ავტორი ხათუნა კორთხონჯია
16:39 21.00.2013
სანდრო გირგვლიანის საქმეზე ერთ–ერთი ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე, რამდენიმე დღის წინ ათენში დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ინტერპოლით ძებნილი ბრალდებული ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს ბერძენმა სამართალდამცველებმა.
ჩხიტუნიძის ადვოკატების ცნობით, ეჭვმიტანილი საქართველოში დაბრუნებას და ჩვენების მიცემას აპირებდა, საზღვარზე კი იმიტომ დააკავეს, რომ დიპლომატიურ პასპორტს მოქმედების ვადა ჰქონდა შეჩერებული.
ჩხიტუნიძის ადვოკატის, დალი იმნაიშვილის განცხადებით, ჩხიტუნიძე ათენში საექსტრადაციო საპყრობილეში სცემეს. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და ათენის ერთ -ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი. უცნობია ვინ გაუსწორდა პატიმარს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ის ერთ– ერთმა ქართველმა პატიმარმა სცემა.
ადვოკატი დავით ჩხიტუნიძის სასწრაფოდ ექსტადაციას მოითხოვს.
16:39 21.00.2013
სანდრო გირგვლიანის საქმეზე ერთ–ერთი ბრალდებული დავით ჩხიტუნიძე, რამდენიმე დღის წინ ათენში დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ინტერპოლით ძებნილი ბრალდებული ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს ბერძენმა სამართალდამცველებმა.
სანდრო გირგვლიანი |