სვანეთის საგანძურზე “პოსკრიპტუმში“ გასული სიუჟეტის პასუხი

ავტორი ნინო მიქიაშვილი
00:35 21.11.2011
ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ზე, გადაცემა “პოსკრიპტუმში“, 20 ნოემბერს 21 საათზე გასული 8-წუთიანი სიუჟეტი (რომლის ავტორი გიორგი გვიშიანი გახლდათ) მესტიაში არსებულ საგანძურთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, იყო ნახევრად მართალი, ანუ ნახევრად ობიექტური. თუ რატომ, შევეცდები ფაქტებით დავასაბუთო.


“სვანეთში მიმდინარე მშენებლობის ფონზე, მუზეუმის გარშემო, არც თუ მარტივი ვითარება შეიქმნა. მავანთა განცხადებით, იქ შენახულ სიწმინდეებსა და უნიკალურ ექსპონატებს საფრთხე შეექმნა“, - ასეთი შესავალი გაუკეთა ვრცელ სიუჟეტს “პოსკრიპტუმის“ ავტორმა და წამყვანმა, დავით კიკალიშვილმა, რითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა არა მარტო იმ ადამიანებს (მათ შორის ხელოვნებათმცოდნეებს, რესტავრატორებს), არამედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა სვანეთში დაცულ საგანძურზე 13 ნოემბერს, წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებაში ასეთ რამ თქვა:

“ძალიან არასასურველი მდგომარეობაა ზემო სვანეთში. ზემო სვანეთში, როგორც უვარგისი შენობა, დაანგრიეს ყოფილი მუზეუმი და ეს ძვირფასი ხატები და ნივთები, რომელსაც ინახავდა ქართველი ხალხი, ჩაკეტილია სპეციალურად გაკეთებულ სათავსოებში.

ეს იმდენად მოუხერხებელი და საშიშია, რომ შეიძლება ყინვამ, თოვლმა და თოვლჭყაპმა დააზიანოს ეს ხატები და ერთადერთი გამოსავალია, რომ ეს ხატები იყოს დალაგებული წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში იქნება იქამდე, სანამ აშენდება კარგი მუზეუმი, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველაფერი და საშიშ მდგომარეობაში არ იქნება.

ეს საკითხი თითქოს უკვე წყდებოდა, მაგრამ დღემდე არ არის გადაწყვეტილი და ჩამოდიან სვანები, თბილისში, აწუხებენ ჩვენს ხელისუფლებას, ჩემთან მოდიან და არასასიამოვნო, სულ უბრალო საკითხზე ასეთი არასასიამოვნო და მიუღებელი მსჯელობა და კამათია. ჩვენ ხომ შეგვიძლია გავუგოთ ერთმანეთს?! ჩვენ უნდა აუცილებლად გვესმოდეს ერთმანეთის“.

პატრიარქის განცხადება ცენტრალურ ტელეარხებს არ გაუშუქებიათ. გადაცემა “პოსკრიპტუმში, არც მის წამყვანსა და ვრცელი სიუჟეტის ავტორს დასცდენიათ რაიმე მისი უწმინდესობის განცხადებაზე და არც იმაზე, რომ 18 ნოემბერს, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, თბილისის აეროპორტში, პატრიარქის მოსკოვში გამგზავრების წინ, საპატრიარქოს სახელით სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელიც ყველა ტელევიზიის კამერამ გადაიღო, მაგრამ ცენტრალურმა არხებმა რასაკვირველია, არც ეს განცხადება გააშუქეს.

საპატრიარქომ ხელისუფლებას შეახსენა ის, რომ მესტიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას თმობს საცავად, სადაც სიწმინდეები ახალი მუზეუმის აშენებამდე იქნება დაბინავებული. ამასთან, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ თქვა ისიც, რომ თუ ხელისუფლება მესტიაში მონახავს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაზე უკეთეს შენობას, საპატრიარქო საგანძურის იქ გადატანის წინააღმდეგი არ იქნება, “მაგრამ აუცილებელია, რომ საპატრიარქოში შექმნილმა კომისიამ მონაწილეობა მიიღოს და ამ კომისიის ყურადღების და ზედამხედველობის ქვეშ მოხდეს ეს“.

