ავტორი ნინო სუარიშვილი
17:29 23.08.2013
ამ წუთებში სამეგრელო ზემო-სვანეთის მთავარ პროკურატურასთან გვარამიების ოჯახთან ერთად 50-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. 9 სულიან ოჯახს, ხვალ 11:00 საათზე საკუთარი ბინიდან გამოსახლება ემუქრება.
გვარამიებსა და აქუბარდიებს შორის კერძო საკუთრებაზე დავა 2012 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მზია გვარამიას ოჯახი 20 წელია უკვე ამ ბინაში ცხოვრობს, 4 მცირეწლოვან და 3 ზრდასრულ ბავშვთან ერთად. ყოფილი მესაკუთრე აქუბარდია 1400 ამერიკულ დოლარად გაყიდულ ბინაზე გვარამიების ოჯახისგან 20000 ამერიკული დოლარის დამატებას ითხოვს.
როგორც „ღია ბოქლომთან“ საუბრისას ოჯახის ადვოკატი აღნიშნავს, პროკურორი ქეთი ყიფიანი, რომელიც საქმეს იძიებს, აქუბარდიების ნათესავია.
თანდილა ჯოლოგუა, ადვოკატი: „აქუბარდიამ ყალბი დოკუმენტებით ბინა საკუთარ სახელზე დაარეგისტრირა. ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალები, სადაც აშკარად ირკვევა , რომ კერძო საკუთრება გვარამიების ოჯახს ეკუთვნის, თუმცა 1 თვის წინ, პროკურატურამ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე დახურა და დაზარალებული 9 სულიანი ოჯახი საკუთარი ბინიდან გამოსახლებისთვის გაიმეტა“.
ქუჯის ქუჩაზე მცხოვრებლები აქუბარდიას არ იცნობენ და ამ ბინის მესაკუთრედ გვარამიების ოჯახს მიიჩნევს.