"თქვენი პარტიის თავმჯდომარე გააჩერეთ, სულელურ განცხადებებს რომ აკეთებს”

21:50 12.11.2014
მედია პრემიერსა და კოალიციის წევრებს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე მომხდარ კიდევ ერთ დეტალს ასაჯაროებს. უკვე ცნობილია, რომ ამ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა და ეს თინა ხიდაშელმა დაადასტურა კიდეც.

შეხვედრაზე ივანიშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" წევრებს ჰკითხა, რას აპირებდნენ ისინი და იქვე ურჩია, რომ სულელურ განცხადებებს ნუ გააკეთებენ.

„ვიცოდი, რომ კოალიციისა და პრემიერის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. უბრალოდ მაინტერესებდა, დღეს, დღის განმავლობაში რომელიმე მათგანი თუ დაადასტურებდა ამას. როგორც აღმოჩნდა, თინა ხიდაშელმა დაადასტურა, რომ შეხვედრაზე ნამდვილად იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მან არ ისურვა იმაზე საუბარი, თუ რა თემებზე იყო დახურულ კარს მიღმა საუბარი.

ტრადიციულად, თქვენ იცით, რომ მე კარგი სახელისუფლებო წყარო მყავს. ამჯერად ბიძინა ივანიშვილის განწყობა უნდა გადმოგცეთ „რესპუბლიკური პარტიის" მისამართით. მან გაუგებარი უწოდა „რესპუბლიკური პარტიის" მოქმედებებს. ის, რომ მას ძმები ბერძენიშვილები არ უყვარს, ეს დიდი ხანია ცნობილია. და თქვა ასეთი მკაფიო ფრაზები, რომ „ან გამარკვიეთ, რა გინდათ ან თუ წასვლა გინდათ, წაბრძანდით". ნუ მე ჟარგონებს არ ვიმეორებ. და ასევე „თქვენი პარტიის თავმჯდომარე გააჩერეთ, სულელურ განცხადებებს რომ აკეთებს". როგორ ჩანს ბიძინა ივანიშვილმა ამაში იგულისხმა ხათუნა სამნიძის განცხადება, რომ „რესპუბლიკური პარტია" სოლიდარობას უცხადებს ირაკლი ალასანიას. ასე რომ, მთავარი მოვლენები ჩვენ ჯერ კიდევ წინ გველოდება და „რესპუბლიკელებს" აუცილებლად მოუწევთ თავიანთი არჩევანის გაკეთება. მე როგორც ვიცი, ძმები ბერძენიშვილები ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებების მომხრეები არიან. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ეს ალბათ უახლოეს რამდენიმე დღეში გამოჩნდება",-განაცხადა ელისო კილაძემ "პირველ რადიოსთან".

READ MORE - "თქვენი პარტიის თავმჯდომარე გააჩერეთ, სულელურ განცხადებებს რომ აკეთებს”

სრულიად საქართველო დაპირისპირებათა ავადმყოფურმა ქსელმა მოიცვა!

წყარო reportiori.ge
17:50 02.11.2014
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი და პარტია „იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას ეხმაურება და აღნიშნულზე საკუთარ „facebook"-გვერდზე წერს.

„ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მამა გაბრიელის დაპირისპირება გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის!!!!!!!!!!!

თბილისის მერიავ, საკრებულოვ და თავად მერო!!!

ასეთი მიზანმიმართული ბრიყვები ხართ მართლა თუ უბრალოდ თქვენდაუნებურად გამოგდით, რასაც აკეთებთ?!!

თუ მაინცდამაინც ამ ქუჩისთვის უნდა მიგეცათ მამა გაბრიელის სახელი, მეორე ნაწილი - ხმელნიცკი მაინც შეგეცვალათ! ან დაილია ქუჩები და გამზირები???

ქაქუცა ერთგვარი სიმბოლოა საქართველოსი და მის მიმართ ერთი ადამიანი არ არსებობს უარყოფითად განწყობილი, უფრო სწორად, დღემდე არ არსებობდა!

მამა გაბრიელი მორწმუნე საზოგადოებაში ერთხმად მიღებული სიწმინდეა და არც სხვა კონფესიები ან ათეისტები გამოხატავდნენ მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზიას! ოღონდ ესეც დღემდე!!!

რამ გიბიძგათ ასეთი „ბრძნული" გადაწყვეტილებისკენ?!

ღრმა ეკლესიურობამ?? ოღონდაც ეგ არა რა!!! რაც თქვენ გააკეთეთ, ამით უდიდესი დარტყმა მიაყენეთ ქართულ ეკლესიას, რადგან ქაქუცა სრულიად საქართველოსთვის ეროვნული გმირია და მისი სახელი, ცხოვრება მთლიანად, ერთგულების, ვაჟკაცობის, ღირსების სინონიმია!!! ხოლო მამა გაბრიელის სახელის დარქმევა ქაქუცას სახელობის ქუჩისთვის, სხვა არაფერია, თუ არა მართლმადიდებელთა შიგნით ახალი დაპირისპირების პროვოცირება, რაც უკვე ხვალიდან დაიწყება და გასცდება ერთი კონკრეტული ქუჩის საზღვრებს...

ვერ ხედავთ, როგორ ავადმყოფურად რეაგირებს ხალხი ყველანაირ სიახლეზე, თუნდაც წვრილმანზე, როცა დადებითი ემოციებიც კი აგრესიაში გადადის და საყოველთაო დაპირისპირების საგანი ხდება?!!!

ხალხს აგროვებთ 15 ნოემბრის აქციისთვის???

თუ უბრალოდ ვერ აზროვნებთ???

