ავტორი ილია ჩაჩიბაია
04:34 02.09.2013
2006 წელია. სიტყვის თავისუფლება მოისპო, არსად არ არის გასაქანი, თითოეულ სიტყვას მიკონტროლებენ. ქალაქის რადიოში წამყვანად და გაზეთში კორესპოდენტად ვმუშაობ. მომწონს ჩემი საქმე, მაგრამ ყოველგვარ კრიტიკულს ხელისუფლების მიმართ წითელი ხაზი აქვს გადასმული.
პროტესტის შეგრძნება დღითიდღე მიმძაფრდება. დიდი ხნის იდეის ირგვლივ რამდენიმე ერთგული ადამიანის შემოკრებას ვცდილობ. ბევრს მოსწონს ჩემი გეგმა, მაგრამ გვერდში დადგომაზე უარს მას შემდეგ მეუბნება, რაც სკოლის მოსწავლე, სასწავლო დაწესებულების ეზოში ეკლესიის აშენების მოწინააღმდეგე პედაგოგებს და განათლების სხვა მუშაკებს დავუპირისპირდი. ყურადღების ცენტრში მოვხვდი, როგორც ხელისუფლების ორგანოების მოწინააღმდეგე, ამიტომ თავს მარიდებენ. მოკლედ გეტყვით, ადრე, ქალაქის პირველი სკოლის ეზოში ძალიან ლამაზი ტაძარი იყო, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა დაანგრია. ეპარქია, წარსულში საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნებას და უზარმაზარი საკათედრო ტაძრის აშენებას გეგმავდა, რაც სკოლის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლიდა. მოწინააღმდეგენი, არგუმენტით, რომ ამ ყველაფერს სასწავლო დაწესებულების სტადიონი შეეწირებოდა, ყველა საშუალებით იბრძოდნენ სასულიერო პირთა განზრახვის მოსაგუდად. ხმის ამაღლება მხოლოდ რამდენიმე მოსწავლემ გავბედეთ და აქციები დავიწყეთ, სკოლის დირექტორის კაბინეტის აჭედვაც კი ვცადეთ. პროტესტი ყურად არავინ იღო. ეკლესიის ნანგრევებზე განათლების სამინისტრომ ახალი სპორტული კომპლექტი ააშენა.
მინდა საკუთარი გაზეთი მქონდეს, სადაც ვიტყვი იმას რაც მართალია, რაც ხალხს აწუხებს, სადაც არავინ დამიბლოკავს სტატიას. რადიოს ახალგაზრდა თანამშრომელი და ტელევიზიის გამოცდილი მუშაკი მოიხიბლნენ ჩემი იდეით. ჩვენი იდეოლოგიური შეხედულებები დაემთხვა.
ნოემბრის შუა რიცხვებისთვის მაკეტი უკვე მზად იყო. ყველაზე მთავარი, გაზეთის სახელწოდება და ფინანსები კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა. ქალაქში ხმა გავარდა ახალი და სერიოზული რედაქცია ყალიბდებაო.
ჟურნალისტები ნელ-ნელა მოდიან, გვიშინაურდებიან და თანამშრომლობას გვთხოვენ. ტექნიკური ჯგუფი მზადაა. სტამბასთან მოლაპარაკება შედგა. სამუშაო ფართის საკითხი გაურკვეველია. ჯერჯერობით გამგეობის შენობის მეოთხე სართულზე, ყოფილი ტელევიზიის ოფისს ვაფარებთ თავს.
შუადღეა, სპონსორის მოპოვების მიზნით სხვადასხვა ბიზნეს დწესებულებებში სიარულით გადაღლილი მე და სოსო ქალქის ცენტრში იმედგაცრუებულები ჩამოვჯექით. ყველა უარს გვეუბნება. ჯერ ხომ პროდუქცია არ არსებობს და რაში უნდა ჩადონ ფული? ვცდილობთ ენთუზიაზმი და რწმენა არ დავკარგოთ. ჩვენ ხომ ფული საკუთარი კეთილდღეობისთვის არ გვჭირდება, ღმერთი არ გაგვწირავს? - ვეუბნები მეგობარს და ისიც უმალ მამხნევებს.
