თეა თუთბერიძის ახალი გეგმა...[ინტერვიუ]

ინტერნეტ მედიასივრცეს, კიდევ ერთი, “ღვთისმშობლის წილხვედრი ბლოგი” შეემატა. ასე ქვია გამოცემას, რომელიც ინტერნეტში, რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე. ბლოგის გახსნის შესახებ, სოციალური ქსელის, “facebook“ –ის მეშვეობით შევიტყვე. ღვთისმშობლის წილხვედრ ბლოგზე ძირითადათ რელიგიური შინაარსის მასალები ქვეყნდება. მისშემქმნელად კი, დიაკვანი მარკოზ უშიკიშვილი გვევლინება. თუმცა, ბლოგს თუ გულისყურით წაიკითხავთ, საეჭვოა გამოცემა სასულიერო პირის შექმნილი იყოს. გამოქვეყნებული მასალების შინაარსის გარდა, ეჭვს კიდევ ერთი გარემოება იწვევს: ღვთისმშობლის წილხვედრ ბლოგს, “facebook“ –ის მეშვეობით, თავისუფლების ინსტიტუტის წევრები აპიარებენ, განსაკუთრებით კი, თეა თუთბერიძე აქტიურობს. ამიტომ თუთბერიძეს რამდენიმე კითხვით მივმართე.

- თეა, შენთვის არის თუ არა ცნობილი, ვინ არის „ღვთისმშობლის წილხვედრი ბლოგის“ ავტორი, რადგან შენ მისი აქტიური მომხმარებელი ხარ და Facebook-ზე მისი პიარით ხარ დაკავებული.


– დიახ, მე აქტიური მომხმარებელი ვარ მარკოზ უშიკაშვილის „ღვთისმშობლის წილხვედრი ბლოგის“ და ისევე როგორც „მამა ბუასილის“ ვიდეოებს, ამ ბლოგზე დაწერილ პოსტებს ხშირად ვათავსებ Facebook-ის ჩემს გვერდზე. ნაკლებად მაინტერესებს, თუ ვინ არის ამ ბლოგის ავტორი. მთავარი ის არის, რომ მომწონს ეს ბლოგი. ვთვლი, რომ საინტერესოდ წერს დიაკვანი მარკოზ უშიკიშვილი და ძალიან სახალისო პოსტებია. ის ძალიან კარგად ახერხებს ამ ფორმით გააკრიტიკოს და დასცინოს იმ უმსგავსოებას, რაც საპატრიარქოში და ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიაში ხდება. ეს მისი პირადი და სავსებით სამართლიანი პაროდიაა, რომელიც სხვათაშორის უფრო გემოვნებიანია, ვიდრე ბევრი ანტილიბერალის ქადაგება. ვისურვებდი შალვა რამიშვილს მიეწვია საქართველოს კათალიკოს პატრიარქი თავის შოუში „სიმართლის დროა“ და დაესვა მისთვის შეკითხვები. პირველი კითხვა რა უნდა დაისვას ის უკვე ვიცი . . .

– თეა, რა არის ეს კითხვა?

-უახლოს მომავალში გამოვაქვეყნებ ყველა კითხას საჯაროდ.


- ერთია საპატრიარქოში არსებულ სიტუაციასთან ბრძოლა და მეორე, როცა ასეთი სახელწოდების ბლოგი იქმნება რაც შემდეგ საზოგადოების აგრესიას იწვევს.

– მე ვერ ვხვდები რატომ არის ასეთი ბლოგის არსებობა პრობლემა. პირიქით, ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი და დამოკიდებულება, რა ფორმითაც ის ამას თვლის საჭიროდ. ნებისმიერ მოქალაქეს, კანონით დაშვებულ ფარგლებში, აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს უფლება გამოხატოს ამ აზრისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და პროტესტი. ვფირობ, ყველა თვალსაზრისი უნდა გაიგოს საზოგადოებამ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად პროვოკაციული ან მიუღებელი არ უნდა იყოს იგი. თუ ეს ბლოგი არ მოსწონს საზოგადოებას, ანუ თუ იგი აგრესიას იწვევს მათში, ვფიქრობ, რომ აქ საზოგადოების პრობლემაა და არა ბლოგის. ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, აგრესია უჩნდება ყველაფერ განსხვავებულის მიმართ, რაც სწორედ საპატრიარქოს და მისი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ის მრევლთან დამოკიდებულებაში ატარებს. ერთია არ მოგწონდეს რაღაც, მაგრამ მეორეა ეს რაღაც შენში აგრესიას იწვევდეს. მე უბრალოდ ვსვამ კითხვას, აშენდება ამ ქვეყანაში ლიბერალიზმი, როცა საკუთარი ხელით ვისვამთ თავზე ერთ-ერთ, რიგით კონფესიას?

