სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას!

16:15 08.11.2011
გვესაუბრება იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის დოქტორი, დევნილი პროფესორი ბიძინა სავანელი.

ბატონო ბიძინა, თქვენ ხართ ავტორი იდეისა სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევისა და მისთვის სომხეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ სომხეთის პრეზიდენტისა და კათოლიკოსისადმი მიმართვაზე ხელმოწერების ორგანიზაციის თაობაზე. რა ფაქტები გაძლევთ ამის საფუძველს?
-წინასწარ ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ პრეზიდენტის პოსტი შეუძლია დაიკავოს საქართველოს ყველა მოქალაქემ განურჩევლად ეროვნული წარმომავლობისა. მაგრამ მთავარია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილი მოვალეობები. ამ თვალსაზრისით, სააკაშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლი.

კერძოდ:

სააკაშვილმა ხელყო ქვეყნის დამოუკიდებლობა, ერთიანობა და განუყოფლობა;

სააკაშვილმა ხელყო ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა;

სააკაშვილმა ეკონომიკურად, სოციალურად და კულტურის თვალსაზრისით დააუძლურა და უკან დასწია საქართველო.

ვის სასარგებლოდ?
-სომხეთის და ნაწილობრივ რუსეთის სასარგებლოდ.

რა ფაქტები გაძლევთ უფლებას ასეთი ბრალდების წარსადგენად?
-დავიწყოთ იქიდან, რომ სააკაშვილის შრომითი საქმიანობის დასაწყისი დაკავშირებულია გარეგნულად სრულიად უპრეტენზიო ამერიკულ იურიდიულ ფირმასთან, როგორიც არის "Patterson, Belknap, Webb & Tyler". მაგრამ ამ „ფირმის“ აბრის უკან დგანან უმდიდრესი ამერიკელი სომხები და მათი ლობისტები ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, და მათი გავლენა ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე საგრძნობია.

სააკაშვილის ქმედებანი არაორაზროვნად მიუთითებს მის პროსომხურ პოლიტიკაზე. ამას ადასტურებენ უცხოეთის, მათ შორის რუსეთის, საინფორმაციო წყაროებიც.

- სააკაშვილმა სომხეთს მიაკუთვნა საგზაო-სატრანსპორტო დერეფანი რუსეთისაკენ ლარსის გავლით;

- სააკაშვილმა აღადგინა და გააფართოვა სამხრეთ ოსეთის ავტონომია, აფხაზეთს ზემო კოდორი მიუერთა, წამოიწყო ომი რუსეთთან, რასაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა, რითაც მან აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმრავლესობას – სომხებს თავისი ეკონომიკური და მომავალში პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებას ხელი შეუწყო;

-სააკაშვილის მხრიდან სრული სიჩუმის პრობებში, ყარაბახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სააკიანმა სცნო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა;

- სააკაშვილი ამერიკის კონტინენტზე, მათ შორის შტატებში ვიზიტების დროს, სისტემატურად ხვდება ამერიკაში სომხური დიასპორის გამოჩენილ წარმომადგენლებს;

- სააკაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლის აშკარა დარღვევით რუსეთს მიჰყიდა ბუნებრივი რესურსები და სტრატეგიული ობიექტები, რომელთა უკან ხშირად მდიდარი სომხები დგანან;

- სააკაშვილი ორი წლის უკან სომხეთის პრეზიდენტმა სომხეთის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა;

- სააკაშვილის გადაწყვეტილებით ქუთაისში გადადის საქართველოს პარლამენტი, უახლოეს მომავალში ქუთაისის საქართველოს დედაქალაქად, ხოლო მომავალში თბილისის სომხეთის დედაქალაქად გამოცხადების პერსპექტივით, მათ შორის ოქტომბრის რევოლუციამდე თბილისის განაშენიანებაში მდიდარი სომხების მიერ ჩადებული მილიონების დასაბრუნებლად;