დღეისთვის ბოლო იმედი „ჯეოსელია“. მისაღებში დირექტორთან შეხვედრას ვითხოვთ, მოადგილეა მხოლოდ ადგილზე. თბილი ღიმილით მიგვიღო. არ დავაყოვნე და ჩვენი განზრახვის, მიზნების და ამოცანების შესახებ ვუამბე. „რამდენი გჭირდებათ?“ - მოულოდნელად გვეკითხება ახალგაზრდა, კეთილი გამომეტყველების მამაკაცი, - თანხას ვუსახელებ. „ყოჩაღ ბიჭებო, თქვენს ასაკში მეც ვვოცნებობდი საკუთარი გაზეთი მქონოდა და ანალოგიურად მემოქმედა“, - თქვა, კიდევ ერთხელ გაგვიღიმა და ჯიბიდან საფულე ამოიღო: „არავის უთხრათ ამის შესახებ, ეს ჩემი პირადი საჩუქარია და არა ფირმის, გაგაძლიეროთ უფალმა, წინ მიზნისკენ!“ - განაგრძობდა ბატონი პაატა და ჩვენს თვალებში გაჩენილ სიხარულის ნაპერწკალს ალბათ ვერც კი ამჩნევდა. არც მე მახსოვს რა მოხდა შემდეგ, ნუთუ დიდი ხნის ოცნებას ასრულება ეწერა? რა კეთილი კაცია - მხოლოდ ეს ფიქრები მიტრიალებდა გონებაში და წარმოსახვაში უკვე დაბეჭდილი გაზეთის სპეციფიკური სუნი მცემდა.
რამდენიმე დღეში, შეთქმულთა სამეული ტელევიზიის შენობაში შევიკრიბეთ. ღამეა, ელექტროენერგია არ მიეწოდება შენობას. ხვიჩა სანთელს შოულობს და რამდენიმე საკითხის განხილვის შემდეგ გაზეთის სახელწოდებაზე ფიქრი იწყება: ახალი სიტყვა, თავიზუფალი აზრი, ობიექტური სიახლეები... ვკამათობთ, ერთმანეთს ვეწინააღმდეგებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამოცემა სულაც არ უნდა იყოს ახალგაზრდული, პირიქით სრულყოფილი გაზეთის შექმნაა ჩაფიქრებული, სადაც დავწერთ ადამიანის უფლებებზე, სიდუხჭირეზე, ხელისუფლების უმოქმედობაზე ან მათ არაზნეობრივ ქმედებებზე, დადებითზეც რათქმაუნდა. მოკლედ საზოგადოებას უნდა ვემსახუროთ.
ტელეფონით რეკომენდაციებსაც ვღებულობთ. ერთ-ერთმა მეგობარმა გვირჩია სახელწოდებაში სიტყვა ბოქლომი დომინირებდეს.
ღია ბოქლომი! - წამოვიძახე უეცრად. სულაც არ არის ცუდი, - დამეთანხმნენ ხვიჩა და სოსო. რატომ ღია ბოქლომი? - ვკითხულობ და სანთლის შუქზე მბზინავი თვალებით, საპირისპირო აზრის მოსმენას ველი, - იმიტომ რომ ჩახლართულ, ჩაკეტილ საქმეებს გავხსნით, - ამბობს ხვიჩა. მართალია, ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებებით გავახმაურებთ ყველაფერს, რასაც მთავრობა მალავს, ანუ დაკეტილ ბოქლომებს გავაღებთ“ - დამაჯერებელი ტონით აღნიშნავს გამოცემის აღმასრულებელი დირექტორი სოსოს. ბევრი აღარც გვიფიქრია, გადაწყდა. მართალია ვიღაცეებისთვის შეიძლება ეს სახელწოდენბა ბავშვურად აღქმულიყო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცოდით რატომ?! ან საერთოდ რა მნიშვნელობა ჰქონდა სახელს, მთავარი ხომ საქმე იყო!
პირველ ნომერზე მუშაობა წარმოუდგენელი შემართებით დაიწყო. ფოტოაპარატებით, ხმის ჩამწერი მოწყობილობით და კრიტიკული კითხვებით საქმეს შევუდექით. ცემა-ტყეპა, მუქარა და სიტყვიერი შეურაცყოფაც უმალ დაიწყო. არაფერს ვუშინდებოდით.
რედაქციაში 20 ჟურნალისტი უკვე ავიყვანეთ. 17 წლის რედაქტორს თავიდან ალმაცერად მიყურებდნენ, ხოლო მას შემდეგ რაც მათ მიერ მოტანილი მასალები სრულფასოვან სტატიებს ემსგავსებოდა, უფრო მეტად მაფასებდნენ.
სტატიები უხვად დაგროვდა. დაკაბადონების პროცესი დაიწყო. ქალბატონი ნესტანი დიდი მონდომებით ბეჭდავდა ფურცელზე დაწერილ ტექსტებს, მისი მეუღლე ბატონი რამაზი კი მუშაობის პროცესში უამრავ რჩევას გვაძლევდა. „ამას დიდი ამბები მოყვება, იქნებ სათაური მაინც შეარბილოთ,“ - კეთილი გულით გვეუბნებოდა რამაზი, მაგრამ უმეტესწილად არაფერს ვითვალისწინებდით.