- მკრეხელობად არ მიგაჩნია ასეთი სახელწოდების ბლოგის არსებობა?

– კი, რა თქმა უნდა “მკრეხელობაა“. ამგვარი ბლოგები შეურაცხყოfს ჩვენს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ჩემთვის, როგორც ჭეშმარიტი მართმადიდებლისთვის მიუღებელია. დღეს ილია მეორე ხომ ჩვენთვის ჯერ არ კანონიზებული მაგრამ მაინც წმინდანია, უფრო მეტიც, ჭეშმარიტი მართმადიდებელისათვის ის ხომ ღმერთია. ამიტომ ჩვენ უნდა გავიხსენოთ რას გვეუბნება ახალი აღთქმა. მესამე მცნება გვასწავლის „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.“ ეს მცნება გვიkრძალავს უფლის სახელის მოხსენიებას ამაოდ. წმინდა მოციქული იაკობი თავის ეპისტოლეში წერს: „…ენაჲ კაცთაჲ ვერვის ხელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა, რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მით ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან. მიერვე პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ… (იაკ. 3, 8-10).“ ამიტომაც ჩვენ კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ თითოეული სიტყვა რომელსაც ვამბობთ. მე-18 საუკუნეში მოღვაწე წმინდა მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი შემდეგს წერდა ღმერთის სახელის გამოყენებაზე: „ღმერთის სახელი წარმოთქვი და მოიხსენე ყოველი პატივისცემით და მოწიწებით, შიშითა და თრთოლვით, და ისიც (მხოლოდ) იქ, სადაც და როცა ეს საჭიროა, რამეთუ ღმერთის სახელი წმინდა და საშინელია [საკრძალველია], და ვინც უპატიოდ ახსენებს მას, ის მძიმედ სცოდავს. ამრიგად, პატივი მიაგე ღმერთის სახელს ისევე, როგორც თავად ღმერთს.“

ამიტომ მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ ამ ბლოგის შემქმნელი მარკოზ უშიკიშვილი. „მამა ბუასილმაც“ და მარკოზ უშიკიშვილმაც პასუხი უნდა აგონ. უფრო მეტიც, ინტერნეტი ხომ „ეშმაკის მოგონილია“ და კარგი იქნება, რომ ვიეტნამს მივბაძოთ და Facebook, Youtube, „ღვთისმშობლის წილხვედრი ბლოგი“ და მსგავსი ბლოგებიც ავკრძალოთ, რადგან ადამიანებმა ინტერნეტი გადააქციეს იმ კერპად, რომელსაც მსხვერპლად სწირავენ ჩვენს ეკლესიას. 1990 წლის ეპისტოლეში საქართველოს პატრიარქმა განაცხადა კერპთაყვანისმცემლობის დაუშვებლობაზე – „მეორე მცნება: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი მისი, რაოდენი არს ცათა შინა და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ. ეს კანონი კრძალავს ჭეშმარიტი ღვთის ნაცვლად ფიზიკური სხეულების, არასულიერი საგნების, ცის მნათობების, ცხოველების, ფრინველების თაყვანისცემას. ქრისტიანისთვის კერპთმსახურებად ითვლება ასევე ცოდვითი მიდრეკილებებისადმი მონობა: ბევრნი ესწრაფვიან სიმდიდრის შეძენას, რადგან მათი კერპი არის სიმდიდრე; ზოგი პატივმოყვარეობის ავადმყოფური სენით არის შეპყრობილი; ზოგს მთავარ საქმედ ხორციელი სიამოვნება გაუხდია; სხვანი ლოთობენ, აზარტულ თამაშს მისდევენ… ღმერთი და მისი მსახურება კი აღარ ახსოვთ.“

და ბოლოს გისვამთ კითხვას, შეიძლება თუ არა საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოიტანოთ კლერიკალური და საკრალიზებული სიტყვები? “ხატის ტყე” არ გვეყოფა?!

P.S: სიმართლე გითხრათ, მეეჭვება თუთბერიძე ბლოგის ავტორი თუ არა, მისი მთავარი რედაქტორი მაინც არ იყოს, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია, შედით და თვენვე განსაჯეთ.


[რომან ქევხიშვილი, gtn.ge]

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...