ავტორი თამარ ზანთარაია
14:06 09.05.2012
სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი ნაწილი ჭაობიანი ტყეა. მშენებლების ინფორმაციით, ჯერჯერობით მხოლოდ ორი პროექტი არსებობს - ლაზიკის ბულვარის და იუსტიციის სახლის.

სააკაშვილის განცხადებით, ლაზიკა დასავლეთ საქართველოს მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური და ბიზნესცენტრი გახდება, საქართველოსთვის კი, ის მთავარი ცენტრის ფუნქციას შეიძენს შავი ზღვისპირეთის მასშტაბით. პრეზიდენტის თქმით, 10 წელიწადში ლაზიკა თბილისის შემდეგ, სიდიდით მეორე ქალაქი იქნება, მინიმუმ, ნახევარ მილიონიანი მოსახლეობით.
livepress.ge