“პოსკრიპტუმის“ წამყვანმა ერთი პატარა ტყუილიც თქვა. მან სიუჟეტის ავტორს მიმართა: “როგორც ვიცი, გიორგი, შენ ექსკლუზიურად ჩვენ, მუზეუმის ახალ პროექტსაც წარმოგვიდგენ“. ნუ ახლა, სად “რუსთავი 2“ და სად “ობიექტივი“, “მაესტრო“ და “პრესაგეტვ.გე“; სად ჩვენ და სად თქვენ, ბატონებო, მაგრამ შეგახსენებთ, რომ “პოსკრიპტუმის“ ეთერში გასვლამდე ახალი მუზეუმის პროექტი, ბრტყელი გადახურვით, თავზე ხეებითა და ბუჩქებით, პირველად სწორედ ჩემს მიერ ჩამოთვლილი მედიასაშუალებებით ნახა მკითხველმა, მაყურებელმა და თან არაერთხელ.

ახალი მუზეუმის პროექტი მესტიაში პირველად სტუმრობის შემდეგ (28 აგვისტოს) ჩამოვიტანე. პროექტის ფოტოების გადაღების უფლება სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის კონსერვატორმა, რუსუდან ქოჩქიანმა მომცა. ეს ფოტოები სწორედ მე მივაწოდე ზემოხსენებულ მედიასაშუალებებს.

სიუჟეტის ავტორი, გიორგი გვიშიანი დაწვრილებით გვიხსნიდა სად რა იქნება ახალ მუზეუმში. ამ სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ ახალი მუზეუმის აშენება 2012 წლის ზაფხულში დასრულდება. რამდენად მისაღებია ბრტყელი გადახურვა სვანეთში, სადაც რამდენიმე მეტრი თოვლი მოდის და ზამთარი დანარჩენ საქართველოზე უფრო ხანგრძლივია, ეს საუბრის ცალკე თემაა.

“მესტიის მუზეუმის დემონტაჟი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გაირკვა, რომ ოთხმოციან წლებში, სილიკატური აგურით ნაგებ შენობას კედლები უნესტიანდებოდა. სწორედ ამის გამო, საგამოფენო დარბაზებში სტაბილური კლიმატისა და ტენიანობის შენარჩუნება შეუძლებელი იყო. მუზეუმში დაცულ უნიკალურ კოლექციას საფრთხე ექმნებოდა“, - ამბობს გიორგი გვიშიანი. ამ მოსაზრებას იქვე ასაბუთებს ახალი მუზეუმის პროექტის ავტორი, არქიტექტორი გაგა კიკნაძე, რომელიც ძველი მუზეუმის პროექტის ავტორის, რამაზ კიკნაძის შვილია.

“რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ან არავინ უთხრა, ან უთხრა და სიუჟეტში არ გამოიყენა ის კომენტარი, რომლის თანახმად,ძველი მუზეუმის ადგილას ახლის აშენების იდეა ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს.

“ობიექტივის“ კითხვაზე - ვისი გადაწყვეტილება იყო ძველი შენობის ნაცვლად ახლის აშენება? რუსუდან ქოჩქიანმა 28 აგვისტოს ჩაწერილ ინტერვიუში ასეთი პასუხი გასცა:
“პირადად პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო და რაკი ამდენი ხარვეზი ჰქონდა შენობას, ეს შესამჩნევი იყო, ძალიან ცუდი განათება იყო, ექსპონატები სათანადოდ არ აღიქმებოდა და პრეზიდენტი დაგვპირდა დახმარებას - რაც დაგვჭირდებოდა ყველაფერს გააკეთებდა, რომ სვანეთს ჰქონოდა ძალიან კარგი, თანამედროვე სტანდარტების მუზეუმი“.

თანამედროვე სტანდარტების მუზეუმის აშენების წინააღმდეგი ჭკუათმყოფელი არ შეიძლება იყოს, მაგრამ მუზეუმის შენობას სახურავს არ ხდიან მაშინ, როცა ექსპონატები იქიდან გატანილი არ არის. სწორედ ასე მოხდა სვანეთის მუზეუმის შემთხვევაში, მიმდინარე წლის მაისში.

“რუსთავი 2“-ზე გასული სიუჟეტის ავტორი დამაჯერებელი ხმით ცდილობს მაყურებლის იმაში დარწმუნებას, რომ “რესკონსტრუქციის გადაწყვეტილების მიღებისთანავე მუზეუმში კოლექციის ევაკუაცია დაიწყო“. ამ სიუჟეტში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ შენობას სახურავი ისე გადახადეს, რომ “ევაკუაცია“ დაწყებული არ გახლდათ.

