22:06 07.11.2011
"ჟურნალისტმა უნდა იცოდეს, რომ დიდ პოლიტიკოსს და მომავალ პრეზიდენტს ბეღურებზე არ უნდა ესაუბრო!" – აცხადებს საქართველოს ექს პრეზიდენტი გაზეთ "ასვალ დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
ედუარდ შევარდნაძე ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს აფასებს და მას შენიშვნასაც აძლევს :
"ამ პრეს–კონფერენციამდე მე ბიძინას ვიცნობდი როგორც ქართველ კაცს, ქველმოქმედს, სამების ტაძრის ამშენებელს. ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ ის არის კარგი პოლიტიკოსიც...
მასთან მხოლოდ ერთი შენიშვნა მექნებოდა – მიუხედავად იმისა ამ საკითხზე ვინ რას ფიქრობს და რას იტყვის, უფრო მეტი და უფრო კონკრეტულად უნდა ისაუბროს რუსეთთან სამომავლო გეგმებზე...."
სტატია იხილეთ გაზეთ "ასავალ დასავალის" დღევანდელ ნომერში. – პრესის მიმოხილვა.