ავტორი დიმიტრი ახალაია | frontnews.ge
18:39 28.06.2014
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ლიდერ და პრეზიდენტობის კანდიდატ რაულ ხაჯიმბას განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ე.წ. რესპუბლიკის საზღვრები უნდა გაძლიერდეს ისევე, როგორც რუსეთთან ინტეგრაცია, როგორც რესპუბლიკაში მშვიდობის გარანტთან.
„საქართველოს ევროინტეგრაცია აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე უშუალოდ გავლენას ვერ მოახდენს,“– განაცხადა ხაჯინბამ და განმარტა, რომ აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრი რუსეთთან ურთიერთობების გამყარებასა და თანამშრომლობაზეა ორიენტირებული.
„საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება მისი დასავლელი პარტნიორების კონტროლქვეშაა. ეს კი გვკარნახობს იმას, რომ მივიღოთ ადეკვატური ზომები აფხაზეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესების დასაცავად. ამასთან დაკავშირებით ვთვლი, რომ აფხაზეთი იძულებულია დაიცვას თავისი საზღვარი საქართველოსთან და გააძლიეროს თავდაცვის მექანიზმები. ეს ყველაფერი კი შესაძლებელია რუსეთთან ერთობლივი უსაფრთხოების სისტემაში შესვლის შემთხვევაში,“– განაცხადა ხაჯიმბამ.
მისივე თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, რუსეთთან მჭიდრო კოორდინირებული მოქმედებებით გადაწყდება -„რუსეთთან ინტეგრაციას განვიხილავთ როგორც დამოუკიდებლობის გარანტს“,-აღნიშნა ხაჯიმბამ.
გარდა ამისა, 2015 წლის შემდეგ დაგეგმილ, საქართველოს ნატო-ს სწრაფი რეაგირების სისტემაში ჩართვას ხაჯიმბამ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოებრიობისთვის რეალური მუქარა უწოდა.
„რადგან „ნატოს წევრი ქვეყნები საქართველოს საბჭოთადროინდელ ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ, ანუ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი მათ დაეხმარებიან, მათ შორის სამხედრო დახმარებასაც გაუწევენ, რათა საქართველოს აგრესიული გეგმების რეალიზებაში დაეხმარონ,“– განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.