მუზეუმის შენობაზე სამუშაოებს კომპანია “ზიმო“ აწარმოებს, რომლის სამუშაოთა მწარმოებელს, შმაგი სეხნიაშვილს მესტიაში ყოფნისას 4 ოქტომბერს შევხვდი და ვესაუბრე. მაშინ მან თქვა, რომ ახალი მუზეუმის შენობას 23 ნოემბრისთვის ჩააბარებდნენ. სწორედ “ზიმოს“ წარმომადგენელმა მითხრა, რომ 2011 წლის მაისში, მაშინ, როცა სიწმიდნეები და სხვა ნივთები მუზეუმში იყო, შენობას სახურავი გადახადეს და ეს მოხდა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, ნინო კიტოვანის ბრძანებით.

ჩემს კითხვაზე - ბატონო შმაგი, ნინო კიტოვანი ამბობს, რომ თქვენ გადახადეთ მუზეუმს სახურავი, მაშინ, როცა ექსპონატები ჯერ კიდევ შიგნით იყო და წყალი ჩამოდიოდა; მართლა ასე იყო? კომპანია “ზიმოს“ წარმომადგენლმა ასეთი პასუხი გამცა:

“მართლა ასე იყო, ოღონდ, ქალბატონი ნინოს ბრძანებით გადავხადეთ. საერთოდ არ ვკიდებდით მაგას ხელს, ვაგონები ამოტანილი, გამზადებული გვქონდა. მერე მაგან ეს ვაგონები არ მომწონსო, ისაო, ესაო. რა ვიცი, ერთი თვე იმაზე გავჩერდით, სანამ შეფუთეს. მერე რომ შეფუთეს, თუ ხართ მუზეუმში ნამყოფი, საცავში გადაიტანეს და ახლა, კონტეინერების ხით დახურვა მოითხოვეს. მერე გადახადეთო და გადავხადეთ, ცალი მხარე. წყალი ჩამოდიოდა, მაგრამ, როგორც ასეთი ექსპონატებს არ შეხებია“.

“პოსკრიპტუმი“ ცდილობდა დავერწმუნებინეთ იმაშიც, რომ სიწმიდნეები სათანადოდ, სპეციალურად გერმანიიდან, რესტავრატორ დარეჯან გოგაშვილის მიერ გამოწერილ ქაღალდებშია შეფუთული. სხვათა შორის, ეს ის დარეჯან გოგაშვილია, რომელიც ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის წევრია. 1-3 ნოემბერს მესტიაში ყოფნისას, დარეჯან გოგაშვილი საგანძურის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში გადატანას დაეთანხმა!

“რუსთავი 2“-ზე გასულ სიუჟეტში არაფერია იმაზე ნათქვამი, რომ ეს “სასწაულმოქმედი“ ქაღალდები, თან გერმანიიდან სპეციალურად გამოწერილი, ესპონატებს იცავს ვიბრაციისგან. ამის შესახებ ეროვნული მუზეუმის მიერ შექმნილი კომისიის შუალედურ დასკვნაშიც წერია (კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე შეგიძლიათ ამის წაკითხვა), რომ აღარაფერი ვთქვათ ამ თემაზე მომზადებულ სტატიებზე.

მივყვეთ “პოსკრიპტუმის“ სიუჟეტს - ავტორი ამბობს, რომ “მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 12 000-ზე მეტი ექსპონატი ინახება“. არადა, ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში მუზეუმის კონსერვატორი ამბობს, რომ მუზეუმში 200 000-ზე მეტი ექსპონატი ინახება!

სიუჟეტის ერთ-ერთი გმირი, თემურ შარიქაძე მაყურებელს უხსნიდა, რომ კონტეინერებში საგანძურისა და სხვა ნივთების გადატანა იმით იყო განპირობებული, რომ მოსახლეობა შიშობდა საგანძური მესტიის გარეთ არ გაეტანათ. დიახ, ამის შესახებ მეც მითხრეს და ეს გამოვაქვეყნე კიდეც, მაგრამ ამ სიუჟეტის ავტორს არ უცდია (შეიძლება სცადა, მაგრამ მას ამის სიუჟეტში ჩასმის საშუალება არ მისცეს) და არც რომელიმე რესპონდენტს უთქვამს რაიმე ამ ყბადაღებული ე.წ. კონტეინერის “ღირსებების“ შესახებ, რომელიც რეალურად ლითონის თხელ ფირფიტებს შორის მოქცეული ე.წ. ზღვის ქაფისგან შედგება, ჩინური წარმოებისაა და დამზადებულია გვანდუნის პროვინციაში, ჭუნგშანის ქარხანაში.

