თუ საქართველო ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაესხმევა, მას რუსეთი საკადრის პასუხს გასცემს.
გაზიარება
[14:34 01-10-2010]
ამის შესახებ ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქრო თავდაცვის მინისტრმა ვალერი იახნოვეცმა განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს ოსური შეიარღებული ძალების რეფორმირების პროცესი და მათი რაოდენობა 1300 კაცამდე მცირდება.
მაგრამ, ეს მათ ბრძოლისუნარიანობაზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვისუნარიანობაზე არ იმოქმედებს, რადგან ცხინვალის მახლობლად რუსეთის IV სამხედრო ბაზაა განთავსებული, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაიცავს.
დე ფაქტო მინისტრის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საჰაეროო სივრცე კარგადაა დაცული, თუმცა, ჩ-300 ტიპის სარაკეტო კომპლექსების განთავსებაც არ იქნებოდა ურიგო.
იახნოვეცის თქმით, ბოლო დროს რუსეთის მედიაში აგვისტოს ომის დროს ოსი ,,ოპოლჩენცების” როლის დაკნინება მიმდინარეობს, რაც, მისი აზრით, დაუშვებელია.
,,უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ოსმა მებრძოლებმა შეაჩერეს და შემდგომ განდევენს ქართული ტანკები ცხინვალიდან”, – განაცხადა იახნოვიცმა.