- სააკაშვილი თბილისს სცლის ლტოლვილებისაგან და შორს თბილისიდან დასავლეთში ასახლებს;

- სააკაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე მუხლისა და საკონსტიტუციო შეთანხმების სრული უგულველყოფით სომხურ ეკლესიას იურიდიული საფუძველი შეუქმნა, რათა ის გახდეს ქართული სახელმწიფოს და მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის თანასწორი, სრულუფლებიანი და მათგან სრულიად დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, უახლოეს მომავალში მის მიერ საეკლესიო მიწების მისაკუთრების უზრუნველსაყოფად და პერსპექტივაში ქართული ეკლესიების და მიმდებარე ტერიტორიების მისატაცებლად.

ბატონო ბიძინა, ამ ფაქტების გარდა, როგორც სამართლის აღიარებულ სპეციალისტს, მათ შორის საერთაშორისო სამართალში, რა იურიდიული არგუმენტები არსებობს სააკაშვილი საწინააღმდეგოდ?
-ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოების მიერ შექმნილი „საქართველოში კონფლიქტის ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის” 2009 წლის 30 სექტემბრის იურიდიული ძალის მქონე ოფიციალური დასკვნის თანახმად: “სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ და ომის დანაშაული აგრესიის ფორმით.”

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეის 2009 წლის 29 სექტემბრის ნ/1683 რეზოლუციის საფუძველზე სააკაშვილი უნდა წარსდგეს ჰააგის სართაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იურიდიული ნიუანსი:
ქ. თბილისში, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის პოსტზე მან თავისი კანდიდატურა წამოაყენა. საქართველოს კონსტიტუცია გადამდგარ პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ ანიჭებს. მიუხედავად ამისა, მოქალაქე სააკაშვილმა წამოაყენა თავისი კანდიდატურა და იგი რეგისტრირებული იქნა როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, რაც საქართველოს კონსტიტუციის დაარღვევაა, რადგან საკონსტიტუციო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის თანახმად: “აკრძალულია ყველაფერი, რაც კონსტიტუციით არ არის დაშვებული”.

შედეგად, მოქალაქე სააკაშვილმა უკანონოდ მიითვისა ხელის-უფლება ანუ ძალა-უფლება, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი, რომლის ძალით: “არავის არ აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება”.

ამრიგად, 2007 წლიდან საქართველოს პრეზიდენტი იურიდიულად არ ჰყავს, რადგან სამართლებრივად მოქალაქე სააკაშვილი არის ძალა უფლების გარეშე.

თქვენ როგორც იურისტი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს როგორ შეაფასებდით?
-ამ შეკითხვაზე იურიდიულად სრულიად დასაბუთებული პასუხი ქალბატონმა ეკა ბესელიამ გასცა.

ბატონო ბიძინა, სამთავრობო არხებიდან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში “ვინმე იმერელი” გაიხსენეს. ამით ისინი ბატონ ბიძინა ივანიშვილს რუსეთის აგენტის იარლიყს აშკარად აწეპებენ. თქვენი აზრი, თუ შეიძლება.

ჯერ ერთი, რუსეთის აგენტი იყო და არის სააკაშვილის ბიძა და ბენდუქიძე. რუსეთის სუკი ასე ადვილად არ ელევა თავის მსტოვრებს საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში. ეს დაუწერელი კანონია. უფრო მეტი, პირადად სააკაშვილმა სათანადო წვრთნა გაიარა კკბ-ეს ჯარში, რასაც ქართველების წინააღმდეგ ის წარმატებით იყენებს.

მეორე. როგორ ახერხებდა და ახერხებს რუსეთის “აგენტი” - ბიძინა (ბორის) ივანიშვილი, რუსეთის კგბ-ს გვერდის ავლით რუსეთში “ნაშოვნი” ფული არა რუსეთის, არამედ საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებას მოახმაროს?! რუსეთიდან გატანილი და საქართველოში შემოტანილი მილიარდები ხომ რუსეთს ასუსტებს და საქართველოს აძლიერებს? ვინ გაიტანა 2008 წელს და გააქვს საქართველოდან ფული და ქონება ბიძინა ივანიშვილს თუ სააკაშვილს?!

