სამეგრელოში სიტყვის თავისუფლების გამოხატვის ხარისხი თითქმის ნულს უტოლდება. რეგიონში არსებული მედიასაშუალებები ნებით თუ უნებლიედ ხელისუფლების გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ზუგდიდში მოქმედი დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიში“ რაიონის გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას პირადი საკუთრებაა, შესაბამისად ამ მაუწყებლის ეთერით გავრცელებული ინფორმაცია მიკერძოებული და ტენდენციურია. იქ მომუშავე ჟურნალისტები კი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას არ უჩივიან. „ბედს“ შეგუებული ჟურნალისტები გამგეობის კორპორაციული ნომრებით „დამსახურებულად“ სარგებლობენ, რომ არაფერი ვთქვათ იმ რეპორტაჟებზე, რომლებიც ხშირად „მადლობა ალექსანდრე ქობალიას“ სრულდება.
რადიო „ათინათი“, რომელიც მსმენელს საათში ერთხელ აწვდის დღის მთავარ ამბებს, ცდილობს ე.წ. ბალანსი დაიცვას, თუმცა ჩანს, რომ მათი ჟურნალისტური თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც ხელისუფლების ინტერესები იკვეთება.
უფრო რთული და საგანგაშო მდგომარეობაა ცენტრალური ტელეარხების (1-არხი, რუსთავი2, იმედი) კორესპონდენტებთან დაკავშირებით. მათ მიმართ უნდობლობა საზოგადოებაში მუდმივად არსებობს და იგი პირველ რიგში იმ დეზინფორმაციებს უკავშირდება, რომელიც პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის ყოველგვარ ნორმებს სცილდება...
თავისუფალი აზრის გამოხატვით და კრიტიკით არც ბეჭდური მედია გამოირჩევა. არსებობენ ერთის მხრივ, ჟურნალ-გაზეთები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დაკვეთით გამოიცემა და რედაქციების უმეტესი ნაწილი სამთავრობო შენობებშია განთავსებული და მეორეს მხრივ, ერთადერთი ჟურნალი, „ღია ბოქლომი“, რომელიც სიტყვის თავისუფლებისა და საკუთარი უფლებების დაცვას დიდი ზეწოლის ქვეშ ახერხებს.
„ღია ბოქლომის“ რედაქტორი, ილია ჩაჩიბაია ხელისუფლებისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.
ჩაჩიბაიას მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტები საქართველოს სახალხო დამცველისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნებშიც არაერთხელ ასახულა.
2007 წლის 4 დეკემბერს, გუბერნატორ ზაზა გოროზიას კაბინეტში დატყვევებულ ჩაჩიბაიას სახელმწიფო მოხელის დაცვის უფროსმა, დიმიტრი მარკოიძემ და პრესსამსახურის უფროსმა, ლალი გელენავამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გოროზია წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის წყაროს დასახელება აიძულეს...
2008 წლის 27 იანვარს კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა (ვახტანგ გაბელია) ჩაჩიბაიას სახის გამოსახულებით ქალის სხეულზე დამონტაჟებული შიშველი ფოტოები გაავრცელეს. პლაკატზე გაკეთებული წარწერის მიხედვით ჟურნალისტი კლიენტებს ინტიმურ მომსახურეობას შეღავათიან ფასებში სთავაზობდა...
2008 წლის 17 იანვარს, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ილია ჩაჩიბაია გაიტაცეს და ქალაქის გარეუბანში რამდენიმე საათით დაატყვევეს. გამტაცებლებმა იგი სცემეს და ჟურნალისტისგან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სტატიების გამოქვეყნების შეწყვეტა მოითხოვეს.
ამ ფაქტებს გახმაურებული სასამართლო პროცესები მოჰყვა, ოღონდ არა დაზარალებული ჟურნალისტის სარჩელებს, არამედ გუბერნატორ გოროზიას საჩივარს, რომელიც ჩაჩიბაიას მისი საქმიანობის წინააღმდეგ გამოქვეყნებული სტატიის გამო სასამართლოში უჩივლა და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარი მოითხოვა. გოროზიამ ეს პროცესი წააგო...
2009 წლის 9 მაისს ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში პოლიციის თანამშრომლებმა ილი ჩაჩიბაია სცემეს, ხოლო „პრესა.გე“ ჟურნალისტს, ნანა ფაჟავას და რადიო „მწვანე ტალღის“ კორესპონდენტს, სოსო ხოფერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს. ჟურნალისტები პოლიციის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი ჯიმი მეგრელიძის ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების გასარკვევად მივიდნენ...
2008 წლის 26 მაისს სოსო ხოფერია და ნანა ფაჟავა თბილისი-სენაკის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ თეკლათთან შეიარაღებული პირების მიერ განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. ხუთმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა ავტომატის კონდახით იმ მიკროავტობუსის მინები ჩაამსხვრია სადაც ჟურნალისტები ისხდნენ. ხოფერიამ და ფაჟავამ სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ სენაკის პოლიციაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ს. ს. საქმე აღიძრა, გამოძიებას დღემდე ეჭვმიტანილები არ ჰყავს. ჟურნალისტები კი მიიჩნევენ, რომ თავდასხმა შსს თანამშრომლებმა წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით განახორციელეს.
2008 წლის 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, „რადიო იმედისა“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტს, ნანა ფაჟავას აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა ნორიოს საარჩევნო უბანში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე სამეგრელოში პირველად აღიძრა ს. ს. საქმე, მაგრამ სენაკის რაიონულმა სასამართლომ საქმის განხილვა იმ მოტივით შეწყვიტა, რომ თითქოს ჟურნალისტს აბაშის რაიონში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლება არ ჰქონდა...
2009 წლის 9 მაისს, ზუგდიდში, დადიანისეულ სასახლეში სამთავრობო გასვლითი სხდომის მიმდინარეობის დროს ზუგდიდისა და სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორიაზე მხოლოდ ფაჟავა არ შეუშვეს, მაშინ როცა შენობაში ცენტრალური ტელევიზიების ყველა წარმომადგენელი იმყოფებოდა... პოლიციელებმა, ზაზა ხასაიამ და ლაშა ექონიამ ჟურნალისტს ჯერ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო შემდეგ ეზოდან გააძევეს...
2006 წლის 30 აგვისტოს, ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხარეო პოლიციის უფროსის, მერაბ გერგაიას მითითებით პოლიციის თანამშრომლებმა ნანა ფაჟავა ცემეს, წაართვეს მობილური ტელეფონი, რომლითაც პოლიციელების მხრიდან გარემოვაჭრეზე განხორციელებულ ძალადობას ასახავდა...
ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, 2004 წლის 3 მარტს და 2008 წლის 23 ივლისს „ტელე-იმედიდან“ და „რადიო-იმედიდან“ ნანა ფაჟავა კორესპონდენტის თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლეს...