ავტორი თეა ასათიანი | "ასავალ-დასავალი"
17:06 27.11.2011
ედუარდ შევარდნაძე: ყველაფერს აკეთებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს, მაგრამ ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებს კიდეც!
ბატონო ედუარდ, წინა ინტერვიუში თქვენ ბრძანეთ, რომ იმ პირთა სია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისგან იღებდნენ დახმარებას, თავად მისი ინიციატივით არ გამოქვეყნდებოდა. როგორც გაირკვა, ეს სიები პრესაში მოხვდა მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვა ფონდ "ქართუ"-დან. როგორ ფიქრობთ, რა მიზანი ჰქონდა ხელისუფლებას და მიაღწია თუ არა მან ამ მიზანს?
-ცხადი იყო, რომ ამ სიების გამოქვეყნება ივანიშვილს არ უნდოდა. ამის სურვილი რომ ჰქონოდა, თავად გამოაქვეყნებდა ამდენი ხნის განმავლობაში, მაგრამ მას არ უყვარს საკუთარი ქველმოქმედების აფიშირება.
ხელისუფლებას რატომ სურდა ამ სიების გამოქვეყნება?
- დიდ მიზანს ვერ ვხედავ ამ სიების გამოქვეყნებაში, პირიქით, შეიძლება ამ სიების გამოქვეყნებამ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმუშავა და ივანიშვილს კარგი საქმე გაუკეთა. როგორც წინა ინტერვიუში აღვნიშნე, ეს არის პასუხი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებაზე. როგორც აღმოჩნდა, ივანიშვილის დახმარებას იღებდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც. თუ ივანიშვილი ქვეყნის მტერია, რატომ იღებდნენ დახმარებას?
სიების გამოქვეყნების შემდეგ დახმარების მიღებაზე უარი განაცხადეს ცნობილმა მოჭადრაკემ ნანა ალექსანდრიამ, ასევე ცნობილმა ექიმმა ფრიდონ თოდუამ. ვახტანგ კიკაბიძემ დახურა ანგარიში "ქართუ ბანკში". მანამდე ბანკიდან ანგარიშები გაიტანა მეცნიერებათა აკადემიამ...
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხაზინას არანაირი უფლება არა აქვს, უკარნახოს მეცნიერებათა აკადემიას, სად უნდა მიიღოს ხელფასები. ჩემს დროს უნივერსიტეტსა და მეცნიერებათა აკადემიას კანონით მიენიჭათ ავტონომია. ვფიქრობ, დღეს ასეთი საქციელი
შიშის ბრალია. სამაგიეროდ, მეცნიერთა დიდი ნაწილი ივანე კიღურაძის ხელმძღვანელობით აპროტესტებს აკადემიის ქმედებას და მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას. ივანე კიღურაძე პატიოსანი კაცია, დიდი მეცნიერია. ბევრი გვყავს ღირსეული მეცნიერები, რომელთაც სახელმწიფოებრივი პოზიცია უკავიათ და არაფრის ეშინიათ.
"ქართუ ბანკს" მხარდაჭერა გამოუცხადა გაჭირვებულმა ხალხმაც, მიდიან და სიმბოლურ ანგარიშებს ხსნიან ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად. ეს ფენომენალური მოვლენაა!
ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დახმარებაზე უარის თქმა და "ქართუ ბანკიდან" ანგარიშების გატანა შიშის ბრალია. რისი უნდა ეშინოდეს ცნობილ ექიმს ფრიდონ თოდუას ან ცნობილ მეცნიერს თამაზ გამყრელიძეს?
- თამაზ გამყრელიძემ 9 აპრილს ეროვნული პოზიცია დაიკავა და დაუპირისპირდა საბჭოთა მთავრობას. არ ვიცი, ახლა რისი ეშინიათ.
ყველაფერს აკეთებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში მო-ნაწილეობა ვერ მიიღოს, მაგრამ ის არჩევნებში მონაწილეობას მიი-ღებს და დარწმუნებული ვარ, გაიმარჯვებს კიდეც.