ან აქვს კი ამას მნიშვნელობა?!!!!!!!!! არა, რადგან სამწუხაროდ, ამ პროვოკაციას ბევრი წამოეგება!


P.შ. ცნობისათვის: პირადად მე არანაირად არ მაღელვებს ზოგადად ქუჩების, სკვერების, მოედნების სახელწოდებების და ძეგლების თემა... ასეთი ვარ, რა ვქნა, არ ნიშნავს ეს ჩემთვის არაფერს, სხვა ღირებულებები ბევრად მეტად ფასობს ჩემთვის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პირადად მე არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რომელ ქუჩას ვისი სახელი ჰქვია (გია ჭანტურიას სახელობის ქუჩის და ძეგლის ჩათვლით). მაგრამ როცა ამ ფორმით და ამ დატვირთვით, თან ასეთ დროს უკვე მერამდენედ ასეთი რამ ხდება, მეც მიჩნდება პროტესტის გრძნობა, არა ქაქუცა ჩოლოყაშვილის, არა მამა გაბრიელის, არამედ თქვენი უტვინო, უზნეო, ანტიქრისტიანული და ანტიეროვნული გადაწყვეტილებების მიმართ!!!


რა დროს პოლიტიკაა, სრულიად საქართველო წვრილმანიდან დაწყებული მსხვილმანით დასრულებული, დაპირისპირებათა ავადმყოფურმა ქსელმა მოიცვა! ამ დროს ქვეყანა თავზე გვენგრევა და ვერ გაგვიგია!!!

სტატუსი: თქვენ მიკარნახეთ როგორია, მე მართლა არ ვიცი!" - წერს ირინა სარიშვილი.

READ MORE - სრულიად საქართველო დაპირისპირებათა ავადმყოფურმა ქსელმა მოიცვა!

გუბაზ სანიკიძე დუმილს არღვევს

17:50 02.11.2014
რატომ დაბლოკეს ტელევიზიებმა, როდის ჩაატარებს კომიტეტის სხდომას პანკისში და რას ურჩევს ნაციონალებს გუბაზ სანიკიძე.

კითხვაზე, რატომ აღარ ჩანხართ და აქტიურობთ, ხელისუფლებაში მოსული ყველა ექსოპოზიციონერი ბრაზობს. არგუმენტიც ყველას ერთი აქვს _ იმიტომ, რომ ახლა ხელისუფლებაში ვართო, ამბობენ. არადა, საყვირალი და სატკივარი ამ ქვეყანაში, აშკარად არ გამოლეულა. იგივე არგუმენტი მოიშველია ქუთაისის მაჟორიტარმა და დიასპორებისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბაზ სანიკიძემაც. იმის მიუხედავად, რომ არც ქუთაისი აყვავებულა, არც ჩვენი დიასპორები გაძლიერებულა და უცხოეთში გაფანტული ქართველობა დაბრუნებულა და არც ნაციონალური მოძრაობა გამქრალა რადარებიდან. სამაგიეროდ, ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც სანიკიძეს ერთ წელზე მეტია არავისთვის მიუცია, ბევრ საინტერესო რამეს გვიყვება და აცხადებს, რომ კახა შარტავა ისევ პარტიაშია და ეროვნული ფორუმის სტრუქტურებს აქტიურად აშენებს, რამდენიმე ტელევიზიამ მისი კომენტარი მიზანმიმართულად დაბლოკა, მალე კომიტეტი გასვლით სხდომას პანკისში ჩაატარებს, დიასპორების ბიუჯეტი კი გაისად მინიმუმ ორჯერ გაიზრდება. გუბაზ სანიკიძე აანალიზებს გარესაფრთხეებს, სამეზობლოში მიმდინარე ორ ომს, რუსულ-აფხაზურ პროცესებს, ერს სააკაშვილის დაცინვისკენ მოუწოდებს და ნაციონალებს პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევს.

- ბატონო გუბაზ, როგორ ხართ, სად ხართ და რატომ აღარ აქტიურობთ?
- კარგად ვარ და ვარ საქართველოში. როცა პოლიტიკოსი ოპოზიციიდან ხელისუფლებაში ინაცვლებს, რა თქმა უნდა, მისთვის ვითარება იცვლება, თუმცა ვერ გამიგია, აქტიურობა რას დავარქვა. იმას გულისხმობთ, ტელევიზორში ხშირად რატომ არ ვჩანვარ?

- არც პარლამენტში ჩანხართ, არც ქუთაისში... ასე ის ხალხი ფიქრობს, ვინც ჯერ კიდევ 1 წლის წინ მერიაში, მაჟორიტარის ოთახის კარზე ლენტები გაგიკრათ.
- სხვათა შორის, კარი შეეშალათ, ჩემი კარი არ იყო. მე ჩემი საქმე მაქვს - დიასპორებთან ურთიერთობასა და კავკასიის საკითხებზე ინტენსიურად ვმუშაობ.

- ეროვნული ფორუმი, პარტიულად, რა მდგომარეობაშია და სად არის კახა შარტავა, აქტიურ პოლიტიკაში აღარასოდეს დაბრუნდება?
- პოლიტიკაში დაბრუნებას რას ეძახით, გამაგებინეთ. ხშირად გამოჩენას ტელევიზორში? შარტავა არსად წასულა, პარტიაშია და ჩემთან ერთად ინტენსიურად მუშაობს, ოღონდ ფუნქციები გვაქვს გაყოფილი - მე საპარლამენტო საქმიანობას ვეწევი, პარტიულ სტრუქტურებს კახა შარტავა აგებს და ამ საკითხზე პრესკონფერენციების ჩატარება საჭიროდ არ მიმაჩნია. დღეს ჩვენი პარტია ძალიან ძლიერი და მრავალრიცხვოვანია და ამ საქმეში შარტავა და რეზო შავიშვილი აქტიურად არიან ჩართულნი. პარტიას ერთი თავმჯდომარე აღარ ჰყავს, პოლიტსაბჭო მართავს და ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა.

