”სააკაშვილი იყო აფრასიძეების მკვლელობის ორგანიზატორი”

აფრასიძეების უფლებების დამცველმა ადვოკატმა, მალხაზ ჯანგირაშვილმა, საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართა, რომელშიც იგი საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სთხოვს, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყოს, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2 სექტემბერს გაკეთებულ ამ განცხადებაზე:

”მე მინდა დავადასტურო, რომ მე გავეცი მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურების ბრძანება და მე ამას არ ვნანობ, არც ერთი წამით. ეს იყო აფრასიძეების ბანდა, რომელიც აკონტროლებდა მთელ სვანეთს, რომელიც გამაგრებული იყო, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, მაღალ კოშკში და ჩემი ბრძანებით, ჩვენი ვერტმფრენებიდან, მათ შორის რაკეტებიდან, გახსნილი იქნა ცეცხლი; განადგურდნენ კოშკები და მათ შორის ბანდიტებიც განადგურდნენ და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება”.

შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 24 მარტს, მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციისას, მამა-შვილი - ევგენი და ომეხ აფრასიძეები დაიღუპნენ, ხოლო გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააპატიმრეს.

პროკურატურაში 6 ნოემბერს შეტანილი განცხადებასთან დაკავშირებით პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა აფრასიძეების უფლებების დამცველ ადვოკატს, მალხაზ ჯანგირაშვილს.

მალხაზ ჯანგირაშვილი:მიხეილ სააკაშვილის მიერ, 2 სექტემბერს გაკეთებული განცხადების საფუძველზე, მოვითხოვ დაიწყოს სსს-ის გამოძიება და თავდაპირველი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, მთავარმა პროკურატურამ მიმართოს საქართველოს პარლამენტს, რათა განხორციელდეს მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და გიორგი ბარამიძის იმპიჩმენტის პროცედურა და შესაძლებელი გახდეს, მათი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემა, რამდენადაც სახეზეა ამ ადამიანების მიერ, აშკარა დანაშაულის ჩადენა, უშუალოდ სააკაშვილის მიერ გაკეთებული აღიარებითი განცხადებიდან, რომელშიც სააკაშვილი ამბობს, რომ პირადად მან გასცა ბრძანება დაებომბათ და გაენადგურებინათ აფრასიძეები, ცეცხლი გაეხსნათ მათთვის ვერტმფრენებიდან.

ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი იყო აფრასიძეების მკვლელობის ორგანიზატორი. ამ განცხადებით აშკარა გახდა, რომ ის თავდაპირველი ვერსია, თითქოსდა ე.წ. სპეცოპერაცია მიმალვაში მყოფი პირების გამოვლენა-დაკავების მიზნით ჩატარდა, იყო ფიქცია და რეალურად, ამხელა შეიარაღებული შენაერთები, სვანეთში აფრასიძეების დაბომბვისა და განადგურებისთვის გადაისროლეს. ეს არის განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში. მთავარ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში, დაკონკრეტებულიცაა, რა კონკრეტულ პუნქტებთან გვაქვს საქმე.

იქნებ ჩამოთვალოთ ეს პუნქტები.
- სახეზეა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულები; მათ შორის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რომლის სანქციაც არის 12-დან 20 წლამდე პატიმრობა, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

რა ეტაპებია გასავლელი იმისთვის, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები პასუხისგებაში მისცენ?
- სწორედ იმის გამო, რომ ეს ადამიანები უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან, მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება, იმუნიტეტი იცავთ, მაგრამ, ვინაიდან სახეზეა მათ მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის აშკარა ნიშნები, პროკურატურამ პარლამენტს იმპიჩმენტის განხორციელების მიზნით უნდა მიმართოს და პარლამენტის ერთმა მესამედმა, ამ პროცედურის ჩატარებას მხარი უნდა დაუჭიროს, ხოლო შემდეგ, დასკვნა უზენაესმა სასამართლომ უნდა გასცეს და იმ შემთხვევაში, თუ ჩაითვალა, რომ მათ ქმედებაში ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები, უნდა განხორციელდეს იმპიჩმენტი, რომელსაც პრეზიდენტის შემთხვევაში, თუ არ ვცდები, მხარი ორმა მესამედმა უნდა დაუჭიროს, ხოლო, მინისტრების შემთხვევაში – უმრავლესობამ.