წინა ინტერვიუში ბრძანეთ, რომ პატრიარქი შეხვდებოდა ბიძინა ივანიშვილს. მართლაც, ეს შეხვედრა ძალიან მალე შედგა. მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან გაკეთდა განცხადებები, რომ პატრიარქის პოლიტიკაში ჩართვა გამართლებული არ არის და ამ თემით სპეკულირებენ ბიძინა ივანიშვილის მომხრეები.
- არა მგონია, პატრიარქს და ბიძინა ივანიშვილს იმაზე ესაუბრათ, იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტი ან პრემიერი. გადადგომის შემდეგ მეც არაერთხელ შევხვედრივარ პატრიარქს. რა, მეც პრეზიდენტობა მინდა?
ილია მეორისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა - ეს იყო პატრიარქისა და მორწმუნე ადამიანის შეხვედრა. თავად ბიძინა ივანიშვილი ძალიან ბედნიერი ჩანდა. თქვა, ბევრი რჩევა მივიღეო. ჩვენი პატრიარქი ბრძენი კაცია, მისი რჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. პატრიარქს თუ მოვუსმენთ, ყველაფერი კარგად იქნება. როცა საქართველოში დავბრუნდი, აეროპორტიდან პირდაპირ სიონში, პატრიარქთან მივედი.
თქვენ გაძლევდათ და გაძლევთ რჩევებს პატრიარქი?
- ჩვენი შეხვედრა არის პატრიარქისა და ჩვეულებრივი ადამიანის ურთიერთობა. ეს ურთიერთობა ყოველთვის სიკეთითა და ურთიერთპატივისცემით არის განმსჭვალული.
ფრანგულ გაზეთ "ლე მონდ"-ში გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის წერილი, სადაც ის აცხადებს, რომ "მთავრობაში გადაწყვეტილების მიღების სისტემა არ არსებობს. ძალაუფლება მთლიანად ერთი კაცის ხელშია. სწორედ ამის შედეგია, რომ დაკარგული გვაქვს ტერიტორიის 20 პროცენტი და გაყინულია სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან". თქვენც ფიქრობთ, რომ ამის მიზეზი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია?
- ცხადია, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტს ეკისრება.
ივანიშვილი ამ სტატიაში ამბობს, რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ავლენს ხელისუფლების ნევროზულ დამოკიდებულებას მის მიმართ. ატყობთ ხელისუფლებას შიშს ივანიშვილის გამოჩენის გამო?
- შენ გგონია, მე ყოველდღე სააკაშვილთან ვზივარ? (ეღიმება).
ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას მე ვაფასებ როგორც დიდ დანაშაულს.
როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა მოვლენების ისე განვითარება, რომ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მოლაპარაკება შესთავაზოს და ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან ვიხილოთ?
- ამის არანაირი ნიშნები არ არის. ვფიქრობ, ეს გამორიცხულია!
რატომ? ლევან გაჩეჩილაძეს ხომ შესთავაზა მოლაპარაკება?
- ლევან გაჩეჩილაძე სხვა იყო. ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის რეალური პრეტენდენტი და სააკაშვილის კონკურენტია. აქამდე სააკაშვილს ასეთი კონკურენტი არ ჰყოლია. გაჩეჩილაძემ თბილისში მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, ივანიშვილი მთელ საქართველოში მოიგებს! ასე რომ, სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ყოველგვარ მოლაპარაკებას გამოვრიცხავ. სააკაშვილმა გაჩეჩილაძეს ფული შესთავაზა. ივანიშვილს რა უნდა შესთავაზოს? ივანიშვილს მისი ფული რად უნდა? იქით აფინანსებდა ბევრ პროექტს, რომელსაც ხელისუფლება ხსნიდა.
სხვათაშორის, ახლა ბიძინა ივანიშვილი აპირებს, დააფინანსოს ახალი "დარდუბალა".