- ერთი წლის წინ ,,ფორუმისა’‘ და ,,ქართული ოცნების’‘ გაერთიანებაზეც იყო საუბარი, რატომ გადაიფიქრეთ?
- გადავწყვიტეთ, რომ ორი ერთს სჯობია.

- ე.ი. კოალიცია რომ დაიშალოს, 2016 წელს პარლამენტში მაინც შეხვალთ?
- ეგ მარჩიელობას ჰგავს. აქ იმდენი დაშვებაა, შესვლა-არშესვლა შემთხვევითობას ემსგავსება. ,,ოცნებაში’‘ 6 პარტია ვართ და ცალკეული განცხადებების მიუხედავად, ცალკე გასვლას არავინ ფიქრობს. ეს ხომ სიმპათია-ანტიპათიაზე კი არა, პრაგმატულ ინტერესებზეა დამოკიდებული. პირდაპირ ვთქვათ, ასეთი ინტერესი დღეს არავის აქვს. ეს არც ქვეყნის ინტერესში შედის, რადგან ახლა საქართველოს შიდაპოლიტიკური რყევები არ სჭირდება.

- ასეთი რყევები უკვე არის და ამას, პირველ რიგში, ხელისუფლება უწყობს ხელს შიდაკინკლაობით.
- ამ თემების გაშლა ,,ოცნებას’‘ არ აწყობს, მაგრამ რასაც ხალხი და მედია უკვეთავს, იმას აკეთებენ პოლიტიკოსები და არა პირიქით. სხვათა შორის, რამდენჯერმე სხვადასხვა მედიასაშუალებას კომენტარიც მივეცი პრემიერ-პრეზიდენტის ე.წ. დაპირისპირებაზე და არ გაუშვეს, რადგან სკანდალური არაფერი მითქვამს. ახლა სათქმელს თქვენი საშუალებით ვიტყვი - ეს ე.წ. კინკლაობა პერსონების კი არა, კონსტიტუციის პრობლემაა. ანუ კანონში მარტივ ქართულ ენაზეა ჩასაწერი, ვის რა უფლება-მოვალეობები აკისრია. გუბაზ სანიკიძის გაუჩინარების მითი მარტო ჩემი ბრალი არ არის! თემები, რაც დღეს ქვეყანაში ტრიალებს, არ მაინტერესებს, სისულელეა. აი, მონიტორინგი კი, ვინ რამდენი დახარჯა და საქმიანი კრიტიკა, კარგია, რადგან პოლიტიკოსმა არ უნდა ჩამოიძინოს. ადამიანი ფხვიერი არსებაა და ყოველთვის კომფორტს ეძებს.

- თქვენც ეძებთ კომფორტს?
- მუშაობის დროს კი. თავად ხედავთ, ძალიან კარგი კაბინეტი და ბიბლიოთეკა მაქვს. ეს ჩემთვის უმაღლესი დონის კომფორტია. ჩემს ბიბლიოთეკაში 8 000 წიგნია და კაბინეტში ,,1000 რჩეული’‘ მიდევს.

- ალბათ, დუმილშიც არის გარკვეული კომფორტი. თუმცა ერთი ,,არაკომფორტული’‘ განცხადება თქვენც გააკეთეთ - თუ დიასპორების ბიუჯეტი გაისად არ გაიზრდება, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დავტოვებო. რა პრობლემები აქვს კომიტეტს და კონკრეტულად რაში არ გყოფნით ფული?
- საკითხი სხვანაირად დგას - ჩვენი ერის მეოთხედი ქვეყნის გარეთაა და მათ გარეშე ქვეყანას ფეხზე ვერ დავაყენებთ. აზერბაიჯანი ნახევარ მილიარდ დოლარს ხარჯავს დიასპორებზე, ჩვენ კი მილიონ ლარსაც არა. საქმე მარტო ფულში არ არის, დიასპორებთან ურთიერთობა თუნდაც ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია. ძველის გარდა, ახალი დიასპორებიც გვაქვს, რომლებიც საქართველოს მოწყვეტილია. რამდენიმე პროექტიც განხორციელდა, მაგალითად, ინტერნეტტელევიზია, ტელეგაკვეთილები... თუმცა, მარტო ქართული ცეკვითა და ჩოხა-ახალუხის ჩატანით ქართველობას ვერ შევინარჩუნებთ. დიასპორებთან ურთიერთობის გრძელვადიანი პროექტები გვჭირდება. გაისად ჩვენი ბიუჯეტი 2, 3 მილიონამდე მაინც უნდა გაიზარდოს. კომიტეტის გასვლითი, დახურული სხდომის ჩატარებას ვაპირებთ პანკისის ხეობაში. მანამდე, ნოემბრის შუა რიცხვებში, ახმეტაში ჩასვლას ვგეგმავთ. მინდა, სხდომები ახალქალაქსა და მარნეულშიც ჩავატაროთ. ამ პროცესში დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად არიან ჩართულნი.

- პრეზიდენტს არც თქვენ ელაპარაკებით?
- არა, რა შუაშია. პრეტენზიები არავის მიმართ მაქვს. უბრალოდ, ეს საკითხები პრემიერის გადასაწყვეტია. თორემ პრეზიდენტთან შეხვედრაც მქონდა და ჩვენი საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაციაც მივაწოდე. რაც შეეხება კომიტეტის მუშაობას, დახურული სხდომები ძალიან ხშირად გვაქვს და მათ პირდაპირ ეთერში არ ვუშვებთ, რადგან რაღაც თემების გახმაურება ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. დღე და ღამე ვმუშაობ და არაა საჭირო, ეს ტელევიზიაში ჩანდეს. ძალიან ბევრი მტერი ჰყავს ამ ქვეყანას, რომ ყველაფერი სააშკარაოზე გამოვიტანოთ.

- ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, დიასპორების როლი უნდა გაძლიერდესო. ეს უბრალოდ განცხადება იყო განცხადებისთვის, თუ კონკრეტული სტრატეგია არსებობს?
- კონკრეტულ მაგალითს გეტყვით - ძალიან მალე სტამბოლის ქართული კათოლიკური მისიის ფონდის საკითხის საჩვენოდ გადაწყვეტას ველი. იქ 85 000-მდე ჩვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია და 30 წელია, ეს საკითხი ვერ გადაწყდა. ახლა პროცესი დაიძრა. რამდენიმე დღის წინ, პრემიერის დავალებით, სტამბოლშიც ვიყავი. ამ საქმეს კარგი პირი უჩანს. თუმცა ამას, რა თქმა უნდა, არავინ აშუქებს.

სრულად>>>

READ MORE - გუბაზ სანიკიძე დუმილს არღვევს

ალასანიას მეუღლე: სხვათაშორის, ეს ნაციონალებსაც არ დაუბრალებიათ [video]

17:50 02.11.2014
ნათია ფანჯიკიძე: ეს კორუფცია "კარგი სიურპრიზი" იყო... სხვათაშორის, ეს ნაციონალებსაც არ დაუბრალებიათ

ტელეკომპანია "იმედის" პროგრამა "დღის შოუს" სტუმარია, ფსიქოლოგი, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ორი შვილის დედა და უბრალოდ ქალი, ნათია ფანჯიკიძე.

იხილეთ ვიდეო

READ MORE - ალასანიას მეუღლე: სხვათაშორის, ეს ნაციონალებსაც არ დაუბრალებიათ [video]

ხათუნა ხოფერია: კვესიტაძეს, ვინ მოგცა უფლება ეთერში ტყუილების გასაჟღერებლად?!

ავტორი ალა გრიგალაშვილმა, reportiori.ge
17:30 02.11.2014
საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა ხოფერია გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებს" ეხმაურა, რომელიც შაბათს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ეთერში გავიდა.

„კვესიტაძის გადაცემას ვუყურე!!!!!!! უფრო სწორედ, კვესიტაძის გადაცემის მეშვეობით, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, ჟვანიას ოჯახის და პროკურატურის დაშანტაჟების მორიგ მცდელობას ვუყურე!!!!!

1. კვესიტაძემ კიდევ ერთხელ უჩვენა საზოგადოებას, (ამჯერად, ვიდეო მასალა) რომ ჟვანიას ნამდვილად ჰქონდა სისხლჩაქცევები და დაზიანებები თავის ქალაზე.!

2. გადაცემა იყო პანიკური, აშკარად ეტყობოდა, რომ დაუკვეთეს და ორ საკითხს ითვალისწინებდა: ა) ჩაჩუასთვის მხარდაჭერის და მისი გადარჩენისთვის ბრძოლის დემონსტრირებას. ბ) ოჯახის კიდევ ერთხელ დაშანტაჟებას!

3. არანაირი სიახლე გადაცემაში არ თქმულა.

4. იყო პირდაპირი მუქარა ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნის რაღაც "დელიკატური" ჩანაწერის გასაჯაროების!!!!!!
...და ა. შ.

კვესიტაძე, შე უნამუსო, უტვინო და უღირსო "ჟურნალისტო"!!!!

ვინ მოგცა უფლება, ასე უაპელაციოდ და საგანგაშოდ მიმართო საზოგადოებას! გამოიყენო საეთერო დრო, ტყუილების გასაჟღერებლად, ადამიანებში ცრუ განწყობის შესაქმნელად!
რა გაქვთ სათქმელი?????
თქვით!!!!!!!
მაინც ყველამ იცის რასაც აბრალებთ და როგორც სვრით ცხონებულის სახელს!!!!
თქვით!!!!
ნუ გვაშანტაჟებთ!!!!!
და რა???? რა შეიცვლება მაგით????
რას დაამტკიცებთ მაგ ტალახის სროლით?!... რომ ზურა გაზით გაიგუდა???? მაგით ხომ არაფერი იცვლება!!!!!
ზურა მოკალით!!!!! ჰაკიმ ფაშას ფოტოებზეც და შენ მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაშიც ჩანს, რომ ზურას სიცოცხლეში მიაყენეს თავის ქალაზე დაზიანება!!!!!
მერე მოკლეს!!!!!!!!!! მერე მოკალით!!!!!
აი, ესაა სიმართლე!!!!
არ გვეშინია, რაც გინდათ ის თქვით!!!! (სტილი დაცულია)", - წერს ხათუნა ხოფერია.

READ MORE - ხათუნა ხოფერია: კვესიტაძეს, ვინ მოგცა უფლება ეთერში ტყუილების გასაჟღერებლად?!

ეს ძალიან დიდი სკანდალია!

18:30 01.11.2014
რუსულენოვანი საერთაშორისო გამოცემის „Совершенно секретно"-ს 2014 წლის 1-8 ივლისის ნომერში გამოქვეყნებული სკანდალური სტატიის - „იერიში ტვინებზე" - ქართული თარგმანის წაკითხვა „ასავალ-დასავალის" ამავე ნომერში შეგიძლიათ.

მე კი, წინამდებარე წერილში ყურადღებას გავამახვილებ ზემოხსენებული სტატიის ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, სადაც საუბარია, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ფსიქოტრონული იარაღი გამოიყენა!

ალბათ, კარგად გემახსოვრებათ იმ ავბედით დღეს რუსთაველის გამზირზე მოშლიგინე პოლიციის „პიკაპები", რომლებზეც უცნაური აპარატურა იყო დამაგრებული.

იმ დღეებშმი ყველა ბჭობდა, თუ რა აპარატურა იყო ეს და რისთვის დასჭირდათ მისი გამოტანა რუსთაველის გამზირზე, როცა მშვიდობიანი აქცია რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით ისედაც დაშლილი იყო.

როგორ „Совершенно секретно"-ს სტატიაში ვკითხულობთ, 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ის „უცნაური აპარატურა" სპეციალური აკუსტიკური იარაღი - Medium Range Acoustic Device - იყო, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ამერიკელებისგან მიიღო და რომელიც ამერიკელებმა მანამდე ერაყელი ბოევიკების წინააღმდეგ გამოსცადეს.

მოკლედ, სააკაშვილის ხელისუფლებამ საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას რეზინის ხელკეტებით დაბეგვა, რეზინის ტყვიებით დაცხრილვა და გაზით დაწამვლა არ აკმარა და მათ წინააღმდეგ აკრძალული ფსიქოტრონული იარაღიც გამოიყენა!

ძვირფსო მკითხველო, ეს ძალიან დიდი სკანდალია!

ამ სკანდალის გამო საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ და დამატებითი ბრალი წაუყენოს ვანო მერაბიშვილს!

დიახ, მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ აკრძალული ფსიქოტრონული იარაღის გამოყენება საერთაშორისო სამართლით კვალიფიცირდება, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილ-მერაბიშვილის ხელისუფლებამ სწორედ ეს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა!

ამის დეტალურ დასაბუთებას ქვემოთ შემოგთავაზებთ, თუმცა, მანამდე ნაცპროვოკატორების, ნაცლიბერასტებისა და ნაცმიდრეკილების გასაგონად ერთი რამ მინდა განვმარტო: რუსულენოვანი საერთაშორისო გამოცემა „Совершенно секретно" ნამდვილად არ გახლავთ რუსეთის ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი და კრემლის იდეოლოგიის გამტარებელი გაზეთი, პირიქით, ეს გახლავთ პროდასავლური გამოცემა, რომლის რედკოლეგიაშიც ცნობილი დისიდენტები და პუტინის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ინტელექტუალები შედიან!

ასე რომ, ვერავინ იტყვის, თითქოს ეს გაზეთი 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული იარაღის გამოყენებაზე კრემლის დაკვეთით წერს და პუტინის დავალებით სააკაშვილის დისკრედიტაციას ეწევა.

ახლა კი გადავიდეთ მთავარზე:

სააკაშვილის ხელისუფლების მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ფსიქოტრონული იარაღის ხმარების წესი მკაცრად არის განსაზღვრული საერთაშორისო სამართლით.

კერძოდ, ჟენევის კონვენცია და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტები ფსიქოტრონული იარაღის გამოყენებას კრძალავენ არათუ მშვიდობიანი მანიფესტაციების, არამედ შეიარაღებული კონფლიქტების დროსაც კი, ვინაიდან ეს იარაღი იწვევს ადამიანის ფსიქიკის უმძიმეს დაზიანებას!

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ფსიქოტრონული, აკუსტიკური იარაღის გამოყენება ითვლება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია (საქართველოში ძალაშია 1995 წლის 29 ივნისიდან, შესაბამისი კონვენციით).

კიდევ ვიმეორებ, 2007 წლის 7 ნოემბერს, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული ფსიქოტრონული იარაღის გამოყენებით, ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ!

ისე, საინტერესოა, სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაინც რატომ არ დაინტერესდა საქართველოს მთავარი პროკურატურა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამოძიებით?!

რა, საქართველოს პროკურატურაში არ იციან, რომ სააკაშვილმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლით აკრძალული ფსიქოტრონული იარაღი გამოიყენა?!

ეს ხომ პირდაპირ საფუძველია სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების პირველ პირთა განსასჯელის სკამზე დასასმელად?!

კი ბატონო, ვთქვათ, საქართველოს მთავარ პროკურატურას დღემდე არ ჰქონია ინფორმაცია 7 ნოემბერს აკრძალული ფსიქოტრონული იარაღის გამოყენების შესახებ, მაგრამ ახლა ხომ ეს ინფორმაცია საჯარო გახდა და პროკურატურა ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღძრას სისხლის სამართლის საქმე!

დიახ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლი პროკურორსა და გამომძიებელს პირდაპირ ავალდებულებს, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყონ გამოძიება!

იმავე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლში კი შავით თეთრზე წერია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულ იქნა გამოძიების პროცესში ან გამოქვეყნდა მასმედიაში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავიმეორებ - ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემა „Совершенно секретно"-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ფსიქოტრონული იარაღი გამოიყენა, გამოძიების დაწყების პირდაპირი საფუძველია.
უფრო მეტიც, საქართველოს პროკურატურას არათუ საფუძველი აქვს, არამედ კანონის ძალით რაის ვალდებული დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომელთა ბრძანების გარეშეც 7 ნოემბრის აქციის დარბევა და, მითუმეტეს, აკრძალული ფსიქოტრონული იარაღის გამოყენება, ვერანაირად ვერ მოხდებოდა!

ამ საქმემ სააკაშვილი, როგორც საერთაშორისო დამნაშავე, განსასჯელის სკამზე უნდა დასვას!