მესამე. საერთოდ, სხვა ერზე სულმიყიდულების ხელწამოსაკრავი იმერეთი არ არის. ეს ის იმერეთია, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოსთან ერთად საქართველოს, ზოგჯერ მეტადაც, აერთიანებდა. მერე რა, რომ იმერლებში აქა-იქ გამოგვერეოდა და ხელისუფლებაში დღესაც გამოგვერია ღორჯო-ნიკა-გიგები?! მაგრამ ნუ გავაკეთებთ აქცენტს საქართველოს კუთხეებზე. ეს – დამღუპველია! წარმოშობით მეც იმერეთიდან ვარ, წარმომავლობით სოფელ სავანედან - გვარად ფხალაძე. ამ გვარის ხალხი მოგვიანებით უპირატესად ჭიათურის რაიონის სოფელ პერევისაში სახლდება და მრავლდება. მაგრამ, როდესაც სტუდენტები ჩემი სადაურობის შესახებ ზოგჯერ მეკითხებიან, ვპასუხობ: “მე ვარ ქართველი იმერეთიდან.” თუმცა ვამჯობინებ და უფრო ხშირად ვპასუხობ: “მე ვარ ქართველი სავანედან.”

როგორც საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი, 1994 წელს საკონსტიტუციო კომისიის გაფართებულ სხდომაზე ფეოდალურ კუთხეებზე ორიეტირებული საქართველოს ფედერალიზაციის წინააღმდეგი გამოვედი და კომისიას მივმართე, რათა ადმინისტრაციულად საქართველო ისე დაგვეყო, რომ გურულს ვერ გაეგო სად მთავრდება გურია და სად იწყება სამეგრელო, სად მთავრდება სამეგრელო და სად იწყება იმერეთი და ა.შ. ამას კოსმოპოლიტი შევარდნაძის მკაცრი მზერა და ზოგიერთი ინტელექტუალის მწვავე რეაქცია მოჰყვა, მოგვიანებით კი დიდი ივანეს სავარძელში მჯდომი ცალკალოშიანი, ავადსახსენებელი ვინმე ხუბუას რეაქცია. კუთხურმა სეპარატიზმმა საქართველოს მთლიანობა არა ერთხელ შეიწირა. არ მინდა მეოცე საუკუნის ბოლო წლების მაგალითებით მკითხველი დავამძიმო.

კუთხური სეპარატიზმის გაღვივებას ხშირად აწარმოებდა გარეული მტერი, დღეს კი ამ მეთოდს უკვე შინაური მტერიც იყენებს. დასაბუთებული ეჭვი არსებობს, რომ სამეგრელოში დანარჩენი ქართველების წინააღმდეგ ახალგაზრდებს წვრთნიან. ზოგიერთი უვიცი და უმეცარი ადრე და დღესაც იმაზე მიანიშნებდა და მიანიშნებს, რომ თითქოს მეგრელები და სომხები მოძმე ერები არიან. “ცოდვა გამხელილი სჯობია”. კიდევ კარგი, რომ სერგი მაკალათა, არნოლდ ჩიქობავა და ბევრი დიდი მამულიშვილი საქართველოში დატრიალებულ ტრაგედიას არ მოესწრო. . .

ამრიგად, საქართველოს მოსახლეობას გადაწყვეტილების პროექტს ვთავაზობ.

თანახმად საქართველოს კონსტიტუციის მუხლი ხუთისა,
საქართველოს ხალხი ადგენს:

1. ჩამოერთვას სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა.
2. ეთხოვოს სომხეთის პრეზიდენტსა და კათოლიკოსს, რათა
სააკაშვილს სომხეთის მოქალაქეობა მიენიჭოს.


"ასავალ დასავალი" | თეა ასათიანი



რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...