00:27 18.10.2011
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ბიძინა ივანიშვილის სჯერა.„ივანიშვილს საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რეალური შანსი აქვს“, - განაცხადა შევარდნაძემ. ამის შესახებ ინფორმაციას „აფსნი პრესი“ ავრცელებს.
შევარდნაძის თქმით, ივანიშვილი არამარტო წარმატებული ბიზნესმენია, არამედ სერიოზული და ღირსეული ადამიანია, რომელმაც ღიად თქვა ის, რასაც სხვები ვერ ბედავდნენ.
შევარდნაძეს სჯერა, რომ ივანიშვილს შეუძლია ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა და მოსახლეობის იმედების გამართლება.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიის შესახებ განცხადება გასულ კვირას გააკეთა.
tribuna.ge
