21:20 29.10.2018
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
მე შეგნებულად ვიყენებ ტერმინს" დანაშაული" და არა შეცდომა. დიახ, დანაშაული იყო და არის, როცა არჩევნების წინ საუბრობ მარიხუანას კულტივიზაციის პროექტზე და ამტკიცებ, რომ ამ იდეამ მილიარდები უნდა მოუტანოს ქვეყანას, შენს ხალხს კი არ ეკითხები: უნდათ საკუთარი შვილების სიცოცხლის ხარჯზე გამდიდრებული ბიუჯეტი? ეს პროექტი ხვალვე გასაწვევია პარლამენტიდან და მეტიც, დასავიწყებელია სამუდამოდ! კიდევ ბევრ დანაშაულზე, თუ შეცდომაზე ვისაუბრებ ამ დღეებში, მაგრამ მინდა მთავარი რამ ვთქვა: მე მაქვს ეჭვი, რომ რაც მოხდა (უკვე 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ვგულისხმობ), ეს არ მომხდარა შემთხვევით. ეს არ მომხდარა, "ქართული ოცნების" ხელშეწყობის გარეშე. დღეს სხვა კომენტარს არ გავაკეთებ!
P.S. ყველას ვეუბნები, ჩვენ- "საქართველოს პატრიოტები" ვიმოქმედებთ! ვიმოქმედებთ იმგვარად, რომ ჩვენი ქვეყანა მორიგჯერ არ ჩავარდეს მწამებლების ხელში! დაგვინახეთ, ვინც გარედან გვაკვირდებით და მოქმედების სურვილი გაქვთ. თუ ახლა არ ვიმოქმდებთ, ხვალ (ღმერთმა არ ჰქნას) სამოქალაქო ომის პირობებში აღმოვჩნდებით. ვისაც აინიტერესებს ჩემი პოზიცია "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში, მისთვის საყურადღებოდ ვწერ: მწამებლების დაცვა და გაცოცხლება, ჩემთვის წამებაზე არანაკლები დანაშაულია და ზუსტად ამაში ვდებ ბრალს "ქართულ ოცნებას". შესაბამისად, ის ჯგუფი, ის პირები "ქართული ოცნებიდან", რომლებიც ლობირებდნენ ნაცმოძრაობის გაცოცხლების პროექტს, ჩემთვის მურუსიძეზე უკეთესი არაფრით არ არიან.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ყველაფერ იმას, რაც მოხდა და ხდება, აქვს ღრმა, მაგრამ ნათელი მიზეზები. მთავარი მიზეზი ბოლო 6 წელია! "ქართულმა ოცნებამ" უღალატა ქართველ ხალხს, ესაა მთავარი მიზეზი. ვამბობდი და ვამბობ: კოჰაბიტაცია იყო დანაშაულებრივი პროცესი. დანაშაული იყო იმისი მტკიცება, რომ ნაცმოძრაობა მთავარი ოპოზიციური პარტიაა. დანაშაული იყო მიზანმიმართული ქმედებები ნაცმოძრაობის ორივე შტოს გასაცოცხლებლად! დანაშაული იყო და არის მათთან სერიოზული პოლიტიკური ოპონირება. დანაშაული იყო სასამართლო სისტემის მურუსიზაცია, "გირჩის" შექმნა და დაფინანსება, რასაც ხელისუფლება აკეთებდა და აკეთებს!
რაც მოხდა და ხდება, ამისი მიზეზი იყო სრულიად აბსურდული საკადრო პოლიტიკა. მინისტრებად გაურკვეველი ბიოგრაფიის ადამიანების დანიშვნა, მერე ამ მინისტრების მუდმივი დაცვა, რომ ისინი ჭკვიანები არიან (არ არიან არც ჭკვიანები, არც ის ესმით, რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება) და ბოლოს, პრემიერების ისე წასვლა პოსტიდან, რომ არავინ არაფერს ხალხს არ უხსნიდა,- რატომ? უპატიებელი დანაშაულია, როცა შენს ხალხს შია, როცა შენი ხალხი გმინავს და შენ ამას არ იმჩნევ... მე შეგნებულად ვიყენებ ტერმინს" დანაშაული" და არა შეცდომა. დიახ, დანაშაული იყო და არის, როცა არჩევნების წინ საუბრობ მარიხუანას კულტივიზაციის პროექტზე და ამტკიცებ, რომ ამ იდეამ მილიარდები უნდა მოუტანოს ქვეყანას, შენს ხალხს კი არ ეკითხები: უნდათ საკუთარი შვილების სიცოცხლის ხარჯზე გამდიდრებული ბიუჯეტი? ეს პროექტი ხვალვე გასაწვევია პარლამენტიდან და მეტიც, დასავიწყებელია სამუდამოდ! კიდევ ბევრ დანაშაულზე, თუ შეცდომაზე ვისაუბრებ ამ დღეებში, მაგრამ მინდა მთავარი რამ ვთქვა: მე მაქვს ეჭვი, რომ რაც მოხდა (უკვე 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ვგულისხმობ), ეს არ მომხდარა შემთხვევით. ეს არ მომხდარა, "ქართული ოცნების" ხელშეწყობის გარეშე. დღეს სხვა კომენტარს არ გავაკეთებ!