ავტორი მანანა ნოზაძე
13:06 05.10.2012
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ხვამლის მთის საიდუმლოების ამოხსნასა და ამ მისტერიულ მთაზე არქეოლოგიური კვლევების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში მიმდინარე აქციისას განაცხადა.
„ლეჩხუმი ის მხარეა, რომელიც, ვინ იცის, უამრავ გასაოცარ საიდუმლოს ინახავს და დღემდე არავის უმხელს. მიხვდით ალბათ, რომ ხვამლის მთაზე მოგახსენებთ. ისტორიული წყაროების მიხედვით, სწორედ ხვამლის მასივში, მისი გამოქვაბულების სიღრმეში, ინახებოდა ქართველ მეფეთა საგანძური, რომელიც ჯერაც არ არის გამოკვლეული. ამ მთას, სხვათა შორის, თურმე, ანტიკური ავტორებიც იცნობდნენ“.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, აქ მართლაც საოცარი აღმოჩენები გველოდება. უამრავი ლეგენდაა ხვამლის მთასთან დაკავშირებული. ამ ლეგენდების მიხედვით, ამირანი მის სიღრმეში, კლდეზე იყო მიჯაჭვული. ივანიშვილის მიზანია, რომ ჯერ კიდევ გამოუცნობად დარჩენილი ჩვენი წარსული შესწავლილ იქნას. მისი თქმით, არაერთი ქართველი მეცნიერ-არქეოლოგი დაინტერესებულა ხვამლის მთის პრობლემით, მაგრამ საკმარისი სახსრების უქონლობის გამო სასურველის გაკეთება ვერ შეძლეს.
„ასეთი კეთილშობილური ოცნებების ასრულებაზე თუ არ ვიზრუნეთ, რაღა „ქართული ოცნება“ ვიქნებით“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.
ქართველებს მიწისქვეშა ქალაქების შენების უდიდესი კულტურა გვაქვს, ამის დასტურად მარტო ვარძია რად ღირს, მაგრამ საინტერესოა, მაინც რა საიდუმლოს ინახავს ხვამლის ანუ ხომლის მთა? რა დავალებით გაგზავნა იქ სტალინმა ალპინისტი ალიოშა ჯაფარიძე? რატომ დაუკავშირდა გერმანული დესანტის „ედელვაისის“ კავკასიის ქედზე წარუმატებელი გადასხმა გერმანელების სურვილს, რომ კავკასიაზე განძი აღმოეჩინათ?! რატომ აცხადებენ, რომ, როცა ზემოდან დახედავ ხვამლის მთას, კონან დოილის დაკარგულ ქვეყანას მოგაგონებს? საიდან იცოდა ჟიულ ვერნიმ (რომელიც პარიზს არასდროს გასცილებია) სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი“ ქუთაისთან არსებული ხვამლის კლდის შესახებ? რატომ გვაუწყებს „ქართლის ცხოვრება“, რომ „ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხვამლის მთამ გადაარჩინოს“...
ამ მისტიური მთის შესახებ For.ge მკვლევარებს ესაუბრა.
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური აცხადებს, რომ ხვამლის მთაზე სამეფო საგანძური ინახებოდა და ეს სულაც არ არის ლეგენდა. მეტიც, „ქართლის ცხოვრებაში“ პირდაპირ წერია, რომ დავითებმა, - დავით მეექვსემ და დავით მეშვიდემ, რომლებიც ულუსა და ნარინის სახელებით არიან ცნობილნი, სამეფო გაიყვეს და, ასევე, გაიყვეს საგანძური, რომელიც დამალული იყო ხვამლის მთაში.
„ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ამ მთაში გარკვეული ზოდიაქოს ნიშნებიცაა. იქ აუცილებლად უნდა მოეწყოს სპეციალური ექსპედიცია და შესწავლილ იქნას იქაურობა. ნამდვილად საინტერესო ფაქტია. მართალია, ლეგენდა გვაუწყებს, მაგრამ არ ვიცი, ნამდვილად მანდ იყო თუ არა მიჯაჭული ამირანი“.
გიორგი ოთხმეზურის აზრით, ხომლის მთის გარდა, ასევე, საინტერესო იქნებოდა, ექსპედიციები მოწყობილიყო ასეთივე საიდუმლოებით მოცული ადგილებში, როგორიცაა ახალგორის, ქსნის ხეობაში მდებარე გამოქვაბულები, სადაც, ჩვენი წინაპრები მალავდნენ საგანძურს. ასევე, გერგეთის სამებისკენაც გაჰქონდათ საუნჯე და გადმოცემით, თითქოს სვეტიცხოვლის საგანძურს იქ ინახავდნენ.
