახდა გაუჭირდება.

მსგავსი ვითარებაა „ღია ბოქლომის" რედაქციაში. რედაქტორი ილია ჩაჩიბაია ამბობს, რომ ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გახდა ჟურნალის გამოცემა დროებით შეეჩერებინა, ყოველთვიური ჟურნალი 2006 წელს დაარსდა.. ილია ჩაჩიბაიას თქმით, ჟურნალში თავიდან მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიებები უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა მოგვიანებით, ყველანაირი მასალის დაბეჭდვა გადაწყვიტეს. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კი, თანამშრომლობა დაიწყეს ადგილობრივ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ სტუდიებთან.

„ღია ბოქლომის" რედაქტორი ამბობს, რომ მასზე ხელისუფლება გამუდმებით ახდენს ზეწოლას.

„მთავრობა ოპოზიციურ გამოცემად მიგვიჩნევს, ამიტომ მეწარმეები რეკლამის დაკვეთისგან თავს იკავებენ. სააჯრო დაწესებულებები უარს ამბობენ ჩვენი ჟურნალის გამოწერაზე, განახლებას ვაპირებთ დამფინანსებლის, ან გრანტის მოპოვების შემთვევაში, ჯერჯერობით კონკრეტული გეგმა არ გვაქვს", ამბობს ილია ჩაჩიბაია. ის პარალელურად თანამშრომლობს ჟურნალისტთა კავშირ „ობიექტივტან" და ასევე არის გაზეთ „ასავალ-დასავალის" სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელი.

1998 წლიდან ზუგდიდში კვირაში ერთხელ გამოდის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „ეგრისის მაცნე". რედაქტორი ნათია ჯგუშია მხოლოდ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, მას ხელისუფლებისგან ინფორმაციის მიღების დროს არანაირი პრობლემა არ ექმნება. იგივეს ამბობს რეგულარული გამოცემის, „კოლხური ვერსიის" რედაქტორი ნანა ფირცხალავა. ამ გაზეთების რედაქციები ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაშია განთავსებული. თუმცა, ორივე გაზეთი ოფიციალურად დამოუკიდებელია. ნანა ფრიცხალავა ამბობს, რომ ადრე ადმინისტრაციულ შენობაში ბევრი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია იყო განთავსებული. ახლა, მხოლოდ გუბერნატორის რეზიდენცია და ორი რედაქცია დარჩა. ნანა ფირცხალავა ამბობს, რომ ხელისუფლების ერთადერთი დახმარება დროებით, უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემული ორი ოთახია.

„კოლხური ვერსია" 2005 წელს გამოსცა „დასავლეთ საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციამ', რომელიც ასევე ნანა ფირცხალავას დაფუძნებულია. მისი თქმით, 2009 წელს საგადასახადო სამსსახურმა ასოციაციას არასწორად დაურიცხა დავალიანება 11 ათასი ლარი. ზემდგომ ინსტანციებსა და სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ დავალიანება გაბათილდა, თუმცა რამდენიმე თვის განმავლობაში რედაქციის მუშაობა ყადაღის გამო პარალიზებული იყო. ნანა ფირცხალავამ გაზეთის აღდგენის მიზნით, 2009 წლის შემოდგომაზე, ხელახლა დაარსა ახალი ორგანიზაცია „დასავლეთ საქართველოს იურისტთა და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია". მან გაზეთის მიწოდება განაახლა სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ასობით ხელმომწერისთვის. გაზეთის ტირაჟი 3500-მდეა.

ნანა ფირცხალავა ამბობს, რომ მისი რედაქცია ხშირად მუშაობს ჟურნალისტურ გამოძიებებზე და დასტურად გაზეთის ძველ ნომრებს გვანახებს. თითქმის ყველა ნომერში არის სტატია წარწერით „ჟურნალისტური გამოძიება". მთავარი რედაქტორს ყველაზე რეზონანსულ მასალად ზუგდიდის ბაზრის დაწვის ფაქტზე ჩატარებული გამოძიება მიაჩნია. ის ამბობს, რომ იმ დროს მისმა ჟურნალისტებმა დაამტკიცეს, რომ ბაზარში ცეცხლი ადგილობრივი ადმინისტრაციის გაჩენილი იყო.