რეალურად მიგაჩნიათ, ამ პროცედურების გავლა?
- რეალურად მიმაჩნია თუ არა, ეს სხვა საქმეა. მე, როგორც ადვოკატი და როგორც მოქალაქე, ვალდებული ვარ ის სამართლებრივი ნაბიჯები გადავდგა, რაც ჩემი მოვალეობიდან გამომდინარე, აუცილებლად მიმაჩნია. ყველა ადამიანმა უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მის მოვალეობაში შედის. დანარჩენს უკვე საზოგადოება, ისტორია და ამავე დროს, სისხლის სამართლის კანონი განსჯის, რომელიც ყველა ადამიანთან მიმართებაში, ასე თუ ისე, ცხოვრების გარკვეულ ნაწილში ჩასაფრებულია. სააკაშვილს იმუნიტეტი 2013 წლამდე იცავს და ვიმედოვნებ, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, 2013-ის მერე ისევ იარსებებს და კანონთან მიმართებაში ყველა თანასწორი იქნება.

რამდენი წლით პატიმრობა ემუქრება სააკაშვილს, თუ დაადგენენ, რომ აფრასიძეების საქმეში დამნაშავეა?
- 109-ე მუხლიდან (განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში) სახეზეა 5 პუნქტის აშკარა ნიშნები და მათი შეკრებით, სააკაშვილის მიმართ, სასჯელთა მინიმუმთა შეკრებით 85 წელი გამოდის, ხოლო მაქსიმუმთა შეკრებით - 105 წელი და პლუს ამას, ორი უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამას თუ დავამატებთ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დამნაშაულს, რომელიც 408-ე მუხლშია წარმოდგენილი და ითვალისწინებს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ასევე უვადო თავისუფლების აღკვეთას, გამოვა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

გარდა ამისა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ ე.წ. სპეცოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდნენ, სავარაუდოდ 20-ზე მეტი სს-ის დანაშაული ჩაიდინეს. მათ შორის: ცემა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, განზრახ უკანონო დაკავება, განზრახ უკანონო დაპატიმრება, სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, განზრახ მკვლელობა, ყაჩაღობა (აფრასიძეების სახლს სანამ გადაწვავდნენ, იქიდან ნივთები გამოიტანეს), სხვისი ნივთის დაზიანება და ასე შემდეგ. ამ მუხლების ჩამონათვალით მკითხველს აღარ გადავღლი.

თქვენი აზრით, როგორ მოიქცევა პროკურატურა?
- ცხადია, ამ საკითხის სრულ იგნორირებას მოახდენს, მაგრამ, ეს არაფერს ნიშნავს - მოგეხსენებათ, ეს საქმე უკვე ევროსასამართლოშია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მასალებს იქაც წარვადგენთ.

იქნებ, კიდეე ერთხელ, მოკლედ მოგვიყვეთ ეცერში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე?
- რეალურად, ეს იყო არა სპეცოპერაცია, არამედ, სამხედრო ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ: შსს-ს გულუას სახელობის სპეციალური დანიშნულების რაზმი, შსს-ს შინაგანი ჯარების სპეცრაზმი, უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის სპეციალური დანიშნულების რაზმი, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთელი პირადი შემადგენლობა და 12 ამერიკული და 8 რუსული ტიპის სამხედრო ვერტმფრენი.

ამ სპეცოპერაციას უშუალოდ ადგილზე ხელმძღვანელობდნენ: იმჟამინდელი შს მინისტრი გიორგი ბარამიძე, უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი და 2 სექტემბრის შემდეგ, ჩვენთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ ამ ადამიანებს უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან ჰქონდათ აფრასიძეების დაბომბვის და განადგურების დავალება მიღებული. ვვარაუდობ, რომ შესაბამისი ბრძანება მათ პირველ პირში მიიღეს და შეასრულეს. ბარამიძე, ადეიშვილი და მერაბიშვილი ამ ბრძანების შესრულების პირდაპირი თანამონაწილეები არიან, ანუ მკვლელობაში თანამონაწილეობა ცალსახაა.

ცეცხლის გახსნის შემდეგ, ცეცხლის არეალში მოექცა არა მარტო აფრასიძეების ოჯახი, შეცდომით ცეცხლი გაუხსნეს, გვერდით მეზობლების საცხოვრებელ სახლებს. შიშისგან გარდაიცვალა აფრასიძეების ხანდაზმული მეზობელი, ნინა გურჩიანი. შმაგი აფრასიძის მეუღლე სულიერად დაავადდა. ამ ცეცხლის გახსნის პარალელურად, მთელი უბნის ოკუპირება მოახდინეს. სახლებიდან ყველა მამაკაცი გამოიყვანეს, დააკავეს და შეყარეს დადეშქელიანების კოშკში. ესაა იმ სოფელში მდებარე ერთადერთი კოშკი. მამაკაცები 12 საათი დაკავებული ჰყავდათ. შემდეგ 20 მათგანი გამოარჩიეს, ჯვარზენის პოლიციაში წაიყვანეს და მეორე დღემდე იქ ჰყავდათ დაკავებული.

