მესტიაში “ყველანაირად ევროპული ხარისხის მუზეუმის“ აშენებისთვის 8 მილიონამდეა გათვალისწინებული

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 23.11.2011
“ობიექტივი” გთავაზობთ მესტიის მუსიკალური სკოლის ორსართულიანი შენობის ტექნიკური დასკვნის შინაარსს, რომელიც ინჟინერმა ზურაბ გელაძემ სვანეთის საგანძურის გადასარჩენად შექმნილი სპეციალური საზოგადოებრივი ჯგუფის თხოვნის საფუძველზე შეადგინა.

ცენტრალურ ტელეარხებზე 28 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა მესტიაში კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის სტუმრობის ამსახველი სიუჟეტები. რურუა და ლორთქიფანიძე ჟურნალისტებთან ერთად, მაყურებლის იმაში დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ სახელდახელოდ შეკრულ კონტიენერებში საგანძურს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ “ინტენსიური სამშენებლო სამუშაოების“ დაწყების გამო, ის მაინც გადააქვთ “კაპიტალურ შენობაში“, სადაც მისი დაცვისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

ანუ ცენტრალური ტელეარხები და მათი რესპონდენტები შავის თეთრად წარმოჩენას ცდილობდნენ და სახელდახელოდ გარემონტებულ, თეთრად გაღებილ, კედლებზე “გიფსოკარდონ“ აკრულ, დამეწყრილი და ნესტიანი შენობის “კაპიტალურ შენობად“ შემოსაღებას ცდილობდნენ.

“ვნახე ადგილი, სადაც ჩვენი ექსპონატები დაიდებს ბინას, იქამდე, სანამ მთლიანად არ გარემონტდება, ფაქტიურად, ახლიდან არ აშენდება მესტიის ეთნოგრაფიული და ისტორიული მუზეუმი და ეს იქნება მაისში. მაისში მესტიას და სვანეთს და მთელ საქართველოს ექნება საუკეთესო ხარისხის, ტიპის, ყველანაირი, არქიტექტურულად თუ შინაარსობრივად, ყველანაირად ევროპული ხარისხის მუზეუმი“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, 12-საათიან “კურიერში“.

“ყველანაირად ევროპული ხარისხის მუზეუმი“ საქართველოს ბიუჯეტს 7-8 მილიონი დაუჯდება. ამის შესახებ თავად კულტურის მინისტრმა გვითხრა, 25 ნოემბერს, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგანძურის მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანასთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ არის.

ნიკა რურუასთან ერთად მესტიაში ჩასულები იყვნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები: მეუფე თეოდორე (ჭუაძე), მამა ბესარიონი (მენაბდე) და მხატვარ-რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური. მათი მესტიაში ყოფნის შესახებ ცენტრალურ ტელეარხებს, არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ. ისინი თბილისში 28 ნოემბერს, საღამოს დაბრუნდნენ. ეროვნულ საგანძურთან დაკავშირებით საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

24 ნოემბერს გამოვიდა “საპატრიარქოს უწყებანი“, რომლის მეათე გვერდზე წერია, რომ საზოგადოებას ამ გამოცემის შემდეგ ნომერში, ანუ 2 დეკემბერს საშუალება ექნება გაეცნოს საპატრიარქოს კომისიის დასკვნას და “იმ ვითარებას, რომელიც თან ახლდა კომისიის მუშაობას“.

პატრიარქის ინიციატივით შექმნილი კომისია 1-3 ნოემბერს მესტიაში იმყოფებოდა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მიერ შემქნილ კომისიასთან ერთად, მაგრამ საპატრიარქოს კომისიას ოფიციალური დასკვნა ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დასკვნა სწორედ იმ “კაპიტალურ შენობას“ ეხება, რომელშიც კულტურის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი აპირებს საგანძურის გადატანასა და დაბინავებას.

მუსიკალური სკოლის შენობის ტექნიკური დასკვნა 25 ნოემბერსაა დაწერილი, რომლის მიხედვით “ორსართულიანი შენობა ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმომდგრადობის პირობებს და თავისთავად შეიცავს გარკვეულ საშიშროებას, რომ სეისმური ბიძგების შემთხვევაში მოხდეს მისი რღვევა“.

ტექნიკური დასკვნის ავტორი, ზურაბ გელაძე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №351 დადგენილებით, შეუერთდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, როგორც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.

მაშ ასე, გთავაზობთ ერთგვერდიანი დასკვნის სრულ ტექსტს, რომელიც ავტორმა შეადგინა ნოემბრის დასაწყისში და 24 ნოემბერს გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით, რომელიც მას ზემოხსენებული საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა მიაწოდეს:

“შენობა ორსართულიანია, რომელიც ორი (ძველი და შედარებით ახალი) ნაწილისგან შედგება. შენობის ძველი ნაწილი ქვის შერეული წყობისაა, ცემენტ-ქვიშის ხსნარზე (წყობაში გამოყენებულია რიყის და ფლეთილი ქვა), შენობის შედარებით ახალი ნაწილი კი ფიქლისაა, ცემენტ-ქვიშის ხსნარზე.