გარდა ამისა, ისტორიკოსი რუისის გამოქვაბულებსაც საინტერესო საკვლევ ადგილებად მიიჩნევს.
„ლეონტი მროველის წარწერაა ამის თაობაზე, რომ შიშიანობის დროს რუისის ტაძარი მრევლის ნავთსაყუდელი იყო. რა თქმა უნდა, ეს სიწმინდეები უნდა გამოვიკვლიოთ, ამის შეუსწავლელად დატოვება არ შეიძლება, ეს ჩვენი ისტორია და სიმდიდრეა,“ - გვითხრა გიორგი ოთხმეზურმა.
ხვამლის მთაზე გადაღებული ფილმების რეჟისორი დავით გოგუაძე For.ge-სთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ, ალბათ, ბიძინა ივანიშვილი მათ მიერ ჩატარებული ექსპედიციის შედეგებს გაეცნო და აქედან გამოიტანა დასკვნა, რომ ამ მთის შესწავლა საინტერესოა. მით უფრო, რომ ექსპედიციის დასასრულს მათ უკვე ქალაქი აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ ჯერ არ განუცხადებიათ, რადგან ამას უაღრესად დიდი თანხები სჭირდებოდა.
„ამის სახელმწიფო დაფინანსება წარმოუდგენელია. დიდი ხანია, ხვამლის მთის ძირში ქალაქს ვეძებდით. ვიცოდით, რომ ყველა შემთხვევაში, რაღაც ქალაქი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ჩვენი ექსპედიციის ხელმძღვანელი გურამ გაბიძაშვილი გარდაიცვალა, მერე ჩვენ გავაგრძელეთ ძიება და უკვე ექსპედიციის ბოლო წელი იყო, როცა ქალაქის ნაშთები ვიპოვეთ. როგორც ჩანს, ძალიან ძველია და მიწის პირზე ძლივს იკითხება. მარტო გამოცდილი თვალი თუ შეამჩნევს, რომ იქ ქალაქია. ისე, ადგილობრივებიც დადიან იმ მიდამოებში, მაგრამ არავის არაფერი აღუქვამს, არც ქალაქის არსებობა, არც არაფერი“, - გვითხრა დავით გოგუაძემ.
მისი განმარტებით, ხვამლის გამოქვაბულის უძველესი ნახატების გაშიფვრამ აჩვენა, რომ ისინი ძველ წელთაღრიცხვას განეკუთვნებიან. როგორც ჩანს, თარიღებს ბოლო წარღვნიდან ითვლიდნენ და ეს ნახატებიც ამას უნდა მიუთითებდეს. სხვათა შორის, ამ ნამუშევრების დათარიღება ბევრი მეცნიერის გამოკვლევას ემთხვევა. კერძოდ, ზუსტად ამ აღმოჩენის შემდეგ დაიწყო ფილმების გადაღება შავი ზღვის ადიდებასთან დაკავშირებით და ამ უცხოური ფილმების კვლევებიც ემთხვევა ამ პერიოდს.
„ბობ ბალარდი, - არის ასეთი ცნობილი საზღვაო ბიოლოგი და არქეოლოგი, რომელიც იკვლევს შავი ზღვის სიღრმეებს. ის და მისი ჯგუფი ათობით მილიონს ხარჯავენ ექსპედიციებში. მათი კვლევებიც ემთხვევა ჩვენს კვლევას, მათაც თურქეთის ნაპირებზე, ასი მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს მსგავსი კვალი. გარდა ამისა, სხვა გამოკვლევებიც ჩატარდა და ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ აღმოჩენები დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდს ემთხვევა. ასე რომ, ხვამლის მთა კოლხური კულტურის გავრცელების არეალია. ჩვენს ექსპედიციაში მყოფმა მკვლევარებმა სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღადგინეს ძვ.წელთაღრიცხვის 5604 ცის ვარსკვლავიანი სურათი და აღმოჩნდა, რომ მერკურის, ვენერას, მარსისა და მშვილდოსნის განლაგება ზუსტად ემთხვევა ხვამლის გამოქვაბულში დახატულ პიქტოგრამის სქემას. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ეს კომბინაცია არცერთ სხვა წელს არ მეორდება. აღნიშნული წელი ემთხვევა დედამიწაზე მომხდარ უკანასკნელ წარღვნას - 5604 წელს ძველი წელთაღრიცხვით, ხოლო თანამედროვე გადათვლით, სწორედ 5604 წელია შუმერებისა და ასევე ქართველების საწყისი დასაბამიდან აქამომდე ანუ ქრისტეს დაბადებამდე“, - აღნიშნა დავით გოგუაძემ.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ამირანი ხვამლის მთაზე იყო მიჯაჭვული და, ასევე, შესაძლოა, მეფე აიეტის დროინდელი ცნობილი ოქროს ვერძი აქ იყოს საძიებელი (რადგან ხვამლის მთის გამოქვაბულებს ზუსტად ოქროს ვერძის მოდარაჯე გველეშაპის ფორმა აქვს და ამ გამოქვაბულს „ვერძისთავა“ ჰქვია), დავით გოგუაძე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი სიმბოლოებია, სიმბოლიზმის ენითაა გადმოცემული და, რეალურად, სულ სხვა რამეს ნიშნავს.