მისივე თქმით, ხშირად ირღვევა საჯარო ინფორმაციის მოწოდების ვადები. სასამართლოში ჩივილი კი მათთვის ხელმისაწვდომი არ არის, ადვოკატების მომსახურება და სარჩელის შეტანა ფასიანია, რისი საშუალებაც რედაქციას არა აქვს. რედაქციაში მხოლოდ ორი ძველი კომპიუტერი დგას, რომელიც გლობალურ ქსელში მხოლოდ წუთობრივი ინტერნეტით არის ჩართული.

media.ge
READ MORE - მედია სამეგრელოში

ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერებისთვის ემზადება. 23–24 დეკემბერს გაიმართება სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“. თეატრალური წარმოდგენის რეჟისორია კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი სოსო ნემსაძე.

გაზიარება
[15:58 20-12-2010]
დასი პოლიკარპე კაკაბაძის ლეგენდარული პიესის სცენაზე გადმოსატანად განსაკუთრებულად ემზადება. მთავარ როლს ასრულებს ლევან შენგელია, აგრეთვე მონაწილეობენ: ლანა ფიფია, ანდრო შამუგია, სესე მიქავა, მარინა დარასელია, გოგი გუგუჩია, თიკო შელეგია, ზალინა გერგაულოვა, გიორგი ფოჩხუა, რეზო ჯოჯუა, მერაბ კაკალია, ზური ლაშხია, ირაკლი სამუშია, ლაშა ხიზანიშვილი, ანანო სურმავა და ბაჩუკი ფიფია.

27–28–29 დეკემბერს, მსახიობები, მაყურებელს საახალწო ჩვენებაზე იწვევენ. მიუზიკლში „ქართველი წითელქუდა ამერიკაში“ ახალი სახეები მაყურებლის გულის მოგებას შეეცდებიან. წარმოდგენას დამწყები რეჟისორი გიორგი ფოჩხუა დგამს. მონაწილეობენ: ანანო სურმავა, თიკო შელეგია, ლანა ფიფია, ზალინა გერგაულოვა, მარინა დარასელია, ნანა ბუკია, გოგი გუგუჩია, ირაკლი სამუშია, ზური ლაშხია, მერაბ კაკალია და ლაშა ხიზანიშვილი.

READ MORE - ზუგდიდის თეატრი პრემიერებისთვის ემზადება

2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

"21-ე საუკუნის მედია: ახალი საზღვრები, ახალი ბარიერები" - ეს არის მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის მთავარი თემა, რომელიც 2011 წლის 3 მაისს აღინიშნება. ამ დღეს 100-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, ვინდჰუკის დეკლარაციის მიღების მე-20 წლისთავი, რომელიც აფრიკაში თავისუფალი და პლურალისტური მედიის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული.

გაზიარება
[media.ge. 123:44 19-12-2010]
UNESCO-ს განცხადებით, მომავალი წლის 3 მაისს UNESCO -ს მიერ დაწესებული ყოველწლიური გილიერმო კანოს სახელობის მსოფლიო პრესის თავისუფლების პრიზით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. დაჯილდოება ვაშინგტონში ნაციონალურ პრეს კლუბში მოხდება. აღნიშნული ჯილდო, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა, ყოველწლიურად გადაეცემა ისეთ პიროვნებას, ორგანიზაციას ან დაწესებულებას, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პრესის თავისუფლების დაცვის და/ან წახალისების საქმეში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, განსაკუთრებით იქ, სადაც მუშაობა ძალიან რისკიანია.

გარდა ამისა, აღნიშნავს UNESCO, 1-3 მაისს ვაშინგტონში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ზემოდაღნიშნულ თემას შეეხება, კონფერენციის ორგანიზატორები იქნებიან UNESCO, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები. კონფერენცია ე.წ. "ნიუსეუმში" გაიმართება, ეს არის ერთგვარი მუზეუმი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პრესის ისტორიას და გამოხატვის თავისუფლებას ეძღვნება. დისკუსიები ინტერნეტის მზარდ როლს, ახალი მედიის წარმოშობას და სოციალური ქსელების სწრაფ ზრდას დაეთმობა.

UNESCO-ს განცხადებით, 4 მაისს სპეციალური ღონისძიება გაიმართება გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში, რომელიც ვინდჰუკის დეკლარაციის მიღებიდან 20 წლისთავს მიეძღვნება. აღნიშნული დეკლარაცია ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში იქნა მიღებული 1991 წელს, იგი აფრიკული პრესის განვითარებას ეძღვნება, დეკლარაცია დემოკრატიის შენარჩუნების და ეკონომიკური განვითარების საქმეში დამოუკიდებელი პრესის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამ მოვლენიდან ორი წლის შემდეგ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიოს პრესის თავისუფლების დღე დააწესა.