“ზაფხულში, როდესაც ექსპონატები კონტეინერებში გადაიტანეს, მათი დაზიანების საფრთხეზე არავინ საუბრობდა. აჟიოტაჟი ამ თემაზე ნოემბრის დასაწყისში, სვანეთში კლიმატური პირობების გაუარესებისას დაიწყო“, - ამბობს სიუჟეტის ავტორი.

ბატონო გიორგი, არ ვიცი რას გულისხმობთ აჟიოტაჟში, მაგრამ საგანძურის უსაფრთხო ადგილას გადატანის შესახებ საუბარი და გარკვეული ქმედებები სექტემბრიდან დღემდე მიმდინარეობს. შეგიძლიათ 1 სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე ინტერნეტში მოიძიოთ შესაბამისი სტატიები (მათ შორის ჩემი მომზადებული), წაიკითხოთ გაზეთები: “ახალი თაობა“, “ალია“, “რეზონანსი“; ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერში უყუროთ 29 სექტემბერს გასულ სიუჟეტს, ამ თემასთან დაკავშირებით... ამ ყველაფრის მოძიება თუ გაგიჭირდებათ, მზად ვარ შეგხვდეთ და ეს მასალები გადმოგცეთ.

რაც შეეხება სიუჟეტის იმ ნაწილს, რომელიც ჩემი აზრით სიმართლესთან ახლოსაა - ამის ერთ-ერთი მაგალითია მამა ბესარიონის (მენაბდე) კომენტარი. მან ძალიან მოკლედ და მკაფიოდ ჩამოაყალიბა საპატრიარქოს პოზიცია, რაზეც აღარ შევჩერდები, რადგან სტატიის პირველ ნაწილში, პატრიარქის განცხადებაში ეს პოზიცია გარკვევით და ვრცლადაა გადმოცემული.

სიუჟეტის ავტორის სასახელოდ უნდა ითქვას ისიც, რომ მან ახსენა უშგულის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც კონტეინერებთან ახლოს მიმდინარეობს, ოღონდ გიორგი გვიშიანმა ეს ძალიან მსუბუქი ფორმით გააკეთა. მას არაფერი უთქვამს იმაზე თუ როგორ ყრიდნენ ორმოში ქვის ლოდებს და როგორი ვიბრაცია იყო ამ დროს, კონტეინერებიდან სულ რაღაც 15-20 მეტრში.

შეიძლება ამ ფაქტის ირგვლივ ჟურნალისტს არაფერი უთხრეს, მაგრამ 4 ოქტომბრიდან მოყოლებული ამაზე არაერთხელ ითქვა, დაიწერა და გადაიცა სატელევიზიო სიუჟეტები, ოღონდ არა ცენტრალური ტელეარხებით.

სხვათა შორის, “ობიექტივმა“ 19 ნოემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ში, სპეციალურად “პოსკრიპტუმის“ სიუჟეტისთვის მიიტანა და დატოვა დისკი, რომელზეც ვიდეოსამალასთან ერთად ის ფოტოებიც იყო ჩაწერილი, რომელზეც კარგად ჩანს როგორ ცლიან ე.წ. კონტეინერების უკან უზარმაზარ ქვის ლოდებს, დიდი სატვირთო მანქანებიდან. სანამ ტელეკომპანიაში მასალას წავიღებდით, “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ამის შესახებ გამოვაცხადეთ და იქიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენს ვებგვერდზე პატარა სტატიაც დავდეთ, სადაც დისკის მიტანის და გადაცემის პროცესი იყო აღწერილი.

გიორგი გვიშიანს “ობიექტივის“ მიერ მიტანილი მასალა თავის სიუჟეტში არ გამოუყენებია. მან გაკვრით აჩვენა ის “კაპიტალური შენობა“, რომელშიც აპირებენ საგანძურის და სხვა ნივთების გადატანას.

ბატონო გიორგი, მესტიაში იყავით ჩასული და კაგრი იქნებოდა შესულიყავით და მაყურებლისთვის შიგნიდან გეჩვენებინათ რა მდგომარეობაში კაპიტალურად წოდებული შენობა. ამის გაკეთება შეიძლება გულით გინდოდათ, მაგრამ ამის ჩვენებაის საშუალება არავინ მოგცათ. თუ ასეა, გულწრფელად თანაგიგრძნობთ.

ამ შენობის ჩვენების შემდეგ ისევ მამა ბესარიონიოს კომენტარი გავიდა ეთერში: “რამოდენიმე ვარიანტი იქნა განხილული. ვნახეთ ადგილზევე და არც ერთმა არ დააკმაყოფილა ის პირობები, რომელიც სჭირდება ამ უდიდესი, შეუფასებელი საგანძურის დაცვას. ერთადერთი, რაზეც შეჩერდა ჩვენი, ყველას ყურადღება, ეს არის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია“.

