22:54 08.12.2014
ორთაჭალის მეშვიდე საპყრობილეში პატიმრები შიმშილობენ. გიორგი კვიციანი, გიორგი ბალავანიშვილი და ნესტორ მუსკუდიანი მშრალი შიმშილობის დაწყების მიზეზად, მათი უფლებების დარღვევას ასახელებენ.
დიანა მარტიაშვილი, ადვოკატი: „მსჯავრდებულები ბასრი საგნით, სხეულზე ყოველდღიურად თვითდაზიანებებს იყენებენ. ასეთ დამამცირებელ პირობებში ცხოვრებას მათ სიკვდილი ურჩევნიათ. სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებენ. მინისტრის მოადგილე არჩილ თალაყვაძეს ვესაუბრე და ციხის ადმინისტრაციას არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ არაფერი გამოსწორდა. პატიმრები იმყოფებიან არაადამიანურ პირობებში, მათზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა და არსებობა უწევთ სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობებში, ელემენტარულად ციხის მაღაზიით სარგებლობა ეკრძალებათ…
მეშვიდე საპატიმრო არის ცოცხალი სასაკლაო, ვერცერთი ხელისუფლების პირობებში ვერ მოვახერხეთ მისი დახურვა, ან პრობლემების გამოსწორება.
14 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აქციას გავმართავთ, სადაც მეშვიდე დაწესებულებაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას გავაპროტესტებთ“.
სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმართა ბრალდებებს უარყოფს…