როგორ ფიქრობთ, ახალი "დარდუბალა" ისევე მოუშლის ნერვებს სააკაშვილს, როგორც თქვენ გიშლიდათ?
- რა უნდოდა "დარდუბალას" დახურვას, მაგრამ მე არ გავაკეთე ეს. შალვა რამიშვილი ციხიდან რომ გამოვიდა, ჩემთან მოვიდა და პატივისცემა გამოხატა ჩემს მიმართ.
მე რომ ივანიშვილის ადგილას ვიყო, "დარდუბალას" არ აღვადგენდი. "დარდუბალა" მუშაობდა მაშინ, როცა მე ხელისუფლებაში ვიყავი, ეს იყო შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართული გადაცემა. ჩემი საქმე რომ იყოს, "დარდუბალას" აღარ გავიმეორებდი.
გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარი ქეთრინ ეშტონი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისთვის მხარდაჭერის გამო. რატომ არის მსოფლიოსთვის ასე მნიშვნელოვანი რუსეთის გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში?
- დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები - რუსეთი გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ეს პროცესი ჩემს დროს დაიწყო. რეიგანს 7-ჯერ შევხვდი. იგი საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერიას უწოდებდა, მაგრამ ბოლოს სრულიად შეიცვალა ურთიერთობები.
მახსოვს, ერთხელ რეიგანი მეკითხება, იცი, დემოკრატია რა არისო? რა არისმეთქი? ვაშინგტონში ხალხს შეუძლია, თეთრი სახლის წინ დადგეს და იყვიროს, ძირს რეიგანი და მათ არავინ დასჯისო. ვუპასუხე, ჩვენთანაც ასეა, ხალხს შეუძლია, კრემლის წინ დადგეს და იყვიროს, ძირს რეიგანი და მათ არავინ დასჯის-მეთქი (იცინის).
რა თქმა უნდა, რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის სანაცვლოდ შვეიცარია გააკონტროლებს აფხაზეთში, სამაჩაბლოსა და ლარსში შემოსულ ტვირთებს. შეიძლებოდა თუ არა, უფრო მეტი სარგებელი მიეღო საქართველოს ამის სანაცვლოდ?
- მგონი, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას მეტის მოთხოვნა არ შეეძლო. ეს იყო მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეიძლებოდა.
გამოქვეყნდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მემუარები, სადაც ის იხსენებს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს. წერს, რომ ის სთხოვდა სააკაშვილს, არ მიეცა რუსეთისთვის ომის პროვოცირების საშუალება, ხოლო ომის მიმდინარეობის დროს სთხოვდა, ცუდი არაფერი ეთქვა რუსეთზე და არ გაეღიზიანებინა ის. ბოლოს ისე გავბრაზდი, სააკაშვილთან საუბარიც აღარ შემეძლოო, - დასძენს იგი. როგორ ფიქრობთ, ეს კონდოლიზა რაისის მხრიდან თავის მართლება ხომ არ არის? ამერიკა არ აქეზებდა სააკაშვილს რუსეთის წინააღმდეგ?
- როცა ეს აზრი გავრცელდა, რომ ამერიკა აქეზებდა სააკაშვილს რუსეთის წინააღმდეგ, მე კატეგორიულად უარვყავი და ეს დადასტურდა კიდეც ამ მემუარებით. კონდოლიზა რაისის ის სიტყვები, რაც მემუარებში წერია, იყო მისი გულწრფელი რჩევა მეგობარი სააკაშვილისთვის. ეს ჩანაწერები ემთხვევა ტალიავინის დასკვნას, რომელიც არის 2008 წლის აგვისტოს ომის სამართლებრივი შეფასება. კონდოლიზა რაისი ჭკვიანი ქალია, იგი შულცის მოსწავ-ლე იყო. მე ის გავიცანი შულცთან.
