ავტორი მინდია აფციაური | ambebi.ge
17:48 14.08.2013
გია ხუხაშვილის გადაცემა "მთავარი ფაქტორი", რომელიც ტელეკომპანია ”იმედზე” გადიოდა, შეჩერდა. როგორც თავად გია ხუხაშვილი ამბობს, ამის მიზეზი კონტრაქტის დასრულებაა. გადაცემის შეჩერების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე "ამბები.გე" გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- ეს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტისა და "იმედის" ერთობლივი 4 თვიანი პროექტი იყო. მე ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ვარ და ამ პროექტში ინსტიტუტის მხრიდან ვმონაწილეობდი. ტელეკომპანიასა და ინსტიტუტს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე იყო დადებული. პროექტი დასრულდა და გადაცემაც შეჩერდა. ასე ხდება ხოლმე. ჩვენ სხვა გადაცემაზე ვფიქრობთ, ანალოგიურზე, თუმცა სხვა ფორმატით. როცა მზად ვიქნებით, ახალი გადაცემა ეთერში მაშინ გავა.
- რა ფორმატის გადაცემის გაკეთებას გეგმავთ?
- ფორმატს, ალბათ, შევცვლით, რადგან ეს არ იყო სტანდარტული სატელევიზიო გადაცემა. ტელევიზიას თავისი სტანდარტები აქვს და ახლა ვფიქრობთ, რა ფორმით უნდა გაგრძელდეს გადაცემა, რომ ინტელექტუალური მოთხოვნილებების გარდა, ტელევიზიის კომერციული მოთხოვნებიც იყოს დაკმაყოფილებული. თუ ასეთი ფორმატი მოვიფიქრეთ, ახალ გადაცემას გავაკეთებთ.
- თქვენი შეფასებით, რამდენად წარმატებული იყო "მთავარი ფაქტორი"?
- ჩემი აზრით, პროექტმა მიზანს მიაღწია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს სტანდარტული სატელევიზიო პროექტი არ იყო, კომერციული მხარე ძალიან სუსტი იყო. ტელევიზიას თავისი კომერციული მხარე აქვს და პროექტის სისუსტეც სწორედ ეს იყო.
- პროექტის შეჩერება პოლიტიკურმა პროცესებმა ხომ არ განაპირობა?
- ეს ფაქტორიც, რა თქმა უნდა, ხელს უშლიდა პროექტის წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვიყავი ამ გადაცემის წამყვანი, ძირითადად აქცენტები მაინც ჩემზე კეთდებოდა. მაშინ, როდესაც მე საბოლოოდ ჩამოვშორდები პოლიტიკურ პროცესს, მექნება საშუალება, უფრო აქტიური ვიყო ამ მიმართულებით. ეს საქმე მიყვარს.
- ანუ ახალი პროექტის დაწყებას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ აპირებთ?
- რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ. აღარ მინდა ჩემი დღევანდელი სტატუსი გამაღიზიანებელი იყოს არა საზოგადოებისთვის, არამედ მისი ერთი სეგმენტისთვის, რომელიც
ცდილობს, ყველაფერში ცუდი დაინახოს.
პირველი ოქტომბრიდან პოლიტიკიდან წასვლას ვცდილობ, მაგრამ სამწუხაროდ, შესვლა ადვილია, გასვლა - ბევრად უფრო რთული. ვფიქრობ, უახლოს პერიოდში ამ ნაბიჯს გადავდგამ.
პოლიტიკიდან წასვლა ბუნებრივი უნდა იყოს, ხელოვნურ გასვლას აზრი არ აქვს. ადრე დარწმუნებული ვიყავი, ამას ადვილად შევძლებდი, თუმცა ადვილი არ აღმოჩნდა. პოლიტიკიდან მაქსიმალურად მოკლე ვადაში, შეიძლება შემოდგომამდეც წავიდე.