ეს თარიღი ვინდჰუკშიც იქნება აღნიშნული - გაიმართება რეგიონალური კონფერენცია, რომლის დროსაც აფრიკაში მედიის მომავალი იქნება განხილული. ამ დღეს გამოიცემა წიგნი "ესე იგი, ეს არის მედიის თავისუფლება? 20 წლის შემდეგ ვინდჰუკის დეკლარაციიდან", რომლშიც გაანალიზებულია აფრიკაში მედიის თავისუფლების მდგომარეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში.

არაბულ ქვეყნებში UNESCO-ს და სატელიტური მაუწყებლის "ალ-ჯაზირას" ორგანიზებით მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება.

გარდა ამისა, UNESCO მოუწოდებს ყველას ვინც მსოფლიოს პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ იმ ჟურნალისტების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს იმისთვის, რომ „ჩვენ გვქონოდა ინფორმაციის მიღების უფლება."

English
READ MORE - 2011 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ყურადღება გამახვილდება 21-ე საუკუნის მედიაზე - UNESCO

ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

მალე თბილისში ბუდას გრანდიოზული ოქროსფერი ქანდაკება წამოიმართება. მიზეზი მარტივია: ის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მომავალი ღირსშესანიშნაობის, ბუდა-ბარის ინტერიერის უმთავრესი და აუცილებელი დეტალია. ბუდა-ბარი ცნობილი საერთაშორისო ბრენდის რესტორანია, რომელიც საქართველოს დედაქალაქს 2011 წლიდან შეემატება. რამდენიმე თვეა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რიყის გვირაბის შესასვლელთან გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. განახლებულ რიყის ტერიტორიაზე ბუდა-ბარი 1400 კვადრატულ მეტრ ფართობს დაიკავებს, დანარჩენი სივრცე კი პარკს დაეთმობა.

გაზიარება
[ლილი მიროტაძე. 22:51 18-12-2010]
ბუდა-ბარის ისტორია არც თბილისით იწყება და, ალბათ, არც სრულდება. ბარის იდეა რუმინული წარმოშობის აწ გარდაცვლილ ბიზნესმენს, რაიმონდ ვისანს ეკუთვნის. პირველი ბუდა-ბარი 1996 წელს პარიზში დაიბადა. დღესდღეობით ბარი თანაარსებობს მრავალი ქალაქის, მათ შორის მონტე-კარლოს, ლონდონის, პრაღის, დუბაის, კიევის, სან-პაულოს, ბეირუთის, კაიროს ლანდშაფტებთან. სულ ცოტა ხანში ის ვაშინგტონსაც შეემატება. აღმოსავლური დიზაინი ორიგინალური ჭაღებით, ეგზოტიკური სამზარეულო და, რაღა თქმა უნდა, მუსიკა, რომელზეც მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ უკვე ბარის დიჯეე­ბის მიერ შემოთავაზებული მუსიკის ათეულობით ალბომი არსებობს. გარდა ამისა, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, რომელიც ბრენდის ინტერიერის მთავარ დეტალს წარმოადგენს, მის ცენტრში აღმართული ბუდას გრანდიოზული ქანდაკებაა. ამ სტანდარტების დაკმაყოფილება თითოეულ ბუდა-ბარს ევალება.

ხსენებული სტანდარტების დაკმაყოფილება თბილისის ბუდა-ბარსაც მოუწევს. როგორც წამოწყების მესვეურები იტყობინებიან, მშენებლობის პროექტი სწორედ ფრანგ არქიტექტორებს ეკუთვნით და მომსახურების ხარისხის მეთვალყურეები შემდგომშიც ფრანგები იქნებიან. რა თქმა უნდა, თუ ეს “შემდგომში” საერთოდ იარსებებს.

ბუდა-ბარის იდეამ ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მეტეხის ხიდზე 100 ათასი წმინდა მოწამის მოსახსენიებელი პარაკლისის გადახდისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ათასობით ადამიანის წინაშე განაცხადა, რომ ყოვლად დაუშვებელია ბუდას ქანდაკების დადგმა სანაპიროზე, ანუ წმინდა მიწაზე. ილია II-ს ამ ადგილას ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის აშენება სურს.

ერთადერთი ქალაქი, სადაც ბუდა-ბარი განსაკუთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა და საბოლოოდ შეეწირა კიდეც, ჯაკარტაა. თუ საქართველოში ბარის “რელიგიური” დატვირთვის გამო წუხან, ინდონეზიის დედაქალაქის მკვიდრი ბუდისტების მძაფრი პროტესტი საპირისპირო მიზეზმა გამოიწვია: მათთვის ბუდას სახელი და ბუდიზმის წმინდა სიმბოლოების გამოყენება საკრალურობისა და რელიგიური შინაარსისგან დაცლილი გასართობი ცენტრის მიერ ყოვლად დაუშვებელი და აღმაშფოთებელია.