შენობის პირველ სართულს (საფასადო კედელზე) გააჩნია სამი ღიობი (სამკაროვანი თაღები შესრულებული აგურის წყობით), მეორე სართული კი აივნიანია. სართულსშუა გადახურვა ხისაა, ხისაა სხვენის კონსტრუქციაც.


ფოტომასალის გაცნობის საფუძველზეც კი აშკარაა შემდეგი დეფექტები:

1.შენობის ძველ და ახალ ნაწილებს შორის არ არის გადაბმა (ერთიანი ჩაკეტილი კონტურის მაგივრად სახეზეა შენობის ფრაგმენტაცია, რაც სეისმომედეგობის პირობებით დაუშვებელია);

2.როგორც ძველი შენობების უმრავლესობას, ამ შენობასაც არ გააჩნია რკინა-ბეტონის სეისმური სარტყელი და ღიობების თავზე რკინა-ბეტონის ზღუდარები (ზღუდარების ფუნქციას ასრულებს ხის კოჭები), შენობას არ გააჩნია ელემენტარული სეისმოდაცვითი კონსტრუქციები;

3.შენობის უკანა კედელს ებჯინება გრუნტის მასივი (შესაძლოა მეწყერული ჩამონაშალი), რომელიც აუარესებს შენობის მუშაობის პირობას და ასუსტებს ისედაც ფრაგმენტირებული შენობის სეისმოდაცვას;

4.სხვენის კონსტრუქციის ხის კოჭები უშუალოდ დაყრდნობილია მზიდ კედლებს (კოჭებს შორის შევსება არ არსებობს), რაც სეისმომედეგობის თვალსაზრისით დაუშვებელია (მცირე ბიძგების შემთხვევაში კი შესაძლებელია სხვენის კონსტრუქციის წაცურება მზიდი კედლებიდან);

5.შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები არავითარ კავშირშია მის მზიდუნარიანობის ამაღლებასთან (სარემონტო სამუშაოები არ მოიცავს შენობის მზიდ კონსტრუქციებზე ჩასატარებელ სამუშაოებს).

გამომდინარე ზემოთქმულიდან მოცემული ორსართულიანი შენობა ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმომდგრადობის პირობებს და თავისთავად შეიცავს გარკვეულ საშიშროებას, რომ სეისმური ბიძგების შემთხვევაში მოხდეს მისი რღვევა“.

ცენტრალური ტელეარხების მიერ მომზადებული სიუჟეტებიდანაც ჩანს, რომ საგანძურის გადასატანად პირველი სართული მოაწყვეს. ბზარი, რომელიც მუსიკალური სკოლის შენობას მარჯვენა მხრიდან ჰქონდა, ცემენტით ამოლესეს. შენობის უკანა, დამეწყრილი მხარე ტელევიზიებს რასაკვირველია, არ უჩვენებიათ.

მხატვარ-რესტავრატორი მერაბ ბუჩუკური, რომელიც 27-28 ნოემბერს მესტიაში იმყოფებოდა, “ობიექტივის“ სტუდიაში 21 ნოემბერს იყო მოწვეული. ის პატრიარქის ინიციატივით შექმნილი სპეციალური კომისიის ერთ-ერთი წევრია და ამბობს, რომ სვანეთში დაცული ფერწერული ხატების დაახლოებით 95% უშუალოდ მის მიერ არის რესტავრირებული და გამომდინარე აქედან, მათი მდგომარეობა კარგად იცის.

სვანეთში გამგზავრებამდე “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში მესტიის მუსიკალური სკოლის შენობაზე მან თქვა:

“ეს არის ორსართულიანი, საკმაოდ ძველი შენობა. აშენებულია ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლად. შენობის უკანა მხარეს მთის ნაშალია მოწოლილი - პირველ სართულს თითქმის ასცდა. გამორიცხული არ არის მეწყერიც დაიძრას. არის საშინელი სინესტე. იმის გამო რომ სინესტე იყო, ამ შენობის კედლები პირდაპირ ხით მოაპირკეთეს, რადგან იქ არსებული სინესტე არანაირ შელესილობას არ გაიჩერებდა. იატაკი ძალიან ძველი და ნახევრად დამპალია. შენობის გადახურვა არის ხის. მცირე მიწისძვრა, ან რყევა, რომ იყოს, ეს შენობა შეიძლება დაინგრეს.

სვანეთში დაცული ფერწერული ხატების 95%-ის (შეიძლება 98%-ის, მაგრამ ნუ დავითვლით) რესტავრაცია პირადად ჩემს მიერ არის ჩატარებული. ამიტომ, ამ ხატების გადატანა ისეთ სივრცეში, სადაც არის ნესტი, დაჭიანებული კედლები, იატაკი და ჭერი, არის საფრთხის შემცველი და მე უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ ამ შენობის დანგრევის საშიშროება არსებობს. სიწმინდეების მუსიკალური სკოლის შენობაში გადატანა ჩვენ არ უნდა დავუშვათ“.

"ობიექტივი"


რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...