ავტორი ნინო მიქიაშვილი
14:36 13.08.2013
ხვალ 14 აგვისტოს საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას შეხვედრაა დაგეგმილი. ამ სიახლის შესახებ კულტურის სამინისტროსთან, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად გამართული აქციის შემდეგ გახდა ცნობილი.
აქციის მიწურულს, კულტურის სამინისტროს შენობიდან გამოვიდა ამავე უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამუნა ჩიხლაძე და აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, “საქართველოს პატრიოტთა ალეანსის“ გენერალურ მდივანს სოსო მანჯავიძეს განუცხადა, რომ რადგან მინისტრი იმ წუთისთვის თბილისში არ იმყოფებოდა, სასურველი იყო შეხვედრა 14-ში გამართულიყო.
კულტურის სამინისტროს შენობასთან ასზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროსათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნა. ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები: “სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე, “საქართველოს პატრიოტთა ალეანსის“ გენერალური მდივანი სოსო მანჯავიძე, მეცნიერთა ჯგუფი გია კვაშილავას, ნანი ჭანიშვილის და სხვათა შემადგენლობით, მედია-კავშირ “ობიექტივის“ წევრი კოტე ინაშვილი...
აქციის გასაშუქებლად ორი მედიასაშუალება იყო მოსული - მედია-კავშირი “ობიექტივი“ და “იმედი“. იქ იდგნენ ისეთებიც, რომლებიც აქციის მონაწილეების სახეებს ძალიან პატარა ვიდეოკამერით პერიოდულად იღებდნენ, მაგრამ რომელი ორგანიზაციიდან, ან უწყებიდან იყვნენ, ამაზე ვერაფერს გეტყვით. სხვებისგან განსხვავებით მინისტრის სახელზე შედგენილი განცხადების ხელმოწერაზე მათ უარი განაცხადეს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კანცელარიაში ერთგვერდიანი, კოლექტიური განცხადება შევიდა, რომელშიც სამი მოთხოვნაა ჩამოყალიბებული:
“1.დაუყოვნებლივ შეჩერდეს ძეგლის სიახლოვეს ყოველგვარი საძიებო-მოპოვებითი სამუშაოები;
2.გაუქმდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის 2013 წლის 5 ივლისის N03/108 ბრძანება და საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 ივლისის N563 ბრძანებულება;
3.დადგეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბატონ მირიანე ოდიშარიას პასუხისმგებლობის საკითხი.
აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვიტოვებთ ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების უფლებას“.
შეგახსენებთ, რომ საყდრისის უძველესი ოქროს საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნაზე ზრუნვა 2013 წლის 26 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 10 ივლისს დასრულდა. ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტებით ამ პროცესში მონაწილეობდნენ: ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მიხეილ სააკაშვილი, კულტურის მინისტრის ბრძანებით შექმნილი სპეციალური კომისიის წევრები: ალექსანდრე თვალჭრელიძე, ომარ ქუცნაშვილი, დავით ლომიტაშვილი, გურამ მირცხულავა, ლალი ახალაია, გურამ ყიფიანი, გურამ გრიგოლია, ვახტანგ ლიჩელი, თემურ ჩიხრაძე.
5 აგვისტოს საქართველოს მთავარ პროკურორს საჩივრით მიმართეს და კულტურულ;ი მემკვიდრეობის განზრახ ყელყოფის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვეს: რაულ გვეტაძემ, დავით თარხან-მოურავმა, დავით სახვაძემ, სოსო მანჯავიძემ, რევაზ კანაშვილმა, ივანე თვალავაძემ, გიორგი ცირეკიძემ, პეტრე ივანიშვილმა, ზაზა წიკლაურმა და სხვებმა.
7 და 8 აგვისტოს ბოლნისის რაიონის პოლიციაში ქართველი და გერმანელი არქეოლოგები სამ-სამი საათი გამოკითხვაზე ჰყავდათ გაჩერებული. ეს ამბავი ირინა ღამბაშიძისგან შევიტყვე, რომელიც გახლავთ ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი და საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროში მომუშავე ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი.
ამ ეტაპზე ესაა საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გარშემო არსებული უახლესი ინფორმაცია. რა შედეგს მოიტანს 14 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრა, მკითხველს აუცილებლად ვაცნობებ.