ზაზა გოროზია
პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში.
ჩვენს რუბრიკაში "არაპირდაპირი მნიშვნელობის მკვლელი" მომდევნო გამარჯვებული გახდა სამეგრელოს გუბერნატორი ზაზა გოროზია, რომელმაც ულუკმაპუროდ დატოვა ათასობით მეგრელი. მთლიანად ხელში ჩაიგდო თხილის, ციტრუსის ბიზნესი და ისედაც გაუბედურებულ მოსახლეობას ლუკმა პურის შოვნის საშუალება, აღნისნულ პროდუქტზე ფასის დაწევით, უსინდისოდ მოუსპო.
გოროზია შემჩნეულია სეპარატისტულად მოაზროვნე ჯგუფებთან კავშირში და მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის განხორციელებაში.
გთავაზობთ, რამოდენიმე სტატიას, რომელიც ამ ავადსახელგანთქმული პიროვნების ამაზრზენ ქმედებებს ეხება: