ავტორი ნინო თოლორაია, livepress.ge
18:48 15.03.2014
აგვისტოს ომის შესახებ ჰაიდი ტალიავინის 1 100 გვერდიანი დასკვნა საომარი მოქმედებებიდან ერთი წლის თავზე გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა მომხდარზე რუსეთის მსგავსად საქართველოს ეკისრება.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, სამხედრო პროვოკაცია რუსეთის მხრიდან დიდი ხნის მანძილზე მზადდებოდა და ომის დაწყებას წინ ორ სახელმწიფოს შორის, ხანგრძლივი დაძაბული პერიოდი უძღოდა.
ტალიავინის აგვისტოს კონფლიქტის შემსწავლელი დასკვნის მიუხედავად, 2008 წლის მოვლენების ხელახალი გამოძიების აუცილებლობა აქტუალობას არც დღეს კარგავს. კერძოდ, ვინ დაიწყო სამხედრო დაპირისპირება და რა ხდებოდა რეალურად იმ რეგიონებში, რომელსაც ეს ომი უშუალოდ შეეხო, მათ შორის სამეგრელოში, ოკუპირებული გალის მოსაზღვრე ზუგდიდის რაიონში, სადაც აფხაზეთიდან შემოსული მძიმე რუსული ტექნიკა რამდენიმე დღით დაბინავდა.