მალე რეჟისორი ხვამლის მთის შესახებ მესამე ფილმსაც დაასრულებს და იმედოვნებს, რომ ამ მთაზე გამოძიება კვლავაც გაგრძელდება, რადგან თავის დროზე სწორედ მათი ჯგუფი აწარმოებდა იქ ექსპედიციას.
„ხვამლის მთის ძირში ქალაქის გათხრას მინიმუმ მილიონი ლარი მაინც დასჭირდება და იმის იქით რა აღმოჩნდება, ეს უკვე აღარ ვიცი“, - აცხადებს დავით გოგუაძე.
რაც შეეხება უშუალოდ გეოგრაფიულ აღწერილობას, ხვამლის კლდოვანი მასივი ისტორიულ ლეჩხუმში მდებარეობს, მდინარე რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის. ზედა უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2002 მეტრია. მასივის სიგრძე 10,5 კილომეტრია, სიგანე – 7 კილომეტრი. კლდის მასივი 300 მეტრითაა ამოზიდული და მნახველზე გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი იურული პერიოდის კირქვებისგან არის აგებული. ლეჩხუმის აღწერისას ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მიეგო ამას სახელი ესე სიმაღლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით.“
სხვათა შორის, ხომლს სულხან-საბაც განმარტავს, როგორც ვარსკვლავთკრებულს. დავით გოგუაძის თქმით, სახელი „ხომლი“ (ანუ ვარსვკლავთკრებული) კოსმიური დატვირთვისაა. უძველეს დროში ქურუმები ფლობდნენ ასტრონომიულ ცოდნას და ამბობდნენ, რომ, რაც დედამიწაზე ხდება, ის ზუსტად აირეკლება ცაზე.
რაც შეეხება სტალინის დროინდელ ექსპედიციას, დავით გოგუაძის განმარტებით, ეს ექსპედიცია 1945 წელს, ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, თერთმეტკაციანმა ჯგუფმა განახორციელა. მათ რამდენიმე დღე დაჰყვეს ქვაბულში, ვერაფერი აღმოაჩინეს და დაასკვნეს, რომ განძი დიდი ხნის გატანილი იყო. საინტერესოა, რომ ამ ექსპედიციამდე, ჯერ კიდევ 1939 წელს, იმავე მიზნით, ალიოშა ჯაფარიძე იქ ორ მუშასთან ერთად ავიდა. ამბობდნენ, მაშინაც სტალინის პირადი დავალებით მოქმედებდაო. თუმცა, ოფიციალურად ამის დამადასტურებელი რაიმე ცნობა არ არსებობს.
რეჟისორი იხსენებს, რომ ხვამლის მთაზე პირველი ლაშქრობისას ალპინისტების ჯგუფი, შემოვლითი გზით, ზემოდან მოექცა მწვერვალს და იქიდან თოკით დაეშვა. სწორედ მათი დახმარებით მოახერხეს ექსპედიციის დანარჩენმა წევრებმა მთის ძირიდან ქვაბულში შეღწევა, რადგან კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქვაბული კლდის ძირიდან 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მასში ქვემოდან ასვლა, თვით ალპინისტური აღჭურვილობითაც კი, შეუძლებელია.
კლდის ქვედა ბაქანზე მათ შვიდი ოთახი დახვდათ, კედლებზე კი წითელი საღებავით გამოხატული ფიგურები იყო, რაც ქვაბულის არქაულ პერიოდზე მიუთითებდა. ზედა ბაქანით უკვე შუა საუკუნეების ციხე-ქვაბულში შედიოდნენ და აქვე იყო მერვე ოთახი, რომელიც, როგორც ჩანს, გვიანდელ პერიოდში რაღაც დანიშნულებით მიამატეს კომპლექსს. სავარაუდოდ, სწორედ ეს ოთახი უნდა ყოფილიყო მეფეთა ხსენებული განძთსაცავი. თუმცა არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ ციხე-ქვაბულში განძი არ იქნებოდა, რადგან, მიუვალი ადგილის მიუხედავად, ფასადი ვიზუალურად კლდეზე შესამჩნევი იყო. ამიტომ ჩვენი მეფეები სახელმწიფო ხაზინას იქ არ შეინახავდნენ. თუმცა შესაძლოა, განძი აქვე სხვა ადგილას ინახებოდეს, რადგან ხვამლის კლდე მთლიანად დახრამულია და შიგნით რა ხდება, არავინ იცის.
