ავტორი რეზო ამაშუკელი | პოეტი
21:54 06.01.2012
სააკაშვილს “სკოჩს” ვაჩუქებდი, რომ პირზე აიკრას და გიჟის თეთრ ხალათს, რომ ჩაიცვას, მოუხდება. ისედაც შეურაცხადივით დახტის წინ და უკან. დააკვირდით სახეზე, რას ჰგავს, წამლებით არის გაძეძგილი… 11 წელია ვიძახი, ხალხო! ეს თქვენი მაღალი, ლამაზი და ჭკვიანი დაგღუპავთ-მეთქი. დამიჯერა ვინმემ?.. ვინც მეტყვის, მისი მმართველობის დროს ბევრი რამე გაკეთდაო, კისერიც უტეხია. თბილისი “თბილისი ლაივისთვის” და პედერასტებისთვის შენდება. ბიჭოლამ რომ ბალიშები შეიკეროს და დუტამ ფულები გააკეთოს...- ქვეყანაზე კი, რა გითხრათ, – ეს ერი აღარ არის უკვე, ახლა დუტა-შმუტას დროა. სტეფანე არ დაგავიწყდეთ, მიმხრჩვალ ყვინჩილას რომ ჰგავს. ძლივს ერთი სინათლე გამოჩნდა ქართულ რეალობაში ბიძინა ივანიშვილის სახით და იმასაც თავისუფლების ინსტიტუტის ყლორტები შეესივნენ. ახლა იმას გვეძიძგილავებიან, რომ ნაციონალები ისევ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, ოღონდ უმცირესობითო. ცუდად გაწურულ ჩვარს რომ ჰგავს აკო მინაშვილი, მაგასთან თანამშრომლობა როგორ შეიძლება?! ნაციონალებთან ურთიერთობა როგორ შეიძლება, ცოლებს ვეღარ პატრონობენ და ქვეყანას უპატრონებენ?!. საუბედუროდ, ყველა ჩემი ინტუიცია გამართლდა და ახლაც ვაცხადებ ხმამაღლა, – ბიძინა ივანიშვილი კრისტალივით სუფთა კაცია, მაგრამ მის გარშემო ისევ დაირაზმებიან პატარა წუწკები… თუ ქართველი ახალგაზრდები არ გამოცოცხლდებიან, არაფერი შეიცვლება. დათო მაღრაძესა და ლაშა ბუღაძეს როდემდე უნდა ვუსმინოთ? ვინ არიან, რა გაუკეთებიათ?! გამოვიდა რატი ამაღლობელი და სცენიდან გვეფლირტავება, ფლირტი ჰყვარებია თურმე ბიჭს. რა დროს ფლირტია, თქვე უპატრონოებო, ქვეყანა თავზე გვენგრევა…
