13:06 06.06.2012
ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის ყურადღების დათმობა მოუწია. მათი თქმით, სავაჭრო ადგილები იძულებით დაატოვებინეს, ემუქრებოდნენ დაჭერით და დაჯარიმებით.
პარლამენტის თავმჯდომარე გარემოვაჭრეებს დახმარებას დაჰპირდა და განაცხადა, რომ ბაზრის კეთილმოწყობას და გარემოვაჭრეებისთვის ნორმალური ადგილების გამოყოფას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს დაავალებს.