კონდოლიზა რაისი და ბუში ასეთი განაწყენებული ყოფილან სააკაშვილზე, თუმცა, ეს ჩვენ ახლა გავიგეთ, მაშინ კი თეთრმა სახლმა გააგრძელა სააკაშვილის მხარდაჭერა. რატომ?
- ეს იყო ქართველი ხალხის მხარდაჭერა და არა სააკაშვილის... როცა მე გადავდექი, მივიღე ბუშის მადლობის წერილი. დაბეჭდეთ ეს წერილი: "ბატონ პრეზიდენტო, დიდ მადლობას მოგახსენებთ თავისუფლების დამკვიდრებაში თქვენს მიერ გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის. თქვენი ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ცივი ომის დამთავრება, ყოფილ საბჭოთა სივრცეში თავისუფლების დამკვიდრება, სამოქალაქო ომის წყვდიადიდან საქართველოს გამოყვანა და ქვეყანაში დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის დაფუძნება, ამერიკის შეერთეულ შტატებთან მტკიცე მეგობრობის ჩამოყალიბება. მინდა, მადლობა მოგახსენოთ როგორც ერაყის საკითხში მხარდაჭერისთვის, ისე პანკისში განხორციელებული კონტრტერორისტული ოპერაციისთვის.
თქვენი ღირსეული გადადგომა 23 ნოემბერს და მზადყოფნა, გაუზიაროთ თქვენი სიბრძნე და გამოცდილება საქართველოს ხელმძღვანელობის ახალ თაობას, რომლებიც თქვენი აღზრდილები არიან, თქვენს კიდევ ერთ დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. თქვენი გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე, თბილისის ქუჩებში ძალის გამოყენების ნაცვლად, თქვენი შესანიშნავი კარიერის ღირსეული დაგვირგვინებაა.
პატივისცემით,
ჯორჯ უ. ბუში".
მზად იყავით, რჩევები მიგეცათ ახალი ხელისუფლებისთვის?
- მზად ვიყავი, ჟვანია მოდიოდა ხოლმე, არაერთხელ მიმიცია რჩევა. ზურაბ ჟვანია ჭკვიანი ბიჭი იყო, ამიტომ მოიშორეს. მოკლეს! მოკლეს!
ბუში განსაკუთრებით აღნიშნავს თქვენს ღირსეულ გადაგომას, მაგრამ 2007 წელს, როცა სააკაშვილმა დაარბია მშვიდობიანი მიტინგი, მან მაინც გააგრძელა სააკაშვილის მხარდაჭერა. რით შეიძლება ამის ახსნა?
- ბუში მეტად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. იმ კურსის ერთგული დარჩა, რომელიც მან სააკაშვილის სახით აირჩია.
კონდოლიზა რაისი პროვოკაციას უწოდებს იმასაც, რაც აჭარაში მოხდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. თუმცა, ამბობს, რომ ხელისუფლებამ აქედან სარგებელი მიიღო.
-სააკაშვილის ხელისუფლებას მაშინ აჭარაში შეცდომა არ დაუშვია. აჭარაში ყველაფერი სწორად გააკეთეს.
ანუ აჭარის რევოლუცია, "ვარდების რევოლუციისგან" განსხვავებით, დადებითი მოვლენა იყო?
- ახალი ხელისუფლების მიერ ასლან აბაშიძის მიმართ რაც გაკეთდა, ყველაფერი სწორი იყო.
22-ჯერ ვიყავი აჭარაში, ერთხელაც არ ჩამოსულა ასლან აბაში’ე თბილისში. მას ჰქონდა აკვიატებული შიში, რომ თბილისში რაღაცას მოუწყობდნენ.