პროკურატურავ, იმოქმედე!



READ MORE - ეს ძალიან დიდი სკანდალია!

დავით თევზაძე დუმილს არღვევს - სააკაშვილს ათი გვამი სჭირდებოდა!

18:11 01.11.2014
„ბურჯანაძე და სააკაშვილი, ამ შეხვედრის ორი სავარაუდო მონაწილე ცოცხალია. გამოვიდნენ და თქვან, რაზე ესაუბრნენ ივანოვს“, - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, რომელმაც ათი წლის შემდეგ for.ge-სთან იმ სკანდალურ დეტალებზე ისაუბრა, რის სანაცვლოდ მოვიდა 2003 წელს ხელისუფლებაში რევოლუციური სამეული. როგორც თევზაძე ამბობს, რუსეთის გენერალური შტაბიდან განხორციელდა ზარი და ამ ზარის ავტორმა კი, მისი განმარტებით, აღნიშნა, რომ იცოდეთო ძალაუფლება იცვლება აფხაზეთზეო - Власть меняется на Абхазию. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ 2003 წელს განხორციელებული ამ ზარის და ივანოვთან შეხვედრის შედეგი იყო ის, რაც მოხდა 2008 წელს ცხინვალის რეგიონში და კოდორის ხეობაში.

„ვარდების რევოლუციიდან“ ზუსტად 10 წელი სრულდება. თქვენ იყავით თავდაცვის მინისტრი და ხელმძღვანელობდით შეიარაღებულ ძალებს. რა მოხდა 2003 წელს, ეს იყო მშვიდობიანი რევოლუცია, თუ ეს იყო გადატრიალება?

დავით თევზაძე: ათი წელი გავიდა და რაღაც-რაღაცეები არ ამოდის ცნობიერებიდან, მითუმეტეს, როცა ჩართული ხარ პროცესებში. რევოლუცია იმ გაგებით, რასაც რევოლუცებს ვეძახით, რა თქმა უნდა არ ყოფილა. უფრო, კარის გადატრიალებას ჰგავდა. რაც შეეხება იმ თემას, რომ მშვიდობიანი იყო... უბრალოდ, მშვიდობიანად ჩატარდა, თორემ არც ჩანაფიქრით და არც მონაცემებით, რომელიც მაშინ მე მქონდა როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს, არანაიარი მშვიდობიანი სახე ამას არ ჰქონოდა. არ ვიცი, ახლა როგორ გამოდის ეს თხრობა...

მაგრამ, იმ პერიოდში ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით სხვადასხვა საელჩოებთან, ბუნებრივია, მათგანაც იყო დაინტერესება. განსაკუთრებით ინტერნსური ურიერთობა გვქონდა აშშ-ის საელჩოსთან, ელჩთან მაილსთან, რომელიც პირადად ურთირთობდა ჩემთან. მას ძირითადად აწუხებდა სიტუაციის იმდაგვარი ცვლილება, რომ გამორიცხულიყო სისხლის ღვრა და ახლა ძალიან საინტერესო მომენტი მახსენდება.

ჩვენი დაზვერვის თანამშრომლები სხვადასხვა საელჩოში და მათ შორის აშშ-ის საელჩოში (ძირითადად ეს იყო ატაშეს ოფისი), ურთიერთობდნენ შესაბამის ადამიანებთან. გარკვეული პერიოდულობით, ანგარიშის სახით ინფორმაცია ჩემთან მოდიოდა. დაზვერვის სამმრთველოდან მივიღე ანგარიში, სადაც მოცემული იყო ელჩთან სააკაშვილის შეხვედრა. ერთი დეტალი იყო საინტერესო, სადაც ელჩი და სააკაშვილი განიხილავდნენ არსებული სიტუაციის შესაძლო განვითარებას და ბოლოს სააკაშვილს უთქვამს ასეთი ფრაზა - „ყველაფერი, რომ ძალიან სწრაფად და კარგად დასრულდეს, სულ 10 გვამია საკმარისი“. თავიდან, ეს არ მივიღე სერიოზულად, მაგრამ მერე თვითონ ელჩმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა.

რომ დავაკონკრეტოთ, ეს მოვლენები როდის ხდება...

- დახლოებით კვირა-კვირანახევრით ადრე. მენიშნა, რომ აშშ-ის ელჩი დაჟინებით მთხოვდა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ავყოლოდით ცთუნებას და სამხედრო ძალა რაიმე ფორმით არ ჩაგვერთო პროცესებში, ვინაიდან იყო საშიშროება.

პირადად გითხრათ ელჩმა ამ მოსალოდნელ საშიშროებაზე?

- პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ეტყობოდა, რომ ძალიან შეშფოთებული იყო.

მან თქვენთან საუბრისას, დაადასტურა ათი გვამის შესახებ არსებული ინფორმაცია? ანუ იმ საუბრის დეტალები რომელიც მასსა და სააკაშვილს შორის შედგა...

- მე ხომ არ ვეტყოდი, რომ „შენი და ჩემი თანამშრომელი ერთმანეთში საუბრობენ“... მე ვაგრძნობინე, რომ რაღაც ვიცოდი. მანაც მაგრძნობინა, რომ ძალიან სერიოზული შეიძლება ყოფილიყო ეს ამბავი. ეს ის პერიოდია, როცა რატომღაც სამწუხაროდ გაწყდა კომუნუკაცია ჩემსა და შევარდნაძეს შორის. რამოდენიმეჯერ ვცადე და ვერ მოხერხდა შეხვედრა.

რა იყო მიზეზი, რის გამოც თქვენი კომუნიკაცია ვერ შედგა?

