20:06 09.11.2011
მედია-კავშირი "ობიექტივი" ტელეკომპანია "თრიალეთის" წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას აპროტესტებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:"მედია-კავშირ "ობიექტივის" ინიციატივით, ხვალ, 2011 წლის 10 ნოემბერს, დღის 14 საათზე, ვმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრას, ტელეკომპანიის "თრიალეთი" მხარდასაჭერად;
გთხოვთ, მობრძანდეთ კინოს სახლში, მეორე სართულზე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ტელეკომპანიის "თრიალეთი" წარმომადგენლები.
მივიღებთ და გავავრცელებთ სპეციალურ მიმართვას საერთაშორისო ჟურნალისტური და ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციებისადმი. დამიკავშირდით - 597 11 99 11 ირმა ინაშვილი"
შ.პ.ს "ალფა–კომი" (ყოფილი ტელეცენტრი) "თრიალეთს" სასამართლოში უჩივის. სარჩელი დავალიანებას ეხება, რომელზეც ტელეკომპანიასა და ტელეცენტრს შორის შეთანხმება მოხდა. შეთანხმების თანახმად, უნდა განხორციელებულიყო რესტრუქტურიზაცია და ოქტომბრის თვიდან დავალიანების ეტაპობრივიდაფარვა. თუმცა, შ.პ.ს. „ალფა-კომმა“ შეთანხმება დაარღვია და „თრილეთს“ სასამართლოში უჩივლა.
