ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
17:06 30.12.2011
გლდანის N8 საპატიმრო დაწესებულების დირექტორის თანამდებობიდან ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა“ ბაჩო ახალაიამ თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანა.ამ საკადრო ცვლილების შესახებ “ობიექტივს“ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, სანდო და უტყუარმა წყარომ მოაწოდა.
სასჯელაღსრულების სისტემაში პროფესიით ექიმი ალექსანდრე მუხაძე ბაჩო ახალაიამ მიიყვანა, ისევე, როგორც თავის დროზე მეგის ქარდავა, რომელიც ახლა სამხედრო პოლიციას უდგას სათავეში. იგი რამდენიმე თვის წინ ახალაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციიდან თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანა. მანამდე მეგის ქარდავა სასჯელაღსრულების სამინისტროში მსახურობდა.
გლდანის N18 დაწესებულების დირექტროად გადაიყვანეს N16 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი.