- არ ვიცი. მე მგონია, რომ საერთოდ არ ახსენებდნენ, რომ შეხვედრა მინდოდა.

მიზანმიმართულად უმალავდნენ?

- იცით რა... რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ რაღაცა კედელივით იყო აღმართული. მას არ ეძლეოდა თავისუფალი კომუნიკაციის საშუალება. ამიტომ ელჩთან შეხვედრის შემდეგ, ვცადე ჩემს თავზე ამეღო სიტუაციის კონტროლი და ვთხოვე გიორგი ბარამიძეს, რომ შემხვედროდა. ეხსომება მას, საერთო მეგობრის ოჯახში, ძველ თბილისში, ღამით შევხვდით, სადაც პირდაპირ ვუთხარი მას, რომ თუ ასეთი რამე უდევთ თავში, ამოიგდონთქო.

დაგიდასტურათ ბარამიძემ ეს ინფორმაცია?

- რა თქმა უნდა, - იუარა. მე მქონდა სხვა არგუმენტებიც. ზედმიწევნით ზუსტი ანგარიში მქონდა, მომიტინგეებს შორის ვის რა იარაღი ეჭირა.

იყო იარაღი?

სრულად>>>

READ MORE - დავით თევზაძე დუმილს არღვევს - სააკაშვილს ათი გვამი სჭირდებოდა!

მამუკა ყურაშვილის სკანდალური ინტერვიუ

17:40 01.11.2014
"უფალმა ინება ასე, რომ ჩვენსა და რუსებს შორის საზღვარი კავკასიონზე გადის. რუსი რომ აქეთ შემოვიდა, ფაქტია და ქართული ჯარი რომ ბესლანსა და ნალჩიკში არ გადასულა - ესეც. კონფლიქტის ზონაში დესანტირება ვერტმფრენებით ხდება...

დიდი მითქმა-მოთქმაა როკის გვირაბის აფეთქებასთან დაკავშირებით. ამისთვის, სულ მცირე, ერთკვირიანი სამუშაო მაინც არის ჩასატარებელი, საჭიროა ინჟინრებისა და ამფეთქებლების დიდი ჯგუფის შეყვანა. ასე ადვილად ვერ ჩახვალ და გვირაბს ვერ ააფეთქებ, ვინაიდან დაცვა გაძლიერებულია და ყველა სიმაღლე მაქსიმალურად დაცულია. რუსული მხარისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სეპარატისტული მთავრობის შენარჩუნება ცხინვალში. ქართული ქვედანაყოფები არ ყოფილან არც როკის გვირაბთან და არც ჯავაში, საიდანაც რუსული კოლონა უნდა გამოსულიყო. მაქსიმალურ სიღრმეში შევიდა მხოლოდ გორის სატანკო ბატალიონი, რომელიც ცენტრალური მიმართულებით მოქმედებდა და რომელიც ომის შემდეგ მუხროვანის ბატალიონად გადაკეთდა", - აცხადებს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილი სარდალი, გენერალი მამუკა ყურაშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მამუკა ყურაშვილის სკანდალური ინტერვიუ" / "გიგი უგულავა სამხედრო ოპერაციებში ერეოდა".

"თუ დისბალანსი გამოწვეული იყო ამა თუ იმ მეთაურის ან იმავე პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც საომარი მოქმედებების პერიოდში ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა, ამას ძიება გამოააშკარავებს. შეცდომა იყო, რომ არ მოიწვიეს პარლამენტის საგანგებო სხდომა, არ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ეს არის საერთო პროცესის ჯაჭვი, რომელსაც ვერც ერთ დეტალს ვერ მოწყვეტ. შედეგი ალბათ, ასეთივე იქნებოდა, უბრალოდ, იყო შანსი, სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების მხრიდან ამხელა მსხვერპლი არ ყოფილიყო, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ყურაშვილი.