სიუჟეტი ისეა აწყობილი, მაყურებელს დარჩება შთაბეჭდილება, რომ მამა ბესარიონმა და მასთან ერთად კომისიის სხვა წევრებმა მესტიაში ყოფნისას ნახეს ზემოხსენებული “კაპიტალური შენობა“. ეს არის ტყუილი! მუსიკალური სკოლის ეს შენობა, რომელიც ამორტიზირებულია, აეროპორტის გზაზე მდებარეობს და ის კულტურის მინისტრის მოადგილემ, დავით ქირიამ შეარჩია, 7 ნოემბერს, მესტიაში ყოფნისას.

“წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას მუზეუმის თანამშრომლები რამდენიმე მიზეზის გამო იწუნებენ. მათი აზრით, მაღალი გუმბათის გამო, ტაძარში კლიმატისა და ტენიანობის გაკონტროლება გაჭირდება. ამასთან ნაგებობა მუზეუმის ექსპონატებს სრულად ვერ დაიტევს“, - ამბობს გიორგი გვიშიანი და მის ამ განცხადებას მოსდევს ეროვნული მუზეუმის კოლექციების (ფონდები) დაცვა-აღრიცხვის და მართვის სამსახურის მენეჯერის, თემურ შარიქაძის კომენტარი, რომელიც მესტიაში, როგორც ეროვნული მუზეუმის კომისიის წევრი, 1-3 ნოემბერს იმყოფებოდა.

“ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი გადავიდეს ტაძარში, მაგრამ ერთი პირობა არის -კოლექციების გაყოფა არ არის მიზანშეწონილი, არ შეიძლება. ამიტომ გვინდა შევარჩიოთ ისეთი ნაგებობა, რომელიც კლიმატკონტროლს, დაცვის პირობებს, ტემპერატურულ რეჟიმს, ტენიანობას, ყველაფერს უზრუნველყოფს და მასალები იქნება ერთად თავმოყრილი“, - ამბობს თემურ შარიქაძე, რომელმაც ნებსით თუ უნებლიეთ მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა.

ბატონო თემურ, თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ კოლექციების გაყოფა შეუძლებელია. იქნებ ბრძანოთ მაშინ რატომ არის კოლექციები გაყოფილი ამჟამად?! იქნებ უთხრათ საზოგადოებას რა არის შენახული მუზეუმის უკან მდებარე სახლის ფარდულში, რომლის კარი პირდაპირ გზაზე გამოდის?! იქნებ ისიც აგვიხსნათ რას ინახავენ მუზეუმის ეზოში, ე.წ. გარაჟში?! იქნებ ხალხს აუხსნათ როგორ დაეტია ის მასალა შვიდ კონტეინერში, რომელიც მუზეუმის უზარმაზარ შენობაში იყო გაშლილი?! მე მუზეუმში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვისაც იქ გამოფენილი ექსპონატები ნანახი აქვთ, კითხულობენ სად არის “მუზეუმში განძთან ერთად დაცული მამაპაპური კერია, მაგიდა, ძველი კევრი, ეკლესიის კარები და ბევრი სხვა დიდი გაბარიტის მქონე ნივთი“?

თემურ შარიქაძე “პოსკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტში გვარწმუნებს, რომ მუშაობა ერთი მიმართულებით არ მიმდინარეობს - “ორ ფრონტზე არის, ტაძარი და მუსიკალური სკოლა, ორსართულიანი ნაგებობა. რომელიც იქნება უკეთესი, ჩვენ მას დავუჭერთ მხარს“. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო, სწორედ ამაზეა ნათქვამი. ცენტრალური არხებით 15 ნოემბერს გასულ სიუჟეტებში გვაჩვენებს, რომ მუზეუმის კოლექციის გადასატანად სწორედ მუსიკალური სკოლის შენობას ამზადებენ.

თუ ჩემს მიერ მომზადებულ ერთგვარ საპასუხო წერილში ემოციების სიჭარბე შეინიშნება, ამის გამო მკითხველს ბოდიშს ვუხდი და აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თითოეულ სიტყვაზე პასუხს ვაგებ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 18 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში შეტანილ საჩივარზე ერთ-ერთი ხელმომწერი გახლავართ და მტკიცებულებები, რომელსაც პროკურატურას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ, ჩემს მიერ მესტიიდან ჩამოტანილი მასალისგან იქნება შემდგარი.

"ობიექტივი"


რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...