ავტორი ნინო სუარიშვილი
20:29 21.08.2013
40 წლის ყოფილი პატიმარი კოტე გიგაშვილი 2012 წლის 22 სექტემბერს, სასჯელის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე გაათავისუფლეს. როგორც პატიმრის დედა ჟუჟუნა ჩხაიძე ამბობს, მისი შვილი ციხეში სრულიად ჯანმრთელი მიიყვანეს, საპატიმროდან კი საკაცით გამოიყვანეს და დღემდე საწოლსაა მიჯაჭვული.
„ვერ ჭამს, ვერ მოძრაობს, ვერ ლაპარაკობს, ხანდახან ძილში წამოიძახებს ხოლმე,- ნუ მირტყამთ, გთხოვთ, არაფერი დამიშავებიაო“.
პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა დღემდე არ არსებობს, არც დიაგნოზია ცნობილი, 80 წლის დედას არ შეუძლია შვილს დამოუკიდებლი ექსპერტიზა ჩაუტაროს, რადგან ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ 100 ლარია.
„ეს თანხა საკვებისთვისაც არ მყოფნის და ექსპერტიზა როგორ ჩავუტარო?“- ამბობს ჩხაიძე.