საერთოდ, უცნაური კაცი იყო. ასლან აბაშიძე იყო პროფესიული სასწავლებლის დირექტორი. ის ჩემმა ძმამ ჰიპოკრატემ აღმოაჩინა. ჰიპოკრატე პროფესიული განათლების სასწავლებლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ასლან აბაშიძე მე გადმოვიყვანე ბათუმიდან თბილისში. მახსოვს, ერთხელ სუფრაზე ვიყავით, ასლან აბაშიძე ადგა, ყველას ეგონა, რომ ჩემს სადღეგრძელოს დალევდა და მან ჰიპოკრატეს სადღეგრძელო დალია!
გეწყინათ?
- არა, არ მწყენია.
დიდი მოკრძალებით მინდა გავიხსენო ასლან აბაშიძის მეუღლე, მაგული. შესანიშნავი ქალბატონი გახლდათ, კეთილშობილი.
ბატონო ედუარდ, ბათუმში დაიდგა ახალი მონუმენტი, 6 კვერცხი, რომელსაც ადევს "შლოპანცი". ხომ არ გინახავთ მონუმენტის ფოტო?
-არა. (მონუმენტის ფოტოს ვაჩვენებ - თ.ა)
-ვისი კვერცხებია ეს? (იცინის) კვერცხები მინახავს, მაგრამ ასეთი არაფერი... (ისევ იცინის).
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება , _ ამის შესახებ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლი...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია , ჭალადიდიდან 17:06 14.09.2009 ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში ბოლო პერიოდში უცნაური ამბები ხდება. ადგილობრივი მოსახლ...
-
09:25 14.12.2010 პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალ...
-
“მონტე კარლოს“ ეთერში 14 აპრილს მაუწყებლობა დაიწყო ჟურნალისტთა კავშირმა “ობიექტივი“. პირველ შვიდსაათიან ეთერს ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი წარუ...
-
palitratv.ge 23:43 04.09.2013 გაფრთხილებთ, კადრები მძიმე სანახავია! ჯონი ბაკარაძე 18 წლის წინ, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გადა...
-
ავტორი მადლენა მაჭარაშვილი 20:26 08.08.2011 თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, დეკანოზი მიქაელ (მაჟარა) ასათია...
-
რუბრიკიდან კომე ძ ია 23:00 03.08.2011 გუშინ, ბათუმში ჩადენილი საქციელისათვის ენრიკე იგლესიასი კანონის სრული სიმკაცრით დაჯარიმდება. შეგახსენ...
-
19:43 20.09.2011 2011 წლის 19–25 სექტემბრის ნომერში პოეტ ვახტანგ ხარჩილავას სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი&quo...
-
12:43 07.11.2013 დავით ჩაგინავა თბილისის, ანკარის და ვენის ინტერპოლების თანამშრომლობის შედეგად 30 სექტემბერს ავსტრიის რესპუბლიკაში დააკავე...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
ედუარდ შევარდნაძე: ზურაბ ჟვანია ჭკვიანი ბიჭი იყო, ამიტომ მოიშორეს. მოკლეს! მოკლეს!
რუბრიკიდან: პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
როცა რეზონანსული სახელმწიფო ტელევიზიები რიგ შემთხვევებში დუმილს ამჯობინებდნენ, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა არხმა, რა თქმა უნდა, თბილისის მასშტაბებ...
-
თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება , _ ამის შესახებ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლი...
-
20:49 25.06.2011 გვიყვარს და ვზასაობთ? ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას...
-
23:55 21.02.2019 მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ. პარკირებაზე გადასახადის ...
-
09:25 14.12.2010 პროექტ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"-ს ფარგლებში სამეგრელოში ჩამოყვანილი კიდევ ერთი პედაგოგი სკანდალ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია , ჭალადიდიდან 17:06 14.09.2009 ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში ბოლო პერიოდში უცნაური ამბები ხდება. ადგილობრივი მოსახლ...
-
ზუგდიდი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიტიკური ჟურნალი "ღია ბოქლომი". გამომცემელი (იურიდიული სახელწოდება): შპს „ს...
-
ნაურუს რესპუბლიკამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. როგორც ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი იუწყება, ამის შესახ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:47 17.05.2012 თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ო...