აფრასიძეების მიმართ არნახული სისასტიკე განხორციელდა - შტურმით აიღეს მათი ორივე საცხოვრებელი სახლი, ხელბორკილდადებული ომეხ აფრასიძე სახლიდან გამოიყვანეს და მეზობელ გურჩიანის ეზოსთან დახვრიტეს. სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან იმდენი ნატყვიარი ჰქონდა, რომ დათვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. ნატყვიარი შუბლზეც ჰქონდა, რაც საკონტროლო გასროლის განხორციელებას ადასტურებს. ზურგში დანით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა. თითი, რომელზეც ოქროს ბეჭედი ეკეთა – მოჭრილი. ყელზე და კისერზე ნაიარევი, ნაჭდევი ეტყობოდა, რომელიც ოქროს ძეკვის მოგლეჯვის შედეგად დარჩა.

ევგენი აფრასიძე სროლის დაწყებისთანავე, დანებების ნიშნად ხელებაწეული გამოვიდა, მაგრამ, მას სნაიპერმა ესროლა, მძიმედ დაჭრა და დაჭრილი სახლში გოჩა აფრასიძემ შეიყვანა. როდესაც სპეცრაზმმელებმა სახლი შტურმით აიღეს და დაკავებულები გარეთ გამოიყვანეს, დაჭრილი ევგენი აფრასიძე სახლში დატოვეს. ნივთების გამოტანის შემდეგ სახლს ცეცხლი მოუკიდეს და მეზობლებს არ მისცეს უფლება სულთმობრძავი ევგენი აფრასიძე გამოეყვანათ. იგი სახლთან ერთად დაიწვა.

გოჩა აფრასიძე დააკავეს და ხელბორკილდადებულს ფილტვის არეში დანით 3 გამჭოლი ჭრილობა მიაყენეს. იგი გარდაცვლილი ეგონათ და სწორედ ამან იხსნა მისი სიცოცხლე.

რა მუხლით გაასამართლეს ცოცხლად გადარჩენილები?
- ამჟამად, გოჩა და შმაგი აფრასიძეები, ასევე ვლადიმერ მურავიოვი (რომელიც იყო მიუსაფარი და ამ ოჯახში ჰქონდა თავი შეფარებული. მას არამართებულად მოიხსენიებენ, როგორც მოსამსახურეს) არიან უკანონო პატიმრები. ისინი მკვლელობის მცდელობის მუხლით გაასამართლეს. ამ განაჩენის უკანონობა ერთი წინადადებით შემიძლია დავამტკიცო - აფრასიძეების ოჯახის არც ერთი წევრისგან არ ამოუღიათ ცეცხლსასროლი იარაღი. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოებაა, ვინაიდან განაჩენში წერია, რომ ორი აფრასიძე ლიკვიდირებულ იქნა წინააღმდეგობის გაწევისას. გარდაცვლილი ადამიანები იარაღს ვერსად დამალავდნენ. განაჩენში ისიც წერია, რომ გოჩა და შმაგი აფრასიძეები და ვლადიმერ მურავიოვი პოლიციელებმა განაიარაღეს და დააკავეს. განიარაღების პროცესში, იარაღი ხომ უნდა გადასულიყო განმაირაღებელთა ხელში?!

თავდასხმის დროს ოჯახში იმყოფებოდა 3 ქალი და 4 მცირეწლოვანი ბავშვი: 12 წლის გიორგი, 11 წლის ლაშა, 9 წლის ომეხი და 6 წლის ლედი.

სპეცოპერაციის შემდეგ ბარამიძემ დაკავებული მამაკაცების მეუღლეებს მართლა მოსთხოვა კუბდარი გამიკეთეთო?

- ეს სიმართლეა. ამ კუბდარის საკითხმა გადაფარა ის, რომ ამ სისხლიან აქციას 3 უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი ესწრებოდა; ამ კუბდარის გამო, საზოგადოებას გაეპარა ის, რომ ეს ადამიანები განზრახ მკვლელობას ხელმძღვანელობდნენ, დამამძიმებელ გარემოებაში. საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ მხოლოდ მორალური გაკიცხვა მოხდა, თითქოსდა არაადეკვატური და გადამეტებული ზომების გამოყენებასთან მიმართებაში. რეალურად ეს იყო უმძიმესი სიხლის სამართლის დანაშაულების მთელი ნუსხა.

[ნინო მიქიაშვილი, presa.ge]

რედაქტორის რჩევით

 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...