20:03 25.03.2015
თითქმის ხუთი წელია რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი, თინა კანდელაკი ქმარს გაშორდა.
მას შემდეგ თინას ბევრ ცნობილ ადამიანთან მიაწერდნენ რომანს.
მის გახმაურებულ მიჯნურებს შორის ცნობილ მილიარდერ რუსტამ კერიმოვს მოიხსენიებდნენ.
თინას დედამ ჟურნალისტებთან დაიჩივლა, რომ სურს, მისმა ქალიშვილმა მალე ააწყოს პირადი ცხოვრება, რათა სიბერეში მარტო არ დარჩეს.
ისიც აღნიშნა, რომ მთავარია, კარგ მამაკაცს შეხვდეს, არ არის აუცილებელი, ის მდიდარი იყოს. თუმცა მას სრულიად არ ეთანხმება თინა, რომელსაც ძირითადად მდიდარი მამაკაცები იზიდავენ.
„ქმრად მხოლოდ მილიარდერის კანდიდატურას განვიხილავ. ასეთები რუსეთში არ დარჩნენ, ქალის კმაყოფასა და ნებაზე მცხოვრები მამაკაცი კი ჩემს პრინციპებს არ შეესაბამება“, - განაცხადა მან.
სხვათა შორის, თავად თინა ბიზნესში საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევს. მისი სარესტორნო ბიზნესის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისმა კუთვნილმა სარეკლამო სააგენტო ''აპოსტოლმა'' სერიოზულ გარიგებას მიაღწია მთავრობასთან და იმ 11 ქალაქის ბრენდირებას მიხედავს, რომლებშიც 2018 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს. ლაპარაკია დიდ დაფინანსებაზე, რაც თინას ბიზნესს მხოლოდ წაადგება.