გარდა ამისა, რეჟისორის თქმით, მათ ნახეს გამოქვაბული, რომელსაც „ვერძისთავა“ ეწოდება და, რომლიდანაც წყალი ისე გადმოქუხდა, რომ რიონს თითქმის კეტავდა. ადგილობრივების თქმით, წლის სხვადასხვა პერიოდში წყლის ნაკადი ხან ცხენისწყლისკენ მიდის, ხან რიონისკენ. ამასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რომ იქ გველეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება, წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზს. თუმცა, როგორც ჩანს, რეალურად გამოქვაბულში, წყლის სათავეში რაღაც სისტემაა, რომელიც წლის სხვადასხვა დროს წყლის განსხვავებულ მიმართულებას განაპირობებს.
განძთან ერთად, ხვამლის მთა რკინის წარმოების, ანუ მეტალურგიის საიდუმლოსაც უკავშირდება. ხვამლის ძირში არის ასეთი ადგილი „გონა“. სხვათა შორის, რაჭაშიც არის იგივე ტოპონიმი. ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა გონებას ანუ ცოდნას უნდა უკავშირდებოდეს. რაჭის გონის მთაზე მართლაც მაღაროები იყო. დავით გოგუაძის თქმით, ხვამლის გონის მიდამოების ზედაპირული გათხრისას მოპოვებულმა ბრინჯაოსა და რკინის ნივთებმა კიდევ უფრო გაამძაფრა მათი ვარაუდი. წიდები და მადნის ზოდები მიწის ზედაპირზეა მიმოფანტული და თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩანს. ეს ყველაფერი კი ამ ადგილებში განვითარებული მეტალურგიის კერის არსებობას ადასტურებს.
კიდევ ერთი, ხვამლისკენ მიმავალი გზა ციხეებითაა მოფენილი, რომლის ქვედა შრეებიც ძალიან არქაულია. ამდენად, ძნელი სათქმელია, რას იცავდნენ ეს უძველესი ციხეები და დღემდე რა საიდუმლო ინახება ხვამლის მთაში?!
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი მანანა ნოზაძე 20:00 30.04.2012 გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა დ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:34 06.09.2013 პროკურატურის გამოძიების მასალებით, ჯარისკაც როინ (რომა) შავაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ: შ...
-
ხალხის აზრი გაზიარება [15:26 01-12-2010] მომხრე დავით დარჩიაშვილი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიტიკურ მეცნი...
-
ილია ჩაჩიბაია (დ. 2 ივნისი, 1988, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე პ...
-
22:36 24.08.2011 22 აგვისტოს ჩეხეთში რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა კობახიძე გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 24 აგვისტოს რამაზ ჩხიკვაძესთან ...
-
ევროპა და ამერიკა რას მიქვია? ბოლო დროს ქართველებს დედამიწის მივიწყებულ კუნჭულებშიც კი ნახავთ. ქართველების დიდი ნაწილი უცხოეთში სამწუხაროდ მ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
14:39 24.02.2014 საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ ჩრდილელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც კომენტარს უ...
-
ავტორი მარინა კვიკვინია წინაპრებს ჩვენთვის ერთი ასეთი ანდაზა შემოუნახავთ: "ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო" ანუ ღმერთს ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
ხვამლის მთის საიდუმლოებით ბიძინა ივანიშვილიც დაინტერესდა
რუბრიკიდან: presage.tv
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
ავტორი მანანა ნოზაძე 20:00 30.04.2012 გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა დ...
-
თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება , _ ამის შესახებ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლი...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:34 06.09.2013 პროკურატურის გამოძიების მასალებით, ჯარისკაც როინ (რომა) შავაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ: შ...
-
ხალხის აზრი გაზიარება [15:26 01-12-2010] მომხრე დავით დარჩიაშვილი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიტიკურ მეცნი...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია , ჭალადიდიდან 17:06 14.09.2009 ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში ბოლო პერიოდში უცნაური ამბები ხდება. ადგილობრივი მოსახლ...
-
ავტორი b2p.ge 02:06 03.12.2011 "გაბრიელ გარსია მარკესი - 14 ფრაზა ცხოვრების შესახებ" 1. მე შენ მიყვარხარ არა იმის გამო, თუ ვინ ხა...
-
უთავბოლო, დაძაბული ბედი, საეჭვო რეპუტაცია და სისტემატური ხმა გაკოტრებაზე. მარტო ეს არ იყო ერთადერთი ტვირთი, რითაც მაიკლ ჯექსონი ემზადებოდა, ...