გაზეთი „ღია ბოქლომი“ მზად არის. დილაადრიან მივდივარ სადგურში და მატარებლის ბილეთს ვყიდულობ. საღამოს სოსომ და ხვიჩამ მატარებლამდე მიმაცილეს, ჩვენი გაზეთის ციფრული ვერსია ხელში მიჭირავს და მივდივარრრრრრრ. მთელი 7 საათის განმავლობაში თვალიც ვერ მოვხუჭე, არარსებული გაზეთის სუნი კვლავ თავბრუს მახვევდა...
დილის 6 საათია უკვე თბილისში ვარ, რატომღაც არ მხიბლავს ეს ქალაქი, სიწყნარე და სიმშვიდე მირჩევნია.
დილის ათ საათამდე რუსთაველის ძეგლთან ჩამომჯდარმა და ფიქრებში გაფრენილმა გავიყვანე დრო. დიდი ვაი-ვაგლახით გამომცემლობის შენობაც ვიპოვე და უძილობისგან თუ მგზავრობისგან დაღლილმა მეხსიერების ბარათი კომპიუტერთან მოკალთებულ უსიცოცხლო პიროვნებას მივაწოდე. ტექნიკურმა, პრობლემებმა რასაკვირველია ტრადიციულად თავი იჩინა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. საღამოს დამიბარეს, დაბეჭდილი გაზეთის წასაღებად. თავაწეული, კმაყოფილი და მოლოდინით აღსავსე გამოვედი სტამბის შენობიდან.
დღე როგორ გავიდა აღარ მახსოვს. 15 ნოემბერი უდიდესი ბედნიერების დღე იყო ჩემთვის, ქუჩაში უაზროდ დავიარებოდი, არავის ზარს არ ვპასუხობდი, გამვლელებს ალბათ გიჟად მივაჩნდი, რადგან არაადეკვატური ღიმილი დამთამაშებდა სახეზე.
როგორც იქნა დაღამდა. პროვინციელ ბიჭს ტაქსისტი მატყუებს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს მე ხომ იქ მივდივარ, სადაც ოცნება ფრთებს ისხამს. გამომცემლობაში შესული ვხედავ იმას რაც ალბათ ათსჯერ მაინც ვნახე კომპიუტერში , თუმცა როგორც გაზეთს ხელით ვერ შევეხე. ერთ-ერთი ნომერი ავიღე, ჯერ დავყნოსე და წამიერად გავქრი, წავედი სადღაც შორს, შემდეგ ხალხს გავერიე, შვილი შემეძინა, ეს რა უცნაური შეგრძნებაა? წამებშივე გონს მოვეგე და გადავფურცლე „ღია ბოქლომი“. ყველა გვერდი კარგად გამოიყურება. წინასწარ შეძენილი რამდენიმე უზარმაზარი პოლიეთილენის პაკი ამოვიღე ჩანთიდან და საქმეს შევუდექი. ძალიან მძიმეა, ნუთუ მარტო ვარ ამ ქვეყანაზე? - ვბუზღუნებ გულში და უზარმაზარი 3 შეკვრა გამაქვს გარეთ. წელი მტკივა, მაგრამ ეს არაფერი შვილები მიმყავს, მამა გაუძლებს! მაგარია, ტაქსიც გამოჩნდა; რუსთაველის გამზირიდან ვაგზლის მოედნამდე 15 ლარს მთხოვს. მძღოლს ვთანმდები და როგორც ახლადგაცნობილი ლამაზი გოგონას თანდასწრებით, მისი მოხიბვლის მიზნით, 5 თეთრიან ნივთში მილიონს გადაიხდის ბიჭი, ვჯდები მანქანაში.
დილაადრიან, როგორც იქნა გაჩერდა მატარებელი, ჩემი ჩანთები ჩამოვტვირთე. მეშინია, ვინმემ არ წამართვას გაზეთები, იქ ხომ ხელისუფლებისთვის თუ ეკლესიის მოწინააღმდეგეებისთვის ბევრი უსიამოვნო რამ წერია. ტირაჟის ერთი ნაწილი მშობლების სახლში მიმაქვს და ვმალავ, ნაწილი ბებიას სარდაფში, ცოტაც რედაქციაში დავტოვე, 200 გეზემპლიარი კი ჩემთან..
2 დღის უძინარმა, 16 ნოემბერს, დილის 10 საათიდან „ღია ბოქლომი“ გაზეთების გავრცელების სააგენტოებს მარტომ ჩავაბარე.
რა მოხდა შემდეგ? რა შეძლო 1 000 ტირაჟით გამოსულმა გაზეთმა და როგორ დავკარგე წლების შრომის შედეგად მოპოვებული ორივე სამსახური? ან ტექსტში არცერთხელ რატომ არ მიხსენებია ქლაქის სახელი? - ამ ყველაფრის თქმას, ალბათ შევძლებ როდესღაც, ახლა ენერგიას ვერ ვიკრებ წერა გავაგრძელო.