თუ პროექტი განხორციელდა, რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ შეძლებულ თუ ნაკლებად შეძლებულ ქართველებსა და მხიარულ ტურისტებს გადავაწყდებით. მოსახლეობას უკვე არ მოსწონს ჯერ კიდევ აუშენებელი რესტორნის არსებობა იქ, სადაც “ამდენი ეკლესიაა, სადაც ხალხი სალოცავად და­დის, სადაც თბილისის ისტორიული ცენტრია. კი, ბატონო, გაიხსნას ბუდა-ბარი, მაგრამ ხომ შეიძლება სხვა ადგილის შერჩევაც?! ეს წმინდა ადგილია, ეკლესიებით სავსე. რა უნდა აქ ბუდას? ბუდაზეც არ არის ლაპარაკი, საერთოდ, გასართობი ცენტრები თუ რესტორნები აქ არ უნდა გაიხსნას”.

ჯერჯერობით არავინ იცის, ვინ იქნება რესტორნის მესაკუთრე. კიევის ბუდა-ბარს კახი კალაძე პატრონობს. გაჩნდა ეჭვი, რომ თბილისური ბუდა-ბარის მფლობელიც სწორედ კალაძე იქნება, თუმცა ამას თვითონ კალაძე არ ადასტურებს.

ბუდა-ბარის გახსნასთან დაკავშირებით ადრეც საუბრობდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ ეს დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, პროექტი მაშინ ვერ განხორციელდა. ახლა, როგორც ჩანს, საჭირო თანხები მოიძიეს, მაგრამ საიდან? რა ჯდება ეს სიამოვნება? მერიის არქიტექტურულ სამსახურში აცხადებენ, რომ ეს საქმე მათ არ ეხებათ და არც ერთ კითხვაზე არ გვპასუხობენ. სურს ეს ბატონ გეგი ქელბაქიანს თუ არა, ბუდა-ბართან დაკავშირებით საუბარი არ შეწყდება. ბევრი კითხვა უპასუხოდაა დარჩენილი. “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს კი აზრადაც არ მოსვლია, გაერკვია, რატომ შენდება ბუდა-ბარი იქ, სადაც რამდენიმე წლის წინათ ქართული რესტორნები დაანგრიეს (“მეგრელები”, “ნატვირს ხე”...). თუ ეს რესტორნები “არ ჯდებოდა” თბილისის არქიტექტურულ სტილში, ვითომ ბუდა-ბარი ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს? ან რატომ უნდა აშენდეს ბუდა-ბარი მაინც და მაინც რიყეზე, სადაც თბილისის ისტორიული და რელიგიური ცენტრია?

საინტერესოა, რატომ მაინც და მაინც ბუდა-ბარი; რა არის იგი საერთოდ, ვისთვის არის და რა ტიპის გართობას ითვალისწინებს? რატომ გადაწყვიტეს ბარის გაკეთება სწორედ იმ ადგილას, სადაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს რწმენის გამო, სადაც თითოეული სანტიმეტრი მოწამოებრივი სისხლით არის გაჟღენთილი?

რატომ არის ამით თვით პრეზიდენტი დაინტერესებული - აქტიურად ლაპარაკობს ამაზე და საჯარო დაპირებებს იძლევა?

ის, რომ კიდევ ერთი ბარი იხსნება, თუნდაც ბუდა-ბარი, წესით, ცუდი არ უნდა იყოს. მაგრამ რატომ - რიყეზე?

როგორც პროექტის ინიციატორები ამბობენ, არ ეგონათ, თუ ის რელიგიასთან იქნებოდა გაიგივებული და ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ყველაფერი გაირკვევა და ყველანაირი შიში თუ ეჭვი გაქრება. მათი თქმით, რიყე თვითონ ფრანგებმა აირჩიეს და გარანტიას იძლევიან, რომ ეს იქნება ისეთი მაღა­ლი კლასის კლუბ-რესტორანი, სადაც არანაირი გამაბრუებელი საშუალებები არ გაიყიდება, ვერც ვერავინ შემოიტანს და მოიხმარს და არც ღრეობა იქნება.

“საქართველო და მსოფლიო” დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები ბუდა-ბარის ქრისტიანებისთვის წმინდა ადგილას მშენებლობის თაობაზე.