"ომში დამარცხების ძირითადი ფაქტორი დღესაც გამოუსწორებელია და ამის დაკონკრეტებისგან, გარკვეული მოსაზრებით, თავს შევიკავებ. დღესაც არასახარბიელო და უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყანა. ამის შესახებ საუბარს პროკურატურაში ვაპირებ და მის დასკვნაში გამოვლინდება მარცხის მიზეზები, რაც თავდაცვის სამინისტროს მხრიდან შემდგომში ალბათ, აღმოიფხვრება. საომარი ოპერაციები 1-ლი აგვისტოდან დაიწყო. რა თქმა უნდა, ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ვიდრე დაიწყებოდა ოპერაცია "კავკასია-2008". რუსებს საზღვართან თადარიგი ჰქონდათ დაჭერილი, მოწინავე რაზმებიც ჰყავდათ გამოყვანილი, და უფრო წინდახედული ქმედებით, ქართული დიპლომატიის ხარჯზე შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება. ყველაფერს სამხედროებს ნუ გადავაბრალებთ, იმიტომ, რომ შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე თემურ იაკობაშვილი, რომელიც კონფლიქტის ზონაში პოლიტიკურ და სამხედრო კომპონენტზე უშუალოდ იყო პასუხისმგებელი, საერთოდ არ ჩამობრძანებულა იქ და მეტწილად ამან გაამწვავა სიტუაცია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჩემი ცნობილი განცხადების წინმსწრები უნდა ყოფილიყო თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ბრიფინგი. მეტს ვერაფერს გეტყვით, სხვათა შორის, ნაწილობრივ ჩემმა ამ განცხადებამ შექმნა წინაპირობა, რომ ქართველი მოსახლეობა დროულად დაიძრა და გამოვიდა ხეობიდან (თამარაშენის, ქურთას, აჩაბეთისა და კეხვის მოსახლეობა). ჩემი განცხადება არ ჯობდა ბაქრაძის მოწოდებას - დანა-ჩანგლით შეიარაღებისკენ რომ მოუწოდა ხალხს? როცა რეგულარული ჯარი გამოჩნდა, ამ სიტყვების თქმა უკვე შეიძლებოდა. ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას - სეპარატისტებისა და რუსების მიერ შექმნილი მითი 2.000 კაცის დაღუპვის შესახებ ხომ გაფანტა წლებმა? საქართველოზე აგრესიის მიზეზი ხომ ის იყო, რომ თითქოს მოწინააღმდეგე მხარეს 2.000 კაცი დაიღუპა? მეორე მიზეზი ის იყო - სამშვიდობოები დაგვიხოცესო. სად არიან ეს დახოცილი სამშვიდობოები? არ ვიცი, დაიჯერეს თუ არა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას უნდოდა, ყველაფერი ჩემთვის გადმოებრალებინა - აი, კონტუზირებული გენერალი კონტროლიდან გამოვიდა და ამას მოჰყვა 2.000 კაცის დაღუპვაო. როცა აღმოჩნდა, რომ არ არის დაღუპული ამდენი ადამიანი და ქართული მხარე პირნათელია ოს მოსახლეობასთან, რუს სამშვიდობოებთან და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან, მერე თქვეს - ყურაშვილს სწორი განცხადება გაუკეთებიაო. ხელისუფლებას უნდოდა, ჩემზე გადაეტეხა ჯოხი. უშიშროების საბჭოს მაშინდელმა მდივანმა კახა ლომაიამ პაატა დავითაიას კომისიის სხდომაზე კი განაცხადა ჩემთვის პირად საქმეში საყვედურის შეტანის თაობაზე, მაგრამ არ შეუტანიათ. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსს ასეთი განცხადების გაკეთების უფლება, გეტყვით, რომ 7 აგვისტოს მდგომარეობით, მე უკვე აღარ ვიყავი ამ თანამდებობაზე. იმჟამინდელ კადრებს თუ დააკვირდებით, მარჯვენა სამხრეზე სამშვიდობოს აღმნიშვნელი ნიშანი აღარ მაბნევია. 8 აგვისტოს თავდაცვის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ ვყოფილიყავი სამშვიდობო ძალების სარდალი, მეც მომხსნეს და 10 მეტრი ვეღარ გადაიწიეს წინ. ამ ყველაფერს უკვე ძიება გამოავლენს", - განმარტავს მამუკა ყურაშვილი.


"ვადასტურებ, რომ გიგი უგულავა ერეოდა სამხედრო ოპერაციებში. თვითონ თავდაცვის მინისტრმა მიუშვა თავის უწყებასთან ახლოს ამა თუ იმ სამსახურების უფროსები, დეპარტამენტები, რომლებიც სამოქალაქო პირებით იყო დაკომპლექტებული, ამიტომაც ეს ყველაფერი. პოლიტიკოსებმა რატომღაც ისე აღიქვეს, რომ სამხედროებზე მაღლა იდგნენ. უგულავა მშვიდობიანობის დროს ქალაქის მერი, ომიანობისას კი სააკაშვილის კონსერვების გამხსნელი იყო. გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. უგულავაზეც იმიტომ ვამბობ, რომ თვითონ არ მალავდა, დარბოდა და ამას რა დატვირთვა ჰქონდა, ვის დავალებას ასრულებდა, ძიების პროცესში გამოჩნდება. მარტო სამხედრო ოპერაციებში ჩარევა კი არა, მოსმენა და სარდლობამდე არასწორი ინფორმაციის მიტანაც ჩარევაა, ისევე როგორც ლობირება ვინმე ფსევდოგმირისა, რომელიც 7 ნოემბერს თუ დანარჩენ მიტინგებზე მოხერხებულად იქნევდა ხელკეტს - იყო იქ ასეთი კატეგორია, სამხედროებს არ ვგულისხმობ. ნამდვილი გმირების გვერდზე გაწევაც ჩარევაა, მით უმეტეს, როცა შენ არანაირი სამხედრო განათლება არ გაგაჩნია. მინდა ვახსენო სატანკო ბატალიონის მეთაური, პოლკოვნიკი გოგიაშვილი, რომელიც სამაგალითო იყო, სახმელეთო ჯარების სარდალი ბალახაძე, უფროსი სამხედრო მეთაური პოლკოვნიკი ურუშაძე, ამჟამად მე-3 ბრიგადის მეთაური შავლეგო ტაბატაძე და ბევრი სხვაც, რომლებიც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. მათ ნაკლებად იცნობს საზოგადოება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები გმირები იყვნენ", - ამბობს რესპონდენტი.

"ძიება ვის როლსაც გამოკვეთს, ის ადამიანები, ცხადია, უნდა დაიკითხონ, იქნება ეს პრეზიდენტი თუ დასუფთავების სამსახურის უფროსი. მზად ვარ, პროკურატურის ყველა კითხვას გავცე პასუხი, ოღონდ სანამ პროკურატურის დასკვნა არ დაიდება, არავისთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. იმედი მაქვს, მალე გამოაშკარავდება, ვინ არის ქვეყნის მტერი და ვინ - მოყვარე, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. აუცილებლად გაიგებთ, რომელი ჩინოსანი ცხინვალში იყო, რომელი ნიქოზში, ვინ გორიდან გასცემდა ბრძანებას და ვინ - თბილისიდან. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას წინ უამრავი სიახლე ელოდება", - დასძენს მამუკა ყურაშვილი.

READ MORE - მამუკა ყურაშვილის სკანდალური ინტერვიუ

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...