17:06 04.10.2011
სომხეთის უშიშროების საბჭომ რელიგიურ სექტებს ომი გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის უშიშროების საბჭომ სტრატეგიაზე, რომელიც რელიგიური სექტების წინააღმდეგ და რელიგიური უსაფრთხოების დაცვის მიზნით უნდა ამოქმედდეს, გუშინ იმსჯელა.
უშიშროების საბჭოს მდივნის არტურ ბაღდასარიანის თქმით, რელიგიური უსაფრთხოება სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია და მისი „უმთავრესი მიზანი სომეხი ხალხის მორალური, სულიერი, ეთიკური და კულტურული იდენტობის დაცვაა“.
მისივე განცხადებით, უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი მიზნად არ ისახავს რწმენის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას, არამედ, იგი გამოხატავს სომხეთის მთავრობის დამოკიდებულებას გარკვეულ რელიგიური მიმდინარეობების მიმართ.
„იგი მიზნად ისახავს იმ რელიგიური სექტების ნეიტრალიზებასა და მათი სამოქმედო არეალის შეზღუდვას, რომლებიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებასა და დემოკრატიას“, - აღნიშნა ბაღდასარიანმა.
tribuna.ge