გურამ ფირცხალავა, მსახიობი:
- ცუდი დამოკიდებულება მაქვს ბუდა-ბარის მშენებლობასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, მგონი, ღალატი ჰქვია, უფრო უარესიც, თუმცა ღალატზე მეტი რაღა უნდა იყოს! საზოგადოების რეაქცია ამათ ვერ აჩერებს. ზემოდანაა დავალებული, რომ ეს ბარი აშენდეს და აშენდება კიდეც, ასე მგონია. ვიღაც არის დაინტერესებული, ეს “ბუდები” რომ ჩამოიყვანონ და ქვეყანა გადარიონ. რატომ სძულს ამ ხალხს ყველაფერი ქართული, ვერ გავიგე! ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშენებლობის შესაჩერებლად, მარტო აქციები ამას ვერ უშველის. ესენი რაღაცნაირად უნდა მორჯულდნენ ან გამოვულოცოთ.

რაღაც უნდა ვქნათ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. აუცილებელია, ხმა ამოვიღოთ. ეკლესიის შენებაც დროზე უნდა დავიწყოთ იმ ადგილას. იქნებ, რაღაცამ მოახედოს ეს ოჯახაშენებულები ქართველებისკენ. რა უნდა ვქნათ, იცით? ყველანი უნდა გამოვიდეთ და იმ წმინდა ადგილას ტაძარი ავაშენოთ.

სოსო ჯაჭვლიანი, მსახიობი:
- უარესის ღირსები ვართ ამათ ხელში. როცა ხმას არავინ ამოიღებს, უფრო ბევრ ცუდს გაგვიკეთებენ. ყველაფერი გასხვისდა. გასდით და აკეთებენ. პატრიარქსაც რომ არ უსმენენ, იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად. გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ ადგილას ტაძარი ავაშენოთო და არავინ აქცევს ყურადღებას. პატრიარქმა ასე ბრძანა და იქ როგორ შეიძლება ბუდა-ბარის გაკეთება?! ნიღაბი ჩამოისხნეს და პირდაპირ თავს გვესხმიან. ამიტომ ქართველები ცოტა უფრო აზრზე უნდა მოვიდეთ. დახმარება უნდა ვთხოვოთ, იცით, ვის? მუსლიმანებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, ებრაელებს... აბა, თვითონ ქართველები ხმას არ იღებენ და იქნებ ესენი მაინც დაგვეხმარონ. რეაქცია აუცილებლად იქნება ამ ფაქტთან დაკავშირებით, არანაირი კანონი არაა მისაღები ჩემთვის, თუ მას მორალი არ ახლავს თან. ბევრი იფიქრებს, ალბათ, ისე, როგორც მე და, ალ­ბათ, ეს რეაქციასაც გამოიწვევს. რეაქცია ისეთი უნდა იყოს, როგორიც საჭიროა. უარესის ღირსები ვიქნებით ქართველები, თუ ხმას არ ამოვიღებთ.


P. S. მოკლედ, ქართველები, ხელისუფლების გამოისობით, დიდი დილემის წინაშე ვდგავართ. ასეთი მდგომარეობიდან გამოსვლის მსურველს კი, როცა კეთილ რჩევას არ შეისმენს, უბრალოდ ეუბნებიან: “ჯანდაბაშიც წასულხარო”.

წესით, ხელისუფლებას უნდა ვაგზავნიდეთ ჯანდაბაში, მაგრამ პირიქით ხდება, ჩვენ გვიპირებს იქ გაგზავნას, ანდა სულაც აქვე გაგვიხსნიან ბუდა-ბარს, ანუ “ჩვენს ჯანდაბას”, რომლის მოსანახულებლად ათასობით კილომეტრის გავლა არ დაგვჭირდება.

ქალაქი ჯანდაბა ნამდვილად არსებობდა და ოდესღაც მრისხანე დამპყრობის - ჯაჰან-შაჰის სახელი ერქვა. ამ ქალაქს დღეს დელი ჰქვია, რომელიც აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დასავლური ქალაქია. ჩვენი ხელისუფლება, ალბათ, ფიქრობს, რომ, რაკი ევროპამ ზურგი გვაქცია, აზიის გავლით უნდა დავამკვიდროთ დასავლური ღირებულებები. ჭკვიანურად მოქცევის შემთხვევაში ხელისუფლებას ასე შორს - ფაქტობრივად მოუსავლეთში, წასვლა აღარ დასჭირდებოდა, მაგრამ, ხომ გაგიგიათ, “ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის...”

"საქართველო და მსოფლიო"
READ MORE - ბუდა-ბარი - უმოკლესი გზა ჯანდაბისკენ

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...