იმ გაკვეთილებს შორის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა ამ კვირაში მიიღო, არის ის, რომ სხვა დროს როდესაც ის გადაწყვეტს მთავრობაში მინისტრად დანიშნოს 28 წლის, არასაკმარისი პროფესიული გამოცდილების მქონე ქალბატონი, რომელიც მისი ოჯახის პურის საცხობში მუშაობდა
გაზიარება
[რობერტ მაკეი. 23:45 31-07-2010]
...მას კარგად უნდა ახსოვდეს რომ მანამდე მას ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების წაშლა უნდა სთხოვოს, თუნდაც ამ ფოტოებით მხოლოდ ვარაუდი შეიძლებოდეს იმისა, რომ ის ღამის კლუბში მაგიდაზე სტრიპტიზის მოცეკვავეებთან ერთად ერთობოდა.
რადგან მაგალითად ვერა ქობალიას ფოტო, რომელიც ბატონმა სააკაშვილმა ახლახანს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დანიშნა, ამ კვირაში გაზეთ „ასავალ-დასავალმა“ დაბეჭდა. გაზეთი ამტკიცებს, რომ ფოტო ვანკუვერში (კანადა) თებერვალში, სტრიპტიზ-კლუბშია გადაღებული.
ქალბატონი ქობალია კანადელი ქართველების ოჯახიდანაა, ისინი საქართველოდან სამოქალაქო ომს გაექცნენ და ვანკუვერში გადასახლდნენ. მაშინ ის ბავშვი იყო. საქართველოში თებერვალში საქველმოქმედო საქმიანობისთვის ჩამოვიდა და სულ რაღაც ოთხ თვეში მინისტრთა კაბინეტში დაინიშნა. ამ კვირაში მან განაცხადა, რომ ფოტო დაახლოებით 10 წლის წინ ფლორიდაში არდადეგების დროს გადაიღო – იუწყება ბრიტანული გაზეთი Independent-ი, რომელიც ახლა რუსი ოლიგარქის საკუთრებაა.
Independent-ის მოსკოვის კორესპონდენტი შონ ვოლკერი იუწყება, რომ ფოტო, რომელიც „როგორც სჩანს ქალბატონი ქობალიას Facebook-ის გვერდიდანაა აღებული“ რუსული მედიისთვის უმალ წამყვან თემად იქცა, რომელიც მანამდეც ცდილობდა სააკაშვილი სექსზე შეშლილ ავტოკრატად წარმოეჩინა, როდესაც მან შარშან საქართველოში საკუთარი ზურგის მასაჟისთვის ქალბატონი ამერიკიდან ჩამოიყვანა.
ვიდრე ქართული და რუსული გაზეთები ბატონ სააკაშვილს აკრიტიკებდნენ და ცდილობდნენ ინსინუაციებს, რომ ფოტოზე გამოსახულია ქობალია, მის დასთან ერთად და მისი ამოუცნობი მეგობარი ვანკუვერში იმ დროს, როდესაც იქ საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს იმყოფებოდა, მინისტრმა განაცხადა – ”თუ ყველაზე ცუდი რამ, რაც ოპოზიციამ ან ნებისმიერმა სხვამ ჩემს შესახებ შეიძლება მოიძიოს, ჩემი კოლეჯის დროინდელი ძველი სურათია, მე ამაში არაფერს ცუდს არ ვხედავ”.
სინამდვილეში გაურკვევლია საიდან გაჩნდა ეს ფოტო, თუმცა ერთი დღით ადრე ვიდრე მას გაზეთები დაბეჭდავდნენ ის Facebook-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც საკუთარ თავს ქალბატონი ქობალიას ფან-კლუბის გვერდს უწოდებს, თუმცა თავად ქობალიას პერსონალური ვებ-გვერდი Facebook-ზე როგორც სჩანს არ არსებობს. (ფან-კლუბის გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, ქალბატონ ქობალიას როგორც სჩანს ვებ-გვერდი ჰქონდა, რადგან ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე ინტერვიუს დროს, ის უზარმაზარი ეკრანის წინ იჯდა, რომელზეც მისი გვერდი იყო გამოსახული).
ფანების გვერდზე ასევე „დალინკულია“ მისი Flickr-ის გვერდი, სადაც ქალბატონი ქობალიას ღამის კლუბში გადაღებული ფოტოები ამ თვეშია გამოქვეყნებული – ძირითადად მინისტრის დის ოცამდე სხვა ფოტოსთან ერთად (ერთგან ეს უკანასკნელი გადაღებულია ჯონ მაკკეინთან ერთად, რომელიც სააკაშვილთან დაახლოებული პირია).
ქალბატონმა ქობალიამ, მისმა დამ და მათმა მეგობრებმა ორი ფოტო, რომელიც არ არის დათარიღებული, როგორც სჩანს იმავე ღამით გადაიღეს, როდესაც ის ფოტო, რომელსაც ასეთი აურზაური მოჰყვა. Flickr-ში გამოქვეყნებული კიდევ ერთი ფოტო, როგორც სჩანს ქალბატონი ქობალიას განცხადებას ადასტურებს, რომ ის ფლორიდაშია გადაღებული. სურათზე ჩანს, რომ დები ქობალიები და მათი მეგობრები დგანან შენობის წინ, რომელიც აშკარად მაიამის Colony Hotel-ია.
ზოგიერთი ქართველის მხრიდან ფოტოებთან დაკავშირებული დავა ქობალიას გამოუცდელობაზე პროტესტს მოჰყვა. საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი გაოცებულია იმით, რომ ქობალია „ქვეყნის ეკონომიკური ხერხემლის თავკაცობასაც ისე დასთანხმდა, რომ არა აქვს არც შესაბამისი განათლება და არც გამოცდილება“ და დასძენს – „ვფიქრობ ნებისმიერი შესძლებდა საკუთარ ოჯახში უფრო გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანის მოძებნას, ვიდრე ქალბატონი ქობალიაა“.
ახლახანს Twitter-ზე ახალგაზრდა მინისტრმა ხალხი გაამხნევა წინადადებებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განავითარონ ქვეყნის ტურისტული ინდუსტრია ისე, რომ არ შეწუხდნენ მათ პერსონალურ „სივი“-ში გამოცდილების ნაკლებობაზე. „ჩანაწერს რა მნიშვნელობა აქვს“ – წერს იგი – „თუკი მიგაჩნიათ, რომ თქვენ გაქვთ ის, რაც ამ საქმეს სჭირდება მაგრამ არ გაქვთ ხუთწლიანი გამოცდილება… გამოგზავნეთ ის“.
დავა ქალბატონი ქობალიას ახალგაზრდულ წინდაუხედაობაზე იმ დროს ემთხვევა, როდესაც სააკაშვილი ცდილობს მეორე დავის განმუხტვას, რაც კოლეგებთან საუბრის დროს მისი მხრიდან სიტყვა „ზანგის“-ს გამოყენებას მოჰყვა.
საქართველოს გაერო-ს ასოციაციის საინფორმაციო სააგენტოს Civil Georgia-ს ცნობით, ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა საგადასახადო პოლიტიკაზე ფინანსთა სამინისტროს ჩინოვნიკის და მისი პრემიერ-მინისტრის დატუქსვის დროს მათ ჰკითხა – „ჩვენ რა ზანგები ვართ? ამიხსენით, რატომ ვიქცევით ველურებივით?“
თარგმანი: foreignpress.ge